Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჩემი ახალი გატაცება

პრიმულები და გიაცინტები

პრიმულები და გიაცინტები

ცხოვრებაში არ მქონია ჰობი,ან რაიმე სერიოზული გატაცება,რაც პრიონციპში ერთი და იგივეა 😉

მართალია, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ბავშვობაში მინერალებს ვაგროვებდი და სამკურნალო მცენარეების ჰერბარიუმი მქონდა…ნეტა სად წავიღე ეს ყველაფერი 😦

მაგრამ ეს მაინც არ იყო ჰობი,აი ისეთი, მაგალითად,ჩემ დას რომ აქვს:ფულს აგროვებს კუპიუტების და მონეტების სახით,ანუ ბონისტკა-ნუმიზმატიჩკა იყო (და არის,პრინციპში):)))

ამას იმიტომ ვყვები,რომ მგონი მარტლა ახალი გატაცება გამიჩნდა და ჩამითრია და ჩამითრია:)))

მეგობრებმაც ხუმრობით მითხრეს ამასწინათ : ვა,ქეთი,ახალი გატაცება გაქვს? (უფ,მანამდე ხო რავი, რა გატაცება აღარ მქონდა,ხო? :))) )

ჩემმა ქმარმაც:”ეხლა ფაუნიდან ფლორაზე გადახვედიო?”,,,მეთქი ერტი მეორეს ხელს არ უშლის თქო…ხომ იცით როგორ მიყვარს ცხოველები,როგორ ვზრუნავ მათზე,,,ხოდა საქმე იმაშია,რომ ეხლა ფლორამაც გამიტაცა,სიმართლე უნდა ითქვას.

ყოველთვის მიყვარდა ყვავილები,ოღონდ ყველა არა.მიყვარს მაღალი დეკორატიული ვიზუალით გამორჩეული მცენარეები…კაცია და ბუნება,ამაშიც ყველას ~გემოვნება აქვს,ხომ იცით…აი მე სულ მაკვირვებდა ფრაზა:”მინდვრის ყვავილები უფრო მიყვარს,ვიდრე ვარდები” —მაგიჟებს ეს ფრაზა,გულშილამაზი თაიგული სულ ზიზილებით და გვირილებით შეკრულ თაიგულს ვურტყამ თავში ასეთ ადამიანს! როგორ შეიძლება გვირილები და ბალახ-ბულახი ვარდს გერჩივნოს?ან ტიტას?ან ნარცისს,,,რავიცი კიდე ბევრი ლამაზი თაიგულის ყვავილია…მოკლედ,მიხვდით ალბათ — ნამეტანი გადაპრანჭული გემოვნება მაქვს ამ ამბავში 😉

ჩემი 'ბებერი' ქლოროფიტუმი

ჩემი ‘ბებერი’ ქლოროფიტუმი

ადრე მქონდა ბევრი ყვავილი,პალმაც მქონდა, იებიც,კალებიც ,ჭორიკანაც,ქლოროფიტუმიც და რა ვიცი კიდე სხვა ყვავილები,მაგრამ ბინა რომ შევიცვალე, არ მოეწონათ და ჭკნობა დაიწყეს ,ამიტომ გავაჩუქე,რაც დამრჩა ჩემს კატას (ადრე მყავდა სხვა,გავაჩუქე მერე) ვერ გადაურჩა.იმ საზიზღარმა იები სულ ძირში დამიკვნიტა და მიწაში მოისაქმა :((( რამდენიმე მსგავსი პროცედურის მერე დამრჩა სულ ერთი ია და ისიც ჩემ დას ვაჩუქე მერე.ჰოდა,გადაურჩა მარტო ქლოროფიტუმი,რომელიც დღესაც მშვენივრადაა.ასე,წლების მანძილზე სხვა ყვავილი არ მომიტანია სახლში, თუ ბარაქის ხეს არ ჩავთვლით, რომელიც უცნაურად ჩიავდება ჩემთან.ხვდება,რომ არ მომწონს…რა მოსაწონია,რა სილამაზე მაგას აქვს! :)))ისევ სწერვა მე :)) არა და კახას უყვარს რატომღაც და ამასწინათაც ახალი მომიტანა,პაწიაა 🙂

მოკლედ(არა და არ გამომდის ეს ‘მოკლედ’) ამასწინათ გადავწყვიტეთ, რომ ერთი აივანი შემოვიერთოდ და მეორე კი შევმინოთ ჰოდა ფანჯრის დიდი რაფის პერსპექტივა რახან გაჩნდა,ამიტომ თადარიგი დავიჭირე და დავიწყე იქ შემოსაწყობი ყვავილების მოძიება 🙂

ამდაგვარად მინდა, რომ გავაკეთო

ამდაგვარად მინდა, რომ გავაკეთო

მაღაზიაში ია მომეწონა და ფოთოლი გამოვართვი,მეზობელს ულამაზესი იები ყავს და იმასაც ორ-ორი ფოთოლი გამოვართვი და დავასათბურე.აი ამ იების ფოთლებს ვახარებ:

იები

ასე მყვანან დასათბურებულები:

დასათბურებული იის ფოთლები

იის ფოთოლმა "შვილოკოები" ამოიტანა

ერთმა იის ფოთოლმა “შვილოკოები” ამოიტანა

ზრდასრული მარტო ეს ორი ია მაქვს:

იები

ისე, იებსჩვენ ვეძახით, თორე ისე არაფერი საერთო ქართულ იქსთან მათ არ აქვთ, ესენი აფრიკული იებია და მათი სახელწოდება არის  სენპოლია 🙂

სამგორი-ისნის გზაზე რომ სათბურია ციკლამენი,ვიოლები და ფურისულები(პრიმულები) ვიყიდე.

ციკლამენი ვიოლები ანუ ივანე-და-მარიები ფურისულები ანუ პრიმულები გიაცინტი ანუ სუმბული SAM_0565

პატარძალა ვიყიდე,ძალიან ლამაზიიი,მრავალფენიოანი ხუჭუჭა,ნაზი ვარდისფერი ყვავილით,მაგრამ როგორც,ჩანს ერთხელ ცოტა მეტი წყალი მომივიდა და გაფუჭდა,დავაჭერი ტოტები და ვაფესვიანებ,ეგებ მასე გავახარო.კიდევ კოლეუსის ორი ტოტი მაქვს 🙂 და კიდევ ამ ზამთარს რამდენიმე ლიმნის და ფორთოპხლის,და მგონი მანდარინისაც—თესლი ჩავრგე და ამოვიდა 🙂

ბალზამინი/პატარძალა   გადაჭრილი ბალზამინიკოლეუსი

ასევე ვარდის ნერგები ვიყიდე სხვადასხვა ფერის.ესენი ბონსაისთვის მინდა და მათზე ცალკე პოსტში დავწერ.ასევე ორი ხის ნერგისც ვიყიდე:გარგარი და ბროწეული,ისინიც ბონსაისთვის მინდა.

ვარდების ნერგები

კიდევ ერთი ,ჭრელფოთოლა ქლოროფიტუმი ვიყიდე,გაზაფხულზე ერთად ჩავრგავ ორივეს.

ასევე უამრავი ყვავილის თესლი გამოვიწერე ჩინეთიდან,აქაც ვიყიდე,ჩავრგე,ზოგი ამოვიდა,ზოგი არა 😦

თესლიდან ამოსული დასათბურებული დარგული თესლი ბალზამინის პატარა ნერგები

აივნისთვის მაქვს ბევრი ყვავილი ნაყიდი…აწწწ რა ლამაზი აივნის ყვავილები მექნება მალეეეე :

ამათ ვაჯუჯავებ:ვარდები ,ბროწეული და გარგარი.

ამათ ვაჯუჯავებ:ვარდები ,ბროწეული და გარგარი.

 

ძალიან ლამაზი ვარდები მაქვს დაკალმებბული,იმედია კარგ ფესვს გაიკეთებენ,ზოგს კვირტები აქვს უკვე

ძალიან ლამაზი ვარდები მაქვს დაკალმებბული,იმედია კარგ ფესვს გაიკეთებენ,ზოგს კვირტები აქვს უკვე

ამ ქოთნებში სხვადასხვა ფერის გლადიოლუსები მირგია...გავაფორმე სუროთი, მგონი ლამა ფონს შეუქმნის ძირში :)

ამ ქოთნებში სხვადასხვა ფერის გლადიოლუსები მირგია…გავაფორმე სუროთი, მგონი ლამა ფონს შეუქმნის ძირში 🙂

აქ არიან: ჰოლანდიური ფოჩებიანი) და ქართული წითელი ტიტები,ნარცისები(ჰოლანდიური და ქართული),კროკუსები(რამდენივ~ნმე ფერი,ჰოლანდიურები),სუმბულები,პიონი(დარგულია,ჯერ არ ამოსულა)

აქ არიან: ჰოლანდიური ფოჩებიანი) და ქართული წითელი ტიტები,ნარცისები(ჰოლანდიური და ქართული),კროკუსები(რამდენივ~ნმე ფერი,ჰოლანდიურები),სუმბულები,პიონი(დარგულია,ჯერ არ ამოსულა)

ჩემი სიამაყე და სიამოვნებაა ორქიდეები!სულ ვოცნებობდი მათ შეძენას და ოცნება ავიხდინე,დღეს დღეისობით 6 მყავს.პირველი 17 დეკემბერს(2014 წ) ვიყიდე,თეთრი პრინცესა ❤ ,მაგრამ იმავე დღეს ლაქიმ(კატამ) ჩამომიგდო ძირს და ასე მოუსწრაფა მის ყვავილობას სიცოცხლე.ეს არის ორქიდეა ფანელოფსისი.

ორქიდეა ფანელოფსისი

მერე ორი ორქიდეაც ვიყიდე,რომელბიც უკვე ასრულებდნენ ყვავილობას და ამიტომ იაფად გაყიდეს.

ორქიდეები

რამდნიმე დღის წინ კი მოყვავილებული ორქიდეა ვიყიდე,ორი კოკორი ღა აქვს და ერთი უკვე გაიშალა. იისფერია,ჩემი ოცნების ორქიდეააააა ^_^

ორქიდეა  ჩემი ორქიდეებიჩემი ორქიდეაორქიდეა

ასევე მალაიზიიდან და ტაილანდიდან გამოვიწერე პატარა ორქიდეები,ჩითილები და აი ისინიც :

ორქიდეა  ჩემი ორქიდეები

აი ასეთი სილამაზე მაქვს სახლში!მიხარია,რომ ყოველ დღე მთზე ვზრუნავ,ვტკბები ყავილების ცქერით,მიხარია მათი კარგად ყოფნა.რამხელა სიამოვნებაა, როდესაც მცენარე გაგიყვავდება!რამხელა სიხარულია,როდესაცთესლს დარგავ და როგორც იქნა პაწია ფოთლები თავებს ამოყოფენ!

გამიჩნდა აზარტი — მინდა უფრო მეტი ყვავილი მქონდეს სახლში! ხშირად ვერ ვახერხბ ბუნებაში გასვლას,ასე კი,თითქოს ბუნება შემოვიდა ჩემს სახლში ^_^

სამწუხაროდ ჩემი ბინა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მქონდეს ყველა ის მცენარე,რომელიც მიყვარს, მაგრამ აი ორქიდებს და იებს მაინც ვიყიდი.ძალიან მინდა მქონდეს ასეთი იები:

saintpaulia  სენპოლია

და ბევრი სხვადასხვა ორქიდეა:

ორქიდეა ფენლოფსისი ორქიდეა ფენლოფსისი ორქიდეა ფენლოფსისი ორქიდეა ორქიდეა ფენლოფსისი

აუცილებლად გავაგრძელებ ‘ფლორის’ თემას და შემდგომ პოსტებში სხვადასხვა მცენარის მოვლის შესახებ დავწერ.

ეხლა კი გემშვიდობებით დიდი სიყვარულით

თქვენი ქეთუსი ❤

 

Advertisements

7 responses to “ჩემი ახალი გატაცება

  1. Pingback: ორქიდეა ფალენოფსისი | Ketusi's Blog

  2. jamo აგვისტო 28, 2016, 6:44 PM

    gamarjobat! dzalian lamazebia. Tailandidan rogor gamoiceret orqideebi, romeli saitidan, da ramdeni hani modioda, tu gzashi ar gapuchdnen? me gamovicere germaniidan da gapuchebuli chamomivida.

    • ketusi.com აგვისტო 29, 2016, 12:43 PM

      გამარჯობა.ebay.com-იდან გამოვიწერე და 2 თვე ჩამოდიოდა,ზამთრის სეზონი დაემთხვა და გაყინულები ჩამოვიდა, ვერ გადავარჩინე.

      • jamo აგვისტო 29, 2016, 10:38 PM

        vapirebdi mec gamoceras e-bay-dan da agar gamovicer. madloba pasuhisatvis.

        • ketusi.com სექტემბერი 1, 2016, 12:11 PM

          ეხლ იმდენი და ისეთ კარგ ფასებში სემოიტანეს ჩვენ სათბურებსა და მაღაზიებში, რომ ნამდვილად აღარ ღირს ჩიილების გამ ოწერა,,მერე იმათ წლები უნდა ელოდო, რომ გაიზარდონ და იყვავილონ

  3. jamo სექტემბერი 5, 2016, 12:20 AM

    ძალიან მომწონს ტქვენი ბლოგი, სიამოვნებით ვკითხულობ:)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: