Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ვსწავლობთ ქსოვას (1)

ქსოვაროგორც ამ პოსტში შეგპირდით,ვიწყებ პოსტების ციკლის დადებას,რათა ვისწავლოთ ხელსაქმე.ეს პოსტი შეხება იმ საბაზისო ცოდნას,რაც დასაწყისისთვის არის საჭირო.

ქსოვა ისეთი ტექნიკაა, რომ ნებისმიერს შეუძლია მისი დაუფლება,თუმცა დაგჭირდებათ მოთმინება და აკურატულობა.ყველა ადამიანს,ისევე როგორც წერის კალიგრაფია,ქსოვის სტილი სხვადასხვა აქვს.ზოგი მჭიდროდ ქსოვს,ზოგი უფრო მოდუნებულ ნაქსოვს ქმნის,ასე რომ თქვენს ხელსაქმეს ათასისგან გამოარჩევთ.

მაშ ასე,გადავიდეთ პრაქტიკულ გაკვეთილზე. დაგჭირდებათ ჩხირები და ძაფი.ჩხირები აიღეთ მსხვილი.ზოგ ჩხირს აქვს დამაკავშირბელი რეზინის ზონარი,ამ შემტხვევაში ჩხირის სიგრზეს მნიშვნელობა არ აქვს,მაგრამ თუ ცალ-ცალკე ჩხირებით იწყებთ ქსოვის სწავლას,მაშინ გრძელი ჩხირები აირჩიეთ,რომ კარგად მოეხერხოთ.რაც მტავარია ჩხირები უნდა იყოს სწელი და პრიალა,ანუ ხაოიანი არ უნდა იყოს,ძაფი მასზე უნდა სრიალებდეს.

ეხლა ძაფს რაც შეეხება.დასაწყისისთვის აირჩიეთ ისეთი ძაფი,რომელიც იქნება კარგად დაგრეხილი და სასურველია სქელიც.თუ ძაფი არ არის კარგად დაგრეხილი და შედგება რამოდენიმე წვრილი ძაფისგან,შეიძლება გაგიჭირდეთ მოქსოვა.

თვლების ამოყვანა შეიძლება იყოს ორნაირი :წაღმა და უკუღმა.ნაქსოვი კი შეიძლება მრავალნაირი იყოს.წაღმა თვლის ამოყვანისას მისი უკანა მხარე უკურრმად ითვლება.ასე თუ წინა მხრიდან მარტო წაღმა თვლებით ნაქსოვი თუ გვინდა,რომ გვქონდეს,ამას ‘ჩულოჩნი’ ქვია რუსულად და ქართულად არ ვიცი ზუსტი ტერმინი,მაშინ წინა მხსიდან წაღმა თვლები ამოგვყავს,მეორე მხრიდან კი უკუღმა.თუ მხოლოდ წაღმა თვლებს ამოვიყვანთ ორივე მხრიდან,ზოგადად უკუღმა ნაქსოვის შეხედულება ექნება ნიმუშს.ასე რომ პირველ რიგში წაღმა თვლების ამოყვანას ვსწავლობთ.

ორივე მხრიდან წაღმა თვლების ამოყვანით მივიღებთ ასეთ ნიმუშს:

ქსოვა

ქსოვა იწყება თვლების ასხმით ერთ ან ერთდროულად ორივე შეტყუპებულ ჩხირზე.დასაწყისისთვის 10-15 თვალი აასხით.
გასათვალისწინელებია, რომ პირველი ტვალი არ უნდა ამოიყვანოთ ხოლმე,არამედ ისევე გადაიტანოთ ჩხირზე.ბოლო თვალი კი უკუღმა უნდა ამოიყვანოთ, რომ ლამაზად ჩაჯდეს.

წეღან ინტერნეტში,YouTube-ზე ვეძებდი ვიდეოს და რამოდენიმე მეთოდი კი ვნახე, მაგრამ აი ეს,ყველაზე მარტივი შეგირჩიეთ.ეგებ მერე მე თვითონაც ჩავწერო.

ამ ვიდეოთი ჩხირებზე თვლების ასხმა არის ნაჩვენები.

როცა თვლები ასხმულია, ვიწყებტ ქსოვას.ეს ვიდეო დაგეხმარებათ.

მომდევნო პოსტებში ქსოვის სხვა ტიპებსაც დავეუფლებით

Advertisements

19 responses to “ვსწავლობთ ქსოვას (1)

  1. MrsMarch მარტი 18, 2012, 10:11 PM

    ძალიან მშურს ადამიანების, რომლებსაც ქსოვის ნერვები აქვთ. მე ვერაფერს ვამთავრებ, ვიწყებ-ვარღვევ და ისე ვმალავ ძაფებს რომ დიდი ხანი არ მომხვდეს თვალში

  2. Pingback: მე და ჩემი ხელსაქმე « Ketusi's Blog

  3. kevana მარტი 18, 2012, 11:52 PM

    ბაზისი ვიცი, მე სხვა რამ არ გამომდის 😦
    არ ვიცი როგორ გამოვიყვანო .. ჰმ რუსულად ვიტყვი, “უზორ”
    არ ვიცი როგორ უნდა გადავაბა სახელო და ა.შ. მოკლედ, სკოლაში რომ ფაჩუჩების ქსოვას გვასწავლიდნენ შრომის გაკვეთილებზე, იმ დონეზე დავრჩი, მერე და მერე დრო აღარ მქონდა 😦

    ისე, ყაისნაღით უფრო მეადვილება, მაგაზეც დადე რა პოსტი ^^

  4. tamtajaparidze მარტი 19, 2012, 10:37 AM

    ბავშვობაში ვსწავლობდი მახსოვს და მალე დავანებე თავი… თუ მოვძებნე ის ჩხირები (და სადმე ძაფებიც მექნება) ვეცდები გავიმეორო ))

  5. tami მარტი 19, 2012, 12:17 PM

    აუ , ჩემთვის პირველი ანტიდეპრესანტია ქსოვა… ვგიჟდები ისე მიყვარს…

  6. naniko მარტი 19, 2012, 2:52 PM

    qetusi sqemis casakitxi cxrili tu gaqvs, iqneb dado, ragac nishnebi vici, magram bevri ar vici da ver vqsov sqemit.

  7. Anniiieee^_^* მარტი 24, 2012, 11:32 PM

    ძალიაან კარგიაა,,მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი ქსოვა:|:დდ

  8. Anniiieee^_^* მარტი 24, 2012, 11:33 PM

    არვიცი დაა იმის ნებისყოფა არ მაქ რო ვისწავლო:|:დ

  9. takojabauri მარტი 25, 2012, 7:13 PM

    დაწყება ვიცი )) ადვილია ანაა )) გამოგივაა შემდეგ გაკვეთილს ველი )) კარგია ძალიან ))

  10. ketusi.com მარტი 25, 2012, 11:57 PM

    კი, ნებისყოფა უნდა და ინტერესი,ერთს რომ ისწავლი, მერე ადვილია

  11. ცისფიქრიანი მარტი 26, 2012, 12:05 AM

    რა კარგი წამოწყებაა ^___^

  12. Pingback: ვსწავლობთ ქსოვას (2) « Ketusi's Blog

  13. Pingback: ვსწავლობთ ქსოვას (2) | Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: