Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ეგვიპტური ჩაი — კარკადე

ეგვიპტური ჩაიჩაის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ.ეს პაკეტის ‘ერთჯერადი’ ჩაი კი სასტიკად არ მიყვარს!ფოთლის ჩაი კი,ჩვენი,უფრო მიყვარს,მაგრამ მასაც ყავის ანალოგიურად ,საღამო საათებში ვერ მივირთმევ,რადგან მერე არ მაძინებს.არადა მეგობარს გურიაში წასვლისას  ვაბარებდი ხოლმე და ჩამოჰქონდა ოჯახის,მთელ-მთელი ფოთლის ჩაი.ისეთი სურნელოვანი იყო!

საღამოს,მეგობრები თუ მესტუმრებოდნენ,მათ კი გავუმასპინძლდებოდი ხოლმე ჩაით ან ყავით,მე კი ვერაფერს მივირთმევდი იმის გამო,რომ ვიცოდი—ღამე არ დამაძინებდა კოფეინის შემცველობა ჩაისა თუ ყავაში 🙂

რადგან ბალახეული ჩაიც არ მიყვარს, ძალიან კარგი გამოსავალი გამომიჩნდა ეგვიპტური ჩაის სახით.ბევრმა არ იცის ამ ჩაის შესახებ და ამიტომ ჩემი პოსტი ერთგვარ ინფორმაციულ დატვირთვასაც ატარებს 🙂

ეგვიპტური ჩაი —მას კარკადე ეწოდება,ეს არის სასმელი სუდანური ვარდის ყვავილებისგან.ეს ყვავილები გამომშრალია თუმცა ფორმა შენარჩუნებული აქვს,ფერით მოიასამნისფრო -მოწითალოა ან ჟოლოსფერი,ამიტომ წითელ ჩაისაც უწოდებენ.თუ საიტ mkurnali.ambebi.ge-ს დავუჯერებთ,”არსებული მონაცემებით მისი სასარგებლო თვისებებია ანტოციანების შემცველობა,რომლებიც ამაგრებენ ნაწლავების კედლებს და არეგულირებენ კაპილარების გამტარობას.ამავე დროს ვისაც არამდგრადი წნევა აქვს,კარკადე ფრთხილად უნდა გამოიყენოს.ცხელი სახით კარკადე მაღალ წნევას სწევს მაღლა,დაბალ წნევას კი დაბლა” —აი ამგვარი ინფორმაცია ამოვიკითხე ამ საიტიდან. კომენტარებში კი მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ “თუ დაბალი წნევა გაქვთ, მიირთვით ცხელი კარკადე, თუ მაღალი-ცივიო”, ესეც გაითვალისწინეთ.

პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე კი კარკადე შემიძლია დავახასიათო ამგვარად:

აქვს მუქი ჟოლოსფერი ფერი

ძალიან არომატულია

ყელს აშრობს

მიკარგავს შიმშილის გრძნობას

რაც მთავარია—არ იწვევს უძილობას,ამიტომ თამამად მივირთმევ საღამოთიც

ამ ჩაის შეძენა ბევრ მაღაზიაშია შესაძლებელი,ძვირიც არ ღირს—100 გრამში 3 ლარი გადავიხადე.

ერთი ფინჯანი ჩაისთვის საკმარისი რაოდენობა კარკადე არის ერთი მთლიანი ყვავილი ან რამოდენიმე დაშლილი ფოთოლი,ოღონდ ჯამში ერთი ყვავილის დარი.

დაყენების პროცესი მარტივია—უბრალოდ ჩადებთ ჭიქაში და ასხამთ მდუღარე წყალს,შაქარი—გემოვნებით(ლიმონი არ უხდება სხვათაშორის)

ძალიან ლამაზია,როდესაც შენს თვალწინ ყვავილი ფერს გამოსცემს—მუქ ჟოლოსფერს(‘მალინისფერს’ რომ ეძახიან),ზუსტად ერთ წუთში უკვე წყალი მთლიანად შეწითლებულია!

მეტს აღარ გავაგრძელებ,იმედია ვინც ამ ჩაის შესახებ არ იცოდით—დაგაინტერესეთ.

ეგვიპტური ჩაი

ეგვიპტური ჩაი ამგვარდ გამოიყურება

ეგვიპტური ჩაი

საკმარისი რაოდენობა ერთი ფინჯანისტვის—ერთი ცალი ყვავილი

ეგვიპტური ჩაი

მდუღარე წყლის დასხმისთანავე

ეგვიპტური ჩაი

ეგვიპტური ჩაი ეგვიპტური ჩაი

თქვენი შთაბეჭდილებებიც გამიზიარეთ,გიყვართ თუ არა?!

Advertisements

36 responses to “ეგვიპტური ჩაი — კარკადე

  1. Mari აპრილი 9, 2012, 8:49 PM

    ზოგადად ჩაი არ მიყვარს, მაგრამ კარკადეზე ვგიჟდები.. თან მომჟავო გემო რომ აქვს და.. ააააუუუ, ძალიან მიყვარს ❤

  2. ადო აპრილი 9, 2012, 9:02 PM

    მე მეჯავრება, ერთადერთხელ მაქვს გასინჯული და ლამის ვარწყიე

  3. MrsMarch აპრილი 9, 2012, 9:23 PM

    ჩაი მიყვარს, თუმცა ასეთი არ გამისინჯავს:)

  4. kakato აპრილი 9, 2012, 9:50 PM

    aww ^^
    ჩემი თემა! ჩაი მასულმდგმულებს.
    მოკლედ კარკადე თუ მოგეწონა ერთ რჩევას მოგცემ თუ მიიღებ რა თქმა უნდა : ) მე შემდეგნაირად ვაკეთებინებ: მწვანე ჩაი ”კურდღლის თათი”, კარკადე, ბერგამოტი და კიდევ ურევენ რაღაცას არ მახსოვს. უგემრიელესია, სასარგებლოსთან ერთად. მწვანე ჩაი კალორიების დასვწში გეხმარება და ბერგამოტთან და კარკადესთან ერთად ისეთი საძაგელი დასალევი აღარაა. ამ მიქსს”ყავა და ჩაიში” მიკეთებენ ხოლმე ფალიაშვილზე.

    • ketusi.com აპრილი 9, 2012, 10:01 PM

      რჩევას როგორ არ მივიღებ,სიამოვნებითაც!
      იცი,რა,მე მომწონს გემოთი კარკადე,მწვანე ცაიც,ტუმცა ნაზავი მართლა საინტერესო იქნება.აი ბერგამოტი ნამდვილად არ გამისინჯავს.

      • kakato აპრილი 9, 2012, 10:12 PM

        გასინჯული გექნება, არ იქნები დაკვირვებული, აჰმადის earl Grey Tea არის ბერგამოტის არომატით, გურიელსაც აქვს. მაგრამ ის ნაზავი მართლა საოცრებაა : ) ამ ვიქენდზე სახლში ჯდომისას ვეღარ მოვზომე და იმდენი დავლიე წნევა წამივიდა მინუსებში :დ

  5. ჭიამარია აპრილი 10, 2012, 12:51 PM

    მე ძალიან მიყვარს. საერთოდ ყველანაირი ჩაი. კარკადეს არომატი კიდევ უფრო მეტად მიყვარს ❤ ყავას არ ვსვამ

  6. akunkula აპრილი 10, 2012, 4:25 PM

    ვაივაი ❤ ვგიჟდები ამ ჩაიზე ❤
    ბავშვობაში ისეც ვღეჭავდი, სასიამოვნომმჟავე გემო აქვს…
    ისე , კარგა ხანია, ვერსად ვნახე, რომ მეყიდა

  7. პე ♔ აპრილი 10, 2012, 4:33 PM

    ძალიან მიყვარს ❤

  8. Pingback: როგორ გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხები « Ketusi's Blog

  9. მია აპრილი 25, 2012, 10:36 AM

    დღეს პირველად გავსინჯე და ძალიან მომეწონა, მოცვის ფოთლების ჩაის შემდეგ ასე თუ მომეწონებოდა სხვა ჩაი, არ მეგონა. თანაც ძალიან სასარგებლოა 😉

  10. lali ივნისი 8, 2012, 3:49 AM

    კარკადე ამ ბოლო დროს ბევრგან ვნახე. ალუბლის კომპოტის გემოს მაგონებს. კიდევ დეკას ჩაის აქებენ, არომატულიაო, მაგრამ რა თვისება აქვს არ ვიცი. ანისულის ჩაიც უგემრიელესია, მაგრამ შავი ჩაი კლასიკაა და ყოველთვის ვუბრუნდები მოღალატე ქმარივით.

    • ketusi.com ივნისი 8, 2012, 12:00 PM

      ანისულის ჩაი არ ვიცი,მაგრამ დეკას ჩაი ბავშვობაში დამილევია ხოლმე,თიმცა გემო არ მახსოვს,მიყვარდა კია.დეკა იზრდება ალპუტ ზონებში და სპეციალურად აბარებდა ხოლმე ბებიაჩემი მის ფოთლებს.კარგი გამახსენე,უნდა მოვიკითხო მაღაზიებში.ბებიჩემი ტყუილად არ სვამდა ალბათ მაგას–––სასარგებლო იქმნებოდა.

  11. David Namdvili ივნისი 21, 2012, 6:45 PM

    გვიყვაააააააარს

  12. tikitiki ივლისი 20, 2012, 1:00 AM

    ძალიან მიყვარს კარკადე და მაინტერესებს მცენარე როგორია…

  13. sopo დეკემბერი 12, 2014, 11:33 AM

    ძალიან მიყვარს თითქმის ყოველ დღე ვსვავ, მაგრამ მისი ცარიელი დადევა ყოველ დღე მიზანშეწონილი არ არის ,კარკადეს ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია, მაგრამ უმჯობესია ერთ-ორ ჩაის ფოთოლსაც თუ შეურევთ ❤

  14. Pingback: ფერადი სააღდგომო კვერცხები | Ketusi's Blog

  15. Ani მარტი 20, 2017, 10:18 AM

    გამარჯობა. კარკადეს შეძენა მინდა, თვითონ ამ ყვავილის და არა ჩაიში გარეულის და იქნებ ზუსტად მიმასწავლოთ, სად ვიყიდო. მე სადაც ვნახე, ყველგან ჩაიში გარეულს ყიდიან

    • ketusi.com მარტი 23, 2017, 2:10 PM

      გამარჯობა,,,მე ვაგზალზე, პასაჟის ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყიდე,,,არის კიდევ პასაჟიდან რომ გავდივართ, სანამ ბაზრობაზე შევალთ,გზისპიპრას ყავის და ჩაის მაღაზია, მანდაც აქვთ.

  16. ელე ივნისი 7, 2017, 10:06 PM

    არასწორად გიწერიათ. თუ დაბალი წნევა გაქვთ, მიირთვით ცხელი კარკადე, თუ მაღალი-ცივი.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: