Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ახდენილი ოცნებების ქალაქი

morningჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა,რა საიამოვნოდ ჟღურტულებენ :)პირველ რიგში ფანჯარას გავხედე,ნაწილობრივ აწეული ჟალუზის მიღმა ხეები მშვიდად იდგნენ—ესეიგი ქარი აღარაა,რა ბედნიერებაა,თანაც,უჩვეულოდ თბილა!”წამოდი ჩემთან,მე შენ გასწავლი ფრენას!’—ნეტა ვიცოდე საიდან მოვიტანე ეს სიმღერა,ეტყობა სიზმარში ვნახე რაღაც და ეხლა ამეკვიატა…


–წავედი,ქე,ეს ლატარიის ბილეთია,ხურდაში მომცეს და არ გადააგდო,მგონი დღესაა მაგის გათამაშება.(მკოცნის და სამსახურში მიდის,სანამ კარს დახურავს გავძახე:”ხომ იცი სამსახურში რომ უნდა გამომიარო,არ დაგავიწყდეს!”
–ხო,ხო,ვიცი,წავედი,დამაგვიანდება შეხვედრაზე.
მეზარება ადგომა, მაგრამ უკვე დროა!შევიხედე მიას საძინელში—-ვერც გავიგე,როგორ წასულა სკოლაში.უჩვეულო  მუსიკის ჰანგები მესმის,ვერ გამირკვევია სომღერაა,დოლ-გარმონია? ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოსკენ გავცუნცულდი,აივნიდან გადავიხედე!

სერენადაააააა!რა მაგარია!5 ბიჭი დგას,ორს გიტარა აქვს–დუეტში ასრულებენ ჩემ საყვარელ სიმღერას love^^,ერთი სიმპატიური ბიჭი მორცხვად , ყვავილებით ხელში მეოთხე სართულის ფანჯრებს მიშტერებია.გაიბადრაააა—ლიკამ გადმოიხედა და ხელი დაუქნია! კაკ რამანწიჩნააა!რამდენი ხანია ასეთი საინტერესო სანახაობას არ შევსწრებივარ,აი მახსოვს შარშან ზაფხულში სოფოს იმ ბიჭმა(მერე ვისაც გაყვა) ცეცხლოვანი გული რომ დაუნთო და სერენადა მიუძღვნა!რა კარგები არიან ეს ბავშვები!

ეჰ,წავიდე,ჩავიცვა და გავემზადო,დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს,ეგებ და გამოვიდეს რამე,ვინ იცის!

ჰმ,ეს ნამცხვარი აქ საიდან?დიდის ამბით რომ ბარზე დევს და მე მელოდება?რაღაცით “მარტინის” ცეცხლოვან შოკოლადის ნამცხვარს გავს!ვაიმე,სულ რომ მომკლას ამ ნამცხვრის ‘პატრონმა’ უნდა მივირთვა!ჩცანგალს ვიღებ და ვაგემოვნებ ნამცხვარს და თვალები მიფართოვდება,მართლა ის ნამცხვარია,ასე რომ მენატრებოდა!ჩქარა ყავა!…

სადარბაზოდან გასვლილისას მეზობელი ბევშვების მასაში გავიარე,ნეტა რას აკეთებენ ყველა ერთად?უი,როგორც იქნა საფეხბურთო გუნი ჩამოუყალიბებიათ,სად იშოვეს ერთნაირი მაისურები?…..

მარჯანიშვილზე ერთი ასაკიანი, კარგად ჩაცმული მამაკაცი დადიოდა და იის და გიაცინტების თაიგულებს tulipsგოგოებს ჩუქნიდა.მე რომ მივუახლოვდი,გამაჩერა, და განსაკუთრებული მოწიწებით ჩანთიდან ერთი ტიტით გაფორმებული კომპოზიციური თაიგული მაჩუქა.მე ვუთხარი,დიდი მადლობა, მაგრამ გიაცინტებიც ძალიან მიყვარს მეთქი,მაგრამ თავისი დაიჟინა—მესიამოვნა,გაბადრული წამოვედი(კიდევ კარგი შარშანდელივით იმ კაცს არ გავდა—თქვენნაირ ლამაზ ქალბატონს ეს თაიგული უნდა ვაჩუქოო!და დაჟინებული თხოვნის შემდეგ რომ გამოვართვი—სულ 2 ლარი ღირს გენაცვალეო!აბა რაღა ჩუქეება გამოვიდა მეთქი! მაგამ ფული მაინც მივეცი—რა ქნას,ყველა თავისას ცდილობს!

უფ, არაჩვეულებრივი დღეა!სოცრად თბილი და ალერსიანი,ყველა მოსიყვარულების ხასიათზეა,აი როგორც ეს ორი წყვილი, ჩემ წინ რომ მიდიან და რაღაცაზე რომ ჩურჩულებენ და თან ეთღიმებათ!

–შენ გაიხარე,შვილო,როგორც ეხლა მე გამახარე!ბარაქა და ჯანი მოგცეს უფალმა,იხარე და იბედნიერე!–კვალად დალოცა ერთი წარმოსადეგი კრემისფერ პლაშში გამოწყობილი საშუალო ასაკის მამაკაცი მოხუცმა მათხოვარმა და თან ცრემლებს იწმენდდა —- არ ეჯერა, რომ 100 დოლარიანი მისცა  ღვთისნიერმა ადამიანმა.იმ მამაკაცმა კი,ერთი კი დაუკრა თავი, მაგრამ მერე ტოტალიზატორის კარის უკან გაუჩინარდა.

დედა,რამდენი ხალხია ამ ტოტალიზატორთან,და თან პოლიციაც მოქანდა,ნამდვილად რაღაც მოხდა,ღმერთო,შენ უშველე ყველას!

მაღაზიაში შევიარე,ვიყიდე ყავა და შოკოლადის გრილიაჟი–ჩემი უსაყვარლესი სასუსნავი,რომელიც ეს-ეს იყო გამყიდველმა მიიღო და გავემართე ოფისისკენ.მარინა დეიდას სახლს რომ გავუარე,მაკა გამოვიდა და მახარა :”იცი,მარინას მთელი მკურნალობა დაუფინანსეს და თუ საჭირო იქნა საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯსაც გაგიწევთო—რაღაც პროგრამაში ჩაუსვიათ,დღეს მიიღო წერილი”–მახარა თვითონაც აჟიტირებულმა!

streetდღეს მე და მაკა ქორწილისთვის კაბის ასარჩევად დავივლით მაღაზიებს,როგორც იქნა გადავაწყვეტინე,რომ თეთრი თუ არა,ღია კრემისფერ კაბას მაინც იყიდიდა :),ისე, მეც უნდა მოვიფიქრო რა ჩავიცვა ^_^,მაგრამ ამაზე საღამოს ვიფიქრებ.

ზოგჯერ როგორ სწრაფად და სასიამოვნდ გადის დრო,აი, თითქოს სხვა განზომილებაში ხვდები—შეხედავ საათს და ფიქრობ—ნუთუ მხოლოდ ნახევარი საათი გავიდა,არადა რამდენი რამ გააკეთე! თუ არასასიამოვნო რამეს აკეთებ დრო თითქოს იწელება, მაგრამ როდესაც სასიამოვნო საქმეში ხარ ჩაფლული,დრო სხვანაირად გადის—-თან ბევრია და თან ცოტა!რა დროს ამაზე ფიქრია…

—ვსიო,გოგოებო,გავიქეცი,მოვიდა უკვე!

—აბა შენ იცი,წარმატებები გასაუბრებაზე!

გამოვედი ეზოში და ჩავხტი მანქანაში.

— ასე რატომ მივდივართ?გადაკეტილია?

— ხო,მგონი ვიღაღაცამ კაზინოში მანქანა მოიგო,ქვეყანა ხალხია,პოლიციაც მისულია,ეტყობა მოწმეებად სჭირდებოდა,რომ ნამდვილად მოიგო,ხო იცი,რეები ხდება…

—ხო,კარგად მოუფიქრებია 🙂

— იმდენი ხალხია,რომ ჯობს სხვა გზით წავიდეთ.ნერვიულობ?

—რავი,არა,ვერ მოვასწარი ამაზე ფიქრი.

რა ლამაზი შენობა ყოფილა!მანქანა იქვე გავაჩერეთ.რომ შევედი,დაცვამ მკითხა სად მიბრძანდებითო,ვუთხარი,რომ გასაუბრება მქონდა.მეორე სართულზე ,გრძელ სავარძელში ორი გოგონა იჯდა,მესამე—- სხვა სავარძელში,მეც იქ ჩამოვჯექი და ვეცადე,რომ ნელა მესუნთქა,არადა გული ლამის ამომივარდა!კარი გაიღო ,ლამაზმა ქალბატონმა გადაგვხედა და თქვა:”პირველი ქალბატონი ქეთი გ. შემობრძანდეს” .

კაბინეტის კარი მოვიხურე და უზარმაზარ ფანჯრებიდან შემოსულმა მზის სინათლემ თვალი მომჭრა….

ჩიტების ჭიკჭიკებენ,რა საიამოვნოდ ჟღურტულებენ :)პირველ რიგში ფანჯარას გავხედე,ნაწილობრივ აწეული ჟალუზის მიღმა ხეები მშვიდად იდგნენ …..

Butterfly-girl

6 responses to “ახდენილი ოცნებების ქალაქი

  1. იალინდა მარტი 15, 2012, 6:04 PM

    რა კარგად აღწერე ქეთუსი 🙂 და გასაუბრება დადებითი შედეგით დასრულდა არა?

  2. Xatuna Kapanadze მარტი 18, 2012, 10:21 PM

    QET ROGOR MIYVARS SHENS BLOGZE SHEMOCHYITEBA ROM ICODE.BEVR SAINTERESOS VNAXULOB SIX.

შენი კომენტარი