Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 1)

კლასიკადღეს ვერც კი დაადგენთ ინტერიერის გაფორმების  რომელი სტილია უფრო პოპულარული.რამდენი ადამიანიც არსებობს —ინდენი აზრია ფართის გაფორმების ამა თუ იმ სტილისტური მიმართულების უპირატესობის შესახებ.ზოგიერთი ადამიანი მარტო ერთ რომელიმე სტილს კი არ ანიჭებს უპირატესობას,არამედ რამოდენიმე სტილის კომბინაციას.მაგალითად, ბერძნულ-რომაულ კლასიკურ სტილში გადაწყვეტილ ინტერიერში შეძლება შეტანილი იყოს თანამედროვე დიზაინში შესრულებული ნივთები.

კლასიფიკაცია სტილების მიხედვით :

ძველეგვიპტური

ანტიკური

მავრიტანული

რომაული

გოთიკური

აღორძინების ხანის(რენესანსი)

ბაროკო

როკოკო

კლასიციზმი

ამპირი

ეკლეკტიკა  ХIХ ს

მოდერნიზმი

არტ ნუვო- მოდერნი

კუბიზმი,ავანგარდი,კონსტრუქტივიზმი

არტ დეკო

მინიმალიზმი

ჰაი ტექი

თანამედროვე

პოსტმოდერნიზმი

კიტჩი

ნეოკლასიციზმი  ХХ ს

ეთნიკური(კოლონიალური)

ეკლეკტიკა  ХХ ს

ქანთრი,ეროვნულ-ტრადიციული

აი,რამდენი მიმნართულება არსებობს!

ეს მიმართულები რამოდენიმე ჯგუფში ერთიანდებიან,ამგვარად კლასიკას შეგვიძლია მივაკუთვნოთ :

ანტიკური, ბაროკო/როკოკო, გოტიკა, ამპირი, ნეო-კლასიკა, რენესანსი, რომანტიზმი, იტალიური კლასიკა.

შერეული:
ეკლექტიკა, ფიუჯენი, ვინტაჟი, მანერიზმი, ლოფტი, გლამური, კიტჩი, არტ-დეკო (art-deco),არტ-ნუვო(Art Nouveau).

ნაციონალური:
ინგლისური (ვიქტორიანული), აღმოსავლური (ჩინეთი,იაპონია), ახლო აღმოსავლური (შუა აზია,არაბეთი), ქანთრი, პროვანსი, ეთნიკური, სკანდინავიური, ეგვიპტური, აფრიკული, ინდური.

თანამედროვე:
მინიმალიზმი, კონსტრუქტივიზმი, ფუნქციონალური, ჰაი-ტეკი, ეკოლოგიური, პოპ-არტი, ორგანული, ნეო-ბაროკო, ტექნო, ავანგარდიზმი, მოდერნი.

გვხვდება ისეთი სტილებიც, რომელსაც მხოლოდ ერთი მიმართულება არ გააჩნია და შეიძლება ჩაითვალოს როგორც კლასიკიდან რომელიმე სტილში და ასევე შერეულიდან რომელიმეში, მაგ; ნეო-კლასიკა + ნეო-ბაროკო, ან ვიქტორიანული + ეკლექტიკა და ა.შ.

ამ პოსტთა სერიის  მიზანია ძირითადი სტილების და მატი ძირითადი მახასიათებლების აღწერა.ინფორმაცია პირადად ჩემი მოძიებული და ნათარგმნია უამრავი სხვადასხვა უცხოური სტატიებიდან(ორი აბზაცი თბილისის ფორუმის ტოპიკიდანაცაა,ამას იმიტომ ვწერ,რომ პლაგიატობაში არ დამდოთ ბრალი).სურათები ‘შეკოწიწებული’ მაქვს უამრავი დიზაინერული საიტიდან.ვეცადე,რომ როგორც ძველი ეპოქის,ასევე ტანამედროვე დიზაინში შეტანილი კლასიკური სტილის დეტალებით გაფორმებული დიზაინი შემომეთავაზებინა,რომ განსხვავება გენახათ.ასევე დავდე სხვადასხვა ოთახების ერთსა და იმავე სტილში შესრულებული დიზაინის სურათები.თუ სახლის რემონტს აპირებთ და დიზაინერულ სილს ვერ ირცევთ,ეს პოსტები დაგეხმარებათ,რომ ზოგადად მაინც ჩამოყალიბდეთ,რაც საკუთარი ბინის დიზაინის ამორჩევას გაგიადვილებთ.

იმედია ჩემი შრომა ფუჭად არ ჩაივლის და პოსტები მოგეწონებათ,გამოთქვით თქვენი შეხედულებები კომენტარებში და პოსტები მეგობრებსაც გაუზიარეთ.ყოველ პოსტს დავურთავ ამ სერიის დანარჩენი პოსტების ლინკებს,რომ გაგიადვილდეთ ნავიგაცია.

მიყვარს დიზაინის სფერო და დიდი სიამოვნებით ვწერ მასზე.ცალკე პოსტად მერე ჩემ უსაყვარლეს დიზაინის ნიმუშებს შემოგთავაზებთ.

ეხლა კი გაეცანით ინტერიერის დიზაინის სტილისტურ მიმართულებებს.

“კლასიკა”

“კლასიკურ” სტილში შესრულებული ინტერიერი იდეალურად მიესადაგება კონსერვატორულ ტიპის ადამიანებს,რომლებიც ყველაფერში სრულფასოვნებას ეძებენ და დიდ ნმიშვნელობას ანიჭებენ ტრადიციების შემონახვას.ამ სტილს ახასიათებს ანტიკური არქიტექტურის ელემენტების გამოყენება,პროპორციულობის პრინციპის მკაცრი დაცვა,ფორმების უბრალოდება და ბუნებრიობა.

Классика,classic,კლასიკა (1) Классика,classic,კლასიკა (2) Классика,classic,კლასიკა (3)Классика,classic,კლასიკა (4) Классика,classic,კლასიკა (5) Классика,classic,კლასიკა Классика,classic,კლასიკა Классика,classic,კლასიკა Классика,classic,კლასიკა Классика,classic,კლასიკა

“ინგლისური კლასიკა”

“ინგლისურ კლასიკას” განასხვავებს საზეიმო ელფერი,მასიურობა და თვალშისაცემი მედიდურობა —ეს სტილი შეიძლება იყოს გამოყენებული მაღალჭერიანი დიდი ბინების გაფორმების დროს.

ინგლისური კლასიკა английская классика ინგლისური კლასიკა английская классика ინგლისური კლასიკა английская классика ინგლისური კლასიკა английская классика ინგლისური კლასიკა английская классика ინგლისური კლასიკა английская классика ინგლისური კლასიკა английская классика

“ბერძნულ-რომაული ” კლასიკა

“ბერძნულ-რომაულ “სტილს ახასიათებს ბუნებრივი,პროპორციული ფორმები და შეიძლება იყოს  შესანიშნავი არჩევანი პრაქტიკულად ნებისმიერი ბინის გაფორმებისთვის.

«Классика греко-римская» ბერძბულ-რომაული «Классика греко-римская» ბერძბულ-რომაული «Классика греко-римская» ბერძბულ-რომაული

“ანტიკური” კლასიკა

“ანტიკური” კლასიკა ტერმინი პირველად გამოჩნდა XVIII ს აუკუნის ფრანგულ სამეცნიერო ლიტერატურაში და თავდაპირველად აღნიშნავდა უძველესი წარსულის ხელოვნების განსაკუთრებულ სფეროს. მას შემდეგ მრავალი ნაშრომი მიეძღვნა ხელოვნების ისტორიის შესწავლას, საერთო აღიარება ჰპოვა აზრმა ძველი ბერძნული და რომაული კულტურების უაღრეს მნიშვნელობაზე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. სწორედ ამ უაღრესობის გამო ეწოდა მხოლოდ ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურებს „ანტიკური“.”ანტიკური” სტილი —ეს არის  ინტეირერი ,რომელიც დაკავშირებულია უძველესი რსაბერძნეთის და რომის კულტურასთან.ანტიკურობა–ეს არის ბერძნული კოლონის იერსახე,რომელიც ისწრაფვის მაღლა,სინათლისა და სრულყოფილებისკენ.ანტიკურ სტილს ყველანი ვიცნპბთ ძველი საბერძნეთი და რომის არაჩვეულებრივი ძეგლების მიხედვით,არქიტექტურული ძეგლებით და სკულპურებით.ისინი დღესაც ჩვენს აღტაცებას იწვევენ და ბევრისთვის მიბაძვისთვის ეტალონს წარმოადგენს.ანტიკული სტილის სიმბოლიზმი ცნობადი და აშკარაა.პირველ რიგში ეს არის ინტერიერის სამუზეუმე კეთილშობილება.მუდმივი კლასიკა,რომელიც არასდროს გადავა მოდიდან.იმისათვის,რომ ანტიკურობის ელფერი შევძინოთ ინტერიერს არ არის საკმარისი ორი სვეტი,მთავარია ამ ნიუანსისგან იმსჭვალებოდეს კეთილშონილება და დასრულებულობის შეგრძნება.როგორც წესი,ანტიკური სტილი თვითკმაყოფადია და არ საჭიროებს დამატებით შელამაზებას.ფერტა გამა ახასიათებს ამ ფერების :კაშკაშა ლურჯი ფერები, მწვანე,ეითლის ელფერები,ოქროსფერი,ყვითელი,სპილოსძვლისფერი,შავი.

Античная классика ანტიკური კლასიკა Античная классика ანტიკური კლასიკა Античная классика ანტიკური კლასიკა Античная классика ანტიკური კლასიკა Античная классика ანტიკური კლასიკა Античная классика ანტიკური კლასიკა

“იტალიური კლასიკა”

“იტალიური კლასიკა” – იტალიური რენესანსით (იტ.: rinascimento) დაიწყო რენესანსის პერიოდის საწყისი ფაზა, პერიოდი, რომელმაც რომ უდიდესი კულტურული ცვლილებები და მიღწევები გამოიწვია ევროპაში მე-14 საუკუნის ბოლოდან ერთი საუკუნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობა მე-14 საუკუნის ადრეულ წლებში ჩაისახა, ამ პერიოდში იტალიური კულტურა ჯერ კიდევ შუასაუკუნეობრივი იყო და რენესანსი სრული ძალით მხოლოდ საუკუნის ბოლოს გაბატონდა. სიტყვა ”რენესანსი” ფრანგულად ნიშნავს ”ხელმეორედ დაბადებას” და ეს ხანა ხასიათდება კლასიკური ანტიკურობისადმი განახლებული ინტერესის გაღვივებით ე.წ. ”ბნელი ხანის” შემდეგ. ეს ცვლილებები უმეტესწილად შეეხო ელიტარულ ფენებს, მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრება კი შუა საუკუნეების შემდეგ დიდად არ შეცვლილა.
იტალიური რენესანსი დაიწყო ტოსკანაში, ცენტრებით ფლორენციასა და სიენაში. შემდეგ ის სამხრეთშიც ვრცელდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რომზე, რომელიც თითქმის თავიდან აიგო რენესანსის პაპების მმართველობის პერიოდში. იტალიურმა რენესანსმა პიკს მე-15 საუკუნის ბოლოს მიაღწია, რის შემდეგად უცხოელი დამპრყობლების შემოსევებმა კულტურული ცხოვრების დაქვეითება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, რენესანსის იდეები და იდეალები დანარჩენ ევროპაშიც ვრცელდება, დასაბამს აძლევს რა ჩრდილოეთის რენესანსსა და ინგლისურ რენესანსს.ამ სტილს ახასიათებს მუქი ფერის ხის ავეჯი,შეიძლება მოოქროვილიც,შესაჩლოა პერლამუტრის ინკრუსტაციებით.დეტალებს ექცევა დიდი ყურადღება,ავეჯი არ არის გადატვირთული,ყველაფერი თავის ადგილას არის,არაფერი ზედმეტი.ტუალეტის მაგიდის,სავარძლების,სკამების და მაგიდების  მორკალული ფეხები იტალიურ კლასიკურ ავეჯს დახვეწილობის და სიმსუბუქის შეგრძნებას მატებს.კარადების და სერვანდების კარებები–შუშისაა,,თელი ავეჯი დაფარულია ლაქის სქელი ფენით,რომელიც მას ბრწყინვალებას ჰმატებს და ასევე იცავს დიდი დროის განმავლობაში.კედლები გაფორმებულია ნაძერწებით,მოლქროვილი ელემენტებით,კოლონებით,მოჩუქურთმებული ხითმთელს სახლში ყველგან კიდია სურატები,დგანან სკულპტურები და შადრევნებიც კი.იატაკი პარკეტის,რომელსაც ალამაზებს ხალიჩები.ჭერში კლასიკური სიუჟეტის ფრესკებია,ჩუქურთმა და მოოქროვილი დეტალები.მძიმე,ძვირფასი ფარდები კონტრასტული ფერისაა.

იტალიური კლასიკა  იტალიური კლასიკა

ინტერიერის  დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 2) (“ბაროკო”,”როკოკო”,”გოტიკა”,”რენესანსი” )

ინტერიერის  დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 3) (“ამპირი”,”ნეოკლასიციზმი”,”რომანტიზმი”)

ინტერიერის  დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 4) (“მოდერნი” ,”მინიმალიზმი”,”ფუნქციონალიზმი”,”ფიუჟენი”)

ინტერიერის  დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 5) (“ჰაი-ტექი”,”არ-დეკო”,”ეკლეკტიკა”)
ინტერიერის დიზაინი — სტილების ნაირსახეობები (ნაწილი 6), “გლემი”
Advertisements

8 responses to “ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 1)

  1. naniko მაისი 13, 2012, 4:24 PM

    saintereso postia ketusi, magram chemtvis kidev ufro saintereso albat shemdegi postebiiqneba, radgan momwons interieris es stili, magram sakutar saxls am stilshi ar gadavckvet. rogorc ambob, “კლასიკურ” სტილში შესრულებული ინტერიერი იდეალურად მიესადაგება კონსერვატორულ ტიპის ადამიანებს,რომლებიც ყველაფერში სრულფასოვნებას ეძებენ და დიდ ნმიშვნელობას ანიჭებენ ტრადიციების შემონახვას. me ki am tipis adamianebs ar mivekutvnebi))))

    • ketusi.com მაისი 13, 2012, 4:28 PM

      კი,ყვცელა დანარჩენი პოსტიც უკვე დაწერილი მაქვს, უბრალოდ მინდა ეტაპობრივად გამოვაქვეყნო და კიდევ გლამურზე მაქვს დაწყებული ერთი პოსტი აწწწ კბილები მიკაწკაწებს ისეთია.
      ცოტა ხანში მეორე პოსტსაც დავდებ,დრიოს ბოლომდე მესამაესაც,ხვალ კიდევ ორს

  2. Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 2) « Ketusi's Blog

  3. Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 3) « Ketusi's Blog

  4. Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 4) « Ketusi's Blog

  5. Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 5) « Ketusi's Blog

  6. Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილების ნაირსახეობები, “გლემი” « Ketusi's Blog

  7. Pingback: რა ფერები შევარჩიოთ ოფისის მოწყობისას « Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: