Ketusi's Blog

take it easy,it's just life

სააღდგომო წეს-ჩვეულებები

სააღდგომო პასკა2012 წლის აღდგომა 15 არპილს დგება და როგორც წინა პოსტში ავღნიშნე,ეს “დღესასწაულთა დღესასწაულია” .აღდგომა უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია და ის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საპატივცემულოდ არის დაწესებული.

აღდგომას ეკლესიაში ღამისთევის ლიტურგია ტარდება და მას უამრავი ადამიანი ესწრება.აღდგომას სრულდება 40 დღიანი მარხვა.

ქართული ტრადიციით,სააღდგომო სუფრა გამოირჩეოდა სადღესწაულო ელფერით.ცხვება პასკა,რომელიც გოლგოთას სიმბოლოა.კულიჩის ნაცვლად აქ იმავე ცომნისგან თონეში ცხვებოდა ნაზუქები.სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქადები და ხორბლისგან დამზადებული კერძი,რომელიც სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად მზადდება(კორკოტი,კოლიო).რა თქმა უნდა შეღებილი კვერცხები ყველა სუფრაზეა,ადრე კვერცხებს ლამაზად მოხატავდნენ ხოლმე კიდეც.

აღდგომას ტრადიციული თამაშებები და ცეკვები იმართებოდა,ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია ქონდა.

ხევის სოფლებში აღდგომის აღნიშვნის სხვადასხვანაირი ტრადიცია არსებობდა. სოფელ სნოში ამ დღეს ახალგაზრდა ვაჟთა მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი იკრიბებოდა, რომელსაც სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მთელ სოფელს მოივლიდა, ყოველ მცხოვრებს შინ ეწვეოდა. ჭიშკართან ჯგუფის უფროსი დაიძახებდა – “ქრისტე აღსდგა!” შემდეგ ახალგაზრდები ერთდროულად უპასუხებდნენ – “ჭეშმარიტად!” ოჯახის დიასახლისი გამოეგებებოდა სტუმრებს და შესაწირი გამოჰქონდა – სააღდგომო კვერცხები, რომლებსაც ეზოს შუაგულში აწყობდნენ, თან ხმამაღლა იძახდნენ რომელ კვერცხს რომელი ოჯახის წევრის სახელზე დებდნენ. მწკრივში დალაგებულ კვერცხებს ახალგაზრდები რიგ-რიგობით ესროდნენ ისრებს, მანამ, სანამ ყველა კვერცხს არ მოარტყამდნენ. ბედნიერად ითვლებოდა ის, ვის სახელზე დადებული კვერცხიც პირველი გატყდებოდა. ხშირად სოფლის მცხოვრებნი კვერცხთან ერთად სხვადასხვა საკვებს და ფულს სწირავდნენ. აღდგომის დღეს მოხევეები თვით ახლად დაკრძალულ მიცვალებულსაც არ მოიხსენიებდნენ, მიცვალებულებისთვის სპეციალურად დღესასწაულის მეორე დღეს ღებავდნენ კვერცხს. ბრწყინვალე აღდგომის აღნიშვნის ტრადიციები გარკვეული სახეცვლილებით ხევში დღემდე არსებობს.

სამხრეთ საქართველოში სააღდგომო პურობის აუცილებელი ატრიბუტი იყო სპეციალურად შემონახული მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, წითელი კვერცხები, ქადა, შოთი, ყველი, მწნილეულობა, სხვადასხვა ჩირი და ღვინო-არაყი.

გურიაში ყოველ წელს სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება ლელო-ბურთი. ამ დღისთვის სპეციალურად ამზადებენ სასმელს, რომელიც აგუნას წარმართულ რიტუალს უკავშირდება და ქრისტიანულ ტრადიციებთან იყო შერწყმული. სასმელის შემადგენლობაში შედიოდა თაფლი, ღვინო და ბროწეულის წვენი. აღნიშნული პროდუქტები ადამიანის ორგანიზმზე მატონიზირებელ მოქმედებას ახდენს და ლელობურთის მოთამაშეებს სიმხნევეს მატებდა.

იმერეთში ღამე ეკლესიის ზარების რეკვასთან ერთად ბუკის ძახილიც სცოდნიათ, მამლის პირველ ყივილზე ეს ხმა ხალხს წირვაზე დასასწრებად უხმობდა. ამბობენ, რომ მესამე ყივილზე მრევლი უკვე ტაძარში მიდიოდა.

სამეგრელოში სააღდგომო წირვა შუაღამით იწყებოდა. ტაძარი ხალხით ივსებოდა და ყველგან უამრავი სანთელი ენთო. ბოლოს “ქრისტე აღსდგას” გალობით ყველა შინ ბრუნდებოდა. ყველიანი და კვერცხიანი პურის კვერები და შემწვარი გოჭი მეგრული სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო.

კახეთში აცხობდნენ ქადებს, ნაზუქებს, კლავდნენ საკლავს და ეპატიჟებოდნენ სტუმრებს. კახურ სუფრას, რა თქმა უნდა, ამშვენებდა კარგი წითელი ღვინო. ამ კუთხეში დღემდე შემორჩენილია რწმენა, რომ ვინც წითელ პარასკევს ჩურჩხელას შეჭამს, მთელი წლის განმავლობაში ქვეწარმავლებისგან საფრთხე არ დაემუქრება.

საქართველოში ოდითგანვე არსებობდა ჭონაობის ტრადიცია. აღდგომა დილას რამდენიმე კაცი ერთად იკრიბებოდა, სოფელში თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა, ულოცავდა დღესასწაულს და საგალობელს მღეროდა:

“ჭონას დავალთ მადლობითა,

ღმერთი თქვენი წყალობითა,

ლოცვას ღამიან მოისმენთ

ქრისტე ღმერთის ბრძანებითა,

ლიტანიას შემოვუვლით

სანთელ კელაპტარებითა.”

მახარობლები როცა სიმღერას დაამთავრებდნენ, სახლის ბანიდან თოკით კალათას ჩაუშვებდნენ და ისევ აგრძელებდნენ:

“ალათასა ბალათასა,

ჩამოვკიდავ კალათასა,

ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი,

ღმერთი მოგცემს ბარაქასა.”

ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებსა და ტკბილეულს ჩაალაგებდა, მახარობლები მიიღებდნენ შესაწირს და სხვა ოჯახს მიადგებოდნენ. მეჭონეების ხელცარიელი გაშვება ცუდის ნიშანი იყო. ყველა ცდილობდა, ისინი გულუხვად დაესაჩუქრებინა.(ეს ინფორმაცია დავესესხე გაზეთ “24 saati.ge”-ს)

დასავლელ ქრისტიანებს სააღდგომო კულტად შეღებილ კვერცხების გარდა კურდღელიც ყავთ მიჩნეული.კურდღელი კულტად იქცა 16-17 საუკუნეებში,ყოველ შემთხვევაში ის პირველად არის ნახსენები 17 საუკუნის 70 წლებში,როდესაც გეორგ ფრაკ ფრაკენაუმ ტრაქტატ “სააღდგომო კვერცხების შესახებ” ახსენა, რომ კურდღელი,როგორც აღდგომის ატრიბური,პოპულარულია ელზასში.

მიუნხენში არის მსოფლიოში ერთადერთი სააღდგომო კურდღლების მუზეუმი, სადაც 2000 მეტი მთელ მსოფლიოში მოგროვილი სააღდგომო კურდღელია.

ამ ცხოველის მიმართ ასეთი დამოკიდებულების ახსნა უძველეს დროში უნდა ვეძიოთ.კურდღელი ანგლოსაქსური გაზაფხულისა და ნაყოფიერების ღვთაების აუცილებელი თანმხლები იყო.თავისი არაჩვეულებრივი ნაყოფიერებიტ ის იყი სიმბოლო  სიცოცხლის გაგრძელების და განახლებისა,რადგან გაზაფხულზე ბეწვს იცვლის.არის სხვა განმარტებაც: აღდგომის დღესასწაული მოდის სავსემთვარიანობის პირველ კვირა დღეზე,რომელიც მოსდევს საგაზაფხულო ბუნიობას.კურდღელი კი მთვარის ცხოველად მიიჩნევა.

გერმანიაშიც აღდგომის მთავარი გმირი—- კურდღელია! იქ მიაჩნიათ,რომ ასეთ ლამაზ ქმნილებებს,როგორც შეღებილი კვერცხებია, ჩვეულებრივიქათამი ვერ აჩუქებდათ.

თავიდან სხვადასხვა თქმულება არსებობდა : გესენში ფიქრობდნენ,რომ კვერცხები მელიას მოქონდა,საქსონიაში— მამალს,ელზასში—წეროს,ბავარიაში—გუგულს.დაახლოებით 18 საუკუნეში ყველა შეთანხმდა იმ აზრზე, რომ კვერცხებს ღებავდა და მალავდა განსაკუთრებული სააღდგომო კურდღელი.აი ასეღი ზღაპარი ქონდათ მოგონილი,რაც ზალიან საინტერესოა და მაგონებს თოვლის ბაბუის ამბავს და ასევე იმას,პატარა ბავსვებს რომ ეუბნებიან—კომბოსტოში გიპოვეთო 🙂 .ამ სიმბოლოს რაც შეეხება,გერმანიიდან ის თითქმის მთელს ევროპაში გავრცელდა და ამერიკამდეც მიაღწია.დღესაც გერმანიაში სააღდგომოდ სადაც არ უნდა გაიხედო,ყველგან კურდღლებია.კურდღლის გამოსახულება არის : ქუჩებსი,მაღაზიის ვიტრინებსა და ინტერიერში,ამოქარგულია ხელსახოცებზე,იყიდება სუვენირები და კურდღლის ფორმის კულიჩები.აღდგომა დილას,ბავშვები  გაღვიძებისტანავე იწყებენ ფერად-ფერადი კვერცხებით სავსე ბუდის ძებნას.სადრესასწაულო სუფრაზე კურდღელი მხოლოდ შოკოლადის ან ბისკვიტის სახით მიაქვთ.ბოვარიულ საკონდიტროებში აცხობენ მთლიან კურდღლის ოჯახსაც კი : დედა,მამა, შვილებს,ბებია და ბაბუა კურდღლებს.

სააღდგომო კურდღელი

საბერძნეთში აღდგომამდე ორი დღისთ ადრე ყველაფერი ჩერდება — დაკეტილია ყველა სახელმწიფო დაწესებულება,ოფისები და საწარმოები.ხალხი მარაზიებსი დადის და საჭმელ-სანოვეგეს ძენს სადღესაასწაულო სუფრისთვის.

სოფლად საინტერესო ტრადიცია აქვთ.მწყემსები მორეკავენ ცხვარს,და აწყობენ შეჯიბრს—ვინ მოწველის მათ ყველაზე სწრაფად და კარგი შედეგით.მერე რძეს წონიდნენ,ადუღებდნენ და ყველას უმასპინძლდებოდნენ.სანამ შეჯიბრი მიმდინარეობს,ამ დროს ამზადებენ სუფრისთვის მტავარ კერძებს ცხვრისგან და ბატკნისგან.კერძებს ეზოშივე, დანთებულ ცეცხლზე ამზადებენ,სახლში წვავენ და ხარსავენ ეროვნულ კერძს “მაგრიცას”.ბერძნულ სააღდგომო  სუფრაზე გარდა ყველისა,კერზებისა და ღვინისა აუცილებლად აქვთ “კალცუნი” —ჭყინტი ყველიანი ღვეზელი,ასევე კულიჩები(ქიშმიშის გარეშე) .სუფრაზე აუცილებლად აქვთ ტრადიციული სააღდგომო ნამცხვარი,რომელიც წარმოპადგენს ტკბილ საფუარიან ბატონს,რომელსაც ტავზე კუნჟუტის მარცვლები აქვს მოყრილი,ზემოდანწრეზე მოვლებული აქვს ტავისივე ნაწნავი დაჩარჭობილი აქვს 5 ცალი წიტელი კვერცხი.ეს ნამცხვარი სუფრაზე საპატიო ცენტრალურ ადგილს იკავებს.

იტალიაში სუფრათან აუცილებლად მიაქვთ ღვინოში ჩადებული ცხვარი,შემწვარი ბატკნის ფეხი,ყველის დესერტები და პური, რომელზეც შეღებილი კვერცხები აწყვია(ბერძნულის მსგავსი,ითონდ მრგვალი).სხვადასხვა პრობინციის კერძები შეიძლება განსხვავდეოდეს ერთმანეთისგან,მაგრამ ყცველგან აქვთ “კოლომბა” — მტრედის ფორმის სააღდგომო ნამცხვარი.იტალირი “კოლომბა” არის ბედნიერების და ახალი სიცოცხლის დაბადების სიმბოლო.

იტალიური "კოლომბა"

არის კიდევ ერთი კერძი,რომლის გარეშეც აღდგომის სუფრა წარმოუდგენელია.ეს არის “პასტიერა” .მას მთელ იტალიაში ამზადებენ,ტუმცა სხვადასხვა კუთხეში თავისებურად.ასე,მაგალითად უმბრიაში მასში ცხვრის ყველს ამატებენ,ტოსკანაში— ქიშმიშს და კედარის თესლს,კამპანიაში— ვიჩინასა და ნუშს,ნეაპ[ოლში—ხორბლის მარცვლებსა და ფორთოხალს.

იტალიური "პასტიერა"

პოსტის ბოლოს კი მინდა პასკის 2 რეცეპტი შემოგთავაზოთ

პასკა

#1 

ინგრედიენტები (4 პორცია):

  • ფქვილი—600 გრამი
  • ხაჭო — 200 გრამი
  • კვერცხი — 3 ცალი
  • რძის ფხვნილი — 2 სუფრის კოვზი
  • ზეთი — 2 სუფრის კოვზი
  • ქიშმიში — 100 გრამი(დამდუღრული)
  • თაფლი — 2 სუფრის კოვზი
  • საფუარი — 2 გრამი
  • მარილი

საზომიან ჭიქაში გავტეხოთ 3 ცალი კვერცხი.ავთქვიფოტ და დავამატოთ წყალი ისე, რომ 300 მგ მივიღოთ.გადავიტანოთ ფორმაში,დავამატოთ დნარჩენი ინგრედიენტები,ავურიოთ და შევდგათ აირღუმელში 3 საათით.მზა პასკა გავაციოთ და თავზე მოვასხათ 1 კვერცხის ცილისა და 100 გრ შაქრის პუდრისგან ათქვეფილი მინანქარი.გავაფორმოთ კულინარიული ფხვნილით.

#2

ინგრედიენტები:

  • კვერცხი — 5 ცალი
  • რძე — 1.5 ჭიქა
  • საფუარი — 50 გრამი
  • კარაქი — 100 გრამი
  • ფქვილი — 600 გრამი (+/- 50 გრამი)
  • ქიშმიში — 100 გრამი
  • შაქარი — 1–1.5 ჭიქა

მინანქარი : 1 კვერცხის ცილა + შაქრის პუდრი გემოვნებით

შევათბოთ რძე და გავხსნათ მასში საფუარი.დავამატოთ 1 სუფრის კოვზი საქარი და ერთი ჭიქა ფქვილი და კარგად გავთქვიფოთ.ქვაბს დავაფაროტ პირსახოცი და სითბოში გავაჩეროთ 15 წუთი.გავადნოთ კარაქი.კვერცხის გულები ავთქვიფოთ ნახევარ ჭიქა შაქარტან ერთად.გამდნარი კარაქიც და ათქვეფილი კვერცხის გულებიც დავამატოთ მანამდე მომზადებულ მასას.ცალკე ავთქვიფოთ ცილა და დარჩენილი საქარი და ისიც ქვაბში დავამატოთ.კარგად ავურიოთ,ცომის საზელი თავიანი მიქსერით.ქიშმიშს დავასხათ მდუღარე წყალი 2 წუთით,მერე გადავწუროთ,გადავავლოთ წყალი,სევამშრალოდ და დავუმატოთ მასას.ვამატოტ ფქვილი და თან ვურიოთ,კუშტები რომ არ გაიკეთოს.ქვაბს დავაფაროთ პირსახოცი და ზუსტად ერტი საატის განმავლობაში გავაჩეროთ სითბოში.ფორმებს შიგნიდან წავუსვათ ზეთისა და კარაქის ნაზავი და მოვაყაროთ ფქვილი.ჩავდოტ ცომი იმდენი,რომ 1/3 გაავსოს.გავაჩეროთ ნახევარი საათი,რომ ცომი ამოვიდეს.ზედაპირზე კვერცხის გული გადავუსვათ.ფორმები შევდგატ აირღუმელში და 10 წუთი ვაცხოთ +100 გრადუსზე,შემდგომი 30 წუთი კი  +170 გრადუსზე.მზა პასკა მოვრტოტ მინანქრით და მოვაყაროთ დეკორატიული ფხვნილი.

3 responses to “სააღდგომო წეს-ჩვეულებები

  1. ჭიამარია აპრილი 14, 2012, 9:04 AM

    მე გამოვაცხვე უკვე გუშIნ, ვინაიდან დღეს ვმუშაობ 🙂 მეორე რეცეპტის მსგავსი რეცეპტით 🙂

  2. karamelka აპრილი 18, 2012, 6:24 PM

    უი, ეს ნუშიანი “კოლომბა” მქონდა წელს. ეხ, სადაა ჩვენთან ასეთები 😦

  3. Pingback: ფერადი სააღდგომო კვერცხები | Ketusi's Blog

შენი კომენტარი