Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ფერთა თერაპიის მეთოდები წითელი ფერით

colorofinfluence10ფერთა თერაპია—ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა ფერის მეშვეობით.

ფერთა თერაპიის უდიდეს ძალაზე ძალიან დიდი ხანია არის ცნობილი.ამ ფაქტს ჯერ კიდევ არისტოტელე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 300 წლით ადრე აღნიშნავდა.ავიცენაც ასევე კურნავდფა თავის პაციენტებს ფერების მეშვეობით.ჯერ იდევ უძელეს ეგვიპტეში აგებდნენ განსაზღვრული ფერის ნაგებობებს ან ტაძრებში გამოყოფილი ქონდათ ცალკეული დარბაზები,სადაც შეისწავლიდნენ ფერთა ზეგავლენას ზოგად  განწყობასა  და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.ნიუტომა განსაზღვრა შეფარდება ფერსა და მუსიკალურ ბგერას შორის,რამაც ხელი შეუწყო ფერთა თერაპიაში მოცემული მიმართულების განვითარებას.

ფერთა თერაპია მოიცავს ადამიანზე ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდს და არამარტო მხედველობით კონტაქტს,როგორც ბევრი ფიქრობს.ფერთა თერაპიასთან დაკავშირებული უძველესი მეთოდია გამჭვირვალე დოქში წითელი ფერის ხილის წვენის ჩასხმა,რომელიც ძლევამოსილ მზის ღმერთის,რას ენერგიას შეიცავდა,მასშივე ათავსებდნენ იმავე ფერის ძვირფას ქვებს და რამდნიმე ხნით აჩერებდნენ.როდესაც სასმელი დაყენდებოდა,მის მეშვეობით ავადმყოფებს მკურნალობდნენ.

მსგავს მეთოდებს თანამედროვე ფერთა თერაპიაც იყენებს,— გამოყენებაშია ნელსაცხებლები,ზეთები და წყალი.ფერით მკურნალობის მექანიზმი მარტივია,ისევე,როგორც ყველაფერი გენიალური.მსუბუქი უძლურობის დროს ან მძიმე ავადმყოფობისას უჯრედთა ვიბრაცია იცვლება.თუ ამ უჯრედებს ფერების მეშვეობით გადავცემთ ჯანმრთელ ვიბრაციას,ეს მოხსნის ენერგეტიკულ ბლოკადას ,რაც არის ავადმყოფობის გამომჟღავნების მიზეზი.

წითელი ფერით მკურნალობის მეთოდი.

ადმიანის ორგანიზმის ყოველი ბიოლოგიურად აქტიური ზონა რეაგირებს ფერებზე.ფერის ტალღა ხვდება რა რეცეპტორებზე,რომლებიც თვალის ბადურაზეა განთავსებული,(ფერები),შემდგომში ხვდება ტვინში,შემდგ კი ყველა ფიზოლოგიურ სტრუქტურაში.

download

წითელი ფერის მოქმედება:

იწვევს ცენტრალური ნერვიული სისტემის აღგზნებას;

აჩქარებს პულსს;

აჩქარებს სუნთქმის რიტმს;

მაღლა სწევს არტერიულ წნევას;

ებრძვის გადაციებას,რადგან მაღლა სწევს სხეულის ტემპერატურას;

იწვევს კუნთების აქტივაციას — დოპინგისმაგვარად რამოდენიმე ხნით ზრდის კუნთების დაძაბულობას ;

გვაკარგვინებს სიმშვიდეს და გვაღელვებს;

გვაძლევს ძალასა და ენერგიას;

ამაღლებს  ორგანიზმის შინაგან რესურსებს;

გვჩუქნის ოპტიმიზმსა და თავდაჯერებულობას;

განგვაწყობს ცხოვრების აქტური წესით ცხოვრებისკენ;

წითელი ფერის სამკურნალო თვისებები:images (1)

წითელი ფერი ეხმარება ადამიანებს ,რომლებიც იტანჯებიან ხშირი გაციებით ამ მუდმივად ითოშებიან;

სასარგებლოა პნევმონიასა და ასთმის დროს;

აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას;

პოზიტიურად მოქმედებს ღვიძლის მუშაობაზე;

ტონუსში მოჰყავს უმოძრაო სახსრები;

ასტიმულირებს ჰორმონალურ ფუნქციებს;

აძლიერებს ლიბიდოს და სქესობრივ ლტოლვას;

სისხლში შაქრის დონეს მაღლა სწევს;

უზრუნველჰყოფს სისხლში ადრენალინის მიწოდებას;

გამოიყენება ბავშვებში  აფათიის, ანემიის,და რაქიტის მკურნალობისას;

წითელ ფერს უკჩვენებაც აქვს.მას თავს არიდებენ ,თუკი:

ორგანიზმში ანთებითი პროფესები მიმდინარეობს,რადგან მათ კიდევ უფრო მეტად ააქტიურებს;

არ არის რეკომენდირებული მძიმეწონიანთათვის,რადგან მას აქვს მადის აღძვრის უნარი.რასაც ვერ ვიტყვით ვარდისფერზე,რადგან ის ,პირიქით,ხელს უწყობს გახდომას,კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის დაშლის ხარჯზე.

წითელი ფერის გამოყენება არატრადიციულ მედიცინაში:

თავის ტკივილისას : გრილ წყალში დავასველოთ წითელი ნატურალური მატერია,დავიდოთ ის თვალებზე,წამოვწვეთ და მოვდუნდეთ.

ყელის ტკივილისას : მოვიხვიოთ ყელზე წითელი შარფი ან ბამბაზიის ნაჭერი;

ძველად წითელი ფერით მკურნალობდნენ ყვავილს,ქუნთრუშას და მსგავს ინფექციურ და კანის დაავადებებს;

სუსტი ჩვილების მშობლებს ურჩევდნენ ჩვილები წითელ სახვევებში გაეხვიათ,რომ წითელი ფერის ენერგეტიკას გაემყარებინა მათი ჯანმრთელობა და დახმარებოდა გადარჩენაში.

ძველეგვიპტელი ექიმი გალენი ურჩევდა მამაკაცებს წითელი ფერის პროდუქტები და სითხეები მიეღოთ,რომ შეჰმატებოდათ სიცოცხლის ხალისი,ოპტიმიზმი და ვნებიანობა.

ფერები ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ რეაქციებზეც მოქმედებენ.

ყოველი ფერი,რომელიც ფერთა პალიტრაში შედის,განსაზღვრულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე,ხელს უწყობს ან აფერხებს სხვადასხვა მექანიზმებს ორგანიზმში,ცვლის ემოციურ განწყობას.

მაგალითად ძველად მეომრის სხეულისა და ტანის გაფერადება მიზნად ისახავდა მოწინააღმდეგის შეშინებას.

მეფეთა და მონარქთა სამოსისთვის საგანგებოდ შეარჩევდნენ ხოლმე ფერს,რომელიც იწვევდა წმინდა ძრწოლასა და ქედის მოხრას.ფსიქიკასა და ფიზილოგიაზე ყველაზე ძლიერად მოწმედებს წითელი ფერი.

Therapy-cuddle-swing-red-eyes-sqწითელ ფერ:
მას უეცრად გამოვყავართ სიმშვიდის და თანასწორობის მდგომარეობიდან;

ზრდის მოცემულ დროის მონაკვეთში დახამხამებების რიცხვს;

აუმჯობესებს ყნოსვის უნარს;

ხელს უწყობს ძალებისა და  აქტიურ ენერგიის მოზღვავებას;

ათბობს;

ბადებს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის  შეგრძნებას;

გვეხმარება პრობლემების დაძლევაში;

გვაცილებს მოწყენილებასა და ერთფეროვნებას;

ხასიათზე მოვყავართ;

მოაქვს სიხარულის და მხიარულების შეგრძნება;

გვეხმარება ნერვიული და ფიზიკური გამოფიტვის დროს.

აზარტული თამაშები წითელი განათების ქვეშ უფრო აქტიურად მიმდინარეობს,ამიტომაც კაზინოებში ხშირად იყენებენ წითელი ფერის განათებას.

მაგრამ ადამიანისა და გარემოს გათვალისწინებით,წითელ ფერს შეუძლია გამოიწვიოს ნევროზულობა და შფოთვა.ეს არის ყველაზე დაბალი ჩაკრის ფერი,რომელიც პასუხისმებელია ვნებასა და სექსუალურ სურვიოლებზე.

მიუხედავად იმისა,რომ ითვლებოდა,რომ წითელი ფერი სტიმულირებას უწევდა ტვინის აქტივობას,ეს მიდგომა უკუგდებული იქნა.როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა  ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინა,რომ წითელი ფერი უარყოფითად მოქმედებს ტესტის გავლის შედეგებსა და გამოცდებზე.როდესაც მოსწავლე ხედავდა წითელ ფერს,მისი ინტელექტუალური უნარები ქვეითდებოდა.სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი მოქმედება განპირობებულია ორი მჯზეზით.პირველი–ქვეცნობიერად  წითლის აღქმა,როგორც „სტოპ“ ნიშნად.მეორე– სასკოლო რვეულში შეცდომებთან ასოცირება,რომლებსაც სკოლის მასწავლებლები წითელი ფერით ასწორებდნენ.მიუხედავად იმისა,რომ ფრიადის ნიშნებიც იმავე ფერით იწერებოდა,გაურკვეველია,რატომ დარჩა ეს ფაქტი გვერდზე და არ იმოქმედა ტვინის მუშაობაზე პოზიტიურად.

საინტერესო ექსპერიმენტრები:

XIX საუკუნეში ჩატარებული ცდების საფუძველზე წითელი ფერი მიიჩნიეს ყველაზე მძიმე ფერად.ის ვიზუალურად აპატარავებს საგნების ზომებს.მაგალითად,ერთი ზომის კვადრატებს შორის წითელი ფერის კვადრატი ყველაზე პატარად მიიჩნევა ხოლმე,თეთრი კი — ყველაზე დიდიდად.მაგრამ, მაგალითად,ნეიტრალურ ფონზე სავარძელი გამოიყურება უფრო მსუბუქად,წითელ ფონზე კი– უეცრად უშველებელი გეგონებათ.მიუხედავად იმისა,რომ წითელი თბის ფერთა გამას მიეკუთვნება,ერთსა და იმავე ტემპერატურამდე გაცხელებულ ღერძებს შორის,წითელი ფერის ღერძი აღიქმება როგორც უფრო გრილი,მწვანესა და ლურჯთან შედარებით.თუმცა ღა წითელ ითახში ადამიანს უფრო სცხელა,ვიდრე მწვანეში,მიუხედავად იმის,რომ ორივე ოთახში ერთი და იგივე ტემპერატურა იყო.ამის გარდა წითელ გარემოში დრო უფრო იწელება,ვიდრე ღია ფერის გარემოში.

როდესდაც ცდებში მონაწილე ადამიანები ნახევარწრეს ხატავდნენ,ნახატი უფრო კარგი და ზუსტი გამოდიოდა მწვანე ფერის განათებაში,წიითელი განატების შემთხვევაში კი ხელების კანკალი აღინიშნებოდა.

წითელი ფერის ვარიაციები ადამიანში სხვადასხვა რეაქციებს იწვევს.

სუფთა წითელი იწვევს ლიდერობისკენ სწრაფვას და ასოცირდება სიმდიდრესთან.

კრაპლაკს(ჭარხლისფერი) — მოაქვს წარმატება.

სისხლისფერი — (სურიკი–სპარსულიდან თარგმნით–„დრაკონის სისხლი“)–ამძაფრებს ყურადღებას და აღქმას,გვაიძულებს დავიძაბოთ.

აგურისფერი–განგვაწყობს მეგობრულად.

სტაფილოსფერი– სიხარულს გვანიჭებს.

მჟვლისფერი– აახალგაზრდავებს და ალამაზებს.

ვარდისფერი– გვჩუქნის თბილ და ნაზ ემოცებს.

ქლიავისფერი — ასოცირდება ელეგანტურობასთან.

ბორდოსფერი — აქვს წარმოუდგენელი მაგნეტიზმი.

ღვინისფერი — გვაშინებს თავისი გაურკვევლობით,გვეჩვენება არასაიმედოდ.

მოწითალო-მოსტაფილოსფრო –აჩენს ეროტიულ აზრებს და ოცნებებს.

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: