Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

რატომ ვღებავთ კვერცხებს?

სააღდგომო კვერცხიდღეს უკვე პარასკევია,წითელი პარასკევი.წინასააღდგომო დღეები ჩემში საკმაოდ მძაფრ გრძნობებს იწვევს,ამ დროს ყველაზე ხშირად ვფიქრობ რელიგიაზე,ღმერთზე და იესო ქრისტეზე, მის ღვაწლზე , ჯვარცმა და აღდგომაზე.აღდგომა მეც ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად მიმაჩნია,ტყუილად აქ ქვია მას “დღესასწაულთა დღესასწაული”.

ეს არის ყველაზე თვალსაჩინო სასწაული,რაც მიმყარებს რწმენას იესო ქრისტესა და ქრისტიანობაში.სამწუხარია, რომ იმ დროს არ დავიბადე,როგორი საინტერესო იქნებოდა ჩემი თვალით სასწაულები მენახა.საკმაოდ სკეპტიკური ადმაიანი ვარ,მაგრამ სარწმუნო წყაროდან რომ მოდის ინფორმაცია,იმის დაჯერების უნარი მაქვს,გინდაც თვითმხილველი არ ვიყო,ამგვარად მჯერა მირონმდენი ხატების არსებობის და მათი მადლისაც და აღდგომას გადმოსული ცეცხლისაც,ლოცვის ძალაზე რომ არაფერი ვთქვათ(რაც მეცნიერებამაც დააამტკიცა).

მე დიდად რელიგიური ადამიანი მაინც არ ვარ,მიუხედავად ჩემი ურყევი რწმენისა ღმერთში და მყარი მართლმადიდებლობისა,თუმცა ნაკლებად ვუწევ ანგარიშს სიმბოლიკას.შეიძლება ძალიანაც ვცოდავ კიდეც,მაგრამ სააღდგომო კვერცხების შეღებვას,გინდა თუ არა პასკის გაჭრის და ამგვარ სიმბოლურ რაღაცეების აპრიორ აუცილებლობაში დიდ აზრს ვერ ვხედავ,თუმცა ტრადიციას არ ვუკუაგდებ და ამ ყველაფერს ვაკეთებ.

ისე, ადრე,ჩემ ბავშვობაში,როდესაც ‘გაგანია’ კომუნისტობა იყო,ხალხის უმეტესმა ნაწილმა მგონი არც იცოდა, თუ რა ედო საფუძვლად კვერცხების შეღებვას,თუმცა ამას მაინც თითქმის ყველა აკეთებდა.ეს ამ ბოლო დროს,როდესაც ინტერნეტთანაც მიგვიწვდება ხელი და ისედაც,ღვთის წყალობით,აკრძალული არ არის რელიგიური მრწამსი და  ინფორმაციაც შეუზღუდავად  მოგვეწოდება — ვიცით,თუ რატომ იღებება სააღდგომოდ კვერცხები.ამასაც ხომ სასწაული უდევს საფუძვლად!სასწაული კი იმაში მგომარეობდა, რომ მარია მაგდალინელმა რომის იმპერატორს კვერცხი მიართვა სიტყვებით “ქრისტე აღსდგა” .ამ სიტყვების საპასუხოდ ტიბერიუსმა ქალს ეჭვით შეხედა და  მიუგო “როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისეთივე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ეხლა ეს კვერცხი გაწითლდეს!” .აი აქ მოხდა სასწაული— კვბერცხი მართლაც გაწითლდა! ალბათ გიკვირთ,რა უნდოდა მარია მაგდალინელს იმპერატორთანო?მარია მაგდალინელი არის ქალი,რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და მან ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.ამაღლებამდე იესომ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა,რათა მათ მისი აღდგომის სესახებ ადამიანებისთვის ეხარებინათ.ამ მისიით გაემგზავრა მარია მაგდალინელი რომში საქადაგებლად.საქმე იმაშია, რომ წელიწადის ამ დროს იმდროინდელ ევროპაში,და კერძოდ რომის იმპერიაში აღინიშნებოდა საგაზაფხულო დღესასწაული რომელიც უკავშირდებოდა გაზაფხულისა და ნაყოფიელების ქალღმერთს — ისტერს.(Easter–  დღესაც ამ სახლელით მოიხსენიება აღდგომა ევროპის ბევრ ქვეყანაში დღესაც.)კვერცხი ქალღმერთ ისტერის სიმბოლოც იყო და ამ დრესასწაულზე ფესტივალი იმართებოდა და ერთ-ერთი  უმთავრესი სარიტუალო ფუნქცია კვერცხს ეკავა,რადგან ამ ხალხების წარმოდგენაში სამყარო  კოსმიური კვერცხისგან წარმოშვა შემქმნელმა და ამიტომ გაზაფხულის და ქვეყნიერების სასწაულებრივი განახლების სიმბოლო იყო.ამიტომ არ არის გასაკვირი,რომ ხალხი ძღვენით მიდიოდა იმპერატორტანაც და რისი საშუალება ქონდათ,იმას მიართმევდნენ,მათ შორის კვერცხებსაც.ზუსტად ემ დღესასწაყულზე მარია მაგდანილელი ეახლა იმპერატორ ტიბერიუსს და კვერცხი მიართვა.

ზემოთ ნახსენები გაზაფხულის დღესასწაულიც გაზაფხულის პირველი სავსემთვარიანობის შემდგომი პირველ კვირა დღეს აღინიშნებოდა,დღესაც ასე გამოითვლება აღდგომის დღე.ქრისტიანობის შემოღებამდე საქართველოშიც იყო მსგავსი დღესასწაული და მას “მხიარულ გაზაფხულს” უწოდებდნენ.

ამ სასწაულმა ქრისტიანობაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა.კვერცხი ქრისტიანობაში კაცთა მოდგმის ხელახალ შობას და სიკვდილზე გამარჯვებას დაუკავშირეს,რადგან თვითონ კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა,რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება.კი კვერცხის წითელი ფერი კი სიმბოლოა იმ სისხლისა,მაცხოვარმა ჩვენთვის რომ გაიღო და სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

საქართველოში კვერცხებს ძირითადად ენდროს მეშვეობით ვღებავთ.ენდროს ფესვებს  ჯერ დაჩეჩქვა უნდა,მერე ქვაბში ვაწყობთ და ცივ წყალს ვასხამთ,შიგ კვერცხებს ვაწყობთ და ჩვეულებრივად,15 წუთის განმავლობაში ვხარშავთ.ნახარშში აგრეთვე ხახვის გამხმარ ფოთლებსაც ურევენ,რაც მოსტაფილოსფრო ელფერს აძლევს.ხშირად ცოტა მარილს ამატებენ,რომ კვერცხმა საღებავი უკეთ მიიღოს.სხვათშორის კვერცხი მთლად  ახალი არ უნდა იყოს,რადგან 2-3 დღის კვერცხი კარგად არ იღებება.კვერცხი ჯერ კარგად უნდა გაირეცხოს და ისე ჩაეწყოს ქვაბში,რომ საღებავი კარგად მიიღოს.მოხარშული კვერცხებს ცივი წყლით სავსე ჯმში ამოვაწყობთ და გავრეცხავთ,ფერს გავუყვანთ,კვერცხებს რომ გავაშრობთ,შეგვიძლია მცირე რაოდენობა ზეთში ჩაწობილი დოლბანდით გავწმინდოთ,რათა ბზინვარება ქონდეთ.ძალიან ლამაზია ჯეჯილში ჩაწყობილი კვერცხები,თუმცა მე ამაზე არ მიზრუნია.ჯეჯილს აღდგომამდე ერთი კვირით ადრე,ბზობას რგავენ ხოლმე რომ სააღდგომოდ უკვე კარგად ამოსული ჯეჯილი ზედ დაწყობილი წითელ-წითელი კვერცხებით ლამაზი შესახედიც იყოს.

წესით,კვერცხი წითლად უნდა შეიღებოს,თუმცა მათ სხვა ფერშიც ღებავენ ჩვენთანაც და საზღვარგარეთაც.ასევე ხსირად მოხატავენ ხოლმე კიდეც.ასევე ძალიან ლამაზი გამოდის მწვანილის ფოთლებით გაფორმებული კვერცხი.ამისათვის კვერცხს ოხრახუშის ფოთოლს შემოაწყობენ,ჩადებენ კოლგოტში ,თავს მოუკრავენ და ამგვარად ხრშავენ ენდროში,მერე, მზა კვერცხს რომ კოლგოტსა და ფოტლებს მოაცილებთ—ლამაზად,ფოთლებით გაფორმებული კვერცხი გვექნება.ასევე შეიძლება სანთლითაც კვერცხის გაფორმება.ამისათვის ცვილის ფიგურებს აკრავენ კვერცხს და ისე ღებავენ,ცვილის მოცილების შემდეგ ის ადგილი თეთრი რჩება.

იყიდება უამრავი ოქროსფერი სტიკერი, რომლითაც წითელი კვერცხის გაფორმება შეგიძლიათ.

კიდევ ერთ ალტერნატივას შემოგტავაზებთ.იყიდება სპეციალური ცელოფნის კვერცხის გასაფორმებელი სტიკრები.მეც წელსაც გამოვიყენე ისინი დ მინდა ტქვენც გაგაცნოთ,რდგან თურმე ბევრს მატი არსებობის შესახებ არ სცოდნია.

სააღდგომო კვერცხი

იყიდეთ ამგვარი ცელოფნის სტიკერები.ერთი 7-ცალიანი შეკვრა 30 თეთრი ღირს.

სააღდგომო კვერცხი

დაჭერით ნახატები

სააღდგომო კვერცხი

თითოეულ ნახატში ჩადეთ კვერცხი,დადეთ კოვზზე და ჩაუშვით 2-3 წამით მდუღარე წყალში

სააღდგომო კვერცხი

ცელოფანი ეკვრის კვერცხს

ამჯერადაც 20 ცალი კვერცხი მოვხარშე,მათგან 8 ცალი ზემოთ ნაჩვენები სტიკერებით.ძალიან კარგად შეიღება,მუქი ბორდოსფერია.

სააღდგომო კვერცხი

ჩემი შეღებილი კვერცხი

ქრისტე აღდგა,მეგობრებო

Advertisements

3 responses to “რატომ ვღებავთ კვერცხებს?

  1. Pingback: სააღდგომო წეს-ჩვეულებები « Ketusi's Blog

  2. Pingback: როგორ გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხები « Ketusi's Blog

  3. Pingback: ფერადი სააღდგომო კვერცხები | Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: