“მოდერნი”
ინტერიერის დიზაინის XIX – XX სს სტილმა –მოდერნმა ინტერიერის დიზაინის სფეროში შემოიტანა აბსოლუტურად ახალი დეკორის ელემენტები.ავსტრიასა და გერმანიასი მას იუნგერდსტილს უწოდებენ,საფრანგეთში — არ ნუვოს,იტალიაში–ლიბერთის,რუსეთსა და ინგლისში–მოდერნს.”მოდერნის” სტილის ძირითადი მახასიატებელი არის ის,რომ ის განსხვავდება ინტერიერის დიზაინერული გადაწყვეტილებების თავისუფლებით.ეს სტილი ხაზს უსვამს მლობელის ინდივიდულაობას და განუმეორებლობას.
მოდერნის სტილში შესრულებული ინტერიერის დამახასიათებელი ნიშნებია : არამკაცრი ხაზები,კარისა და ფანჯრის ჭრილის რკალისებრი ფორმები.მას ახასიათებს ფერმკრთალი და დახვეწილი ტონების მხატვრული ჰარმონია.ამ სტილში,ისე,როგორც არცერთ სხვა სტილში,ჰარმონიულად ჯდება თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ცალკეული,ულტრატანამედროვე დიზაინით შესრულებული ნივთები.მოდერნი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დიდ ბინებსა და სახლებში, ასევე მომცრო შენობებში.


“მინიმალიზმი”
“მინიმალიზმი’,პრაქტიკუოლად დეკორის არ გამოყენებაა.ამ სტილში გადაწყვეტილი ბინას ახასიატებს ახალი იდეალური პროპორციების ძიება და ფერტა არასტანდარტული გადაწყვეტილებანი.მიესადაგება მცირე ზომის ბინებს.

“ფუნქციონალიზმი”
ეს სტილი სრულად უარჰყოფს ზედმეტ დეკორატიულობას.ამ სტილის ფილოსოფიაა : “ფორმა განისაზღვრება ფუნქციით”.ამ სტილს გამოარჩევს ნათელი,დასრულებული ფორმები.არაფერი ზედმეტი —ყველაფერი პირდაპირ გამოყენებას არის დაქვემდებარებული.

“ფიუჟენი”
“ფიუჟენი” -( fusion ) შენადნობი; კოალიცია, შეერთება) თანამედროვე სტილისტიკებიდან ყველაზე ახალგაზრდა მიმართულება. ეს სტილი ჩამოყალიბდა სხვადასხვა კულტურების, ტრადიციების, დროების და ტექნოლოგიების გადაკვეთით. ის გამოირჩევა თავისი სიყვარულით ყველაფერი არაჩვეულებრივის და ეგზოტიკურის მიმართ, არ მისდევს ძველ ტრადიციებს, მაგრამ არსებობს მათთან თითქოს პარალელურ სამყაროში, სადაც საკუთარი კანონები აქვს.
ტერმინი “ფიუჟენი” არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა დიზაინთან მიმართებაში. ფიუჟენი ინტერიერში გულისხმობს აღრევას თანამედროვე რეტრომოტივების, ახალი მასალების, ტექნოლოგიების და ხელნაკეთების რომელის დამზადებულია ერთ ეგზემპლარად. ინტერიერი ისე გამოიყურება, თითქოს სახლში ცხოვრობდნენ მოგზაურთა არა ერთი თაობა. ამასთან ტერმინი საკმაოდ თანამედროვედ ჟღერს, მასში არ არის არქაულობა და ეკლექტიკა. ფიუჟენის მთავარი შტრიხი – შინაგანი ჰარმონიის შეგრძნება და სიმყუდროვეა.
ფიუჟენის სტილში გამოიყენება ნებისმიერი სტილის ავეჯი და დეკორაცია, აქ მტავარი მხოლოდ ურთიერთ შეხამებაა. ეს სფერო ძალიან გავს პოსტრმოდერნიზმის და არტ-დეკოს სფეროს.
მსგავსი ინტერიერი – ხელოვნების ნიმუშია, აქ მისაღებია ყველა ჟანრი, გარდა მოსაწყენისა. მასში არაა გათვალისწინებული მკვეთრი ჰორიზონტალები და ვერტიკალები, მისთვის უცხოა გარკვეულობა და სიზუსტე. ბოჰემურ ნარევი ფუფუნება მისი ტენდენციაა.

ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 1) (სტილთა ნაირსახეობები,”კლასიკა”,”ინგლისური კლასიკა”,”ბერძნულ-რომაული ” კლასიკა,”ანტიკური” კლასიკა,”იტალიური კლასიკა”)
ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 2) (“ბაროკო”,”როკოკო”,”გოტიკა”,”რენესანსი” )
ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 3) (“ამპირი”,”ნეოკლასიციზმი”,”რომანტიზმი”)
ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 5) (“ჰაი-ტექი”,”არ-დეკო”,”ეკლეკტიკა”)
ინტერიერის დიზაინი — სტილების ნაირსახეობები (ნაწილი 6), “გლემი”
მოგეწონა? გაუზიარე მეგობრებსაც!
Like this:
Like იტვირთება. . .
Related
Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 3) « Ketusi's Blog
Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 1) « Ketusi's Blog
Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 2) « Ketusi's Blog
Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 5) « Ketusi's Blog
აი , ეს მომწონს არ ვიცოდი ფუნქციონალიზმი თუ ერქვა მე მინიმალიზმს დავარქმევდი:)
კი, გვანან ერთმანეთს