Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Facebook-იდან მომღიმარი მამა გაბრიელი და ლოცვის ვირტუალური ძალა ^^

Facebook’s message

ჩემ ბავშვობაში რამდენჯერმე დამხვდა შემოსასვლელ კართან წერილი უაზრო შინაარსით, თუმცა საკმაოდ მტკიცე ჩაგონებით , რომ თუ ამ წერილს 22 კაცს არ გაუგზავნიდი ან დედა მოგიკვდებოდა ან თავადვე მოვკვდებოდი. ზოგჯერ ბოლომდეც არ ჩავიკითხავდი, ისე ვხევდი და ვაგდებდი და ჰოი,საოცრებავ, აგერ უკვე 37 წლის ვარ და ჯერ კიდევ ცოცხალი და მით უფრო საოცრებაა , რომ დედაც კი ცოცხლი მყავს ! იმ თაობას “ბნელ კომუნიზმის თაობას” უწოდებენ ეხლა , თუმცა რაოდენ საკვირველი არ უდნა იყოს,ზოგიერთ  დღევანდელ “გაცისკროვნებულ” ახალგაზრდებში იგივე “სიბნელის” მაჩვენებელი ნიშნები შეიმჩნევა!

bodishi amas rom gigzavni!nc giyvars, dges shua gamesis gaigebs rom uyvarxar!!! Da kargi ragac shegemtxveva xval magram tu am jajvsgawyvet,Bednierebas dakargav 10 wlit!!! Tu 25 adamiansgaugzavni, mashin 19 wutshi shen dagirekaven…es werili gaagzavne 20 adamiantan ertma gogom argaagzavna da deda daegupa 365 dgeshi ravqna mec gamomigzavnes(bolos ese ro areweros ar gamogigzavnid

დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უდნა იყოს , დღევანდელ მაღალ ტექნოლოგიურ ერაში დაბადებულ და გაზრდილ მოზარდებს მაინც სჯერათ, რომ თუ ამგვარ წერილს მიიღებენ , ნუ ამჯერად უკვე სოციალური ქსელის მეშვეობით , და არ გაუზიარებენ თავადაც მეგობრებს – “ან დღე მოკვდებიან ან ღამე” ,ანდაც დედა მოუკვდებათ. რამოდენიმე ადამიანს ვკითხე კიდეც :”ნუთუ მართლა გჯერა ამ სისულელის”-მეთქი და მიპასუხა “რავიცი,გამომიგზავნეს და მეც იმიტომ გამოგიგზავნე,დედა მოგიკვდებაო და რავიცი…” . თავიდან ვბრაზდებოდი და ვუმტკიცებდი ამგვარი წერილების აბსურდულობას და მაგალითად ჩემი “ცოცხალი” დედა მომყავდა. მერე უბრალოდ დავასკვენი , რომ ამგვარი წერილები სოციალური ქსელის friend-ის (ორ ათასამდე უცნობი ადამიანი მყავს) IQ ტესტის მაგავრია ! თავიდან ვშლიდი მეგობრებიდან, მერე კი უბრალოდ ვაიგნორებდი.

აი კდევ ერთი ‘მარგალიტი’ :

erti megobari momivida shoridan
da jirdeba sadme darches..xo da
vtavazob saxls.misi saxelia ieso
qriste.exa chumad
idzaxian …ufalo..exa minda
ganwmindo chemi guli sheni
sisxlit da daloco
chemiojaxi.tugmertis gjera es
gaugzavne 20 megobars da tu
uaryavi es gaxsovdes ieso
qrostem tqva “tu uaryoft
kacobriobas uaryoft
mamachemso”4 wutshi ragac
gagixardeba

თითქოს ეს წერილები საკამრისი არ იყო, ეხლა ახალი მოდაა — უკვე ლოცვას გზავნიან ! გეკითხებით და მიპასუხეთ- რა მადლი უნდა ჰქონდეს ლოცვის ვირტუალურად მიღება-გაგზავნას? ყველაფრის ამგვარად სახეცვლილად გამოყენება შეიძლება ? რახან “მამაო ჩვენო” წერია-ხელი ამიკანკალდება და ვერ გავბედავ არ-დაგზავნას (ჩემი მეგობრებისთვის მიწერას) ? აქ უკვე არამარტო შეზღუდული ინტელექტი , არამედ ფანატიზმიც შეინიშნება (მე მაპატიეთ). ერთ მეგობარს მივწერე “რა იყო შენც გზავნი ასეთ რამეებს ? ” პასუხი “ლოცვა რომ იყო იმიტომ გამოგიგზავნე”-ო. მე ვუპასუხე “მერე რა, რომ ლოცვაა, რა იცვლება მაგით? ” -პასუხად გაკვირვებული “ღიმილაკი” მივიღე. ცნობისთვის- მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ რა ვქნა, არც ფანატიკოსი ვარ და არც ერეტიკი, უბრალოდ ვალის მოხდის მიზნით ლოცვის შემცველი წერილის მეგობრებთან გაგზავნა, იმის იმედით , რომ 5 დღეში რაღაც გამეხარდება აბსურდულად მიმაჩნია. რატომ უნდა იყოს ეს ჩემი რწმენის ხარისხის მაჩვენებელი?

mamao chveno gaiare chemsa saxlze da tan caige yvela gancda, avadmkopoba. gtxov daicavi chemi ojaxi,chemi axloblebi. saxelita mamisata da dzisata da cmidisa sulisata . amin.gmerto mikvarxar da koveltvis mchirdeba sheni tanadgoma, shemodi axla chems gulshi. P.S. gaugzavne 33 megobars, rom jachvi ar gackdes. dzlieri locvaa. mec gamomigzavne

ან უფრო დახვეწილი ვარიანტი :

მამაო ჩვენო გაიარე ჩემსა სახლზე და თან წაიღე ყველა განცდა, ავადმყოფობა.გთხოვ დაიცავი ჩემი ოჯახი,ჩემი ახლობლები. სახელითა მამისათა და ძისათა დაწმიდისა სულისათა . ამინ.ღმერთო მიყვარხარ და ყოველთვის მჭირდება შენითანადგომა, შემოდი ახლა ჩემს გულში.

P.S. – გაუგზავნე 33 მეგობარს, რომ ჯაჭვი არ გაწყდეს. ძლიერი ლოცვაა. მეც გამომიგზავნე

რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი, რომ დაირქვა “მამა გაბრიელი” , იყენებდე მის სახელს, “ვოლი” ააჭრელო რელიგიური კონტექსტით (ზოგჯერ სასწაულებად “მონათლული” ცრუ-სურათებითაც) რატომ? რატომ ითვისებს ამ მართლაც წმინდა ადამიანის სახელს? რამდენად გამართლებულია ეს? განა ეს ამპარტავნებაში ჩავარდნას არ ჰგავს? რა უშლის ხელს,რომ თავისი ნამდვილი სახელით აზიაროს ის,რაც მას უნდა?Facebook ძებნაში, რომ ჩაწეროთ “მამა გაბრიელი” , 7 პროფილს და რამოდენიმე გვერდს ამოგიგდებთ. ჩემთვის ეს ადამიანები რიგითი სპეკულანტები არიან, რომლების ამ სახელით სპეკულირებას ეწევიან. თავდაპირველად მეგობრებს და დამ-like-ებლებს , მერე კი “შემოგაპარებენ” დასა-like-ბელ კონკურსის სურათებს, თანაც არ ავიწყდებათ მიაწერონ “მამა გაბრიელი” გლოცავთო. არ გგონიათ , რომ რელიგიას ამოფარებულები გულუბრყვილო ადამიანების მანიპულირებით არიან დაკავებულები ? განა ცოტაა გვერდები,სადაც მართლმადიდებელი ყველა მისთვის საინტერესო ინფორმაციას მიიღებს? მაშ რა საჭიროა დამატებით ამგვარი გვერდების შექმნა? მხოლოდ იმიტომ, რომ წარა-მარა სურათები ‘გვალაიქებინონ’ და ‘გვაშეარებინონ’ ?არ ფიქრობენ,რომ ამგვარი მომაბეზრებელი საქციელით ძალიან ბევრ ადამიანში ნეგატივის მუხტს აჩენენ და რელიგიის მიმართ გაუცხოვებას უფრო უწყობს ხელს?ერთი კი ფაქტია,ჩვენს ხელთ არის შესანიშნავი საშუალება — ინტერნეტი და მას რა მიზნით გამოვიყენებთ,ჩვენზეა დამოკიდებული .მხოლოდ მინდა შეგახსენოთ,რომ  “ყველაზე დიდ ბოროტებას სიკეთის სახელით იდენენ” და ნუ გახდებით იმის მიზეზი,რომ ამგვარი ქმედებით მეტი გაანადგუროთ,ვიდრე შექმნათ!

არამყარი რწმენის მქონე ადამიანითვის,ან ათეისტისთვის ამგვარი მასალა ნამდვილი ‘საბადოა’ და უკვე მათი გაკრიტიკებაც მიჭირს,რადგან ჩემშიც პროტესტს იწვევს ყოველივე ეს.ამგვარად რამდენი ფალსიფიცირებული ‘სასწაულ- აღბეჭდილი’ სურათი გამხდარა მათ მხრიდან დაცინვის საგანი! უკვე თავადაც ქმნიან ‘სასწაულებს’ და გულუბრყვილო ქრისტიანებში ავრცელებენ—ალბათ როგორ იცინიან გულში! კარგით,ძალიან ბევრი სურათი ტრიალებს ინტერნეტში, რომლებზეც ცრუ სასწაულებია გამოსახული,თუმცა მე არ მესმის რატომ უნდა აპროტესტებდნენ და დასცინოდნენ იმ ფაქტს,რომ სამღვდელოებამ ინტერნეტ რესურსის გამოყენება დაიწყო?რა არის იმაში ცუდი,რომ არის საიტები უამრავი საინტერესო ინფორმციით,რატომ უნდა გვიკვირდეს გინდაც ლოცვის შემცველი მობილური აპლიკაცია ?(დარწმუნებული ვარ ძალიან მოსახერხებელი რამ არის)

კონკურსებისთვის Like-ების და  Share -ების მოთხოვნები უკვე სალაპარაკოდაც აღარ ღირს(ამაზე ეს პოსტია ),რადგან ეს ჩვენი ყოველდღიურობის ატრიბუტიც კი გახდა.სხვატაშორის კარგ ხერხს მივმართე ამასწინათ,ყველას,ვინც მომწერა რაიმე სირათის მოწონების მიზნით,მე ჩემი ბლოგის გვერდი მივწერე მოსაწონებლად 🙂 ხერხი ჯობია ღონესაო,რომ იყვიან, თუმცა თუ შევავმჩნევ,რომ ადმიანია იმ პროფილს მხოლოდ ამგვარი საქმიანობისთვის იყენებს,სულ ვშლი მეგობრებიდან.

ასე რომ,კარგ გაძლებას გისურვებთ,მეგობრებო 🙂

Facebook’s message

Advertisements

21 responses to “Facebook-იდან მომღიმარი მამა გაბრიელი და ლოცვის ვირტუალური ძალა ^^

  1. Keti Go აპრილი 29, 2012, 12:06 AM

    “ამასწინათ,ტველას,ვინც მომწერა რაიმე სირატის მოწონების მიზნით,მე ჩემი ბლოგის გვერდი მივწერე მოსაწონებლად” – ვაი, რა დამთხვევაა!!! მეც სწორედ ეს მეთოდი “აღმოვაჩინე”, ნერვების მოშლისგან თავის დასაზღვევად :))

    ყველაფერში გეთანხმები, ქეთუსი.

  2. Levan Kardava აპრილი 29, 2012, 12:27 AM

    ერთ ჩემ მეგობარს დილა უთენია ვოლზე ქონდა ლოცვა გამოქვეყნებული და რომ მივუკომენტარე დილის ლოცვების ახალი სახეობა გაჩენილა-თქო, მაგან და თავისმა 2 დაქალმა ათეისტ დეგენერატად მომნათლეს.. :)) საკონკურსო სურათების გამომგზავნს კი დაუნდობლად ვშლი ძაან ახლობელი ან პატივსაცემი ტიპი თუ არ არის :)) თუმცა საკუთარი ბლოგის გვერდის გაგზავნის იდეა უფრო მომწონს და აწი გავითვალისწინებ 🙂

    • ketusi.com აპრილი 29, 2012, 12:31 AM

      ალბატ მეც ათეისტად მტვლიან,არ ვიცი,სიმართლე გითხრა,არც მაინტერესებს.რაც მთავარია მე ვიცი, და ჩემი ფასულობბი გამაჩნია და არც სხვას ‘ვზომავ’ დალაიქების ხარისხიტ 🙂
      ხო, მართლა კარგი რამ მოვიფიქრე ლაიქების გაცვლა–ჩვენც ვიხეიროთ,რა 🙂

  3. kisoki აპრილი 29, 2012, 10:26 AM

    ძალიან მაღიზიანებს ხოლმე ამ შინაარსის მესიჯები, ან თუნდაც ვერდები, რომლებიც მსგავსი სურათების გაზიარებისკენ მოუწოდებენ ხალხს. :/ ვფიქრობ ვინც აზიარებ, უნდათ რომ აფიშირება გაუკეთონ მათ მორწმუნეობას. ჩემი აზრით თუ გწამს, გულში უნდა გწამდეს და არაა საჭირო ამის გამო სხვა შეაწუხო, მარამ სამწუხაროდ ბევრს არ ესმის :/
    ყველაფერში გეთანხმები ქეთუსი 🙂

  4. ლიზიკუნა აპრილი 29, 2012, 11:38 AM

    არასოდეს ასეთი შინაარსის წერილი არც გამიგზავნია და არც დამიჯერებია და ქრეთუსის არ იყოს ცოცხალი ვარ. სისულეებია და მიკვირს იმ ადამიანების ვინც ამას აკეთებს)))) თვს ნუ მომახვევს ნურავინ ნურაფერს. არც ამ ვირტუალური ლოცვის მჯერა. არ მომწონს საეკლესიო პირების სახელებს რომ იყენებენ,და ამტკიცებენ რომ თითქოს სხვაზე მეტად სჯერად ღმერთის. ნუ მოკლედ სისულელეა ეს ყველაფერი. და ერთადერთი რასაც აკეთებენ ამით, ეს აწუხებენ ხალხს

  5. ვაიბი აპრილი 29, 2012, 5:12 PM

    აბსოლიტურად მართალი ხარ. ფანატიკოსები არიან : |

  6. timetobeyourself აპრილი 30, 2012, 2:41 AM

    აბსოლიტურად გეთანხმები… და კიდევ ამათთვის რწმენის კოეფიციეტს განსაზღვრავს ის , თუ რამდენ ილიან II სურათს დააშეარებ :დ

    • ketusi.com აპრილი 30, 2012, 11:52 AM

      ძალიან მიყვარს პატრიარქი და პატივს ვცემ და თუ სურვილი მექნა ისედაც დავალაიქებ მის რომელიმე სურათს, მაგრამ ის ფაქტი,რომ გამწარებულები აშეარებენ სურასტს და “თუ გიყვარს პატრიარქი დააშეარე” —ბერვებს მიშლის და ამის მოთხოვნის მიმართ ნეგატივი მიჩნდება.მართალია ეს არ ცვლის ჩემტვის განწყობას პატრიარქის მიმარტ,უბრალოდ ის ადამიანები,ვინც ამას ტავს გვახვევნ,უკვე ძლიან მაღიზიანებენ.

  7. Jessie მაისი 1, 2012, 11:30 AM

    ვაიმე როგორ ვერ ვიტან ამსეთ რაღცეეებს.. თან მანიპულირრება რომ ხდება საწრმუნოების :@

  8. Nikoloz Kolie Qutateladze მაისი 8, 2012, 8:31 PM

    აიიიიიიი გულლსსს მიღრღნიდაა მსგავსიი ქმედებები ესს სტატიაა მაქსიმალურად გასავრცელებელიააა…..გაიხარეეე პოსტის ავტოროო…….

  9. ჭიამარია მაისი 13, 2012, 5:59 PM

    ამიტომაცაა კარგი მხოლოდ მეგობრების დამატება ფბ-ზე. მართალია მათ შროისაც შეიძლება გამოერიონ დაბალი IQ-ს პატრონები, მაგრამ 1-2თან გამკლავებას არაუშავს 🙂

    • ketusi.com მაისი 14, 2012, 2:09 AM

      ხო, მაგრამ ბევრი მეგობარიც საწიროა,თუ ბლოგის პოპულარიზაციას ეწევი 🙂
      ერთი პერიოდი მოდის ხოლმე ტალღასავით,მერე მიწყნარდება ხოლმე.ეხლა მიწყნარებულები არიან,კიდევ კარგი

  10. ვიკა მჟავანაძე სექტემბერი 21, 2012, 12:19 AM

    წეხან მე მომივიდა ეს ლოცვა. თუ სიტყვები. აღარც ვიცი, რა დავარქვა. თუმცა სიტყვებში თითქოს არაფერია მიუღებელი, „ღმერთო ჩემს სახლზე გაიარე“-მ ცოტა უცნაური შეგრძნება დამიტოვა. მოკლედ. მართალია. საუკეტესო გამოსავალია ისევ და ისევ მართლმადიდებლური საიტები!

    • ketusi.com სექტემბერი 21, 2012, 1:49 PM

      მართალია,რა აზრი აქვს ამგვარ ლოცვას?თან ერთმანეთთან გაგზავნას?ამით მართლა ოცნება ახდება და ოირიქით “დედა მოგიკვდება,.თუ არ გაგზავნი”? კი, ლოცვა ძალიან კარგია,კარგი იქნება,თუ მამაო ჩვენოს ხშირად წავიკითხავთ,ოღონდ არ მგონია ამგვარი გზით გავრცელებული ლოცვა(თან სახეცვლილი) ვინმეს მიერ იკითხებოდეს, სანამ გადაამისამართებენ.ეს არის ჩვეულებრივი სპამი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: