Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე

ეხლა უნდა მოგიყვეთ დღევანდელ ,2 სექტემბრის ”ჩახუტების დღეზე” .

ამგვარი ივენთები საზღვარგარეთ ხშირად ეწყობა,ჩვენთვის კი მაინც ახალი ხილია,სულ რამოდენიმეჯერ ჩატარდა საქართველოში.დღეს ბლოგერ ადოს დაგეგმილი ივენთი იყო და ნებისმიერს შეეძლო დასწრებოდა,რადგან ანონსი ბევრად ადრე გაკეთდა სოციალური ქსელის (FB)მეშვეობით : ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე.


სამწუხარო ის არის,რომ მოწვევაზე თანხმობა უამრავმა ადამიანმა განაცხადა,არადა რეალობა სულ სხვაგვარი იყო–60-70 თუ ვიქნებოდით!მე რაც შემეხება,ბოლო წუთამდე არ ვიცოდი წავიდოდი თუ არა, ამიტომ არ დავთანხმებულვარ და სახლში მისვლისას,აი ეხლაღა მივაწკაპე :).ისე,ჩემი არ წასვლა არც გამოვიდოდა,მე ხომ ის ადამიანი ვარ,ვისაც მეტი დღესასწაული უნდა (მინდა კარნავალიიიიიი)

ფილარმონიასთან 5 საათისთვის უნდა მივსულიყავი,ხატიაც მინდოდა,რომ წამოსულიყო და რანაირ სტრატეგიასღა არ მივმართე და საბოლოოდ დავითანხმე წამოსვლაზე,მანამდე კიდევ სხვაგანაც ვიყავით და იქიდან პირდაპირ ფილარმონიასთან მივედით,ამიტომ იყო,რომ სრულიად შეუსაბამოდ გამოვიყურებოდი–მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მძიმე ჩანთა!.თვალები გამიბრწყინდა ბავშვები რომ დავინახე <3.ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ.მე არც მორიდებულობა და არცვ კომპლექსები არ მაწუხებს ასე რომ პირველივე ჯგუფთან ’მივაჭერი’ და ვიკითხე ადო რომელი ხართ–მეთქი.

რაღათქმაუნდა მეც ვიცანი ადო,მერე კახი მოვიდა,რომელიც მაშინვე ვიცანი :),ნათია და ანაც იქვე იყვნენ.ყველა მათგანს მანამდე მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობდი და გამიხარდა პირადად გაცნობა.

ასე სპონტანურად მისულებს ჩვენ სად გვქონდა ფლეერი,ამიტომ არ ’დაგვჩაგრეს’ და ჩვენც მოგვცეს 🙂


სურათებიც გადავიღეთ და დავიძარით!!!

ამ დღის მიზანი იყო ჩახუტება გამვლელებთან და რაიმე სასიამოვნოს სურვილი!ყველანი აჟიტირებულები და პოზიტივით სავსე ვიყავით!

თავიდან დაწყება ცოტა ჭირდა,მაინც ძნელია უცხო ადამიანთან მიხვიდე და უთხრა–მოდი ჩაგეხუტო!მაგრამ ყველამ გადალახა ეს ბარიერი!

ძალიან კარგი დასანახი იყო,როდესაც ახალგაზრდა მიდის გამვლელთან,აჩვენებს ფურცელს,სადაც წერია ”უფასო ჩახუტება” ან ”ჩამეხუტე” ან ”ჩახუტების დღე” ან კიდევ რაიმე ამდაგვარი წარწერით და ეუბნება:”არ გინდათ ჩამეხუტოთ?”

მე ამ ყველაფერში ცოტა პასიურ მონაწილეობას ვიღებდი,ჩემი იქ მისვლის ძირითადი მიზანი მაინც ამ ადამიანების გაცნობა უფრო იყო,მაგრამ მათი შემარTებით მოვიხიბლე! ძალიან საინტერესო საცქერი იყო,როგორ ნელ-ნელა ემატებოდათ თავდაჯერებულობა და უფრო გაბედულები ხდებოდნენ!მე ,მათგან განსხვავებით, მაინც უფროსი  ვარ და სხვა თაობას ვეკუთნი,მეტად გამოცდილი ვარ  და ამიტომ ყველაფერს მეტად ვაკვირდებოდი, უფრო ვამახვილებდი ყურადღებას მასის ფსიქოლოგიაზე და გამვლელების რეაქციაზე—მაინტერესებდა როგორ აღიქვამდნენ ახალგაზრდების ამ წამოწყებას!

და მართლაც,ძალიან საინტერესო იყო ადამიანების რეაქცია!

ოთხ კატეგორიად დავყოფდი გამვლელებს:

  1. ადამიანები(არ ქონდა მნიშვნელობა ასაკს),რომლებსაც სახალისოდ მიაჩნდათ ეს ’ჩახუტების’ ცერემონია და მართლაც ნასიამოვნები იყვნენ–როგორც ჩანს მათაც გადაედოთ პოზიტივი!
  2. ადამიანები,ვინც ვერ ხვდებოდნენ რა ხდება და ოღონდ არაფერი დამიშაო და ჩაგეხუტებიო!
  3. ადამიანები,ვინც კატეგორიულ უარს ამბობდნენ და თავზარდაცემულებივით გაეცლებოდნენ ხოლმე
  4. ადამიანები,ვინც ირონიით უყურებდა ამას და ’ჩამხუტებელს’ ამრეზით იცილებდა.

ერთადერთი ქალი,ვინც ძალიან ნეგატიურად შეხვდა ამ ყველაფერს იყო წიგნების გამყიდველი,რომელმაც ძალიან უხეში ფრაზები მოგვახალა:”იყიდეთ წიგნი და ის წაიკითხეთ,ეს რა მოიგონეთ!” და კიდევ რაღაცას იძახდა,არ გავჩერებულვართ და ვეღარ გავიგე.მართალია,მასაც თავისი გაჭირვება აქვს,როგორც იტყვიან,მაგრამ ეს მაინც არ უნდა იყოს მიზეზი,რომ სხვას მხიარულება ჩაუშხამო.მაგრამ საბედნიეროდ ასეთი მგონი მარტო ეს ქალბატონი იყო,სხვა ამდაგვარი შემთხვევა აღარ შემინიშნავს.

უმეტესწილად გამვლელებისგანაც პოზიტივი მოდიოდა,უხაროდათ ასეTი ყურადღება, სიამოვნებით ეხუტებოდნენ ჩვენს ვოლონტიორებს 🙂 იყო სიცილი და კისკისი :). სამი სულმთლად უცხო გოგონაც კი ავიყოლიეთ,მივეცი ფურცელი და ისინიც ჩვენთან ერთად დადიოდნენ და ეხუტებოდნენ გამვლელებს 🙂

ერთი ასაკიანი მამაკაცი დამამახსოვრდა,რომ დაინახა ახალგაზრდები,რა არის რა ხდებაო?მეთქი–ახალგაზრდების წამოწყება–ჩახუტების დღე! გაეხარდა,მოდით ,მეც ჩამეხუტეთო!

ისე,რამდენი ვიარეეეეეეეეეთ!მარშრუტი ასეთი იყო:ფილარნონია-რუსთაველის გამზირი-თავისუფლება-კოლმეურნეობა-კონკასთან ცოტა დავისვენეთ-ქუჩას ავუყევით -მერე სამშენებლო მოედანზე ამოვყავით თავი და ბევრი ვიცინეთ ადომ რომ დაიძახა :აბა ,მუშები მოვიყვანეო–თუ რაღაც ამდაგვარი :)–ხიდით რიყის ბაღში გავედით.

დავიღალე 🙂

ხო,კარგი ის იყო კიდევ,რომ არც იმ მშვიდობის ხიდზე ვიყავი ნამყოფი და არც განახლებულ რიყის ბაღში,ასე რომ ორი კურდღელი ერთდროულად მოვკალი,როგორც იტყვიან,თან ძალიან მომეწონა ბაღი–რომ დავჯექი,მერე მძლივს ავდექი–ისე დავიღალე(სად შემიძლია მე ამდენი 🙂 )

ცოტა ხანი დავყავით იქ და კი დავიშალეთ მერე.

.

.

.

.

.

ხოდა ამ პოსტით რისი თქმა მინდოდა : გვაკლია ამგვარი აქციები! გვაკლია თაობათა შორის ურთიერთობები! გვაკლია პოზიტივი!

ახალგაზრდებს აქტივობის სურვილი აქვთ და თვითრეალიზება სწყურიათ!

მე მომხრე ვარ, რომ ხშირად ჩატარდეს ამგვარი და გინდაც უმიზეზო მსვლელობა-აქციები! ეს ყველაფერი ხომ უდიდესი მუხტის მომცემია!

ყველას გირჩევთ –არ გაუშვათ შანსი ხელიდან და ჩართეთ მზგავს ღონისძიებებში!არ ინანებთ.თავადაც მოაწყვეთ მზგავსი ღონისძიებები!

ძალიან კმაყოფილი ,პოსზიტივით და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დამუხტული წამოვედით იქიდან მეც და ხატიაც !უდიდესი სიამოვნება მომანიჭა ამ ბავშვების გაცნობამ და მათთან ერთად ყოფნამ!

მე მგონი საკმარისი შთაბეჭდილებები დავწერე ამ დღესთან დაკავშირებით და ახლა უკვე გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით!

ყველას გეხუტებით!

Advertisements

19 responses to “ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე

  1. ირმის ნახტომი სექტემბერი 3, 2011, 2:50 AM

    ძალიან გული დამწყდა რომ გამოვტოვე 😦

  2. spamwriters სექტემბერი 3, 2011, 2:52 AM

    რამდენი ხართ :)) ეხ ჩვენ 7ნი ვიყავით 🙂

  3. Butterfly სექტემბერი 3, 2011, 3:31 AM

    ქეთ მალევე იყოს შემდეგი და მერე ვინც ახლა ნანობს აუცილებლად მოვალთ…მომავალ წელს ხომ არ დაველოდებიიით… კიდევ გვინდაა კიდეევ : ))

  4. კახი სექტემბერი 3, 2011, 3:46 AM

    ქეთუსი, ისეთი ინტერესით ვკითხულობდი თითქოს მე არ ვყოფილიყავი დღეს “მანდ” და მე არ დავრბოდი შენს გვერდით ფლაერებით ხელში 🙂 ხოდა სამი რამ მინდა ავღნიშნო:
    1. გეთანხმები იმაში რომ ქართველებს აკლიათ (და სჭირდებათ) ასეთი ტიპის აქციები, ღონისძიებები, ივენთები (რაც გინდათ ის დაარქვით) და მგონი მათთვის გარეთ გამოსვლა და რამის თხმოვნა მხოლოდ პოლიტიკურ აქციებზეა გაასოციაცირებული.
    2. იყავი ძალიან მომხიბვლელი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბე (მითუმეტეს რომ არ მეველოდი შენთან შეხვედრას)
    3. შენ “იმ” წიგნების გამყიდველმა ნამდვილად გაგაბრაზა, გაგიფუჭა განწყობა და ამგვარ მომენტებს არასდროს არ უნდა მიაქციო ყურადღეაბ და მითუმეტეს როცა ამგვარ ღონისძიებაზე იღებ მონაწილეობას.
    4. ძალიან გავერთე შეჯიბრში “ჩახუტვინგი” 😛 მართალია დავმარცხდი და მხოლოდ 22 ჩახუტება მოვაგროვე მაგრამ მაინც ძალიან სახალისო იყო ^^ ბრავო ხატიას :დ

  5. Mia : > სექტემბერი 3, 2011, 6:38 AM

    kaxis vetanxmeeebi mec didi siamovnebit wavikitxeeee 😀 dee ra advilad wasakitxi da sayvareli postebigaq xolme ^^ uii kaxi madlob 😀 me 39 hugi mqonda :$ ^^

  6. netochka3 სექტემბერი 3, 2011, 8:52 AM

    keti,yoveltvis kargad gamogdis adamianis mgrZnobiare simebis sasiamovnod sherxeva,gamatbo shenma postma,me ki isedac chakhutebis dge mqonda,radgan gushin daibada chemi shvikishvili konstantine,mindoda ara marto axloblebs aramed ucxo adamianebs chavxutodi….miyvarxar,sheni blogit!

    • ketusi სექტემბერი 3, 2011, 5:17 PM

      netochka3,ძვირფასო,დიდი მადლობა ასეტი სასიამოვნო კომენტარისთვის.
      როგორი დიდი სიხარული გქონია,გილოცავ !!!უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ შენს შვილიშცვილს,ჯანმრთელი და საამაყო ბიჭუნა გაზრდილიყოს.
      მეც ძალიან მიყვარხარ<3

  7. teennewson სექტემბერი 3, 2011, 2:29 PM

    dzalian kargi posti iyo.. tbili… rom vkitxulobdi kidev ufro damwyda guli, monawileoba, rom ar mivige…

  8. Mamuka Gubelidze სექტემბერი 3, 2011, 4:33 PM

    მივესალმები ასეთ აქციას ყოველთვის 😉 პირველი ის გამახსენდა ჯეოსელის ზგაპრული რეკლამა პორტირებაზე რომ არის. ვითომ ყველას ყველა რომ უყვარს და აქციები მხოლოდ მეგობრების გაჩენის მიზნით რომ ეწყობოდა.
    აი ერთი რაგაც მინდა ავღნიშნო რომ ასეთ აქციას მისამართი უნდა მისცეთ ან ფეისბუქში ან საიტზე რათა შემდეგ აქციაზე უფრო მეტი ხალხნი შემოუერთდეს.
    მაგალითად http://www.facebook.com/hug-day

    • ketusi სექტემბერი 3, 2011, 5:21 PM

      მართლა გავდა იმ აქციას,სწორედ შენიშნე 🙂

      პოსტში კიდეც აღვნიშნე,რომ დაანონსებული იყო და დასწრრება 300 კაცზე მეტს ქონდა მონიშნული!!! ეგ გვერდი შეარდებოდა კიდეც.
      მე არ დამიწერია ჩემ ბლოგზე იმიტომ,რომ ბოლო წუთამდე არ ვიცოდი წავიდოდი,თუ არა.

  9. tetiko სექტემბერი 23, 2011, 2:59 PM

    deii me rogo ravakldii :(( arada rogor dzalian mindodaa 😦 guli damwydaa 😦

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: