Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ვარხალალა ზეიმები

’ვარხალალა’  რა სასაცილო სიტყვაა,ხო? ამ დიტყვის სინონიმია კიდევ ’დომხალი’ ,’ქოთქოთი’ –ეს სიტყვებიც საკმაოდ  სასაცილო ჟღერადობისაა 🙂 ცოტა უფრო ლიტერატურული შესატყვისი სიტყვა–არეულობა,ქაოსი!

მაგრამ დღეს მე რასაც შევესწარი ზუსტად რომ ’ვარხალალა’ იყო,და არ აქვს აზრი ,რომ გავაკეთილშობილოთ ეს მოვლენა და გინდაც ‘ქაოსი’ვუწოდოთ.მოვყვები თავიდან….

მეგობარს წავყევი დღეს თბილისი ცენტრალში,გასართობი ცენტრი ”მულტი-პულტი” აწყობდა ივენთს.

ეს იყო მულტფილმების გმირების შეხვედრა ბავშვებთან,კონკურსი–ნახატი უნდა წარედგინათ და იყო გათამაშება(სხვათაშორის ძალიან კარგი 3 ცალი ასაწყობი სახლი გასცეს საჩუქრებში),იყო გასართობი შოუ,სიმღერები!დარიგდა სავიზიტო ბარატები,ორივე მხრიდან მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული.ჩემი მეგობარი ორი ბავშვით იყო,მე კი იმიტომ წავყევი, რომ მერე ბოულინგ ცენტრში მივდიოდით(უფ,კარგი იყო ბოულინგი 🙂 )

სავიზიტო ბარათი

იქაურობას რომ გადავხედე,მაშინვე შევიჭმუხნე,მთელი ეს მეოთხე სართულის კაფეტერიის გარბაზები ხალხით იყო სავსე.ზეიმი დაწყებული იყო და ჩემმა მეგობარმაც  ბავშვები იმპროვიზირებულ სცენასთან მიიყვანა.მე კი მოვკალათდი სკამზენ და დამკვირვებლის სტატუსით ’შეიარაღებულმა’ ჩემ თვალწინ გადაშლილი დარბაზის დაკვირვება დავიწყე.


აი რატომ არ მიყვარს უფასო ღონისძიებები!ისეთი კატეგორია იყრის თავს,რომლებიც ’დაგეშილებივით’ ასკდებიან ნებისმიერ უფასო ღონისძიებას.ასე იყო ამჯერადაც.ერთი თვალის გადახედვით ეტყობოდა დედა-შვილი რა კატეგორიას ეკუთნოდა.იყვნენ გაწონასწორებული,ზრდილობიანი და მშვიდი მშობლები ასეთივე ბავშვებით.და იყვნენ მათი ანტიპოდებიც–ყაყანა,მოუწესრიგებელი და ზეაქტიური დედა-შვილები.პირველი კატეგორია ძირითადად შორიდან უყურებდა ამ ზედახორას,ან მოვიდოდა და იტყოდა:”აი აქ რა გვინდა” და მშვიდად(ბავშვებიც უჯერებდნენ) წავიდოდნენ ან გასართობ ცენტრში მიიყვანდნენ ბავშვებს.

აი მეორე კატეგორია მართლაც და თვითონაც სანახაობა იყო!რა ვუწოდო ამ კატეგორიას?ალბათ ’ხეპრეები’! და არ აქვს მნიშვნელობა ეს ხეპრე ადამიანი თბილისის მაცხოვრებელია,სხვა ქალაქის ,თუ სოფლის.ხეპრე ყველგან ხეპრეა და ყველგან ბლომად არიან!ხოდა ეს ხეპრე მშობლები ძალით ტენიდნენ ბავშვებს სხვა ბავშვებთან,თუ ბავშვი ტიროდა,ერთი კარგად დასჩხავლებდნენ ”აბა აქ ტყუილად მოვედიო?” და ბავშვებიც ასკდებოდნენ ამ მულტფილმის გმირებს და არაფერს აცდიდნენ!

თვითონ ”მულტი-პულტის” გამოსვლა მომეწონა,მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ამგვარი გამოსვლების გამოცდილება აკლიათ, რადგან ბავშვების ორგანიზებას კარგად ვერ ახერხებდნენ,იყო თხოვნები:”ბავშვებო,უკან დაიწიეთო”, მაგრამ განსაკუთრებით გათამაშების ბილეთების დარიგებისას ატეხილ ’ჭიდაობაში’ ლამის წამყვანიც აღარ ჩანდა.ალბათ მომავალში ისე გადაანაწილებენ როლებს, რომ რამოდენიმე ადამიანი ბავშვების მხრიდან დისტანციის შენარჩუნებაზე  იზრუნებს,რომ წამყვანებს ხელი არ შეეშალოთ.ისე, რამდენადაც ვიცი, თავიანთ ცენტრში საკმაოდ მაღალი დონის შოუებს მართავს ”მულტი-პულტი” ,დაბადების დღის საზეიმოდ სახლში გამოძახბებზეც დადიან და ყველაფერი საკმაოდ ორგანიზებულად ტარდება(მომხიბლა მათმა კოსტიუმებმა!)

ამდენი ადამიანი ერთად რომ თავს მოიყრის,არ არსებობს, რომ რაიმე ’მარგალიტს’ არ გადააწყდე!ამჯერად ’მარგალიტები’ კი უხვად იყო!ერთი განსაკუთრებულად დამნამახსოვრდა, რადგან რაღაცნაირად ბავშვი შემეცოდა.ბავშვი(4-5 წლის ბიჭუნა) რომ გამოიყვანეს გასართობი ცენტრიდან(სასრიალოები რომ არის),მაინც არაფრით სწყდებოდა და მოაჯირს ჩაბღაუჭებული ბოლო ხმაზე ტიროდა.მოვარდა ერთი გოგო(სავარაუდოდ მამიდა)და მიათრევს და თან უყვირის:”გაჩუმდი,შენი ხმა არ მსიამოვნებს!” რამოდენიმეჯერ უყვირა ამგვარად.სიმართლე გითხრათ გული დამეწვა,შემეცოდა პატარა,თუმცა მას რეაქცია არ ქონდა,განაგრძობდა ტირილს და ისევ იმ ცენტრისკენ იწევდა.ბავშვის დედა,ერთი უნიათო ზოზინა ახალგაზრდა გოგო,ურეაქციოდ შეხვდა ამ ყველაფერს და როგორც იქნა გადაწყვიტეს,რაღაა აქ სანახავი–წავიდეთო.და ყურებმაც დაისვენა!კიდევ იყო რამოდენიმე ამგვარი ცუდი დედობის მაგალითი,მაგრამ აღარ მინდა ამაზე დაწერა.ფაქტი ის არის, რომ ასეთი შემთხვევები ყველაზე მეტად გხვდება თვალში და ხშირად განსაზღვრავს წარმოდგენას მთელს მასაზე!მე არ მიყვარს ყველას ’ერთ ქვაბში მოხარშვა’,თუმცა ამ დღევანდელ ღონისძიებაზე ვიტყოდი, რომ ნახევარზე მეტი  დამსწრეთაგან ზუსტადაც რომ ხეპრეები იყვნენ.

გამოსავალს კი იმაში ვხედავ,რომ თუკი მზგავს ღონისძიებას ხშირად ჩაატარაბს სხვადა სხვა ორგანიზაცია, ხალხიც შეეჩვევა, და კულტურის დონეც აიწევს(ამ ’ხეპრე’ ადამიანების კულტურის დონეს ვგულისხმობ)

ბავშვები კი მშვენივრად გაერთნენ!ძალიან საყვარელი სანახავი იყვნენ ლოყებაღაჭღაჭებული აჟიტირებული ბავშვები!ღმერთმა გვიმრავლოს პატარა ქართველები!

ამ პოსტის მორალი რა არის? რა ,და ფაქტია, რომ ისევ ხეპრე ადამიანები თავისი ჰიპერაქტივობით და ამბიციურობით ახერხებენ,რომ მაქსიმუმი მიიღონ ნებისმიერი მუქთა აქცია-ღონისძიებებისგან!არ ერიდებიან არაფერს.ცუდი ის არის,რომ შვილებსაც თავიანთ პროტიტიპებად ზრდიან და უკვე ბავშვობიდან უნერგავენ მოურიდებლობას და თავხედობას,’თავის გატანას’ ნებისმიერი საშუალებებით.სამწუხაროდ ,ამ მოვლენის პროეცირება საზოგადოების აქტივობის ნებისმიერ სფეროშია თვალსაჩინო:დაწყებული პირადი ურთიერთობით და დასრულებული პოლიტიკით!ისინი ყველგან ლიდერობას ცდილობენ და რადგან მათზე მეტად ერუდირებულ და ზრდილობიან ადამიანებს მათთან საქმის დაჭერა არ უნდათ–საკმაოდ დიდ მწვერვალებსაც ღწევენ!

არ ჩამითვალოთ, რომ მხოლოდ ქართველ მოსახლეობაზე ვსაუბრობ.არანაირად!ეს ტენდენცია ყველა ერისთვის ერთნაირად არის დამახასიათებელი!

’ჭკვიანური’ დასკვნების კეთებას აქ მოვრჩები და მარტო იმას დავამატებ, რომ ამ დღემ მაინც შესანიშნავად ჩაიარა,ამ ღონისძიების მერე ჩემი და და დიშვილიც შემოგვიერთდა,ბოულინგ ცენტრში ბოულინგი ვითამაშეთ,მერე მარჯანიშვილზე ’შემოიხედე გენაცვალეში” ხინკალი მივირთვით და ასე ’გემრიელად’ დავბრუნდით სახლებში.ხო, გზად დიდთოვლიან ადგილას გავაჩერეთ მანქანა და ვიგუნდავეთ კიდეც,ვოტ! ასეთი კარგი დღე იყო!

ყველას წარმატებას გისურვებთ!

Advertisements

6 responses to “ვარხალალა ზეიმები

  1. qetusia ნოემბერი 28, 2011, 10:45 AM

    მშვენიალურია ქეთ=)) მე პირადად ბევრს ვხალისობ ხროვა რომ იხუვლებს და მიასკდება ხოლმე რაღაცას :დდდდდდ მთავარია იმათ შუაში არ ვიყო მოხვედრილი თორემ მერე ვეღარ ვხალისობ :\ :დდ

  2. tsotnee ნოემბერი 28, 2011, 5:14 PM

    ეჰ! რამდენია ეგეთი! 😦

  3. მოლი ბლუმი დეკემბერი 2, 2011, 1:31 AM

    ახლა, მთავარია, ეს პოსტი მულტი-პულტის წააკითხო, ისინი მაინც შეცვლიან რაღაცებს. ზოგიერთ დედა-შვილს ნამდვილად არაფერი ეშველება.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: