Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

’მარშუტკის’ მუზა

დღეს გამიმათლა,სამარშრუტო ტაქსში ასულს თავისუფალი ადგილი დამხვდა და დავსკუპდი.იმითაც გამიმართლა, რომ დამემგზავრა ჩემი უასყვარლესი ’მარშუტკის’ მუზა!

დიახ,დიახ,აი სამარშრუტო ტაქსში რომ ჩუმად ამოდის და მერე თავზე დაგტრიალებს,ახალ იდეებს გაწვდის–აი მაგაზე ვამბობ!

იცით რა საყვარელი ვინმეა!ასე,საყვარლად მოკალათდება ხოლმე ჩემს გონებაში და მაწვდის და მაწვდის იდეებს–გაილექსება ხოლმე თან!ერთადერთი ის მომეთხოვება,რომ დროულად ამოვიღო დავთარი და ჩაწერა დავიწყო.თან ჩქარა!რადგან ის უფრო სწრაფად მაწვდის იდეებს,ვინემ მე ვახერხებ ჩაწერას.ასე გრძელდება ჩვენი ’თანამშრომლობა’ რამოდენიმე ანი,სანამ თავდახრილს ტავბრუ არ დამეხვევა(უFF,ვერ ვიტან ტრანსპორტში თავის ჩარგვას!)

დღეს ჩემი ’მარშუტკის’  მუზა რაღაც ძალიან ენერგიული მეჩვენა:მომაყარა და მომაყარა იდეები! ზოგი ბლოგთან დაკავშირებით,ზოგი პოსტთან დაკავშირებით,ზოგი სამსახურთან დაკავშირებით,მივიწყებული მეგობრებიც კი გამახსენა,მოკლედ მიედ-მოედო ყველაფერს!

ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი მუზა რომ პოსტის იდეებს მაწვდის ხოლმე!ისე,მეც ყოველთვის მომზადებული ვხვდები!ისედაც სულ თან მაქვს სამსახურის ბლოკნოტი და ამ დროს თუ ვზივარ, მოვიმარჯვებ ხოლმე მასაც და კალამსაც და წავიდააააა……..

პირველ რიგში ახალი პოსტის სათაურს მოვნიშნავ ხოლმე და იქვე მოკლე შინაარსს მივაქერ,მერე კიდევ სატაური,კიდევ სატაური….და ა.შ.

მაგრამ ძირითადად ეს ” note”–ები ისევ ბლოკნოტსი რჩება და ბლოგ-პოსტის სახით თავის რეალიზაციის საშუალებას ნაკლებად ეღირსება ხოლმე.ის ” note”–ები ,რომლებსაც ’ერირსათ’ ბლოგზე მეორე სიცოცხლის მოპოვება–დამსახურებულად ” + ” ნიშანს იღებენ.დანარჩენები კი ისევ იმ ”*” ნიშანს სჯერდებიან და თავის დროს ელიან!

ასე,ოცზე მეტი ” note”–ები  დაგროვდა მარტო ბლოკნოტში,რომ არაფრი ვთქვა იმ 51ზე,რაც ეხლა draft -ებში მაქვს.ეს კი იმას ნიშნავს,რომ ჩემს მუზას პრაქტიკულად “time out”-ი არ გამოუცხადებია ჩემთვის!ჯერ-ჯერობით მაინც,მაგრამ….

ეჰ,ამ სიზარმაცეს რა ვუთხარი,თორე…        ერთხელაც ცხარე გულზე ეს ჩემი მუზა ჩემზე ’ხელს აიღებს’ და მომიწევს მეც ისეთი პოსტის წერა,სადაც ვიწუწუნებ,რომ  ”ვერაფერს ვერ ვწერ,მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხრთ” 🙂

მაგრამ სანამ ეგ მოხდება …

გააჩერეთ,ჩავდივარ…..

Advertisements

9 responses to “’მარშუტკის’ მუზა

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥ სექტემბერი 13, 2011, 10:02 PM

    თხოვე შენს მუზას,არ დაგტოვოს – ))

  2. teennewson სექტემბერი 13, 2011, 10:16 PM

    რაც მთავარია მუზა არის…. ახლა სიზარმაცეს უნდა მოვერიოთ და ყველაფერი კარგათ იქნება… რამდენიმე დღე ჩაუჯექი დრაფტებს და საქმეც მოგვარებული იქნება.. ხო ვიცი სათქმელად ადვილია.. : )

  3. donaldo2191 სექტემბერი 14, 2011, 1:53 AM

    Chemi muza zantia….ert tveshi ertxel mawuxebs xolme…..zarmacia aa..adre ufro yochagi iyo..exla nelnela patrons emsgavseba…… 😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: