Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ინტერვიუ სპეციალურად მათთვის, ვისაც თვითმკვლელობისკენ აქვთ მიდრეკილება

suicide

მინდა შემოგთავაზოთ სტუმრის მორიგი პოსტი,ამჯერად თვითმკვლელობის ფსიქოლოგიაზე.სტატია მომაწოდა ფსიქოლოგმა გიორგი დონაძემ ,რომელიც აგრეთვე გამოქვეყნდა გაზეთში “ქართული სიტყვა”

სპონტანურად იღებს თუ არა სუიციდის გადაწყვეტილებას და რას ფიქრობს ადამიანი თვითმკვლელობის დროს, რას ნიშნავს ფარული სუიციდი და რითი ხსნის ფსიქოლოგი გიორგი დონაძე საქართველოში გახშირებულ თვითმკვლელობას

`…სუიციდი სოციალური პრობლემების პროპორციულად იზრდება და, შესაბამისად, მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ამ ქცევის განხორციელების სიხშირეზე გავლენას ახდენს. გამოკითხვების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 75%-ს  უმუშევრობის პრობლემა აწუხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე, უიმედობისა და უფუნქციობის განცდა უჩნდებათ,  რასაც თან ღრმა დეპრესიული მდგომარეობები სდევს _ ადამიანები აწყმოსა და მომავალს ნეგატიურად აღიქვამენ. დეპრესია კი, როგორც წესი, სიუციდის მცდელობის წინასწარი მდგომარეობაა. ასევე, აღსანიშნავია ქრონიკული სტრესი _ ადამიანები მუდმივი მოლოდინის რეჟიმში და, შესაბამისად, დაძაბულები არიან. არადა, ადამიანისთვის აუცილებელია, რომ ჰქონდეს სტაბილურობის განცდა… ფართოდ გავრცელებულ სიღატაკესა და უმუშევრობასთან ერთად, სუიციდის სიხშირეს განაპირობებს ოჯახების დანგრევა, მზრუნველის დაპატიმრება და ა.შ.

საქართველოში სუიციდი პიკშია  სხვადასხვა ასაკის, ეროვნებისა და სქესის ადამიანები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. საერთოდ, სუიციდი პლანეტის პრობლემაა და ამას სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში თვითმკვლელობას წელიწადში 600 ათასი ადამიანი ცდილობს და აქედან ფატალურად 10 პროცენტი მთავრდება. სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანთა 81 პროცენტი თავს იხრჩობს, 9 პროცენტი სიცოცხლეს სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატით ამთავრებს, 3%-ი _ იარაღით, 2%-ი _ მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტომით, ერთი პროცენტი კი, _ წყალში დახრჩობით. „გადარჩენისა და წარმატების მიღწევის სურვილი დამსხვრეული და განადგურებულია… დგება დრო, როცა ყველაფერი კარგავს ბრწყინვალებას, როცა იკარგება იმედის სხივი,~ _ ესაა ამონარიდი სუიციდისკენ მიდრეკილი ახალგაზრდა მამაკაცის, ასე ვთქვათ, დღიურიდან… და მაინც, რატომ იღებენ ადამიანები თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას? ყველაფერი აფექტის ბრალია თუ არსებობს სუიციდის `მოსამზადებელი პერიოდი~? რომელი სოციალური წრის წარმომადგენლები განეკუთვნებიან სუიციდის რისკ-ჯგუფს და რითი განსხვავდება ჩვეულებრივი თვითმკვლელობა პოლიტიკურისგან?  ამ და სხვა საინტერესო თემებზე `ქართული სიტყვა ინტერნეტ-პორტალ change.geს ერთ-ერთ დამფუძნებელს, ფსიქოკონსულტანტ გიორგი დონაძეს ესაუბრა.

გიორგი, შენი, როგორც ფსიქოლოგის შეფასებით, ბოლო დროს თვითმკვლელობა რატომ გახშირდა?

 სტატისტიკური მაჩვენებლით, გახშირებული სუიციდი მსოფლიოში მომხდარ ისეთ გარდამავალ მოვლენებს უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად, რევოლუცია, ომი, ქვეყნის შიგნით რადიკალური რეფორმები. მოკლედ, რადიკალური ცვლილებების დროს, მით უმეტეს, თუკი ეს ცვლილებები პირად ცხოვრებაზეც აისახება, ადამიანებს ახალ გარემოსთან ადაპტაცია ხშირად უჭირთ. ამიტომ, რჩებიან უფუნქციოდ, იბნევიან, უჩნდებათ უმწეობის განცდა და ეწყებათ დეპრესია, რაც სუიციდისკენ უბიძგებთ. სხვათა შორის, საქართველოში სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2004 წელს იყო, რაც იმით აიხსნება, რომ `ვარდების რევოლუციის შემდეგ, მრავალი ადამიანი უფუნქციოდ დარჩა და ცხოვრების არსი დაკარგა. საერთოდ, ასეთ დროს ჩნდება შეკითხვა: რისთვის ვცხოვრობ?.. სუიციდმა პიკს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც მიაღწია, რაც, ასევე, ადამიანების ცხოვრების აზრის დაკარგვითა და მომავლის მიმართ უიმედო განწყობით აიხსნება. ამ კუთხით ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა 2011 წელს იყო, რადგან შარშან, წინა წლებთან შედარებით, სუიციდის მცდელობის ფაქტები საქართველოსა და მთელ მსოფლიოში სამჯერ გაიზარდა.

რატომ?

მოგეხსენებათ, შარშან მსოფლიოში ე.წ. ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა და მრავალი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. სამსახური, შემოსავლის გარდა, თვითრეალიზაციის წყაროცაა და გაქვს განცდა, რომ ვიღაცისთვის საჭირო ხარ, ანუ სამყაროში შენი ადგილი გაქვს.საერთოდ, სუიციდი სოციალური პრობლემების პროპორციულად იზრდება და, შესაბამისად, მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ამ ქცევის განხორციელების სიხშირეზე გავლენას ახდენს. გამოკითხვების მიხედვით, ქვეყანის მოსახლეობის 75%-ს  უმუშევრობის პრობლემა აწუხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე, უიმედობისა და უფუნქციობის განცდა უჩნდებათ,  რასაც თან ღრმა დეპრესიული მდგომარეობა სდევს ადამიანები აწყმოსა და მომავლს ნეგატიურად აღიქვამენ. დეპრესია კი, როგორც წესი, სიუციდის მცდელობის წინასწარი მდგომარეობაა. ასევე, აღსანიშნავია ქრონიკული სტრესი  ადამიანები მუდმივი მოლოდინის რეჟიმში და, შესაბამისად, დაძაბულები არიან. არადა, ადამიანისთვის აუცილებელია, რომ ჰქონდეს სტაბილურობის განცდა… ფართოდ გავრცელებულ სიღატაკესა და უმუშევრობასთან ერთად, სუიციდის სიხშირეს განაპირობებს ოჯახების დანგრევა, მზრუნველის დაპატიმრება და ა.შ.

გიორგი, ასე ვთქვათ, გარე ფაქტორები გასაგებია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ სუიციდი მემკვიდრეობითია… 

ვერ ვიტყვით, რომ ასეა, ან _ არა, თუმცა ითვლება, რომ სუიციდისკენ მიდრეკილება მას უფრო აქვს, ვისმა წინაპარმაც თავი მოიკლა, ან თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდა. არსებობს ენდოგენური დეპრესია, რომელიც ფიზიოლოგიური ფაქტორებითაა გამოწვეული. დეპრესიის ეს ფორმა თავის ტვინში იმ ნივთიერებების დისბალანსითაა გამოწვეული, რომლებიც ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობენ. ხშირად დეპრესიის სწორედ ეს ფორმაა მემკვიდრეობითი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სუიციდის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ეს დეპრესიაა. მოკლედ, გენეტიკური სუიციდი კი არა, დეპრესიაა, თუმცა ნებისმიერი დეპრესია სუიციდით არ სრულდება.

არც დეპრესიაა მემკვიდრეობითი?

დეპრესია შეიძლება, თანდაყოლილიც იყოს და შეძენილიც, რომელიც ხანდაზმულ ასაკში ხშირად სუიციდში ვლინდება. ადამიანი თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას წამიერად იღებს თუ ამაზე დიდხანს ფიქრობს?_ საერთოდ, სუიციდის სამი სახე არსებობს: ჭეშმარიტი, როცა ადამიანი დეპრესიისა და ცხოვრების აზრის დაკარგვის გამო, ხანგრძლივად ემზადება სიკვდილისათვის; ე.წ. ფარული სუიციდი, როცა ადამიანი ღიად არ ახორციელებს სუიციდის აქტს, მაგრამ რისკზე განზრახ მიდის, მაგალითად, ავტომანქანას ძალიან სწრაფად მართავს. სუიციდის მესამე სახეა დემონსტრაციული სუიციდი, როცა ადამიანს სურს, დემონსტრაციული ეფექტი მოახდინოს, ყურადღება მიიქციოს, ან ვიმეს რამე დაუმტკიცოს.ასევე, არსებობს აფექტური სუიციდი, როცა ადამიანი, ძლიერი ემოციური დარტყმისა თუ ტკივილის დროს, მომენტალურად იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა თუ ვინმე შეაჩერებს, თვითმკვლელობაზე შეიძლება, აღარასოდეს იფიქროს. აფექტური ადამიანები, როგორც წესი, თავს იშვიათად იკლავენ.არსებობს მოსაზრება, რომ ჭეშმარიტი სიუიციდი ყოველთვის დაგეგმილია, სხვა დანარჩენი კი,  დემონსტარციული და აფექტში მიღებული…

აქვს თუ არა სუიციდს ე.წ. კლასობრივი სახე, ანუ მხოლოდ ღარიბები იკლავენ თავს თუ მდიდრებიც?

თავს ის ადამიანები იკლავენ, ვინც ცხოვრების აზრს კარგავენ, ანუ ცხოვრებას გემოს ვერ უგებენ. აღსანიშნავია, რომ ამ მოტივით თავს ხშირად სწორედ ე.წ. მაღალი კლასის წარმომადგენლები იკლავენ. ისე, ადამიანს ფუნქციას მხოლოდ სიღარიბე კი არა, ზედმეტად უზრუნველი ცხოვრებაც უკარგავს. მაგალითად, რატომაა, რომ მდიდარი ადამიანის შვილები ხშირად ალკოჰოლისტები და ნარკოტიკის მომხმარებლები არიან?  იმიტომ, რომ გარშემომყოფების მხრიდან ჰიპერმზრუნველობა არ აკლდათ, რამაც ,,სოციალურად უუნაროები გახადა. მოკლედ, კბილი მხოლოდ ღარიბს კი არა, მდიდარსაც სტკივა ხოლმე და სუიციდიც ასეა…

გიორგი, ვინ განეკუთვნება სუიციდის რისკ-ჯგუფს?

სუიციდის რისკ-ჯგუფს თითქმის ყველა, განსაკუთრებით, ფსიქიური აშლილობის მქონე და დეპრესიისკენ მიდრეკილი, ანუ ის ადამიანები განეკუთვნებიან, რომლებიც ხშირად ამბობენ ფრაზებს: ,,სიკვდილი მინდა’; ,,თავის მოკვლას ვაპირებ”. ასეთ დროს ფსიქოლოგთან ვიზიტი აუცილებელია… სუიციდის რისკ-ჯგუფები, დაახლოებით, ასეთია: 12 წლამდე ბავშვები _ ამ დროს ბავშვისთვის დამახასიათებელია იმპულსური ქმედებები, აგრესიული ქცევები, მძაფრი რეაქცია მშობელთა ჩხუბზე.12-17 წლამდე მოზარდები _ ამ ასაკში გვხვდება დაგეგმილი ქმედება, მაგალითად, კონფლიქტი მშობლებთან და ზოგჯერ, _ სკოლაშიც. უსარგებლობის განცდა, რასაც მიტოვებულობის განცდა მოსდევს.ახალგაზრდდული ასაკი, ანუ 17 წლის ზევით _ ხშირია პარტნიორთან კავშირის გაწყვეტა, პრობლემები ურთიერთობაში.მოწიფული ასაკი, 30-55 წელი _ ამ დროს მამაკაცებში ხშირია ფინანსური წარუმატებლობა, უმუშევრობა, ალკოჰოლისკენ მიდრეკილება. ამ ასაკის ქალბატონები კი, თავს ღალატის გამო იკლავენ.ასაკოვანი ადამიანები, 55-70 წელი _ ამ დროს სუციდი განპირობებულია სოციალური როლის შესუსტებით, უფუნქციოდ დარჩენით, შვილებთან კონფლიქტით.ხანდაზმული ასაკი, 70 წლიდან _ სიამრტოვე, მძიმე სომატური (სხეულებრივი) დაავადებები ადამიანს სუიციდისკენ უბიძგებს.აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობა ძლიერ სტრესულ სიტუაციაზე ადამიანის უკიდურესი რეაქციაა. ასეთ დროს ადამიანს არ შეუძლია, ან ვერ ბედავს, სხვას დასახმარებლად მიმართოს. ამ მხრივ თვითმკვლელობის მცდელობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ მოზარდები და ხანშიშესულები არიან…

სუიციდისკენ მიდრეკილება დაავადებაა?

არა, თუმცა ის, რაც სუიციდის უკან დგას, ფსიქიკურ აშლილობას გულისხმობს. სუიციდის ერთჯერადი მცდელობის შემდეგ, რომელიც ფატალურად არ მთავრდება, როგორც წესი, პიროვნების ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი შეიძლება, ეჭვქვეშ არ დადგეს, მაგრამ როცა ადამიანი მეორედ და მეტჭერ ცდის თავის მოკვლას, აუცილებლად დგება მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი.

ისე, გიორგი, რითი განსხვავდება ჩვეულებრივი თვითმკვლელობა პოლიტიკური თვითმკვლელობისგან?

ადრეც და ახლაც სუიციდი, გარკვეულ ვითარებასა და სიტუაციაში, გმირობის ტოლფასად ითვლებოდა და ითვლება. ისე, სიცოცხლე თვითმკვლელობით არაერთ ისტორიულ პიროვნებას დაუსრულებია, მაგალითად, ჰიტლერს, სტალინის მეუღლეს. სხვათა შორის, სხვადასხვა ტომში ხდებოდა მასიური სუიციდი _ როცა ბელადი გარდაიცვლებოდა, ჯგუფური თვითმკვლელობა მის ერთგვარ პატივისცემად ითვლებოდა. მე თუ მკითხავთ, პოლიტიკურ თვითმკვლელობას მიბაძვის სახე უფრო აქვს…

არის თუ არა კლასიკური სუიციდი კამიკაძისა და სხვა თვითმკვლელი ტერორისტების საქციელი?

ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ხელყოფისკენაა მიმართული, შეგვიძლია, სუიციდი ვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებას კამიკაძე სუიციდს არ უწოდებს. კამიკიძის ქმედება რიტუალური სუიციდია  ასეთ დროს ადამიანებს სჯერათ, რომ თვითმკვლელობით სულს ათავისუფლებენ…

გაზეთი ,,ქართული სიტყვა”; ოთხშაბათი, 18 აპრილი. 2012 წელი. №15(127)

Advertisements

One response to “ინტერვიუ სპეციალურად მათთვის, ვისაც თვითმკვლელობისკენ აქვთ მიდრეკილება

  1. ქეთი აპრილი 21, 2012, 10:05 PM

    qeta, sheni blogidan erti postis ageba minda, chems gverdze davdeb da saavtoro uflebebsac mivacer 🙂 xom sheidzleba ?

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: