Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ გამოვიყენოთ ჩვენი დრო უფრო ნაყოფიერად

time (1)

  ყველა ცოცხალ ორგანიზმს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური  საათი.ამგვარად, ადამიანის ბიოლოგიური საათიც ძირფესვიანად არის გამოკვლეული  ოფიციალური მედიცინის მიერ.რა არის ბიოლოგიური საათი? ეს არის  მექანიზმი,რომელიც ორგანიზმში ფიზიოლოგიურ და ფსიქოემოციურ პროცესთა  ხანგრძლივობას განსაზღვრავს.(უფრო მეტი აი აქ)

ჩვენი ბიოლოგიური საათი 24 საათის განმავლობაში მუშაობს თუმცა ჩვენი შინაგან ორგანოთა ფუნქციობის აქტივობა სხვადასხვაგვარია.

ჩვენი ორგანოები სხვადასხვა დროს არიან მაქსიმალურად აქტიურები:

* ღვიძლი – ღამის 01.00-დან 03.00-მდე;

* ნაღვლის ბუშტი – ღამის 23.00-დან 01.00-მდე;

* ფილტვები – ღამის 03.00-დან დილის 05.00-მდე;

* კუჭი – დილის 07.00-დან 09.00-მდე;

* მსხვილი ნაწლავი – დილის 05.00-დან 07.00-მდე;

* წვრილი ნაწლავი – დღის 13.00-დან 15.00-მდე;

* ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი – დილის 09.00-დან 11.00-მდე;

* გული – დილის 11.00-დან 13.00-მდე;

* შარდის ბუშტი – დღის 15.00-დან 17.00-მდე;

* თირკმელები – საღამოს 17.00-დან 19.00-მდე;

* სისხლძარღვები, სასქესო ორგანოები – საღამოს 19.00-დან 21.00-მდე;

* სითბოს წარმომქმნელი ორგანოები – ღამის 21.00-დან 23.00-მდე.

დრო

ამ ყველაფერს,რა თქმა უნდა ,ჩვენი ტვინი განაგებს.ტვინის აქტიურობა განსაზღვრავს იმას,თუ დღის რომელ მონაკვეთში მეტი უნარი შეგვწევდეს რაიმე კონკრეტულის გსაკეთებლად.ასე მაგალითად,ძალიან გამოგადგებათ ამის ცოდნა :

  •   დილის 6-დან 7 საათამდე — “ფანჯარაა’,როდესაც ყველაზე უკეთ მუშაობს გრძელვადიანი      მეხსიერება,დროის ამ მონაკვეთში მთელი მიღებული ინფორმაცია ადვილად აითვისება.
  •  8-დან 9 საათამდე ერთვება ლოგიკური აზროვნება,ეს საუკეთესო დროა ნებისმიერი  საქმიანობისთვის,რომელიც დაკავშირებული იქნება ერთდროულად დამახსოვრებასა და  გაანალიზებასთან.
  •  9-დნ 10 საათამდე — ოპტიმალური დროა ინფორმაციასა და სტატისტიკასთან სამუშაოდ.
  •  11-დან 12 საათამდე ინტელექტუალური ფუნქციების ეფექტურობა მცირდბა,მაშასადამე,ყურადღება რაიმე სხვა საგანზე გადავიტანოთ.
  • 11-დან 14 -მდე — შესანიშნავი დროა სადილობისთვის,ამ დროზე მოდის “მონელების ცეცხლის” პიკი,როგორც აღმოსავლეთში ამბობენ,როდესაც მიღებული საკვები საუკეთესოდ გადამუშავდება და შეითვისება.
  • 12-დან 18 საათამდე იდეალური დროა აქტიური შრომითვის.შრომა უფრო გვიან საათებში აიძულებს ტვინს დაქანცვამდე იმუშაოს.გადაღლის პირველი მაჩვენებელია —- რთულად დაძინება.
  • 21 -დან 23 საათამდე ხდება გონებისა და ნერვიული სისტემის ყველაზე სრულფასოვანი დასვენება.
  • 23 -დან ღამის 1 საათამდე ,ძილის დროს ხდება ფაქიზი ენერგიის აქტიური აღდგენა.ჩინურ მედიცინაში მას უწოდებენ “ცის”,ინდოელი იოგები უწოდებენ “პრანას”,თანამედროვე მეცნიერება კი უწოდებს ნერვიულ და კუნთოვან ძალას.
  • ღამის 1 საათიდან 3 საათამდე,ძილის დროს,ადამიანი აღადგენს ემოციურ ენერგიას.

გავითვალისწინოთ ეს მეცნიერული კვლევის შედეგები და ჩვენი დრო უკეთ დავგეგმოთ,რათა ის მაქსიმალურად გამოვიყენოთ,რაც პრინციპში სულაც არ არის ადვილი.

უილიამ პენის თქმით :

დრო არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, მაგრამ ცუდად ვიყენებთ მას

time (3)
ჩვენი ბიოლოგიური საათის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უწყობს ჯანმრთელი ძილიც.იცით,რომ კარგი ძილისთვის იმასაც კი აქვს მნიშვნელობა,თუ რომელ საათზე დაიძინებთ! ადამიანის ძილის ფაზები 90- წუთიან ფაზებადაა დაყოფილი,ამიტომ ზუსტად შეიძლება გამოთვალო,თუ რამდენი ხანი უნდა გეძინოს,რომ ენერგიული და გამოძინებული ადგე,წინააღმეგ შემთხვევაში კი დაღლილი და მოღუშული გაიღვიძებ.ამ დროის ზუსტ დადგენაში ეს საიტი დაგეხმარებათ : sleepyti.me .შეიყვანეთ დრო, თუ რომელ საათზე გინდათ,რომ გაიღვიძოთ და საიტი გამოიტანს იმ საათს,თუ რომელ საათზე უნდა დაიძინოთ.გაითვალისწინეთ, რომ საშუალოდ 14 წუთია საჭირო, რომ ჩაგეძინოთ,ასე რომ გარგად გათვალეთ დრო.

დრო

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: