Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

გაიგე მეტი რამ საკუთარ თავზე

ფსიქოლოგიური ტესტი ამ ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება.ალბათ იმიტომ,რომ ფსიქოლოგიას უფრო სერიოზულად უყურებენ და ითვალისწინებენ მათ რჩევებს.რანაირი ტესტი აღარ არსებობს! აი ამ ტესტზეც,ლოგინში წოლის პოზასთან დაკავშირებით,წარმოიდგინეთ რა დრო და ენერგია დახარჯეს ფსიქოლოგებმა.კერძოდ,ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა გამონახეს ურთიერთკავშირი ძილის პოზასა და ამ ადამიანის ხასიათს შორის.დააკვირდით სურათს და გაიხსენეთ,როგორ გძინავთ,რადგან ეხლავე გეტყვით,თუ როგორი პიროვნება ხართ:

პირველი პოზა – ძალიან გულღია ადამიანი, ის შეიძლება მკაცრი მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში მას სათუთი ბუნება აქვს და ძალიან მგრძნობიარეა. მისი გულის ტკენა ადვილად შეიძლება. ეს არის ყველაზე გავრცელებული პოზა. კვლევის თანახმად 1000 მონაწილიდან 41 %  სწორედ ამ პოზიციაში ამჯობინებს  ძილს.

მეორე პოზა – მარჯვენა მხარეს ორივე ხელი ჩამოწეული. ის ადვილად ამყარებს კონტაქტებს, არის კომუნიკაბელური და მიზანდასახული. არის ძალიან მიმნდობი.

მესამე პოზა – გახსნილი ადამიანი, მაგრამ ასევე ეჭვიანი და ცინიკური. ის მოქმედებს პრინციპით  ”ბევრჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”. თუ მან ერთხელ გადაწყვიტა რაღაც, ის აზრს არასდროს შეიცვლის.

მეოთხე პოზა – გულაღმა ძილი, ის ზოგადად მშვიდი და დაცულია. მას არ მოსწონს აურზაური და ხმაურიანი ადგილები. ცხოვრობს თავისი სტანდარტებით.

მეხუთე პოზა – თავი და ხელები ბალიში აქვს ჩარგული. ასეთი ადამიანი არის ნერვიული, ხშირად ფეთქებადი. არ უყვარს კრიტიკა, უყვარს ექსცენტრული სიტუაციები. ის მუდამ მზად არის არასტანდარტული გადაწყვეტილების მისაღებად.

მეექვსე პოზა – ის არის კარგი მეგობარი, რადგან ყოველთვის მზად არის სხვების მოსასმენად და საჭიროების შემთხვევაში დახმარების შესათავაზებლად. მას არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

აბა,რას იტყვით? სწორი გამოდგა ეს ტესტი? პირადად მე პირველ პოზაში მიყვარს ძილი.გამოდის,რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ(ჰოდა გული არ მატკინოთ და თქვენი კომენტარი დატოვეთ ამ ტესტების შესახებ :დდდ)

ტესტების მოყვარულებს კი ტესტ-საუნჯეს გაწვდით :))) აი აქ და  აქ   უამრავი ტესტია ,თუმცა რუსულად.მიყევით და აკეთეთ — ჩაიხედეთ თქვენს ქვეცნობიერში…..

Advertisements

3 responses to “გაიგე მეტი რამ საკუთარ თავზე

  1. mariami სექტემბერი 30, 2013, 12:33 AM

    ჩემ შემთხვევაში ზუსტი დახასიათებაა.პირველი პოზა ჩემი :დდ
    საინტერესო ტესტებია იმ ლინკზე, მაგრამ რუსული საკმარისად არ ვიცი,სამწუხაროდ.

    • ketusi.com სექტემბერი 30, 2013, 2:21 PM

      აი ჩემ შემთხევაშიც გაამართლა.დედაჩენსაც ვკიტხე, და დაემტხვა მისი წოლის მაერა და დახასიათება ;))) ვეცდები მერე სხვა ტესტები გადავტარგმნო და დავდო

  2. kisoki ნოემბერი 1, 2013, 9:47 PM

    5 😀 ფეთქებადი და ნერვიული არ ვარ. პირიქით ზედმეტად მშვიდი ვარ ვფიქრობ. მდააა, ექცენტრიულ სიტუაციებს და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს რაც შეეხება მართალია..

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: