Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

’ჩემი’ ამინდია

როცა დილით მზის სხივი ვერ გაგაღვიძებს —მინდა იცოდე,რომ ეს ჩემი ამინდია!

არც ცხელა და არც ცივა?—მინდა იცოდე,რომ ეს ჩემი ამინდია!

მოღრუბლულია,შეიძლება იწვიმოს კიდეც…მერე რა 🙂 —მინდა იცოდე,რომ ეს ჩემი ამინდია!

ჰაერში ნესტის სურნელია,განსაკუთრებული სურნელია!რაღაც მუხტი ტრიალებს!ქარიც ამოვარდა! ეხლა გაწვიმდება! მოიმარჯვე ქოლგა—მინდა იცოდე,რომ ეს ჩემი ამინდია!

ჟინჟკავს,თუ შხაპუნა წვიმა მოდის,მთავარია,რომ ქარი არ არის და არ ცივა,წვიმის წვეთები სახეზე გეალერსება,ფეხი გისველდება,(ალბათ ვარცხნილობაც ფუჭდება 😦 ),მერე რა—მინდა იცოდე,რომ ეს ჩემი ამინდია!

მიდით,შეაფარეთ თავი სახლებს,ან ქოლგების ქვეშ სწრაფი სიარულით ბუზღუნით გასწიეთ,მე კი ნელა ვივლი,გინდ ქოლგით და გინდ უქოლგოდ ,იმიტომ,რომ —ეს ჩემი ამინდია!

ეხლა სახლში ვზივარ,გაღებული ფანჯრიდან ჩიტების ჭიკჭიკი მესმის,ალაგ ალაგ მოღრუბლულია,და დიდი იმედი მაქვს,რომ გაწვიმდება–ჩიტუნებო,თქვენს ბუდეებს მიაშურეთ,ცოტა დრო გაქვთ იმიტომ,რომ მალე ჩემი ამინდი დაიწყება!

მერე გავალ აივანზე, ხელს შევუშვერ წვიმის წვეთებს და ბავშვურად გამეცინება,როგორ მიხარია!რატომ?—იმიტომ,რომ ეს ჩემი ამინდია!

Advertisements

11 responses to “’ჩემი’ ამინდია

  1. ჭიამაია ივნისი 18, 2011, 10:25 AM

    არ მეგონა ასეთი ამინდები თუ ვინმეს მოსწონდა. 🙂
    მე საერთოდ ძილისთვის მიმქნის მშვენიერ პირობებს 🙂 არ მიყვარს ასეთი ამინდები, თუ გასასვლელი ვარ სადმე. ანუ ძირითადად არ მიყვარს ))

  2. შიო ივნისი 18, 2011, 10:49 AM

    I love U წვიმომანებო!!! 🙂

  3. ლიზიკუნა ივნისი 18, 2011, 11:28 AM

    “როცა დილით მზის სხივი გაგაღვიძებს —მინდა იცოდე,რომ ეს ჩემი ამინდია!”))))))

  4. ლიზიკუნა ივნისი 18, 2011, 11:34 AM

    გაიხარე))) სხვებმაც მაჩუქეთ რა გეხვეწებით როგორ მაკლია ასეთი ამინდები და როგორ ველოდებიიიი

    • beso7x7 ივნისი 18, 2011, 12:29 PM

      mec michuqnia shentvis mziani dilac da mteli dgec!

      me piradad arasebobs amindi romelic armomwondes! zlieri qaric miyvars da tovlic, wvimac da nebismieri amindi. setyvac! ravici racginda iyos!
      ubralod ufro miyvars magari wvima da magari tova

  5. beso7x7 ივნისი 18, 2011, 12:27 PM

    uime ise miyvars wvima rom ravici da gansakutrebit manqanit siaruli wvimashi magram yovel gawvimebaze chveni wyalmomaragebis sistema rom kraxs ganicdis da 1 kvira rom agarmodis eg ukve agarmiyvars!!

  6. ლიზიკუნა ივნისი 18, 2011, 12:45 PM

    ხო არ ვიცი მაგის ბრალია თუ არა, მთელი თბილისი პარაკიზებულია. ორი დღეა ჩემთანაც არ არსი წყალი. ხოდა ვისაც წვიმა გიყვართ ეხლა ყველა ჩუ რა)))))))))))

  7. მოლი ბლუმი ივნისი 18, 2011, 8:49 PM

    წვიმა მიყვარს ძალიან. განსაკუთრებით, შინ თუ ვარ….

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: