Ketusi's Blog

take it easy,it's just life

11.03.11



როცა გუშინ იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ სიუჟეტი ვიხილე,გავოგნდი,შემზარა სტიქიის მასშტაბურობამ და დამანგრეველმა ძალამ!ვინ მოთვლის მიწისძვრას და ცუნამის შემოტევებს რამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ცუდი ისაა,რომ ’ერთჯერადობით’ არ შემოიფარგლა სტიქიური უბედურება,კიდევ მოსალოდნელია ……არ მინდა ამაზე საუბარი.
ასეთი კატასტროფების კადრებს რომ ვუყურებ ერთ რამეზე ვფიქრობ.
რა ამაოა ყველაფერი ამ ქვეყანაზე!
როგორ შეიძლება ერთი ხელის მოსმით რაიმე სტიქიამ ყველაფერი გაგინადგუროს.
ბევრი ვიფიქრე ამაზე.
ასეთ დროს ხომ პირველ რიგში სიცოცხლის გადარჩრენაზე ფიქრობ და ყველაფერი დანარჩენი–მატერიალური–მეათეხარისხოვანი ხდება.
არადა წვალობ,შრომობ,რომ შეიძინო,გაალამაზო და ბრახ!!! შენი სახლი ხუხულასავით ინგრევა,ნივთები იმსხვრევა,მანქანა სადღაც მორევში ტრიალებს და ამ დროს ოღონდ გადარჩე და არაფრი აღარ გახსოვს!
თუ გადარჩი და სამშვიდობოს გახვედი,გკლავს ის აზრი,რომ შენს ახლობლებს შეიძლება ისე არ გაუმართლა როგორც შენ!
ასეთ დროს ალბათ საშინელებაა,როდესაც შენი ოჯახი შენთან არ არის,არ იცი როგორ არიან,რა შეემთხვათ!

ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და სტიქიაც დაიხევს უკან….

და თავის შემდეგ დატოვებს უამრავ დაობლებულ,დაქვრივებულ და შვილდაკარგულ ადამიანს…
დატოვებს გლოვას და გაჭირვებას…

მაგრამ გავა დრო და ადამიანს დაავიწყდება თუ რა ამაოა ყველაფერი მატერიალური…

ბევრ რამეს მოიკლებს,რომ სახლი იყიდოს,მანქანა,ავეჯი,ტანსაცმელი….

ცხოვრება ხომ გრძელდება………………………………………………. მორიგ სტიქიამდე.

4 responses to “11.03.11

  1. ninnaka მარტი 13, 2011, 2:29 AM

    :(( შემზარა ამ კადრებმა. ვილოცოთ მათთვის, მეტი ჩვენ რა შეგვიძლია?! :((

  2. niksologi მარტი 13, 2011, 2:37 AM

    “ცხოვრება ხომ გრძელდება………………………………………………. მორიგ სტიქიამდე.”

    მგონი, აზრი: ”მშვიდობა – მზადება ომისათვის”, შეიცვლება აზრით: ”ცხოვრება სტიქიიდან სტიქიამდე”… 😦

    • ketusi მარტი 13, 2011, 2:39 AM

      კი, niksologi ,სამწუხაროდ ისე მომრავლდა სტიქიური უბედურების ფაქტები,რომ მგონი მართლა მასე იქნება.

შენი კომენტარი