Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

თბილისის მოდის კვირეული გვიახლოვდება

Tbilisi Fashion Week

Tbilisi Fashion Week გვიახლოვდება,ის  გაიმართება 17 მაისს,ეს იქნება რიგით მე-6 თბილისის მოდის კვირეული.ამჯერად უჩვეულო,ექსტრემალურ პირობებში მოუწევთ ჩვენების ჩატარება,რადგან რიყეზე,სადაც ეს ჩვენება უნდა ჩატარდეს,დაუსრულებელი შენობებია და უზარმაზარი შრომის ჩადება მოუწევთ ორგანიზატორებსაც,რომ იქაურობა მოდის ჩვენებისთვის შესაფერისად აქციონ.გაითვალისწინეთ,ორი დღე ღა დარჩა 🙂

ნეტა რა სანახაობას მოგვწყობენ და დიზაინერები როგორი კოლექციით წარსდგებიან ჩვენს წინაშე? იქნება რაიმე ახალი? რა ფერებს შემოგვთავაზებენ? შეგახსენებთ,რომ ნაჩვენები იქნება შემოდგომა-ზამთრის კოლექციები.

მოდების ჩვენებას გახსნის თამუნა ინგოროყვა და ჩვენებაში უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერებიც მიიღებენ მონაწილეობას.

აქვე მინდა თამუნა ინგოროყვას შარშანდლი, 2011 წლის მაისის თბილისის მოდის კვირეულზე წარდგენილი კოლექციის ნაწილი გაჩვენოთ,რადგან ძალიან მომწონს.

თამუნა ინგოროყვა

თამუნა ინგოროყვა

თამუნა ინგოროყვა TFW 2011 თამუნა ინგოროყვა TFW 2011 თამუნა ინგოროყვა TFW 2011 თამუნა ინგოროყვა TFW 2011 თამუნა ინგოროყვა TFW 2011 თამუნა ინგოროყვა TFW 2011 თამუნა ინგოროყვა TFW 2011 თამუნა ინგოროყვა TFW 2011 თამუნა ინგოროყვა TFW 2011 თამუნა ინგოროყვა TFW 2011

წლევანდელი ჩვენებისგანაც ამგვარ ხასხასა ფერებს და მსუბუქ  და ჰაეროვან ტექსტურას უნდა ველოდოთ? თუ გაზაფხულის კოლექციისმაგვარ მუქ ტონებში გადაწყვეტილს? რა ვიცი, ვნახოთ.

დიზაინერი იკა ბობოხიძე წელსაც წარადგენს თავის კოლექციას.

სიახლე ისიც იქნება,რომ აქამდე ატელიე “ინფორმალის” დიზაინერი ლელა ელოშვილი ამჯერად საკუთარი სახელით წარგვიდგენს კოლექციას,რომლის ფერებიც,პირადა მე,გულს ძალიან მიხარებს 🙂

გიორგი შაღაშვილი ისევ შავი ფერით,ოჰ,ნოოოოოუუ,კიდე ჩაშავება გვინდა? ნუ,მისი აზრით კი ‘გვიცავს’ თანამედროვე ტენდენციებისგან, მაგრამ…მაგრამ მოდით თავად ვნახოთ რას შემოგვთავაზებთ ამჯერად.მანამ კი შარშანდელი კოლექციის  ზოგიერთ მის ნამუშევარს გადაავლეთ თვალი.

გიორგი შაღაშვილი TFW 2011

გიორგი შაღაშვილი

გიორგი შაღაშვილი TFW 2011 გიორგი შაღაშვილი TFW 2011 გიორგი შაღაშვილი TFW 2011 გიორგი შაღაშვილი TFW 2011 გიორგი შაღაშვილი TFW 2011 გიორგი შაღაშვილი TFW 2011

ისიც მაინტერესებს თამუნა ბოჭიკაშვილი როგორ კოლექციას წარადგენს,შარშანდელი შავი და რაღაც გეომეტრიული აბდაუბდიანი კოლექცია საერთოდ არ მომეწონა 😦

თამუნა ბოჭიკაშვილი TFW 2012

თამუნა ბოჭიკაშვილი

თამუნა ბოჭიკაშვილი TFW 2012 თამუნა ბოჭიკაშვილი TFW 2012 თამუნა ბოჭიკაშვილი TFW 2012 თამუნა ბოჭიკაშვილი TFW 2012 თამუნა ბოჭიკაშვილი TFW 2012 თამუნა ბოჭიკაშვილი TFW 2012 თამუნა ბოჭიკაშვილი TFW 2012

მოკლედ,მოლოდინის რეჟიმში ვართ! ორგანიზატორები კარგ შოუსაც გვპირდებიან და ვნახოთ როგორი გამოვა ეს ყველაფერი.

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: