Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჩემი ეგო

ამასწინათ სრულიად შემთხვევით წავაწყდი ჩემი ზოდიაქოს ნიშნის– მორიელის დახასიათებას.ამ დახასიათებამ ჩემზე სერიოზულად იმოქმედა! დავუკვირდი,კარგად გადავიკითხე და შევეცადე პარალელები გამევლო.

მართალია,როდესაც ამბობენ,რომ კარგი წიგნი 10 წლიწადში ერთხელ უნდა წაიკითხოო(ან უფრო ნაკლები ინტერვალით)–სულ სხვაგვარად აღიქვამ.ეს ტაქტიკა ჰოროსკოპთან მიმართებაშიც ამართლებს.

ასაკთან ერთად იცვლება მსოფლმხედველობაც,შეხედულებები ყალიბდება ,ხასიათს სიდინჯე ემატება,შეძენილი გამოცდილება გვეხმარება სიტუაციის ჩვენდასასიკეთოდ მართვაში.

გადახედავ ცხოვრებას და უკვე ზუსტად იცი,როგორი ხარ,რადგან გამოვლილი გაქვს ბევრნაირი სიტუაცია და კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტულად მოქცეულხარ.

მე რატომ ვწერ ეხლა ამ ყველაფერს,იცით? იმიტომ რომ მართლაც დამაფიქრა ჩემი ნიშნის დახასიათებამ.ჩემი ’მე’ ამოვიცანი!გამოიკვეთა ჩემი ეგო!მივხვდი რა მაკლია და რა შემიძლია!მომინდა მოქმედება!მომეცა სტიმული!’გამახსენდა’ რომ ძლიერი ვარ!

ეგებ დროა ჩემს ინსტინქტებს მივენდო?ეგებ დროა ჩემთვის ჩვეული ენერგიულობა კვლავ საჭირო მიმართულებით მივმართო?

არ ვიცი,ეგებ შენ,ჩემო სტუმარო,სისულელედ მიგაჩნია ასტროლოგია და ასტროლოგიური პროგნოზები?!

მე ვაღიარებ ასტროლოგიას!მწამს,რომ მართლაც პლანეტების განლაგება განაგებს ჩვენს ხასიათს,რომ ზოგადი ასტროლოგიური ჰოროსკოპი ემთხვევა რეალურ ხასიათს.მაგრამ მე არ მჯერა ყოველდღიური ჰოსროსკოპებისა!

იდეალური ვარიანტია,როდესაც ასტროლოგი ინდივიდუალურ ჰოროსკოპს ადგენს!ის კეთდება ზუსტი დაბადების დღის,საატის და ადგილის მიხედვით.აი ასეთ ასტროლოგიურ ჰოროსკკოპს ნამდვილად შეიძლება ვენდოთ!

რადგან პირადი ჰოროსკოპი არ გამაჩნია, დავკმაყოფილდები ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით.მოვიპოვე ორი მორიელის დახასიათება,რასაც ახლა აქაც შემოგთავაზებ.

დაბადებული ვარ 10 ნოემბერს–ეს იმას ნიშნავს,რომ არანაირი შუალედური თვისებები არ მაქვს—სულით ხორცამდე მორიელი ვარ!

მაშ ასე : ღრიანკალი(მორიელი)

24 ოქტმობერი – 21 ნოემბერი
ზოდიაქოს 8 ნიშანი
წყლის 2 ნიშანი
3 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტები – მარსი და პლუტონი.
ბედნიერი რიცხვი: 9 და ყველა, რაც ცხრაზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლოები: მორიელი და არწივი.
ასტროლოგიური ფერები: წითელი, ალისფერი, ჟოლოსფერი და ყველა ცეცხლოვანი ფერი.
ასტროლოგიური თვლები: ტოპაზი და მთვარის ბროლი.
ღრიანკალი განაგებს ჰოროსკოპის მე-8 სახლს.

აი პირველი დახასიათება.(რომელირაცა ფორუმიდან ავიღე),ამ აღწერას 90%  ’ვამართლებ ’ .

”მორიელები უზარმაზარი ნებისყოფით გამოირჩევიან. იბრძვიან გამარჯვების მოსაპოვებლად, რა დროსაც აგრესიული და ძალიან ენერგიულები არიან. ამავდროულად, არანაკლები ენერგიის ხარჯვა უწევთ საკუთარ თავთან საბრძოლველად, რაც უფრო მეტად ასუსტებს მათ და ძალებისგან ცლის. ეს არის თითქმის ყველა ღრიანკლის გადაულახავი პრობლემა.

მათ ძლიერი ემოციები აქვთ, სწყურიათ სიყვარული, რადგან სწორედ ესაა მათი ცხოვრებისეული საწვავი.

ეს არის ყველაზე სექსუალური და სექსუალურად ძლიერი ნიშანი მთელს ზოდიაქოში. სასურველია, რომ ღრიანკალი მაღალგანვითარებულ ღრიანკლის ტიპს განეკუთვნებოდეს (სიმბოლო ფრთაგაშლილი არწივი), რომელიც სულიერებისკენ, განვითარებისკენ მიილტვის, ნაცვლად მეორე, ღრიანკლის მდაბიო ტიპაჟისა, რომელიც ბნელი ენერგიებით, ბოღმით, წყენიანობით, შურისძიებით, სექსუალური თავგადასავლებით საზრდოობს (სიმბოლო ღრიანკალი).H

ღრიანკალს უნარი აქვს ბოლომდე იბრძოლოს და არ ადარდებს რა შედეგი მოჰყვება ამას. ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე.

თუ ღრიანკლისთვის ბოლომდე არ არის ცნობილი და გასაგები რაღაც საკითხი თავიდან სიჯიუტეს იჩენს, თავს შორს იჭერს და მხოლოდ დეტალების გარკვევის შემდეგ იღებს მასში მონაწილეობას.

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ისეთი სამუშაო ესაჭიროებათ, რომელსაც მთლიანად სჭირდება ძალის დახარჯვა და არა ისეთი, რომლის კეთებისას ნახევარი ძალა გამოიყენება.

ღრიანკლების პრობლემა ისაა, რომ არ შეუძლიათ სწორად გამოხატონ საკუთარი თავი და იციან რა ეს, ურჩევნიათ ჩუმად ყოფნა და ყველაფრის გასაიდუმლოება. მათ დამოუკიდებლად სურთ მიაღწიონ მიზნებს.

ირგვლივმყოფებს ხშირად არ ესმით მათი.

ღრიანკლის გამოცნობა ადვილია _ მათი თვალები აგიპნოზებს, მათი მზერა სულის სიღრმემდე ატანს. ბევრმა მათგანმა იცის, რომ მათი თვალები მათ სულიერ არსს გამოხატავენ და ამიტომ შავი სათვალის ტარებას ამჯობინებენ, რათა არავინ ჩაწვდეს მათ იდუმალ შინაგან სამყაროს.

საერთოდ, ღრიანკალი _ ეს არის ეგოს გამოხატულება. მათ მშვენივრად იციან საკუთარი თავის ფასი და არაფრით შეიცვლიან აზრს. მოხერხებულად ისხლიტავენ ნებისმიერ შეურაცყოფას და ასევე, კომპლიმენტების შემთხვევაშიც, არანაირი ემოცია არ აისახება მათ სახეზე.

ბრწყინვალედ შეუძლიათ ხასიათის კონტროლი.

ღრიანკლებს არ სურთ სხვებისგან საკუთარ ნაკლოვანებებსა და შეცდომებზე რაიმე სახის კომენტარის მოსმენა, თვითონაც კარგად იციან ამის შესახებ და თქვენგან წამოსროლილ საყვედურს, შენიშვნას და ღმერთმა ნუ ქნას _ გაკიცხვას სამუდამოდ დაიმახსოვრებს და შეეცდება სამაგიეროს გადახას (თუ თქვენ მისთვის უახლოესი ადამიანი არ ხართ, ან თუ თვითონ მაღალგანვითარებული ღრიანკლის ტიპს არ მიეკუთვნება).

ღრიანკალთან ურთიერთობისას სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი, ვინაიდან გარეგნულად ძალიან რბილი და მიამიტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან.

მისი ნაკბენი, როგორც წესი, სასიკვდილოა.

ღრიანკლებს გულწრფელი ღიმილი აქვთ, თუმცა იშვიათად იღიმებიან. უნარი შესწევთ ისე შეაღწიონ ადამიანის სულში, რომ მან ვერც კი გააცნობიეროს.

თუ მას რაიმე რჩევას ან აზრს დაეკითხებით, მზად იყავით, რომ რასაც გიპასუხებთ, შესაძლოა საერთოდ არ მოგეწონოთ, ვინაიდან მან არ იცის შელამაზებული საუბარი, პირდაპირ მოგახლით რასაც ფიქრობს. ამიტომ თუ სიმართლის მოსასმენად მზად არ ხართ, სჯობს თავი შეიკავოთ მისთვის აზრის ან რჩევის კითხვისაგან.

მაგრამ ღრიანკალი ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს _ მას დახმარება შეუძლია როგორც საქმით, ასევე სიტყვით. ეს ადამიანები არასდროს მლიქვნელობენ და თუ რაიმე სასიამოვნოს გეუბნებიან, დააფასეთ ეს, ვინაიდან ნამდვილად გულწრფელნი არიან.

ტიპიურ ღრიანკალს იშვიათად ეშინია რამის. როგორც წესი, მებრძოლი და გამბედავი ადამიანები არიან. არასდროს ავიწყდებათ მათდამი გაკეთებული სიკეთე, თუმცა, სიბოროტესაც არასდროს ივიწყებენ და 20 წელი რომც იყოს გასული, მაინც გადაუხდიან სამაგიეროს იმათ, ვინც ოდესღაც აწყენინა ან რაღცით შელახა მათი ღირსება.

როგორც წესი, ღრიანკლის შურისძიება არასდროს არის სპონტანური. პირიქით, დიდხანს გეგმავს და სტრატეგიულ ხაზს აწყობს, რის შედეგადაც მისი `ნაკბენი~ ბევრად მტკინვეულია.

საერთოდ, ღრიანკალს კარგი ჯანმრთელობა აქვს. იშვიათად ავადდება, თუმცა საფრთხე მოსალოდნელია მელანქოლიულობასა და მძიმე სამუშაოსგან, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ენერგეტიკულ გადახარჯვას აქვს ადგილი, რაც მის სასიცოცხლო მარაგს აცარიელებს. მაგრამ, თუ ღრიანკალს სურვილი უჩნდება, რომ გამოჯანმრთელდეს _ შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, გამოჯანმრთელება. მთავარია მართლა მოუნდეს და მოახდინოს ძალების მობილიზება. ღრიანკლებმა საკუთარ ავადმყოფობაზე ბევრად მეტი იციან, ვიდრე ექიმებმა და პროფესორებმა, რომლებიც მათ მკურნალობენ.

საერთოდ, სექსი, ღრიანკლებისთვის საუკეთესო წამალია ნებისმიერ უგუნებობასა და ავადმყოფობასთან ბრძოლაში, უფრო მეტიც _ წარუმატებლობის პერიოდშიც! სექსი მათი სიცოცხლის ელექსირია. ის მათ ენერგიით აღავსებს, რაც ყოველგვარი უსიამოვნების დაძლევაში ეხმარება.

ზოგადად ღრიანკალი გმირული ბუნების პიროვნებაა, ძალიან მიჯაჭვულია ოჯახს, უყვარს სუსტებისა და ბავშვების დაცვა. ამ ნიშნის წარმომადგენლები ან წმინდანები, ან უკიდურესად აღვირახსნილი ადამიანები არიან, საშუალო _ იშვიათია.

ეს ძალიან მესაკუთრე ნიშანია და მესაკუთრეობას იჩენს ყველაფრის მიმართ, რასაც თავისად მიიჩნევს. საკუთარს სიცოცხლის ფასად არ დათმობს! თუ ვინმე შეიყვარა _ შეიძლება `ხელში შემოაკვდეს~ თავისი რჩეული იმდენად მოზღვავებული აქვს მესაკუთრეობის ინსტიქტი.

ეს ადამიანები რადიკალიზმით გამოირჩევიან. მათი დევიზია – `ან ყველაფერი, ან არაფერი~!

ცხოვრებაში მხოლოდ ორ ფერს სცნობენ _ შავს და თეთრს, შუა ტონებს _ არა. მათთვის ყველაფერი ან ძალიან კარგი, ან ძალიან ცუდია. ეს უკიდურესობები ხშირად პრობლემებს უქმნით მათ ცხოვრების მრავალ სფეროში, მითუფრო ურთიერთობებში.

ეს ადამიანები ან ძალიან უყვართ, ან დასანახად ვერ იტანენ. მათ ან ერთგული მეგობრები ჰყავთ, ან დაუძინებელი მტრები.

მათდამი შუალედური დამოკიდებულება, გამორიცხულია, თუმცა მტრებიც კი კარგს ამბობენ მათზე და პატივს სცემენ. რაღაც არის მათში სასიამოვნო და მიმზიდველი, რაც მათ მიმართ ღრმა პატივისცემით განგაწყობს.

ღრიანკალმა სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებები იცის და სურვილის შემთხვევაში, უნარი შესწევს გაიმარჯვოს როგორც ერთზე, ისე მეორეზე.

მას უნარი შესწევს პრაქტიკულად განახორციელოს ყველა გეგმა, რაც ჩაფიქრებული აქვს. ყველაფერს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევს. ეს უფრო იღბალს ჩამოჰგავს, ვიდრე საკუთარი ძალისხმევის გამოჩენას.

მისი მმართველი პლანეტის, პლუტონის მაგიური და იდუმალი ძალის მეშვეობით, მისი სურვილები რეალობად ტრანსფორმირდება.

ერთი სიტყვით, ეს ძალიან ძლიერი, სიღრმისეული ნიშანია, რომელთან გაპაექრება ბევრს არ ძალუძს. ღრიანკალს, მხოლოდ საკუთარი თავი ერევა, როდესაც ის თვითგვემით და შურსიძიების სურვილითაა დაკავებული და თავს ბედნიერების უფლებას არ აძლევს.”

როგორც აღვნიშნე,90% ჩემს პიროვნებასთან ასოცოაციას ვნახულობ,და არის რაღაც,რაც ჩემთვის მიუღებელია.

მეორე ჰოროსკოპი ასეთია :

”ღრიანკლის (მორიელის) პიროვნება – ანტაგონისტურ ძალთა ცვალებადი შეთავსებაა. სული და ხორცი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და ამიტომ ღრიანკალი ზოგჯერ ნამდვილ ავსულად გვეჩვენება, ზოგჯერ კი, მოულოდნელად, წმინდანად, დიახ ღვთაებადაც კი! ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი უხვად არის დაჯილდოებული ზეციურ მფარველთაგან. ეს ხალხი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი, იმდენად ძლიერით, რომ მათი აგრესიულობა ბევრ მტერს უჩენს წარმატებისაკენ მიმავალ გზას. ღრიანკალი კი წარმატებისათვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. თუმცა ყველა ღრიანკალი წარმატებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს ამას. ამიტონ რომ, სანამ გამარჯვების დაფნას დაიდგამდეს, სანამ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევდეს, ღრიანკალმა საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.
ღრიანკალი ძალიან ემოციურია. მას ესაჭიროება სიყვარული, მას სწყურია იგი, იბძვის მისთვის, მოითხოვს მას. ერთი სიტყვით, სიყვარული მისი სასიცოცხლო საწვავია. ასტროლოგები ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ ღრიანკალი ყველაზე სექსუალურია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამით აიხსნება, ასე თავგანწირვით რატომ ეძებენ ისნი სიყვარულს, რათა თავიანთ ვნებების კონტროლის საშუალებად გამოიყენონ.
ღრიანკალი ყველა სექსუალურ საქმეში მეფეა. იგი იოლად უდგება სექსს და ჩვეულებრივ, ადრეული ასაკიდანვე იწყებს მას. ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი სექსულურად მიმზიდველია, თუნდაც ლამაზი არ იყოს. ყველა გრძნობს სწრაფვას მისკენ, ყველას უნდა მას მიეალერსოს, მის სიახლოვეს იყოს, იმიტომ რომ ღრიანკალი თავის ირგვლივ მიმზიდველობის ველს ქმნის, რომელიც მათი ვნებიანი ბუნებიდან ვრცელდება.
ღრიანკალის ორი ტიპი არსებობს: ერთი დაბალი, განუვითარებელი ტიპი, მისი სიმბოლო მორიელია; და განვითარებული, დასრულებული, სულიერი ტიპი, რომლის სიმბოლო ფრთაგაშლილი არწივია. ძნელად იპოვით საშუალოს ამ ორი უკიდურესობას შორის. ისინი ამ ქვეყნად თითქმის ყველაფრის ანალიზისა და ყოველი საქმის არსის წვდომის ზებუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი.
რადგანაც ღრიანკალი პირველია ოთხ მუდმივ ნიშანთაგან, იგი ყოველ საქმეში ჯიუტად ცდილობს მის საბოლოოდ გაგებას და შეთვისებას. სინამდვილეში ესაა ღრიანკალის ხასიათის ერთ–ერთი თვისება – ბრძოლა ბოლომდე, შედეგების მიუხედავად. იგი შემდეგომშიც ბოლომდე უნდა გაჰყვეს ამ გზას – ყველა დაწყებული საქმე დაამთავროს.
მარსით მართული სხვა ნიშნისაგან – ვერძსაგან – განსხვავებით, რომლის სიმბოლური გამომხატველი ახალგაზრდა, გამოუცდელი ჯარისკაცია, ღრიანკალის მარსი ხანშიშესული, ბრძენი გენერალია, რომელიც ბრძოლაშ თავისი სურვეილით კი არ ერთვება, არამედ მოვალოების გამო. და რა თქმა უნდა ღიანკალი თავის ცხოვრებას შინაგან „მესთან და გარე სამყაროსთან ბრძოლაში მიიჩნევს, რადგანაც ძალიან ხშირად მას ვერვაინ უგებს. ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც ღრიანკალს არ ეხერხება თავის გამოხატვა. იგი სიყვაძვირია, თავნება, გარდა ამისა, ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა უყვარს. მას თავის მიზნების მიღწევა უნდა ისე, რომ სხვას არაფერი გაანდოს, რადგანაც არავინ იცის ვინ როგორ გაიგებს მის განზრახვას.
ახალგაზრდა ღრიანკალი ბევრ შდცომას უშვებს, რადგანაც აგრესულიობა საშუალებას არ აძლევს დაფიქრედე და გულის სიღრმეში ჩაიხედოს. საერთო წესად იქცა ის, რომ ღრიანკალი იშვიათად აღწევს თავის პირველ დიდ წარმატებას ცხოვრებაში ( მატერიალურს ან სულიერს) 29,5 წლამდე, რაც სატურნის პირველ ციკლს ემთხვევა. ამის შემდეგ ცხოვრება ხელგაშლილია ღრიანკალის მიმართ და ყველა სიკეთეს ანიჭებს, რასაც ახალგაზდობაში ვერ ეღირსა.”
აი აქ მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ცნობილ პირტა სიაა.

ასევე   zodiaco.ge –ზე დადებული ინფორმაციაშიც არის სიმართლის ’ბევრი’ მარცვალი :

ზოდიაქოს მერვე სახლი: განაგებს ინტელექტს, ერუდიციას. განსაზღვრავს ადამიანის სულიერი და ფიზიკური თავისუფლების დონეს,ასევე მისი მოპოვების შესაძლებლობებს. ეხმარება ადამიანს საკუთარ თავში ფარული შესაძლებლობების აღმოჩენასა და დანახვაში. განსაზღვრავს პიროვნების გონებრივი შესაძლებლობების განვითარების დონეს. განაგებს რისკის, სახიფათო ქმედებების ჩადენის ალბათობას ადამიანის ცხოვრებაში. მერვე სახლი ასევე განსაზღვრავს ენერგიის ცვალს, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გარდასახვასა და გადასვლეს. პარტნიორებს შორის ხორციელ ურთერთობებს. განაგებს ასევე სხვადასხვა სახის მემკვიდრეობით პრობლემებს, დაზღვევა, ანდერძი და ა.შ

ხასიათის შტრიხები ემოციური მაგრამ გულჩათხრობილი, ინტელექტუალური, გონიერი, დინჯი. გასაოცარი ნებისყოფის მქონე მორიელს მებრძოლი ხასიათი აქვს, მიზანსწრაფული და მამაცია, ამასთანავე ფრთხილი და დაკვირვებული, იგი ძალზე საშიში მოწინააღმდეგეა, შურის მაძიებელი, უკომპრომისო და დაუნდობელი, იგი მეტოქეს გამჭოლ ხედავს და მუდამ ბოლომდე ანადგურებს მას. ამას აკეთებს არა სპონტანურად, არამედ დინჯად და გააზრებულად, ყოველგვარი ხმაურისა და მღელვარების გარეშე.

horo.instyle.ge -ზე ძალიან კარგი დახასიათება ვნახე,სადაც მხოლოდ ორ რამეში არ ვეთანხმები : არ ვარ ასეთი ეჭვიანი და არც კამათი ვიცი ხმამაღალ ტონში!

აქ ჩაცმის სტილის დახასიათებაც კი ვიპოვე ,რაც სრულად ემთხვევა,თუმცა აი შავი სათვალეს არ ვატარებ–არ მიხდება და იმიტომ 🙂

ნეტავი სხვის თვალში მე როგორი ვარ? ძალიან მაინტერესებს!

ან შენ ვინ ხარ ჰოროსკოპით? ’ამართლებ’ თუ არა ყველა აღწერილ თვისებას?

ძალინ რომ არ შეგაწყინო თავი,იმას დავამატებ,რომ რაც ვართ –ის უნდა შევიყვაროთ,თუმცა ამან სრულყოფილებისკენ სწრაფვაც არ უნდა დაგვავიწყოს!

მუდამ თქვენი (შხამიანი) ქეთუსი

Advertisements

30 responses to “ჩემი ეგო

  1. Chiamaria სექტემბერი 11, 2011, 9:58 AM

    მეც მორიელი ვარ : )))
    ბევრ მსგავსებას მეც ვპოულობ და ზოგ რამეში საკუთარი თავის ამოცნობა ძალიან მიჭირს. მაგ. სამაგიეროს გასდახდის საკითხში. საერთოდ არ ვიმახსოვრებ წყენას. 5 წუთში ყველაფერი მავიწყდება. საკმარისია ბოდიში მომიხადონ და ვიგრძნო რომ გულწრფელია ეგერევე ვივიწყებ, შესაბამისად სამაგიეროზე ლაპარაკის ზედმეტია. რომც არ მომიბოდიშონ მაინც მავიწყდება, მაგრამ იმ სიახლოვეს აღარ ვიჭერ ასეთ ადამიანთან, რაც ადრე მქონდა. არც შემიძლია. კიდევ მიჭირს ადამიანი დაგესვლა. იმიტომ რომ ვმოქმედებ პრინციპით” არავის მოექცე ისე, როგორც არ გინდა მოგექცნენ შენ”. ამიტომ სხვისთვის ტკივილის მიყენება ძალიან მიჭირს.
    პირფერობა არ მახასიათებს, ეს მართალია. რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ. ამის გამო ხშირად მეკამათებიან, ჩემს აზრს ეწინააღმდეგებიან.
    სიყვარული ნამდვილად არის ჩემი საწვავი. სექსზე ჯერ არ ვიცი, ვერ გეტყვით :))))))))
    ვიბრძვი ბოლომდე. მაგერამ ასეთი თვისებაც მაქს: მაინტერესებს ყველაფერი, თავიდან ვიწყებ დიდი ენთუზიამზით , მაგრამ რგორც კი ყველაფერს გავიგებ იმ საკითხზე, ინტერესს ვკარგავ და შეიძლება ბოლომდე არც მივიყვანო რაც დავიწყე.
    იმაშიც ვეთანხმები რომ მირჩვენია საქმემ ბოლომდე გამწუროს, ვიდრე ნახევარი ჩემი ენერგია დასჭირდეს. როცა ბევრი საქმე მაქვს, ყველაფერს გადასარვეად ვასწრებ და ვაკეთებ.როცა არა, პირიქით ძალიან არაორგანიზებული და თავმოუბმელი ვხდები.
    წითელი და ცეცხლოვანი ფერები მიყვარს. მაგრამ არა ჩაცმულობაში, არა ყოველდღიურობაში და არა თუნდაც ოთახის დეკორაციაში. ისე მიყვარს, რომ ვუყურებ მიზიდავს. 🙂
    მე თავს მივიჩნევ 2 სტიქიის ნაწილად. წყალი- ეს ისაა რის გარეშეც არ შემიძლია. წყალი ჩემი მეორე სახლიც გახდებოდა, მის ქვეშ სუნთქვა რომ შემძლებოდა. და ჰაერი. ფრენა და სიმაღლეზე ყოფნა ჩემთვის სამოთხეა და ადრენალინის წყარო. ფრენა ჩემთვის განტვირთვა და ბედნიერებაა. (მერე შეიძლება პოსტიც დავწერო თუ რას განვიცდი როცა წყლის პარაშუტით, პარაპლანით ან თუნდაც თვითმფრინავით მივფრინავ).
    მოკლედ, უსასრულოდ შემიძლია მსგავსება/არმსგავსებაზე საუბარი. თავს ტიპიურ მორიელად არ ვთვლი, მიმაჩნმია რომ შუალედური მაქვს დაჭერილი.

    • ketusi სექტემბერი 11, 2011, 2:28 PM

      კი, მეც მასე ვარ 🙂
      მორიელის ორი ტიპია,მე პირველ ტიპს მივეკუთვნები,ამიტომ შურისძიებაზე არსდროს ვფიქრობ.
      თავს იმდენად ვაკონტროლებ,რომ შეგნებულად არ ვაყენებ ადამიანს შეურაცხყოფას,თორე ძალიან ’ზრდილობიანად’ შემიძლია მიწასთან გჰავასწორო–როგორც იტყვიან, უბრალოდ ამას არ ვაკეთებ ხოლმე–მეცოდებიან 🙂
      წყალიჩემი სტიქიაცაა
      ჰაერზე მეც ვიტყოდი, რომ ზალიამნ მიყვარს–პარაშუტით გადმოხტომა ჩემი აუსრულებელი ოცნებაა

  2. Butterfly სექტემბერი 11, 2011, 12:25 PM

    მმმაგრააად მომეწონა… მეც ძალიან ბევრი რამ დამემთხვა…მეც შემიძლია ვთქვა,რომ 90 % ნამდვილად მახასიათებს…აი ჭიამარიას თქმის არ იყოს არც მე ვიდებ გულში რამეს და სამაგიეროს გადახდაზეც მართლაც ზედმეტია.ფერებზეც ვეთანხმები ჭიამარიას,სტიქიებზეც….ვაიმე წყალიიი …ფრენააა…ჰაერიი…მმმ…კიდევ კარგი ჭიამარიამ დამასწრო თორეე რა დაწერდა ამდენს :დ და ჰო კიდევ ერთი კითხვა მაქვს აქ ნახსენებია ორი ტიპის მორიელი-ერთის სიმბოლო არწივია და მეორესი მორიელი და როგორ გავარკვიო რომელი ვარ ანუ დაბალსაფეხურზე მდგომი თუ პირიქით?

    • ketusi სექტემბერი 11, 2011, 2:31 PM

      ხო, აი წინა კომენტარში კიდეც დავწერე, რომ ორი ტიპის მორიელია, პირველი–”რომელიც სულიერებისკენ, განვითარებისკენ მიილტვის” სიმბოლო -არწივი
      და მეორე–”შურისძიებით, სექსუალური თავგადასავლებით საზრდოობს (სიმბოლო ღრიანკალი)”
      მე პირველ კატეგორიასტან მაქვს ჩემი პიროვნების ასოციაცია 🙂

  3. გლეხის ბიჭი სექტემბერი 11, 2011, 1:35 PM

    მეც მორიელი ვარ, მიყვარს ციფრი 8, ლურჯი ფერი და ზოდიაქოს ნაკლებად ვუსმენ. ზოგადსაც კი. ადრე მქონდა წაკითხული რაღაც, გახსოვთ, წიგნი იყო ასეთი ,,ეძიე ვარსკვლავი შენი” , მჩხიბავებისთვის, ხოდა მეც იქ ამოვიკითხე ადრე. და ახლაც ბოლომდე წავიკითხე.
    თვითონ ეს მწერიც ბავშვობიდან მიყვარს, ორჯერ მყავს ნანახი და დატყვევებული. თვი მოიკლა საცოდავმა თავისუფლება ისე სწყუროდა და შემიყვარდა :)))

  4. M.K. სექტემბერი 11, 2011, 1:47 PM

    უყურე ამათ!
    მორიელების შეკრება აქვთ : ))
    მე ცოტა სხვაგან ვარ ზოდიაქოთი, მაგრამ ერთი მეგობარი მყავს ღრიანკალი და ზუსტად ვიცი, რომ კარგი ადამაინია… რაც წავიკითხე, მეც მივამსგავსე ზოგიერთი თვისებით. განსაკეთრებით ის ემთხვევა, რომ ყველასთან პირდაპირია. ოდნავადაც რომ არ მოეწონოს ვინმე, აუცილებლად ეტყვის

  5. donaldo2191 სექტემბერი 12, 2011, 12:27 AM

    საერთოდ ჰოროსკოპს იმ ცრურწმენებს ვაწერ რომელიც ადამიანს ახასიათებს .საქართველოში მითუმეტეს მაგრამ რაგაცეები ჩემ ჰოროსკოპშიც ემტხვევა…

  6. donaldo2191 სექტემბერი 13, 2011, 6:44 PM

    მგონი პირიქით არ მახსოვს ზუსტად :დ

  7. Pingback: გოგონა დრაკონის ტატუთი « K e t u s i ' s .. B l o g

  8. Pingback: გოგონა დრაკონის ტატუთი « Ketusi's Blog

  9. სოსო ივლისი 27, 2012, 12:00 AM

    ხო ხალხო აღარ გინდათ ღმერთი მიდით ვარსკვლავებს დაუჯერეთ,,,,სადაც ვიზრდებით და რასაც ვაკეთებთ ისეთები ვყალიბდებით რა შუაშია ვარსკვლავები…

    • ketusi.com ივლისი 31, 2012, 2:15 PM

      სხვათაშორის ღმერთის რწმენა არაფერში უშლის ხელს ვარსკვლავების შესწავლასაც.ოდითგანვე არსებობდა ასტროლოგიური ცოდნა და მისი დახმარებით ადამიანის ხასიათის გაგება შეიძლება.

  10. qetusia სექტემბერი 6, 2012, 3:37 PM

    მეც მოვუყარე თავი ბლოგზე მორიელის დახასიათებას, ბევრი რამ ჩემთანაც ემთხვევა (სამწუხაროდ :)) ოოო შურისძიება მცოდნიააა,მტრისას! ეხლა აღმოვაჩინე, რამდენიმე თვეა 🙂
    ასევე ვეთანხმები ლამაზთვალება მორიელების მომაჯადოვებელ უნარს =))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: