Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

გაავრცელეთ , დაეხმარეთ , დაალაიქეთ….ბულშით >:)

სოციალური ქსელი Facebook იმისთვისაა შექმნილი,რომ ადმიანებმა სიახლეები ერთმანეთს გავუზიაროთ და…. ნუ,არ დავიწყებ ეხლა ყველა პლუს-მინუსის ჩამოთვლას…

ამ ბოლო დროს შეტანილმა ცვლილებებმა კი მთელი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა.ასე,მაგალითად,თუკი როდესღაც რაიმე ბმულზე კომენტარი გქონდა გაკეთებული და ის ბმული თუ სხვამ დააშეარა,ჩემი კომენტარიც იქვე გამოჩნდება!

სიახლე subscribe უკვე ბევრმა აიტაცა და წარმატებითაც იყენებს სხვისი wall-ის ’სათვალთვალოდ’ !ხო ’სათვალთვალოდ’ –იმიტომ რომ ადამიანი თუ შენი მეგობარი არაა,მაინც შეგიძლია მისი ყველა გამოქვეყნება ნახო!ხოდა,მეც ვეტაკე და ვიღაცას subscribe ქონდა მარკ ცუკერბერგზე და მეც პირველ რიგში ის ’გამოვიწერე’ ,რა,მეტყვის რამეს თუ რა?თავისი მოფიქრებული საშპიონო ღილაკია 🙂  –ნუ, ამბობენ,რომ ეგ თვითონ,მექანიკურად ემატებაო,მაგრამ მე კარგად მახსოვს,რომ ’ჩემი ნებით’ დავიმატე subscribe-ში.

 

ისე, ერთია ცუდი, რომ ხედავს ის ’სხვა’,რომ მისი გამოქვეყნებები გაქვს გამოწერილი 😦 (მომინდა ეხლა სულმთლად კონსპირაციულობა , რა 🙂 )

კიდევ კარგი ამ ყველაფრის დარეგულირბის საშუალებაც გვაქვს,მაგრამ სანამ მავანნი იმ ’დამალულ’ ღილაკს იპოვნიდნენ,კი აჭრელდა wall-ი აქა-იქ დაკომენტარებულ-გაზიარებულ-დალაიქებული ბმულებით!ყველგან შეკითხვებია :”როგორ დავმალო პროფილი?”  , ”სადაა unsubscribe?” და მზგავსი ბლა ბლა ბლა…….

ისე ამ ბოლო დროს ხომ ’მოგვაყარეს და მოგვაყარეს’ ეს სიახლეები .თაიმლაინის პროფილი–ძალიან კარგი რამაა და სისხლი კი გამიშრო სანამ დავაყენებდი,მაგრამ რომ ვნახე ჩემი ახალი პროფილი–თვალი ვერ მოვწყვიტე,ყველაფერია გათვლილი!

მერე  თიკერი დაამატეს.’ვსიო’ ,ვეღარაფერს გამოაპარებ ხალხს! ყველა კომენტარი,როგორც იტყვიან ”ზეწარივითაა გადმოფენილი”.

ასე რომ სრული ლუსტრაცია სახეზეა–გეშინოდეთ ადამიანებო 🙂

არაუშავს,მალე ამასაც მივეჩვევით,უფროსწორედ მართვას ვისწავლით!

ერთადერთი,რისგანაც თავს ვერ ’დავიხსნით’ ესაა ”ბიძიებო და დეიდებო,დამეხმარეთ…”–უფრო სწორედ : ”გაავრცელეთ, რაააააა” ,”დაალაიქეთ ჯერ ეს… მერე ეს…”(ნუ თუ მიაწერეს ”წინასწარ მადლობა” ხო კაი …),

დარწმუნებული ვარ ,რომ თქვენც,ჩემი არ იყოს,დღეში არანაკლებ 5 ამგვარი შეტყობინება მოგდით(მინიმუმს ვვარაუდობ).

პირველ სამს რაღაცნაირად ’ვუმკლავდევი’ ისე, რომ ნერვები არ მეშლება–აი მერე კი უკვე ვღიზიანდები ხოლმე!ისე,კარგი ნერვების პატრონი კი უნდა იყოს ამის გამკეთებელი–ზის და ჩამოიყვება ხაზზე მყოფ მეგობრებს და ყველას უგზავნის ამ მესიჯებს.თუმცა სპეციალური სპამის დასაგზავნი პროგრამებიცაა,მოგეხსენებათ.

აი ვის რასი სჭირდება ასე ნაძალადევად მიღებული ლაიქები–ეს უკვე სხვა საკითხია და ეხლა ამაზე არ მინდა საუბარი.ერთსაც გეტყვით.თურმე ,ამ ლაიქების ყიდვაც კი შეიძლება.კი,კი,მართლა შეიძლება! ამასწინათ ერთ ფორუმზე წერდა მომხმარებელი თავის რეკლამას:ამდენ და ამდენ ლაიქს ამდენ ლარშიო.აბა თქვენ რა გეგონათ? ამ ლაიქმანიას ერთი კარგი კომბინატი ხომ უნდა, რომ მზა 100 ლაიქი ’გამოაცხოს’!

ხოდა,კი, მართალია ’ტრუსიკის ამარა’ უკვე ვეღარ იტანტალებ ვოლზე,სამაგიეროდ ამ ფასიანი ლაიქებით,მოვიცილებთ მოღიჯინე ნაწილს მაინც.

ავადმყოფ ხასლხს რა დალევს ამ ინტერნეტში ,ხოდა აღარავის უკვირს ასეთი წერილი : sexy’s droa (all) — ეჰ, რას ვიზამთ,ასეთ წერილებსაც ავიტანთ როგორმე!

ეს დღეები აღარ დატრიალებულა ’კარუსელი’,თუმცა როდის წამოვა შემდგომი ტალღა,არ ვიცი.იცით რას ვგულისხმობ? აი ამ კონტენტის შემცველ შეტყობინებას: პატარა ბავშვს რომ სისხლი ესაჭიროება <– ეს რამხელა სისულელეა თუ ხვდებით? 1.მოძველებული ინფოა(სულაც მართალი რომ იყოს),რადგან ერთი წელია ტრიალებს ფეისბუქზე.

2.ეკლესიის თხოვნით– ამ ორ სიტყვაში უფრო მეტი რამ იმალება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს : 1.არალოგიკურია და ეს უკვე ეკლესიით მანიპულირებაა და ბოროტად მისი სახელის გამოყენება,2. ზუსტადაც ურწმუნო ადამინის შეთხზული მესიჯია და ეკლესიაც იმიტომ არის ნახსენები,რომ იცის,რომ ეს მესიჯი მთელს ქსელს მოიცავს და ბევრ ადამიანს მოუშლის ნერვებს და რათქმაუნდა ეკლესიის მიმართ ნეგატიურ მუხტსაც გააღვივებს.  <—თქვენი არ ვიცი და მე ასე ვფიქრობ!

იმასაც უნდა უფრთხილდე,თუ ვინმე ლინკს გწერს–ჯერ დააზუსტე ,ნამდვილად მეგობარი გწერს,თუ სისტემა აქვს დავირუსებული.ხოდა თუ მიაწკაპე იმ ლინკს–მეყოლე კარგად! სულ არ გკითხავს ისე დაიგზავნება შენგანაც დავირუსებული ბმული.

მაგრამ ნელ-ნელა ხალხიც ჭკუას სწავლობს და ფრთხილობს ამგვარ ლინკებთან მიმართებაში(თუმცა არც ხაკერებს სძინავთ–რა იქნება შემდეგი?)

ძალიან გრძელი პოსტი გამომივიდა მგონი და აქ დავასრულებ.

ამ მთელი ჩემი ნაწერიდან კი ორი მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება :კარგად უნდა  დაუკვირდე სად რას წერ და კონკურსები დაივიწყო!

Advertisements

22 responses to “გაავრცელეთ , დაეხმარეთ , დაალაიქეთ….ბულშით >:)

  1. კახი სექტემბერი 27, 2011, 3:28 AM

    საინტერესო პოსტია, როგორც ყოველთვის სიმართლეს ღაღადებ! 🙂 გეთანხმები

  2. აქსიომა სექტემბერი 27, 2011, 6:46 AM

    სერიოზულად დავფიქრდი, სპამმა ბოლო მომიღო ბლოგზე და ეხა ფეისიც…. 😦 რატო მიხეთქავ გულს?

  3. Chiamaria სექტემბერი 27, 2011, 10:38 AM

    ინტერნეტი არ მაქვს და სამსახურში “პირწიგნაკი” დაბლოკილია. ჯერ ვერ ავყევი ცვლილებებს. თიკერი ძალიან არ მომწონს და ასე “გადაღეღილი” ჩემი მოქმედებები…. ყველაფერი გათიშული მქონდა, ვის ვამატებდი რას ვწერდი არაფერი აღარ ჩანდა და ძალიან კარგად ვიყავი 😦 რას მერჩოდი მარკ!

  4. katerina სექტემბერი 27, 2011, 11:21 AM

    კარგი იყო, გულზე მალამოდ პირდაპირ 🙂

  5. ninnaka სექტემბერი 29, 2011, 1:14 PM

    ქეთუსი ყოჩაღ! ამ სპამმა “გადამასახლა” საკუთარი პროფილიდან, ბლოგზე ამ ბოლო დროს აღარ შევუწუხებივარ, ფბ-ზე დავბლოკე თუ რამე თამაში არსებობდა, ბევრი კი გავანაწყენე, მაგრამ ჩემი სულიერი სიმშვიდისთვის ასე მერჩივნა :)) დღე ერთი იყო და თამაშის მოთხოვნა 5000, ჰოდა ვარ ეხლა მშვიდად, ცუკერბერგის ახალი ინოვაციური შემოტევებისდა მიუხედავად :))

    • ketusi სექტემბერი 29, 2011, 1:47 PM

      მადლობა, ნინაკა.
      თამაშებს კი დაბლოკავ, მაგრამ პმ–ში მოწერილებს რას ვუზამთ?და ტან ზოგჯერ პირად ვოლზეც მხვდება ხოლმე კომპანიების სარეკლამო ლინკები.მაგრამ ამას კიდევ არ მიაქცევს კაცი ყურადღებას,რა ქნან ყველა ტავისას ცდილობს.ყველაზე მეტად უაზრო წერილების გავრცელებები მაღიზიანებს,ხო,გუშინწინ კიდევ ერთ ახალს წავაწყდი–მას ჯერ მხოლოდ ვოლზე აშეარებენ–ინგლისურენოვანი სიშტერეა,ან როგორ არ ეზარებათ მერე იმის დაშეარება,მიკვირს!

  6. Butterfly სექტემბერი 30, 2011, 9:16 PM

    ვაი მე ქეთ გეთანხმები : ))) და ისე მეც ხო არ დამეტრიალებინა ბიზნესი???ლაიქების პონტში რა :დ:დ

  7. teennewson ოქტომბერი 2, 2011, 10:49 PM

    კარგია პოსტია ძალიან.. ყოჩაღ !

  8. Chiamaria ოქტომბერი 6, 2011, 1:57 PM

    თიკერის გამორთვა არ შეიძლება? უკვე მაღიზიანებს. ცემი რაღაცეები რო არ გამოჩნდეს ეგ მინდა.

  9. krosk ოქტომბერი 16, 2011, 11:01 PM

    გეთანხმები ყველაფერში : )

  10. Pingback: Facebook ტერორი « Ketusi's Blog

  11. Pingback: Facebook-იდან მომღიმარი მამა გაბრიელი და ლოცვის ვირტუალური ძალა ^^ « Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: