Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: Like

ფეიჯმანია ^_^

Like Facebook Page მოგეხსენებათ,Facebook რამდენად ‘მდიდარია’ გვერდებით,Page ხომ თითქმის ყველას აქვს და ზოგს რამოდენიმეც (გვ)აქვს 🙂 მე, მაგალითად,ერთი ბლოგის ფეიჯი მაქვს —Ketusi’s Blog (სასწრაფოდ დაალაიქეთ! 🙂 ) ,კიდევ ორი საქმესთან დაკავშირებული გვერდი(ფეიჯი) და რამოდენიმე სახალისო.ხომ იცით რამდენ შესაძლებლობას გვაძლევს ეს დალოცვილი სოციალური ქსელი,ხოდა ძალიან კარგი მიგნებაა გვერდის სახელწოდების წინადადებაში გამოყენება,ეს ‘დათაგვით’ ხდება მარტივად,ანუ სახელწოდების წინ რომ ნიშან  ‘@’-ს აკრეფ,იგივენაირად,როგორც მეგობრის დათაგვისას ხდება, ოღონდ აქაც პირობაა, რომ ეს გვერდი მანამდე მოწონებული —და-Like-კებული უნდა გქონდეს!

განაგრძე კითხვა

გაავრცელეთ , დაეხმარეთ , დაალაიქეთ….ბულშით >:)

სოციალური ქსელი Facebook იმისთვისაა შექმნილი,რომ ადმიანებმა სიახლეები ერთმანეთს გავუზიაროთ და…. ნუ,არ დავიწყებ ეხლა ყველა პლუს-მინუსის ჩამოთვლას…

ამ ბოლო დროს შეტანილმა ცვლილებებმა კი მთელი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა.ასე,მაგალითად,თუკი როდესღაც რაიმე ბმულზე კომენტარი გქონდა გაკეთებული და ის ბმული თუ სხვამ დააშეარა,ჩემი კომენტარიც იქვე გამოჩნდება!

სიახლე subscribe უკვე ბევრმა აიტაცა და წარმატებითაც იყენებს სხვისი wall-ის ’სათვალთვალოდ’ !ხო ’სათვალთვალოდ’ –იმიტომ რომ ადამიანი თუ შენი მეგობარი არაა,მაინც შეგიძლია მისი ყველა გამოქვეყნება ნახო!ხოდა,მეც ვეტაკე და ვიღაცას subscribe ქონდა მარკ ცუკერბერგზე და მეც პირველ რიგში ის ’გამოვიწერე’ ,რა,მეტყვის რამეს თუ რა?თავისი მოფიქრებული საშპიონო ღილაკია 🙂  –ნუ, ამბობენ,რომ ეგ თვითონ,მექანიკურად ემატებაო,მაგრამ მე კარგად მახსოვს,რომ ’ჩემი ნებით’ დავიმატე subscribe-ში.

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: