Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ქეთუსი იკეთებს წინსაფარს…..

ketusi.comთქვენ ზუსტად იცით თქვენზე რა წარმოდგენა აქვს თქვენს ნაცნობებს?არა,მეგობრებს და ნათესავებს არ ვგულისხმობ.აი უბრალოდ ნაცნობებს— ვისაც მარტო ესალმებით,ან ზოგჯერ მოიკითხავთ ხოლმე,ან რაიმე წვრილმანი საქმე გაკავშირებთ…. ამასწინათ აღმოვაჩინე,რომ ჩემზე ოდნავ მცდარი წარმოდგენა ექმნებათ,თუმცა არ ვიცი ეს უნდა მესიამოვნოს,თუ მეწყინოს 🙂 ძალიან ხომ არ დაგაინტრიგეთ? ეხლავე აგიხსნით ყველაფერს.

სახლიდან აბსოლუტურად მოწესრიგებული გავდივარ.მე ჩუსტებით’ გარეთ გამოსულს ან მაღაზიაში გასულს ვერ მნახავთ!(სასტიკად არ მიყვარს ამგვარი რამ).სულ რომ გვერდით კორპუსში დედაჩემთან მივდიოდე,მაინც ქუსლიანი ფეხსაცმელი და კოხტად ჩაცმული გამოვდივარ სახლიდან.მართალია,არ მაქვს ისეთი სამსახური,რომ ყოველ დღე დილიდან საღამომდე გასული ვიყო, თუმცა იმის გამო, რომ მთლად  ‘შინაური’ ადამიანიც არ ვარ,ზედიზედ ორი დღე სახლში ყოფნა ჩემთვის უკვე პიკია!აი,დღესაც,წინა ორი დღე სახლში ‘ჯდომით’  გაბეზრებულმა,ლამაზად გამოვეწყე,წავედი სალონში,თმა დავივარცხნე და ცოტა შევიჭერი კიდეც,მაღაზიები დავიარე,მერე დედაჩემთან შევიარე და კმაყოფილი მოვედი სახლში! მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ვინც მე არ მიცნობს,ფიქრობს,რომ ქეთის კარგი სამსახური აქვს—აბა ტყუილად ხომ არ დადის ასეთი გაპრანჭულიო!?თანაც არ მუშაობდე და სალონში მაინც თმას ივარცხნიდე—ზოგისტვის ეს წარმოუდგენელია 😦 . რა ვქნა—ეს ჩემი ცხოვრების სტილია,მე სხვანაირად არ შემიძლია!სახლსიც და გარეთ გამოსულიც მინდა,რომ ვიყო მოწესრიგებული და მიმზიდველი! მე არ მესმის იმ ადამიანების,ვინც აჯაჯული და ჩუსტებიანი გადიან ქუჩაში.სახლშიც კი არ მიყვარს ხალათში სიარული…. ჩემში ანტიპათიას იწვევს ადამიანი,ქალი,რომელიც  დახეული ან დასვრილი ტანსაცმლით დადის სახლში და თვლის,რომ “რა უშავს,სახლში ვარ” .პრინციპში,სულ არ მაინტერესებს სხვა სად რას იცმევს.მთავარია,რომ მე ასე არ ვიქცევი!

მე ვთვი,რომ ქალი მაშინ ხარ კარგი ქალი, როდესაც სახლშიც მოწესრიგებული ხარ,გარეთაც ლამაზად ketusi.comგადიხარ,პარალელურად მუშაობ და ოჯახსაც კარგად უვლი.ერთ-ერთი პუნქტი მაინც თუ აკლია ამ რგოლს—სრულფასოვნებაზე პრეტენზია ვერ გექნება! ვიცნობ ისეთ ადამიანებს,ვინც ძალიან ბევრს მუშაობს და ‘არ’ რჩება დრო, რომ თავს მოუაროს.ეს არ მგონია,რომ მართლაც ასე იყოს,რადგან თავის მოწესრიგება ბევრ დროს ნამდვილად არ მოითხოვს,უბრალოდ ამის გემოვნება და ხალისი უნდა გქონდეს და რაც ყველაზე მთავარია—შეგნება იმისა, რომ შენი გარეგნობა სამსახურს შეესაბამებოდეს!

ისეთ ადამიანებსაც ვერ ვიტან,გარეთ რომ ‘გაპრანჭულები ‘ გამოდიან,არადა სახლს არ ალაგებენ და ელემენტარულ სანიტარულ ნორმებს არ იცავენ—ეს მეორე უკიდურესობაა.

არ გვინდა უკიდურესობები,რაგან უამრავი მაგალითია იმისა, რომ ყველაფრის ერთდროულად გაკეთებაც შეიძლება,მთავარია,სულით ხორცამდე ქალი გერქვას!

ketusi.comამ პოსტის დაწერა ერთმა საუბარმა განაპირობა,ეხლავე მოგიყვებით.მასწინათ ჩემ უბანში განთავსებულ Beko- მაღაზიაში ვიყავი,იქაურ მენეჯერს ვიცნობ და ზოგჯერ შეუვლი ხოლმე,ასე გავიცანი ზოგადად ამ მაღაზიის თანამშრომლებიც.ამ ჯერზე საუბარს მოვაყოლე,რომ წავედი მეთქი,სადილი მაქვს გასამზადებელი,ჩემი გოგო საცაა სკოლიდან მოვა–თქო.მაშინვე დავიჭირე გაოცებული გამყიდველის მზერა,მე კი მისმა სიტყვებმა გამაოცა: “აუ,ქეთი, შენ რომ გიყურებ,სულ ისეთი მოწესრიგებული და ლამაზი ხარ,სიმართლე გითხრა, ვერ წარმომიდგენიხარ სამზარეულოში! ” გულწრგფელად გამეცინა და ავუხსენი,რომ სახლის საქმესაც შესანისნავად ვართმევ თავს! ჩემს მეტი დიასახლისი სახლში არავინაა,ჩემ ‘კისერზეა’ ქმარ-შვილის მოვლა,სახლის დალაგება,სადილის მომზადება 🙂 —არადა თურმე ხალხს მარტო ‘გაპრანჭული თოჯინა’ ვგონივარ 🙂  ეს შემტხვევა კიდევ არაფერი, მაგრამ ამასწინათ ახლო მეგობარმა ‘გამაბრაზა’ 🙂 სამსახურში,ოფისში დაბადების დღისთვის ვამზადებდით სუფრას(ოჯახური გარემო გვაქს და სამზარეულოც იძლევა ამის საშუალებას),გულწრფელად შევთავაზე დახმარება და ნიორის დაჭრა და სანაყში ჩაყრა,შემდეგ დასანაყად,გადავწყვიტე.მეგობარი ხელში მეცა — მოიტა მე გავაკეთებო !ხუმრობით ‘გავბრაზდი’,მეთქი “რა იყო,გგონია სახლში მზარეული მყავს და მე ნივრის დაჩეჩქვაც კი  არ ვიცი” მეთქი?

ჰოდა ჩემო კარგებო,მინდა ეს სტერეოტიპი დამავსხვრიო!მიუხედავად მიმზიდველი და სერიოზული იმიჯისა,შესანიშნავი დიასახლისი ვარ!(მოგიწევთ სიტყვაზე მენდოთ )

33 responses to “ქეთუსი იკეთებს წინსაფარს…..

  1. lashaworld აპრილი 10, 2012, 10:05 PM

    ძაან სახალისო პოსტია 😀
    ვერც მე ვერ ვიტან სკოლიდან რო მოვდივარ და ვიღაც ხალათიან-ჩუსტებიანი რო შევარდება ხოლმე მაღაზიაში 😀

  2. Mallorie აპრილი 10, 2012, 10:11 PM

    ქეთუსი, რა მაინტერესებდა, ფან-კლუბი გყააავს?

  3. karamelka აპრილი 10, 2012, 10:17 PM

    ჰეჰე,მჯერააა, მეც ეგრე ვარ (თითქმის) ქუსლიანებით არა,მაგრამ მაღაზიაში ჩუსტებით ნაღად არ გავალ,კეტებს ამოვიცმევ ხოლმე., და კიდევ იცი რა ჰგონიათ ჩემს აი ისე რა ნაცნობებს, რომ ფული გადამდის თავზე:დ:დ

    ყველაზე მეტად გეთანხმები იმაში რომ თავის მოსავლელად მართლა უნდა გქონდეს ხალისი,ეს განაპირობებს რამდენად კარგად გამოიყურები. 🙂

    • ketusi.com აპრილი 10, 2012, 10:28 PM

      ხო, ცემზეც მასე ფიქრობენ, რომ მაგარი ფულიანი ვარ,იტყვიან ხოლმე—ნუ,სენ უბრალოს რას იყიდიდიო 🙂 —გემოვნებასია საქმე,მე თუ მკითხავ.სულ არ არის საჭირო ძალიან ძვირი იხადო ტანსაცმელში,მტავარია გემოვნებით შეარჩიო.

  4. naniko აპრილი 11, 2012, 6:22 PM

    chemze iseti carmodgena qondatxolme, rom churchlels ar vrecxavdi))) koveltvis grdzeli, mowesrigebuli da dalakuli frchxiliebit davdiodi))) arada 20 wlis vikavi deda rom gardaicvala da diasaxliobis tvirtic damawva(((((

  5. naniko აპრილი 11, 2012, 6:23 PM

    qetusi getanxmebi, qali kofeltvis suftad da mowesrigebulad unda gamoikurebodes, daxeul-dakemsili tansacmeli sakutar tavs ar unda akadros

    • ketusi.com აპრილი 11, 2012, 6:29 PM

      ხო, რახან მოვლილი ხარ,არნიშნავს,რომ უსაქმური ხარ 🙂 მეც მასე ვარ.
      კი,აკურატულობა ყოველთვის საჭიროა.

  6. anoonymouss აპრილი 11, 2012, 7:39 PM

    ეჭვიც არ მეპარება , თან ამავდროულად როგორი ბლოგის დიასახლისი ხარ 🙂

  7. Mari აპრილი 11, 2012, 7:44 PM

    დედაჩემია შენსავით. უზომოდ საქმიანი, სულ ფუსფუსებს, რაღაცას ალაგებს, რაღაცას აცხობს და ცოტა ხანში გარეთ თუ გავიდა, აუცილებლად მაკიაჟი ეკეთება და ქუსლიანი ეცმევა (ნუ, მთლად შენსავით მაღალქუსლიანიც არა ოღონდ 😀 ). ჩემი აზრით, ზუსტად ეგრე უნდა იყოს ყველა ქალი.

  8. ninnaka აპრილი 11, 2012, 11:24 PM

    ქეთუსი რა კარგი ხარ :))) აი ასეთი უნდა იყოს ქალი, ყოველთვის მიმზიდველი და ფორმაში + ყველაფერს ასწრებდეს. ჩემს მეზობლებს რატომღაც გონიათ სახლში საქმეს არ ვაკეთებ, ამასწინათ მარტო ვიყავი რამდენიმე დღე სახლში და ნუ დიასახლისობას შევუდექი, ჭურჭელს ვრეცხავდი კარზე ზარმა რომ დარეკა და ხელების წმენდით კარგი გავაღე, ჩემი მეზობლის გაოცებული სახე დღემდე მახსოვს რომ გაიგო ჭურჭელს ვრეცხავდი :დ რატომღაც ეგონა რომ რადგან დაკავებული ვარ და ათას რამეს ერთად ვაკეთებ სახლში საქმის კეთება არ ვიცი და სულ დედაჩემი აკეთებს :დ ეჰ, არაუშავს, დაე ეგონოთ არ მადარდებს :))))

    • ketusi.com აპრილი 11, 2012, 11:47 PM

      ყოჩაღ 🙂
      ხო, არც მე მადარდებს,თუმცა აქამდე ამაზე არც მიფიქრია და ამ ორი შემთხვევის შემდეგ დავუკვირდი

  9. sophia ივნისი 21, 2012, 9:32 AM

    აბსოლიტურად ვეთანხმები ამ პოსტს და ავტორს 100% ით 🙂

  10. mariami ნოემბერი 9, 2012, 11:10 PM

    ,,უნდა იყოს”-ცოტა გამაღიზიანებლად ჟღერს. რობოტი ხო არ ხარ სულ კარგად გამოიყურებოდე და ყველაფერს ერთდროულად იდეალურად აკეთებდე. მე მომწონს ჩვეულებრივი,უბრალო ადამიანები.

    • ketusi.com ნოემბერი 10, 2012, 12:43 AM

      რატომ მაინცდამაინც რობოტი? თანაც ეს არც ისე რთულია! ამჟამად მეც ვმუშაობ, სკოლაში ვმუშაობ,არცერთი დღეს მაკიაჟის გარეშე,თმის მოწესრიგების გარეშე და შესაფერისად ჩაცმის გარერშე არ მივდივარ სამსახურში!ამასთან ერთად სახლში უამრავ საქმესაც ვაკეთებ.
      ადამიანის გემოვნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული და მისეულ სამყაროს აღქმაზე

  11. tamojelia იანვარი 19, 2013, 4:36 PM

    ქეთუსი ამ პოსტმა რაღაც გამახსენა.
    მაშინ,როდესაც პატარა ვიყავი,დავფიქრდი(სავარაუდოდ, პირველად სერიოზულად)იმაზე თუ რას არ გავაკეთებდი ცხოვრებაში არასოდეს.
    ამ სიაში პირველ ადგილას,სწორედ ის იყო ,რომ არ გავიდოდი ქუჩაში ხალათ_ჩუსტებიანი.
    და ამ აზრს დღემდე ვითვალისწინებ.
    :*

  12. mari თებერვალი 23, 2013, 9:39 PM

    საინტერესო პოსტია :)) კარგია, როცა სტერეოტიპებს ამსხვრევ თუმცა სტერეოტიპსაც გააჩნია. აი მაგალითად ქალის სტერეოტიპია, რომ აუცილებლად უდნა გაიპრანჭოს, უნდა უყვრდეს სახლის დალაგება, საჭმლის გაკეთებაა… თუმცა ხომ არსებობენ ისეთი ქალები, რომლებსაცეს არ უყვართ ანუ ქალქბი არ ჰქვიათ?! :)) გამოგიტყდებით მე გოგონა ვარ მაგრამ , რადგან ძალიან არ მიყვარს “სტერეოტიპები” ვცდილობ, რომ გოგოს არ ვგავდე :))

    • ketusi.com თებერვალი 23, 2013, 10:10 PM

      ჩემო კარგო, მე არ მეგულება ქალი, ვისაც უყვარს სახლის დალაგება 🙂 ეს უბრალოდ პასუხისმგებლობაა ოჯახის წინაშე,საკუთარი სივრცის მიმართაც.
      უბრალოდ ყველა ყოფითი საქმის გარდა,უნდა ეცადო, რომ დარჩე ქალი, მოწესრიგებული,რაც აპრიორი “გაპრანჭულს” არ უნდა ნიშნავდეს

  13. ლორელაის ბლოგი ნოემბერი 4, 2013, 1:48 PM

    ქეტი ძალიან საყვარლად წერ და მომწონს შენი ბლოგი…ისე ასეთი წარმოდგენა ხსირად ჩემს თავძეც მოისმენია..ხალხს ჰგონია რომ თუ გამოპრაჭული დადიხარ შხლში არაფრის გამკეთებელი არ ხარ,არადა მეც შენსავით ერთადერთი დიასახლისი ვარ და ქმარსა და 2 შვილს ვუვლი..ეს რა არი ერთი წლის წინ ამ ყველაფერს სწავლასა და უნივერსითეტში სიარულს ვუთავსებდი..ასე რომ თუ ადამიანი მოინდომებს ყველაფერს შეძლებს

  14. kostantina ივლისი 6, 2016, 11:52 PM

    bravo qet… getanxmebi

შენი კომენტარი