Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მამიკო

Any man can be a father But it takes someone special to be a Dad
Anne Geddes


ვიცოდი,რომ დღეს კარგი ამინდი არ იქმნებოდა,გუშინაც ხომ წვიმდა.აღდგომას მგონი ჯერ ისე არ ჩაუვლია,რომ არ ეწვიმა.ორშაბათიც წვიმიანი მოსდევს ხოლმე.მაგრამ დილით რომ გავიღვიძე და ჟალუზებიდან გავიჭყიტე,სულაც არ გაუფუჭებია ჩემი განწყობა ამ წვიმას!სულ ერთია რა ამინდი იქნება,გინდაც დაინგრეს ქვეყანა–ჩვენ მაინც ავალთ სასაფლაოზე და მამიკოს მოვინახულებთ.დღეს ხომ განსაკუთრებული დღეა!აღდგომის მეორე დღეს,ორშაბათს,მივდივართ სასაფლაოზე,რათა ჩვენს მიცვალებულებულებს ვახაროთ ქრისტეს აღდგომა და წითელი კვერცხი გადავაგოროთ(ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ საპატრიარქოს ვებ გვერდზე).
ჩვენი მანქანით წავედით,ხატიაც თან გვყავდა,ჩემი და,დიშვილები და დედაჩემი.კიდევ კარგი გზა დაუგიათ ამ სააღდგომოდ,თორე აღმართზე ძნელად ადიოდა ჩვენი მანქანა.უამრავი მანქანები იყო,მაგრამ კახამ ’იმარჯვა’ და მოხერხებულად გააჩერა მანქანა.
სასაფლაო კარგი მიხედილი გვაქვს,თუკი კარგი ამინდია,აუცილებლად ავდივართ ხოლმე აგერ უკვე მეოთხე წელია,თუ გადაება ისე,რომ ან ცუდი ამინდია,ან ძალიან მოუცლელი ვართ,უკვე მოუთმენლად ველით მომდევნო კვირას,რომ მამა მოვინახულოთ.კვირა იმიტომ,რომ ჩემი და მარტო ამ დღეს ისვენებს და ჩვენს მას ’ავეწყობით’ ხოლმე.
ადრე მიკვირდა ხალხი რომ სასაფლაოზე ხშირად დადიოდა,რაღაც ზედმეტ ტუტუცობად მიმაჩნდა იქ მაგიდის გაკეთება,ლამაზად მოწყობა,პურის ჭამა.მაგრამ საქმე რადიკალურად იცვლება, როდესაც საქმე პირადად ჩვენ შეგვეხება.
ჩვენც მასე მოგვივიდა.მამაჩემის გარდაცვალება იმდენად შოკი იყო ჩვენთვის,რომ ძალიან გაგვიჭირდა ამასთან შეგუება.შეგუება იმასთან რომ მამა აღარ არსებობს,ის მოკვდა!მას ვეღარ ვნახავთ,ის ჩვენი ცხოვრებიდან გაქრა!
კი,გვწამს,რომ მისი სული ცოცხალია და სასუფეველში განისვენებს(რისი დიდი იმედი გვაქვს),ყველანაირ მართმადიდებლურ წესს ვიცავთ,მაგრამ რა ვუყოთ მონატრებას?! მერე და მამაჩემი ძალიან თბილი მამა იყო!რა დამავიწყებს მის ”ჭირიმე შენი!” ,ან ”რამდენიმე დღე არ მინახიხარ,მამი,და მომენატრე!”-ს.ეჰ,რამდენი ერთი გავიხსენო.

ადამიანის ცხოვრება უმნიშვნელო ხდება,თუკი ის სიკვდილის შემდეგ არ გახსოვთ!შეიძლება სულაც სისულელედ თვლიდეს უფალიც სასაფლაოზე სიარულს(ესეც არავინ იცის),მაგრამ ამით მიცვალებულის მიმართ პატივისცემის გამოხატვას ვცდილობთ.რატომ უნდა ’დაეკარგოს’ ადამიანს ცხოვრებაში დათესილი სიკეთე?რა,იცხოვრა ადამინმა და მოკვდა და მორჩა?დავივიწყოთ?
მე მინდა,რომ ჩემს შვილსაც მივცე მაგალითი იმისა,რომ მშობელს პატივი სცეს არამარტო მშობლის სიცოცხლეში,არამედ მისი გარდაცვალების შემდგომაც.მე არ მინდა,რომ ჩემი არსებობა დაივიწყოს ჩემმა შვილმა ან შვილიშვილმა!
ხოდა,სასაფლაოზე რომ ავდივართ,მამიკოს ქვაზე დახატულ სურათს რომ ვუყურებთ,ასე გვგონია,რომ ისიც იქ არის,რაღაც სიახლოვეს ვგრძნობთ,მონატრების გრძნობას ვიოკებთ ამით.ისე,სხვათაშორის,სასაფლაოც ისეთი გადამწვანებულია,რომ აგარაკზე გგონია თავი,გორაკზეა გაშენებული და ტერასული განლაგება აქვს.(ორთაჭალის სასაფლაო).რომ მივდივართ,მიგვაქვს სასუსნავი,ყავა და ასე რამოდენიმე ხანს სასიამოვნოდ ვატარებთ ხოლმე,რაღაც სულიერად ვისვენებთ,ხედით ვტკბებით და სუფთა ჰაერს ვისუნთქავთ 🙂
მესიამოვნა,რომ ორშაბათს უამრავი ხალხი იყო სასაფლაოზე!ხალხს ახსოვს თავისი მიცვალებულები,პატივს მიაგებენ მათ.
ისიც კი,რომ იქ რათაც საჭმელს შეჭამ და ღვინოს დალევ,თითქოს დასაცინი საგანი გახადა ზოგ-ზოგიერთმა ადამიანმა,არადა ხომ ვამბობ,სიტუაცია იცვლება,როდესაც შენი საკუთარი ახლობელი იქნება გარდაცვლილი.რა თქმა უნდა,ადამიანსაც გააჩნია!
მე მინდა,რომ ჩემმა მამიკომ იცოდეს,რომ მე ის ისევე ძალიან-ძალიან მიყვარს,მე მას დიდ პატივს ვცემ,მისი საფლავი უპატრონო არ იქნება,სანამ ცოცხალი ყავს შვილები და შვილიშვილები მაინც!ჩვენ არ დაგვეზარება მის მოსანახულებლად სასაფლაოზე ასვლა.
მშვიდად განისვენე,მამი,მიყვარხარ ძალიან!

Advertisements

7 responses to “მამიკო

  1. ketusi აპრილი 26, 2011, 6:36 PM

    ეს პოსტი გუშინ უნდა დამეწრა-გამომექვეყნებინა,მაგრამ დღეს ღა მოვიცალე 🙂

  2. lizikuna მაისი 12, 2011, 1:20 AM

    otxi welia ukve , mara dgesac ver veguebi rom mamachemi exla cocxali agar aris. dge ar gava rom tvalwin ar damidges da ar gamaxsendes, ramdenad xalisiani da mxiaruli adamiani iyo. isic ki mifiqria rom imdeni uvargisi amdzimebs am dedamiwas da mamachemi kide miwas mivabaret. amaswinad sakutari tavi sdavichire imaze rom arsad ar mimexaliseba , da arsad ase ar mixaria wasvla rogroc sasaflaoze, da ase ukve amdeni welia yovel kvira dges velodebi rom avide. ishviatia rom uamindobis gamom dge chavagdo, mara mixaria ik yofna, tumca rom mivdivar ras velodebi ar vici, ik ar damxvdeba tu ra. dzalina menatreba ubralod da misi naxvis tundac suratis ertaderti shansia. titqos gverdit var da axlos var mastan. uzomod menatreba da necodeba.

    • beso მაისი 12, 2011, 1:11 PM

      ძალიან ძნელია და აუტანელია საყვარელ ადამიანს რომ ვერნახავ და ვეღარნახავ! წარმომიდგენია იმხრივ რომ რამდენიმე დღე მიჭირს საყვარელი ადამიანის უნახაობა და როცა იცი ვეღარასოდეს ნახავ რაძნელი ასატანი იქნება!
      მესმის შენი ყველანაირად და გითანაგრძნობ, რაშვებას მოგცემ არვიცი მაგრამ იქ რომ დადიხარ და გულს აყოლებ ესეც შვებაა და მადლია ამვდროულად. რომარგეზარებ და არგიჭირს!

  3. ლიზიკუნა მაისი 12, 2011, 1:25 PM

    მადლობა ბესო, ეს მე და ქეთის ერთნაირი გულისტკივილია და მადლობა თანაგრძნობისთვის. სანამ მე ვარ სულ ასე იქნება, ჩვენს შემდეგ ჩვენი შვილები გააგრძელებენ და ასე, იმედია მამაჩემს ყოველთვის ეყოლება მიმხედავი და პატრონი, იმხელა ამაგი ჰქონდა შვილიშვილებზე და შვილებზე

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: