დრევანდელ მოდურ ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ვივხვდებით,რომ ქალის ფეხსაცმელი საჭიროება კი არა,აქსესუარი გახდა და ფუფუნების საგანიც კი.არ მეგულება არც ერთი მოდის მიმდევარი ქალბატონი,ვისაც გარდრობში ნუინიმუმ 5 წყვილი ფეხსაცმელი არ ქონდეს.დღევანდელი ტენდენციით მარტო ისიც არ კმარა, რომ უბრალოდ ლამაზი,მოდური დიზაინერული ფხსაცმელი გეცვას,მნიშვნელოვანია იყოს გამორჩეულიც!’კუწურიეებიც’ რას აღარ იგონებენ,რომ მოდელი უჩვეულო იყოს,ზოგჯერ ამ უჩვეულობას სილამაზეც კი ეწირება! დიახ,უჩვეულო და გამორჩეული ზოგჯერ ლამაზს სულაც არ ნიშნავს!
რამოდენიმე ხანია დავიწყე უჩვეულო სტილის ფეხსაცმელის ფოტოების შეგროვება და ეხლა თქვენც გაგიზიარებთ 🙂 რამოდენიმე მამაკაცის ფეხსაცმელიც ‘გავურიე’ 🙂
ვიწყებ ფეხსაცმლით,რომელიც ჩემის აზრით,სიმახინჯის პიკია!ვერ წარმომიდგენია ეს ‘ჩლიქები’ ვის უნდა მოუხდეს? ან რა კაბას უნდა მოუხდეს? ალბათ ეს მაინც დიზაინერის ხუმრობაა 🙂


რა ლაქმა უნდა ‘უსველოს’ ამას?
აი ამ ფეხსაცმლის დიზაინერი მართლაც რომ ქალებს დასცინის(ისე, ფეხსაცმელსაც ვერ დავარქმევთ,საქუსლეები უფროა 🙂 ).ეს როგორ არის,იცით,მარტო სურათის გასადაღებისას რომ აცმევენ მოდელს 🙂 აბა ამის ტარება შეუძლებელია!





დაბლა მოყვანილილი Alexander McQueen -ის ფეხსაცმლით კი არის შესაძლებელი სიარული,მაგრამ ეს იმდენად მტკივნეული იქნება,რომ,ვფიქრობ მოდელებიც გულში დიზაინერს აგინებენ.ლედი გაგას აცვია ხოლმე ,მაგრამ იმას,რასაც ის აკეთებს—-სიარული არ ქვია 🙂 ხელის მოუკიდებლად თითქმის ვერ გადაადგილდება და რა აზრი აქვს ასეთი ფეხსაცმელის ქონას,არ ვიცი 😦 ,ასეა თუ ისე, 2010 წელს Alexander McQueen -ის შექმნილი ფეხსაცმელი მთელ მსოფლიოს ალაპარაკებს!


ესენიც არანაკლებ რთული სასიარულო იქნება,როგორც მინიმუმ ბალერინა უნდა იყო,რომ რამოდენიმე მეტრი მაინც გაიარო,სანამ საბოლოოდ არ დაიმტვრევ თითებს 🙂



ეს ფეხსაცმელი,მართალია,ძალიან მოუხერხებელი და უსაშველოდ მძიმე უნდა იყოს,მაგრამ ასე თუ ისე, სასიარულოდ მაინც გამოდგება,თუმცა თავს,ალბათ,როგორც ‘ფუნიკულორზე’ ისე გრძნობ ! 🙂



ესეც ძალიან ცუდი სასიარულო ფეხსაცმელი,პირველი ორი მთლად რკინის არის —მძიმეც იქნება და მტკივნეულიც.


შემდეგი სურათები ,პირადად ჩემთვის,აბსოლუტური აბსურდია,ზოგიერთი მათგანი ჩემში ზიზღსაც კი იწვევს :აბა ვის სიამოვნებს ფეხების,ან კიდევ უარესი—- თაგვის ან ვირთხის ფორმის ფეხსაცმელი? ნეტა თქვენ რას ფიქრობთ?

ეს თხუნელაა?

ფუ,ვირთხები !

გამოდის,რომ პატარა ძაღლები გაქვს ფეხზე წამოცმული 😦

‘ფეხშიშველი’ ჩექმა

‘ფეხშიშველები’:)

ფეხსაცმელი კიკ-ბოქსინგისთვის?:)

ეს არის ალბათ ‘ზვიანგი’ 🙂 🙂

ჰა,ჩაიცვი და წადი ‘ლილოში’ 🙂

მგონი უფრო დიდი ბაღი მოუხდებოდა ^_^

რატომ უნდა მოგინდეს ასეთი რამის ჩაცმა?გეგონება ფეხებზე კლავიატურა შემოგამტვრიესო ^^

ეს თუ გაცვია,დარწმუნებული ვარ, კაციშვილი არ ეცდება შენ გაბრაზებას 🙂

ნეტა თუ ‘აპიპინებს’ ?

ზღვის ზღარბს რომ ფეხზე წამოიცმევ,აი ის!
უბრალოდ უშნო ფეხსაცმელი!

არადა $529 ღირს





არადა Jeffrey Campbell –ისაა და ღირს $219.95 .მაგრამ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ–ყველაზე უშნო რამ არის მათ შორის ,რაც ქალისთვის შეუქმნიათ!
ამას არც კი ვიცი რა დავარქვა…

ბოლოს კი წარმოგიდგენთ ფეხსაცმელს,რომელიც აღჭურვილია ვიჯეტებით.არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილია და გამოსადეგი,მაგრამ …. ერთობა ხალხი 🙂


მომდევნო პოსტში “კრეატიული ფეხსაცმელი,რომელსაც სიამოვნებით ვატარებდი!” კრეატიულს,უცნაურ,მაგრამ ამავდროულად საყვარელ ფეხსაცმელს შემოგტავაზებთ,რომლის ჩაცმაც ექსტრავაგანტულ ქალბატომებს მოგ(ვ)ეწონებათ 🙂
მოგეწონა? გაუზიარე მეგობრებსაც!
Like this:
Like იტვირთება. . .
Related
აუ, ამ ფეხსაცმელებით მოძრაობას მეხუმრები?! :დ
ხო,მაგით მომგონს მაგის მეტი არაფერი უნდა ‘აღირსო’ 🙂 მერე ნახოს!
სხვათაშორის ყველაზე ‘რთულ’ ქალის ფეხსაცმელს მამაკაცები ქმნიან
იმიტომ, რომ თავად არ დადიან მაგით :დ
აბა, ქალი ხომ არ გაიმეტებს მაგისთვის თავს?!
მაგრამ, ვინც მაგას ჩაიცვამს, რავიცი, მართლა გამეტებული ჰყავს თავი :დ
ჰო,აი მოდელებს მეტი გზა არ აქვთ და ჩვენებებზე აცვიატ,აი თავიანტი ნებით მართლა გოროგ იცმევენ,არ ვიცი–ლედი გაგასი არ იყოს 🙂
ერთი როიმ შემოგიქნევს ასეთი ფეხსაცმლით)))
სხვათაშორის ალექსანდრე მაქქვინის ფეხსაცმელი ეცვა ლედი გაგას)) აი მასეთები როგორიც მანდ არის მოცემული.მძლივს რომ დადიდოდა ერთ ერთ ცერემონიალზე
ხო,ეგენი ეცვა,წარმომიდგენია თითები როგორ მიეწეწკებოდა 🙂
Pingback: კრეატიული ფეხსაცმელი,რომელსაც სიამოვნებით ვატარებდი! « Ketusi's Blog
ვაიმე და იმ ჩლიქების პატრონი დამაჭერინეთ რა და სულ ეგ ჩლიქები უნდა ვურტყა)))) რამდენჯერაც შევხედავ გული მიმდის რა სიმახინჯეა.
ლოლ,კაი, ნუ ნერვიულობ,შენ არ ჩაგაცმევ 🙂
რა ღადაობა რაღაცეებია 😀 აღარ იციან რა გააკეთონ 😀
ხო, მართალი ხარ 🙂
უჰ, რა საინტერესოა.
მაქქუინი, როგორც ყოველთვის – ზეა. ❤
კი,ყველაფერი ლამაზი გამოსდის,ტუმცა ამ შემთხვევაში არაპრაქტილკული.აი შემდეგ პოსტში რომ არია—ისინია მაგარი