Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

თქვენ არ სუქდებით ცხიმიანი საკვებისგან ისევე,როგორც არ მწვანდებით მწვანე ბსტნეულისგან.

fat foodშვედეთი მსიოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა,სადაც ოფიაციალურმა დიეტოლოგიამ უარი თქვა დაბალცხიმოვან კვების კონცეფციაზე LCHF პრინციპის „ნაკლები ნაშირწყლები,მეტი ცხიმის“ სასარგრბლოდ. წარმოდგენები ჯანმრთელ საკვებზე შეიცალა სახელმწიფოებრივ დონეზე მას მერე,რაც ჯანრთელობის ტექნოლოგიის შეფასების შვედურმა საბჭომ მთელი სამეცნოერო ინფორმაციის ,

რაც ხელმისაწვდომი იყო იმ ეტაპისთვის, დამოუკიდებელი ანალიზი ჩაატარა.საბჭოს საგანგებო კომიტეტმა,რომელშიც შედიოდა ათი დამოუკიდებელი ექიმი,ორი წლის მანძილზე შეისწავლეს დაახლოებით 16 ათასი სამეცნიერო ნაშრომი დიეტოლოგიაში.მიუხედავად იმისა,რომ ანალიზის დასაწყისში ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი,საბოლოოდ მივიდნენ შედეგამდე: უარი უნდა ვთქვათ ნახშირწყლებზე ჯანსღი ცხიმების სასარგებლოდ.ეს დასკვნა გამოქვეყნდა ჭარბ წონასთან ბრძოლის ოფიციალურ რეკომენდაციებში წინა წლის გაზაფხულზე.

ნაკლებნახშირბადიანი ცხიმოვანი დიეტა აუმჯობესებს ბევრ ჯანმრთელობის მაჩვენებელს.სრულიად გასაგებია,თუ რატომ სწევს დაბლა და ასტაბილურებს შაქრის დონეს სისხლში მკაცრი LCHF დიეტა,ანუ ის ეფექტურია დიაბეტის დროს.ნაკლებად თვალსაჩინოა,რომ ცხიმოვანი დიეტა ხელს უწყობს ქოლესტერინის პროფილის გაუმჯობესებასაც : იზრდება ფარდობითობა „კარგ“ და „ცუდ“ ქოლესტერინს შორის(HDL/LDL).თანაც „კარგი“ ქოლესტერინის დონე მაღლა იწევს არა მარტო მკაცრ LCHF დიეტის დროს(როდესაც ნახშირწყლები გვაძლევენ არაუმეტეს 20% ენერგიის),არამედ ზომიერის დროსაც(როდესაც ნახშირწყლები გვაძლევენ არაუმეტეს 40% ენერგიისა).ანუ ფანატიზმის გარეშეც,ნაწილობრივ მაინც,თუკი ულუფას მოვაკლებთ ნახშირწყლებს და დავამატებთ ცხიმებს,ეს სასარგებლოდ იმოქმედებს. “კარაქი და ზეითუნის ზეთი,ცხიმიანი ნაღები და ბეკონი — არ არის მავნე,პირიქითაც,ცხიმი — საუკეთესო საშუალებაა მოიცილოთ ჭარბი წონა.და არანაირი კავშირი ცხიმიან საკვებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის არ არის“.— წერს ანდრეას ენფელდი თავის ბლოგში.ეს ექიმ-დიეტოლოგის სიტყვებია,თანაც სკანდინავიასა და დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ექიმისა,რომელიც აგრეთვე ბესტსელერი „რევოლუცია საკვებში“-ს ავტორია. ექსპერტთა კომისიის შემადგენლობაში შევიდა პროფესორი ფრედერიქ ნისტრომი,ნაკლებცხიმოვანი დიეტების მოწინააღმდეგე და ცხოველური ცხიმების დამცავი.ის წერს: “მე ამ პრობლემასთან დიდი ხანია ვმუშაობ.შესანიშნავია,რომ არის ეს მოხსენებადა რომ მასზე მუშაობის პროცესში ჩემს კოლეგებს გაუქრათ სკეპტიციზმი დაბალნახშირწყლიან დიეტებთან მიმართებაში .თუ დავაჯამებთ დღეს არსებულ ყველა მეცნიერულ მონაცემებს,შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა:ჩვენი შიში ცხიმების მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლოა.თქვენ არ იმატებთ წონაში ცხიმიანი საკვების მიღებისას ,ისევე,როგორც არ იღებთ ათეროსკლეროზს კალცის მიღებისას და არ მწვანდებით მწვანე ბოსტნეულის მირთმევისას.“ ნისტრომი დიდი ხანია უწევს პროპაგანდას შაქრითა და სახამებლით მდიდარ საკვების შემცირებას,როგორც საშუალებას,მივაღწიოთ ინსულინის,ცხიმებისა და ქოლესტერინის ჯანსაღ დონეს სისხლში.ნახშირწყლების შემცირება ნიშნავს უარის თქმას შაქარზე,კარტოფილზე,მაკარონზე,ბრინჯზე,ცომეულსა და პურზე.ასევე უნდა შეიზღუდოს ფრუქტოზით მდიდარ ხილის მიღება,უარი ეთქვას წვენებს და სხვა ტკბილ სასმელებს.ამის ნაცვლად თამამად შეგიძლიათ მიეტანოთ ბუნებრივ მცენარეულ ცხიმებს,კაკალს,არატკბილ რძის პროდუქტებს,ცხიმიან თევზსა და ხორცს,ასევე ბოსტნეულს,რომელიც მიწის ზემოთ იზრდება.ექიმის სიტყვების მიხედვით კარტოფილის მირთმევა იგივეა,რაც ტკბილის მირთმევა :სახამებელი მომენტალურად იშლება მარტივ შაქრებზე,სისხლში გლუკოზის რაოდენობა სწრაფად იწევს მაღლა ყველა არასასიამოვნო შედეგებითურთ. ჯანმრთერლობასა და ცხოვრების ჯანმრთელ წესზე გავრცელებული მოსაზრებები ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს აღმოჩნდნენ. “კალორიები—ეს კალორიებია,სულ ერთია საიდან არიან“ „ ყველაფერი დამოკიდებულია კალორიების მოხმარებასა და მათ დახარჯვაზე“ „ადამიანები მსუქნები არიან იმიტომ,რომ ცოტას მოძრაობენ“ „საუზმე — ყველაზე მთავარია“ ყველაფერი ეს ან ტყუილია,ან ნახევრად ტყუილი,რაც უარესია.ყველა ამ მაქსიმუმს მივყევართ მხოლოდ ერთ რამესთან — აძლიერებენ ფრუსტრაციას,რომლისკენაც ისედაც მიდრეკილნი არიან ჭარბწონიანი ადამიანები.საქმე სისუსტეებში კი არაა, რამედ ბიოქიმიაში.მაგალითად,ცხიმიანი საკვები კარგად გვანაყრებს და გვავიწყებინებს შიმშილს რამდენიმე საათით,უცხიმო იოგურტი და მსგავსი ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები კი შიმშილს მაქსიმუმ ერთ ან ორი საათით გვიოკებენ.ტკბილი გაზიანი სასმელი კი არც შველის შიმშილის გრძნობას,თანაც ორგანიზმს შაქრით ტვირთავს,რომელიც,შემდგომში,ქონად იქცევა. Healthy-food-should-be-cheaper-argues-Israeli-lobbyistრატომ გახდა მაინდამაინც შვედეთი პირველი ქვეყანა,რომელშიც გადახედეს ოფიციალურ რეკომენდაციებს? როგორც ჩანს იმიტომ,რომ LCHF იდეა იქ გაფორმდა და მას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მისდევს. ამიტომაცაა, რომ შვედეთში ჭარბ წონიანები მხოლოდ მოსახლეობის 14% შეადგენენ,მაშინ,როდესაც,მაგალითად,რუსეთში,ოფიციალური მონაცემებით,მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჭარბი წონიანი ადამიანია,30 % კი სიმსუქნით დაავადებული.რუსეთი ამ მაჩვენებით სწრაფად ეწევა მსოფლიო ლიდერს– ამერიკას.მიუხედავად იმისა,რომ დაბალნახშირწყლიანი ცხიმიანი კვების პრინციპები ჯერ კიდევ 1920 წლებში იყო შემუშავებული „ჯონ ჰოფკინსის“ კლინიკაში,მათ გავრცელება არ მიუღიათ,1970 -იან წლებში კი ამერიკამ,მთელს მსოფლიოსთან ერთად,გამოუცხადა ომი ცხიმიან პროდუქტებს. ალბათ მოვიდა საომარი ქმედებების ვექტორის შეცვლის დროც!

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: