Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Bora Bora

ეხლა სახლში  ვზივარ და არ ვიცი უსაქმურობისგან რა ვაკეთო,უნებლიედ ზარმაცი აზრები მომდის თავში.მაგ დროს თან ვფიქრობ ”ნეტა რამ დამღალა,რომ კიდევ დასვენებაზე ვფიქრობ”?ვფიქრობ კი არა და წარმოვიდგინე ეხლა ჩემი თავი სადმე ძალიან ’მაგარ’ ადგილას!გონებაში მსოფლიო რუქას გადავხედე და ამასწინათ თვალი რომ მოვკარი თვალწარმტაც პეიზაჟს–ის ადგილი გამახსენდა!ზღვა ისე მიყვარს,რომ ჩემი საოცნებო ადგილები აუცილებლად რომელიმე სანაპიროა ხოლმე(თან მონატრებული ვარ — წელს ზღვაზე არ დამისვენია)

როგორ მინდა იმდენი ფული მქონდეს, რომ ყველა ის ადგილი ვნახო,რომელიც ასე მხიბლავს(გინდაც იმ ადგილებისა არ იყოს,აი წინა პოსტები რომ მაქვს: ”ჩვენი პლანეტის საოცარი ადგილები (1)” და ”ჩვენი პლანეტის საოცარი ადგილები (2)).

ხოდა ,მოდი,დავიწყებ ვირტუალურ მოგზაურობას…….

ამჯერად ჩემმა ფიქრებმა წყნარი ოკეანე გადაცურეს და ფრანგულ პოლინეზიას რომ მიუახლოვდნენ,ამ ზღვის ზედაპირზე ამოტივტივებულ მარგალიტს ჩაეკონენ!

ჩემი ვირტუალური სხეული ბორა-ბორაას საოცნებო პლაჟზე დაესვენა!ამ სამყაროს შემქმნელს ფანტაზია და გემოვნება არ დაეწუნება! და ეს ყველაფერი უხვად ’მოარგო’ ბორა-ბორას!

ხოდა აი ეხლაც,ოქროსფერ ქვიშაზე ვწევარ და

ვტკბები.მზე მეფერება,მიხუტებს და

მეამბორება,ტალღების ხმა რაღაც საიდუმლოს

ჩამჩურჩულებს,ქვიშა ისე ბზინავს,თითქოს

ბრილიანტებით მოფენილი იყოს!მეც ვბზინავ და

ვასხივებ ოქროსფერ სიმნათლეს!დიახ,დიახ —

უდიდეს სიამოვნებას ვასხივებ,რადგან ჩემი

გამჭვირვალე ვირტუალური სხეული ამდენ

ემოციას ვერ იტევს და გარემოსაც უზიარებს მის

დიდ ნაწილს !

ასე, სრულ ექსტაზში მყოფს შემომესმა რაღაც ხმები.ისინი იმ პატარა ჩალის ქოხებიდან მოდიოდნენ ასე სოკოებივით კოხტად რომ არიან ჩამომწკრივებული წყლის ზედაპირზე.

მაგრამ ეხლა არავის ნახვა არ მინდა! მინდა ვიყო მარტო!

ქვიშაზე ნებივრობა მომბეზრდა

და ეხლა ამ ჰამაკში მოვკალათდი!

ისეთი სიმშვიდე სუფევს ჩემს სულში,რომ გასუსული ვარ–

არ დავაფრთხო სიამოვნება!

.

.

ავფრინდი მაღლა და ზემოდან ვათვალიერებ სახლებს:

.

ჩემთვის აი ეს მომცრო განაპირა

სახლი ამოვირჩიე ……

როგორი მყუდროა

რაღაცნაირია…

სხვა სახლებსაც გავს

მაგრამ მაინც სხვანაირია

იმიტომ,რომ ჩემთვის მინდა 🙂

ჩამოვჯდები სულ ქვედა აივანზე,ფეხებს წყალში ვაჭყაპუნებ და ვიღიღინებ რაიმე სასიამოვნო მელოდიას 🙂

უფ,ალბათ კარგი მეზობლები მყავს  🙂

პატარა ხიდებით დაკავშირებული

სახლები თითქოს ყველა თავისთან

გეპატიჟება 🙂

კარგი ამინდია,ზღვა ლაჟვარდოვანი…

ჩამოვჯექი ამ პალმაზე

ვიქანავე,როგოც ბავშვობაში მე და ჩემი

და ჩვენი ’სახლის’ (დიიიიდი შაფრანის

ვაშლის ხე) დიდ ტოტზე ვქანაობდით  ხოლმე …

ფეხი წყლამდე არ მწვდება და გული მწყდბა

ავდექი,გავსწორდი და ჩავხტი წყალში…

თბილი წყლის შეხებამ გამომაფხიზლა….

მაგრამ ეგ არაფერი…

მაინც კარგი იყო…..

Dreams come true — როგორც ამბობენ და ეგებ ოდესღაც მეც მოვხვდე ამ საოცარ ადგილას ….

ვინ იცის,ვინ იცის….

მანამდე კი,მოდით,ვირტუალურად იმოგზაურეთ ჩემთან ერთად ….

Advertisements

17 responses to “Bora Bora

  1. tsotnee სექტემბერი 26, 2011, 5:37 PM

    აუ მეც მინდააა!!! 🙂 🙂 🙂 დაე გქონოდეს იმის საშუალება ყველა ის ადგილი მოინახულო, რაც გაინტერესებს და გიზიდავს! 🙂 🙂 🙂

  2. maka სექტემბერი 26, 2011, 5:43 PM

    ketusi,ra sayvarlad agcer yvelafers :))))) gisurveb ocnebebis asrulebas:)

  3. salolas სექტემბერი 26, 2011, 6:42 PM

    სად არის ეეეეს? ვაიმე ასეთი სახლები როგორ მომეწონა ❤
    წამიყოლე მეეც ოდესმე თუ წახვედი : ) ვირტუალურად ბოდიალი არ მყოფნის მე 😀

  4. xmasters სექტემბერი 26, 2011, 9:42 PM

    კი დაისვენებდა კაცი იქ 😀

  5. ketusi სექტემბერი 27, 2011, 3:22 AM

    კარგით,ხო, ყველას წაგიყვანთ
    :))))))))

  6. ლიზკუნა სექტემბერი 27, 2011, 3:10 PM

    მდა))) იმდენი მიდიხართ არამგონია ჩემი ადგილი იყოს)))

  7. teennewson სექტემბერი 28, 2011, 12:48 PM

    მშვენიერი წარმოსახვა გქონია… საოცრად მომეწონა.. რა ნეტარების ამღვძრელი ფიქრებია….

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: