Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჟულიენი

"ჟულიენი"ეხლა სოკოთი ისეთი გემრიელი კერძის მომზადება უნდა გასწავლოთ,სულ რომ სოკო არ გიყვარდეთ,ერთხელ ამის გასინჯვაც საკმარისია,რომ უსაზღვროდ შეგიყვარდეთ,ყოველ შემთხვევაში ყველას,ვინც ჩემ “ჟულიენს” დააგემოვნებს—ასე ემართება!.

“ჟულიენი” სოკოთი მზადდება და არსებობს მისი რამოდენიმე რეცეპტი.ამ პოსტში ჩემებურად  მომზადებულ “ჟულიენს” შემოგთავაზებთ.ის სულ არ არის რთული მოსამზადებელი!

თანაც ვეცდები ნიუანსებითურთ დაწვრილებით აღვწერო,რადგან თავადაც  ახალი კერძის მომზადებისას ‘ხელი მიკანკალებს” ხოლმე,როდესაც  გგონია,რომ რაღაცას ისე არ აკეთებ.ამ დროს კარგია,რომ იცი ზუსტად როგორი უნდა იყოს,ჰოდა სურათებსაც დავურთავ,რომელიც ამ ბოლოს “ჟულიენი”-ის გაკეთებისას გადავიღე.

რომ იცოდეთ,ინგრედიენტების რაოდენობას თვალის ზომით ვზომავ, ისევე,როგორც მარილისა და სიმწარის ზომას.

ჟულიენის მომზადება ტაფაშივე შეგიძლიათ,ბოლოს კერძი შეგიძლიათ ან ფიალებში მოათავსოთ(3 ცალში) ან ერთ საშუალო სიღრმის კერამიკულ ჯამში,ხის კოვზიც დაგჭირდებათ.

მაშ ასე,ვიკეთებთ წინსაფარს და ვიწყებთ!

ინგრედიენტები:

ქილის სოკო

ორი თავი ხახვი

პატარა ფიალა არაჟანი

პატარა ფიალა გახეხილი ყველი

მარილი,პილპილი

მოვამზადოთ ინგრედიენტები:

"ჟულიენი"
1. ქილა გავხსნათ,გადავუღვაროთ წყალი და ერთი-ორი პირი წყალი გადვავლოთ.სოკო მოვათავსოთ დრუშფალანგზე,რომ წყალი დაიწრიტოს.თუ სოკო გრძელ ნაჭრებად არის დაჭრილი, მაშინ დავაქუცმაცოთ,მაგრამ ძალიან წვრილადაც არ მოგივიდეთ.

"ჟულიენი"

2. ხახვი დავჭრათ და მოვსუშოთ ზეთში.

3. ხახვი რომ მზად იქნება,ტაფაში ჩავამატებთ სოკოს და ვაგრძელებთ შუშვას,თავზე დაფარება არ უნდა.ოდნავ რომ მოიშუშება,დავასხათ დაახლოებით ერთი ჭიქა წყალი,ისე, რომ მთლად არ დაიფაროს.წყალი რომ ჩაშრება—სოკო მზად არის.ამ პროცესს 10-15 წუთი უნდა.

"ჟულიენი"

4.ვამატებთ არაჟანს და კარგად მოვურევთ.არაჟნიანი სოკო ამგვარად უნდა გამოიყურებოდეს :

"ჟულიენი"

არაჟანი საბოლოოდ უნდა შეაშრეს სოკოს და ბრაწვა უნდა დაიწყოს.დავამატოთ  მარილი და პილპილი გემოვნებით.

"ჟულიენი"

ამ პროცესს დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება.

5. გადმოვიღოთ სოკო ცეცხლიდან და წინასწარ მომზადებულ ფიალებში გადავანაწილოთ

"ჟულიენი"   "ჟულიენი"

6. თავზე მოვაყაროთ წინასწარ გახეხილი ყველი.კლასიკური რეცეპტით შვეიცარული ყველი სჭირდება,მაგრამ მე ჩვენებური, იმერული ყველით ვაკეთებ და დამიჯერეთ,ძალიან გემრიელი გამოდის.

"ჟულიენი"

7. ეხლა კი ფიალები უნდა შევდგათ აირღუმელში, რომ ზემოდან მოყრილი ყველი ჩადნეს და დაიბრაწოს.მე ამისთვის გაზის აირღუმელის გრილს ვიყენებ,რადგან მხოლოდ ზემოდან სჭირდება სიმხურვალე ჩვენ კერძს.

"ჟულიენი"  "ჟულიენი"

8. კერძი მზად არის,როდესაც ყველი ზემოდან დაიბრაწება.გამოვიღებთ ღუმელიდან.

"ჟულიენი"

“ჟულიენი” შეგვიძლია მივირთვათ ცხელიც,ცივიც და შემდგომ გაცხელებულიც(მიკროტალღურ ღუმელში ვაცხელებ ხოლმე,2 წუთიანი რეჟიმით)

იმედია,მოგეწონათ ჩემი კულინარიული პოსტი.თუ ჩემი რეცეპტით მოამზადებთ და კერძი მოგეწონებათ — აუცილებლად გამაგებინეთ !!!

გაამოთ!!!

Advertisements

13 responses to “ჟულიენი

  1. Ibi აპრილი 11, 2012, 11:21 AM

    კარგად გამოიყურება, ღირს ცდა ^_^

  2. karamelka აპრილი 11, 2012, 8:36 PM

    მნაი,მნია,გემრიელი ჩანს. და დაკონსერვებული სოკო უნდა იყოს მაინცდამაინც? თუ ცოცხალიც წავა

    • ketusi.com აპრილი 12, 2012, 12:08 AM

      კი, ცოცხალიც გამიკეთებია,ქამა სოკო და უგემრიელესია,უბრალოდ ჯერ სოკო უნდა მოხრაკო,რომ წყალი გაუვიდეს–დაიშროს,და მერე მოშუშული ხახვი დაუმტო

  3. nini აპრილი 15, 2012, 8:21 PM

    dzalian miyvars julieni , tumca sadme misi shekveta michirs xolme (rogorc shen tqvi misi momzadebis sxvadasxva receptebi arsebobs) sakmaod gemrielad gamoiyureba sheni momzadebuli julieni da miuxedavad imisa rom uzarmaesi adamiani var mec vcdi momzadebas :))))

  4. nana იანვარი 31, 2013, 12:09 PM

    zalian kargad iyo axsnili, motxrobasac chavikitxe, martivad da gasagead iyo gadmocemuli

  5. mari ივლისი 28, 2013, 10:27 AM

    ai exla unda daviwyo da unda vcado da tu momewoneba aucileblad gagagebilebt

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: