Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ლამაზი პოზა

how to walkიმის და მიხედვით,თუ როგორ დავდივართ,ვდგევართ ან ვეყუდებით რაიმეს, ან გინდაც ვიხრებით,რომ ფეხსაცმელი ჩავიცვათ ვქმნით წარმოდგენას ჩვენს შინაგან სამყაროზე,არ მეთანხმებით? ლამაზი მიხვრა-მოხრით ადამიანმა შეიძლება სამუდამოდ დაგამახსოვროს თავი! ქალის სილამაზეს შარმს მატებს ლამაზი სიარულის მანერაც.

კარგია, რომ ლამაზი მიხვრა-მოხვრის  სწავლაც შეიძლება.მოვიშველიებ ბრიტანელი მეცნიერების მიერ შემუშავებულ საგანგებო  გეგმას ,რომლის დაუფლების შემდეგ ისწავლით ლამაზ პოზაში დგომას,ლამაზად სიარულს.შეეცადეთ ეს კარგად დაისწავლოთ და გამოიყენოთ,შედეგიც საოცარი ექნება.

  1. აკეთე ზურგის გასამაგრბელი სავარჯიშოები;
  2. ფეხზე დგომის დროს ფეხებს ნუ შეატყუპებ,ოდნავ განზე დადგი;
  3. სიარულისას ნიკაპი ოდნავ აწეული გქონდეს.ეცადე თავი მხრების პარალელურად გეჭიროს და არა გადახრილი ან დაწეული;
  4. ყოველთვის სკამის ზურგს მიეყუდე (და არა სახელურს,მაგალითად);
  5. თუ დაბლიდან გინდა რაიმეს აღება,დახრისას მუხლებში მოიხარე და არა წელში;
  6. ხელები სხეულთან ახლოს გეჭიროს;
  7. თუ მუდამ რაიმე გაქვს ცალი ხელით სატარებელი,შეანაცვლე ხელები;
  8. იძინე ზურგზე;
  9. იხმარე ბალიში,რომელიც არ იქნება ძალიან რბილი;

ადამიანის სიარულის მანერა და დგომის პოზა იმის და მიხედვით იცვლება,თუ რა ტიპის ტანსაცმელი გვაცვია და როგორი ფეხსაცმელი გვაცვია.სპორტულად ჩაცმული ვერ ივლით კოხტად,დამეთანხმებით.აი მაღალ ქუსლებზე შემდგარი ინტურიციურად ცდილობ,რომ მომხიბვლელი მიხვრა-მოხრა გქონდეს.ბევრი ამბობს,რომ ლამაზი სიარულის მანერა მაქვს,მისწავლებია კიდეც რამდენიმე გოგონასთვის მოხდენილად სიარული,ასე რომ შევეცდები რამდენიმე ‘ჩემი’ რჩევა მდავამატო:

  • სიარულისას წინ წარმოსახვითი სწორი ხაზი გაავლე და იმაზე ‘იარე’,
  • სიარულისას დაბლა არ იყურო;
  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას ფეხის გადადგმისას ფეხი ოდნავ ენერგიულად გადადგი,თითქოს ბურთს უნდა კრა;
  • სიარულისას ფეხი მუხლებში არ მოხარო;
  • იარე წელში გამართულმა;

იმედია,გამოგადგებათ ეს პოსტი

ველი გამოხმაურებებს

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: