Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჩვენნაირად არ ფიქრობ — შენ თავს დააბრალე!

”ადამიანთა მოდგმის საბოლოო დანიშნულება მდგომარეობს უმაღლეს მორალურ სრულყოფილებაში”–ასე წერდა კანტი…

სამწუხაროდ  ბევრს არ აქვს გააზრებული და გათავისებული ეს  …

ხშირია ისეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ,ან არც უნდათ მოსმენა და ამავდროულად თავიანთ სათქმელს ისეთი ჟინით გახვევენ თავს გარშემომყოფებს,იმდენად არიან საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები, რომ განსხვავებული აზრის არამცთუ მოსმენა,არამედ იმთავითვე აღკვეთა უნდათ.ცინიკური და დამცინავი ტონით  ცდილობენ სხავას მათთან კამათის სურვილი დაუკარგონ და არც შეურაცხყოფას და შანტაჟს ერიდებიან.

რიგითი მოქალაქეებისგან ამგვარი მიდგომა კიდევ ასატანია, მაგრამ როდესაც ამას ჩინოვნიკი აკეთებს, ისმის შეკითხვა,რას ემსახურება ის ადამიანი?რამდენად შესაფერისია ის თავისი პოსტისთვის,თუ ელემენტარული დისკუსიის წარმართვა არ შეუძლია?ამცირებს და დასცინის მოქალაქეებს?

ყველაფრის სათავე კი მათი პოლიტიზირებულობაა!არა, ეს პოლიტიზირებულობა კი არ არის,ეს უმეცრებაა,ან შეგნებულად ამ მრწამსის დამახინჯებული ვარიანტის ერთგულებაა.საქმე კი იმაშია, რომ დღევანდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ,რომელის თავიდან ბოლომდე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებით არის დაკომპლექტებული,ისეთი სიტუაცია შექმნა ქვეყანაში, რომ უპირობოდ მხოლოდ ნაც.მოძრაობის აქტივისტებს გაუხსნა გზა ყველა ტიპის სამსახურებში.მიდის მასიური ზეწოლა ადამიანებზე,ემხრობიან რა ლკოზუნგს”ვინც ჩვენთან არ არის –ჩვენი მტერია” –აძევებენ სამსახურებიდან ყველა ოდნავ განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანებს.ინერგება იმგვარი აბსურდული პოლიტიკა,რომლის მიხედვითაც თურმე ნაციონალური პარტიის ერთგულება–ქვეყნის ერთგულებაა!!!სახელისუფლებო ორგანოებიდან წამოსული უპირობოდ ყველა ტიპის განსხადების ერთგული გამზიარებელი თუ არ ხარ–ესეიგი მტერი ხარ!უკვე იმდენად დამკიდრდა მათში ეს იდეოლოგია,იმდენად გაითავისეს,ვეღარც კი ხვდებიან როგორ უსამართლობაში არიან მოხვედრილი!იმდენად ვერ აცნობიერებენ დემოკრატიის არსს, რომ უკვე მონური ერთგულებით პირგაქაფულები იცავენ ნებისმიერ სულელურ წამოწყებას,მთავარია, რომ ეს მათმა პარტიამ დაავალა!

სად არის ლოგიკური აზროვნება? სად არის კრიტიკული მიდგომა? სად არის პროგრესული აზროვნება? –ეს ყველაფერი დავიწეყებულია!

კომუნისტურ რეჟიმს ბევრი დასცინის,არადა მე განსხვავებას ვერ ვპოულობ იმდროინდელი და დღევანდელ პოლიტიკურ წყობაში!მაშინაც,თუ კომუნისტურ პარტიაში არ იყავი–ვერაფერს მიაღწევდი!–ახლაც ზუსტად ასეა!განსხვავებული აზრისთვის მაშინაც გდევნიდნენ–ახლაც დევნიან! —რა განსხვავება?

კი, მესმის, რომ სამსახური ჭირს და სამწუხაროდ,მისი შენარჩუნების ერთადერთი გზაა ნაციიონალური მოძრაობის ყველა წამოწყების უპირობო მხარდაჭერა.მაგრამ მე მაკვირვებს ის ადამიანები, რომლებიც სულის ხორცამდე მოწამლულელბი არიან და უკვე თავისი დემაგოგიის თვითიონაც სჯერათ.

ხალხნო, სად ხდება ასე? რომელ ცივილიზებულ ქვეყანაშია მისაღები, რომ სახელმწიფო მოხელე აპრიორი მმართველი პარტიის წევრი და მისი აქტივისტი იყოს?რომ საკუთარი თანამდებობას მხოლოდ იმიტომ ’ეღირსოს’, რომ მან კარგად ’ემსახურა’ პარტიას! სად ხდება პარტიის და ქვეყნის ერთგულების გაიგივება!სად ხდება, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანებს არწმუნებდნენ,რომ ”აბა როგორ გინდა? ხელფასს ხომ ეს მთავრობა გიხდის,და ხმაც ამათ უნდა მისცე”–რატომ? განა სხვა პარტიას რომ მისცეს ხმა ამით მისი დამოკიდებულება ავისი სამსახურის მიმართ უნდა შეიცვალოს? სად ხდება ასე? — სამწუხაროდ ჩვენთან ხდება! გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობის იდეების გამზიარებელი თუ არ ხარ–არც ქვეყანა გიყვარს!

მე საკმაოდ კრიტიკული მიდგომა მაქვს ყველაფერთან მიმართებაში,ადვილად არც არავის ვენდობი და თანაც მუდამ ჭეშმარიტების ძიებაში ვარ.მე არც არცერთ პარტიაში ვარ,არც ისეთ სამსახურში ვარ, რომ ხელფასს ბიუჯეტიდან ვიღებდე(ეს იმ დამქაშების გასაგონად,რომლებიც ზეწოლას ეცდებიან).ჩემი ბლოგის წელიწადნახევრის არსებობის განმავლობაში  აპილიტიკურ ხასიათს ატარებდა,ამ პოსტის დაწერა კი იმან განაპირობა,რომ პირადად წავაწყდი ერთი რიგითი ჩინოვნიკის უხამსობას!

დავიწყებ თავიდან.ამ უკიდეგანო ინტერნეტ სივრცეში მყუდროდ მოკალათებული ჯგუფია IN KuTaiSi ,თავიდან,სხვათაშორის როგორც ეხლა მახსენდება, ერთმა ადამიანმა ახსენა ეს ჯგუფი–მანდ ბევრი ’კოლორიტული’ ადამიანი არისო,მძლია ჩემმა მოუსვენარმა სულმა და მეც გავწევრიანდი(ვინ იცის ეხლა სულ იმ დღეს წყევლიან),დამაინტრიგა ამ ჯგუფმა, ვითომ ქუთაისიო, და სინამდვილეში,როგორც მერე შევატყე,ნაც მოძრაობის აქტივისტ და ოპოზიციონერ ადამიანთა ნაზავი ყოფილა.ან რა მინდოდა მანდ?გავმეორდები და ვიტყვი,რომ  აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი საკუთარი აზრი ყველაფერზე გამაჩნია და ამას იშვიათად, მაგრამ მაინც ვუწევ აფიშირებას.

ხოდა, ჩემო ძვირფასო მკითხველო, გუშინწინ ზუსტად ის დღე იყო, როდესაც ისეთ უსასრულო დემაგოგიას და სიტყვების რახარუხს გადავაწყდი, რომ ერთი-ორი სიტყვა,ჩემიც მივაყოლე ერთ თემას,და აბა მაშინ ატყდა თუ ატყდა!(ის ტოპიკი წაშალეს, ისე, რომ ვერ შევინახე სკრინი).ხოდა დაიწყო ყველაზე სახალისო.ხო, ნუ ეს ჩემთვის სახალისო, თორე მათ ხომ ვიცი როგორი ცივი ოფლი ასხამდათ და როგორ ცდილობდნენ ჩემს  ’მოგერიებას’ (მათდა სამწუხაროდ აზარტში შევედი ამ დროს)

ესეიგი,ნაციონალურ მოძრაობას ქუთაისში ისეთი სერიოზული კადრი ყავს, რომ ვერ დაიკვეხნის  სხვა პოლიტ.პარტია!მე კი სულიერად ვერ ვიტან ასეთ ფანატიზმს!ამ სამსახურებს გამოკიდებული ადამიანების ენაგაქაფულ საუბარზე ხომ სულ რომ არაფერი ვთქვა.

სიცილი რომ მავნებელი იყოს,იმ დღეს მე ცოცხალი აღარ  ვიქნებოდი! ერთბაშად ამხელა’დოზა’ მომკლავდა!და დარჩებოდა ამდენი ხალხი ამით გახარებული და გაბღენძილი–სხვანაირად ვერ მოვიშორეთო.ხო,აგიხსნით ეხლავე ყველაფერს.

იმ დღეს,ამ ვითომდა მდორე დღეს,მშვენიერი დასასრული მოვუხერხე :),მართალია სხვების ნერვების წიწკნის და კედელზე თავის რტყმევის ხარჯზე, მაგრამ ეგ არაფერი, აიტანენ(უარესსაც იტანენ).

პირველი კომენტარი გავაკეთე ერთი ადამიანის მხარდასაჭერად,სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს,რომელსაც უხესად პასუხობდნენ,მერე ამ ადამიანმა ისიც უთხრა ოპონენტს–”შენ ის არა ხარ,პრესკონფერენციაზე საკუთარი თანამდებობის სახელწოდება ისე რომ ვერ თქვი და ფურცელზე დაწერილს კითხულობდიიო?”(თუ რაღაც ამდაგვარი) აი მაშინ ატყდა მთელი ამბავი.ის ადამიანი თურმე ქუთაისის მერიაში მუშაობს,ამ ფრაზის მერე სიბინძურეების ნამდვილი კასკადი წამოვიდა მისგან.ზუსტად აქ ჩავრთე ჩემი კომენტარი,და მისმა არაადეკვატურმა რეაქციამაც არ დააყოვნა და უკვე პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა.მერე კი სულ წაშალა ის პოსტი და ის ადამიანიც დაბლოკა.მერე ერთგან Lasha Murusidze-ს მე დავუკომენტარე:”ფასდაუდებელი კადრი ხარ–გაღიარებ ^^”–რის შემდეგაც უკვე ჩემს პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა :Nikusha Deisadze (ნიკუშა დეისაძე) ,Lasha Murusidze და Elene Gvasalia,და იყო კიდევ ერთი დათო ერქვა,უხამსი კომენტარი დააკეთა ჩემს სურათზე(ის პოსტი წაშალეს და ვერ მოვასწარი დაკოპირება,გვარიც არ მახსოვს)

მე არ მიცნობენ და ჩემზე არაფერი იციან ამიტომ დაიწყეს შეთხზვა,თურმე პროფილზე ’პიკანტური ვიდეოები და ფოტოები” მქონდა.იმდენიც კი ვერ მოიფიქწრეს, რომ ჯერ პროფილი გადაემოწმებინათ და ენახათ დახურული მაქვს,თუ არა 🙂

ნუ, ის პიროვნებები დავფარე, ვისაც პირადად ჩემთან კავშირი არ ქონდა.

მას მერე, რომ ვერ ნახეს ჩემი მაკომპრომენტირებელი ფოტოები და ვიდეოები(!) ახალი ტყუილი შეთხზეს:

ამ დადებული სურათის ტოპიკს იმდენად სასაცილო კომენტარები ქონდა!

რომ დაწერეს,რას ამბობთ ქეთუსი გოგოა,ბლოგერიაო,არც ეგ დაიჯერეს, ჩემი ბლოგის ლინკი დავდე–ეგ თამარ რაზმაძის ბლოგიაო!(:))

ძალიან ვწუხვარ,რომ ვერ მოვასწარი დანარჩენის დასკრინვა,იმდენად სწრაფად წაშალეს.

მთავარი ამის მერე დაიწყო, ’ბატომნი’ Nikusha Deisadze  იმდენად გამოვიდა მწყობრიდან, რომ ეს ტოპიკიც წაშალა, და ახალი გახსნა მთლად ჩემი ლანძღვა გინებით,უშვერი სიტყვებით(მაგ მომენტისთვის კიდევ ბიჭი ვეგონე),მერე კომენტარი გაუკეთეს–რეებს წერ,მერიაში მაინც არ მუშაობდეო!–და ეს ტოპიკიც მაშინვე წაშალა(ამის დაკოპირებაც ვერ მოვასწარი).

რას მოვასწრებდი,ისტერიული სიცილი ამივარდა, რომ წარმოვიდგინე როგორი გაცოფებულიები იყვნენ

მე კი იმდენად აჟიტირებული ვიყავი, თავი ხარი მეგონა,აი კორიდაზე რომ ცხვირწინ წითელ მომსასხამს უფრიალებს მატადორი!ყველა მათ უკმეხ გამოხტომაზე ენერგიის ახალ  ნაკადს ვგრძნობდი და ჩემში პროტესტის გრძობა სულ უფრო და უფრო ღვივდებოდა!

მაგრამ როგორც კი უშვერი სიტყვების ფრქვევა დაიწყეს–მაშინ დავემშვიდობე და მივწერე”ასეთ საქმეში ნამდვილად ვერ შეგეჯიბრები,გაღიარებ–მეფე ხარ!” ,რა ვქნა– ჩემთვის დიალოგის და კამათის სხვა ფორმაა მისაღები!

მოკლედ (რაღა მოკლედ,მაგრამ მაინც,) ეს იყო ის ფაქტი,რისი თქვეთვის დანახებაც მინდოდა.სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე უკულტურო ადამინები არა მგონია თვით ნაციონალურ მოძრაობას აწყობდეს!ვერ სწავლობს ეს ხალხი ოპონენტის პატივისცემას და სიტყვა’დიალოგი’ მათთვის უცხოა.სამაგიეროდ უშვერი სიტყვების კორიანტელს მომენტალურად დააყენებენ,საკმარისია განსხვავებულ აზრს წააწყდნენ!

Advertisements

40 responses to “ჩვენნაირად არ ფიქრობ — შენ თავს დააბრალე!

  1. alexstaffge ნოემბერი 19, 2011, 3:40 PM

    iseti shabechdileba mrcheba rom patara bavshvebi arian mag nacmodzraobashi, ragacaze mudmivad gabrazebulebi da goniat rom gansakutrebuli misia akisriat 🙂 jer ra saqme unda gaarchio facebook-shi politikuri da eseni kide dajdebian da ag macnoben momavali ganvitarebis ragac 10 sir****-s tavadac rom ar jerat : ))) da ragac gleobebi raa 🙂

  2. ლიზიკუნა ნოემბერი 19, 2011, 3:45 PM

    სამწუხაროდ მე არ ვიყავი ჯგუფში,. მაგრამ ვესწრებოდი ამ ყველაფერს. სანამ გავაანალიზე რა ხდება ლამის კომპი დავამტვრიე. დაუნების ჯგუფია ეს. დაუნებს რა თქმა უნდა არ ვეძახი ყველას, ვინც ჯგუფშია, მაგრამ მანდ ფორმალურად არიან. ძირიტადად არის ეს სამი იდიოტი სრული ამ სიტყვის მნიშვბნელობით. ეს ელენე თუ “რაგაც” (ვიღაც რომ მეწოდა ნამეტანი იქნებოდა) ეგენი არცხვენენ სწორედაც ქუტაისს და ქუთაისლების სირცხვილნი არიან.სწორედ ასეტები მუშაობენ ალბათ (ფაქტია ეს ყველამ იცის, თვითონ გაამჟღავნეს ) ხელისუფლებაში. ეს ნაც მოძრაობის სირცხვილიცაა. მაგ ჯგუფს უნდა ერქვას ნაცმოძრაობის ჯგუჯი. რა ქუთაისი, რის ქუთაისი, ვის ახსოვს ქუტაისის პრობლემები და რა ჭირდება მანდ ხალხს. გადახედეთ, მარტო ეს სამი ადამინაის ლანძღვაა ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამინის მიმართ. მე მცხვენია რომ ესენიც ქართველებად ითვლებიან და მეც. გული მერევა ასეთ “ვაზელინებზე” მაპატიეთ ეს გამოთქვა . მაგრამ პირდაპირ შეესაბამება.

  3. ikanona ნოემბერი 19, 2011, 5:51 PM

    კარგადაა დაწერილი 🙂

    არ მეგონა თუ ის ჯგუფი ამდენი მიშისტისაგან შედგებოდა თორე ნამდვილად არ გავწევრიანდებოდი… თანაც ადმინები არიან და შლიან და წერენ რაც უხარიათ…

    უბრალოდ დაბრმავებული ბრბოა, თბილ სკამებში მოკალათებული…

    რუსთავი2, იმედი და რეალტივის მეტს რომ არაფერსარ უყურებენ… ან იქნებ უყურებენ, მაგრამ ხმამაგლა რომ თქვან ამის ერთი ადგილი არ აქვთ…

    მე მესმის მათი და მებრალებიან, გულით მებრალებიან, მაგრამ ყველა თავისას მიიღებს მაინც!

  4. ikanona ნოემბერი 19, 2011, 6:10 PM

    გუშინ მეც კინაღამ შემჭამენ, ყველა მხრიდან მიტევდნენ 🙂

    უველაზე სამწუხარო კი ის არის რომ ეგრევე შეურაცყოფაზე გადმოდიან და ცდილობენ მწყობრიდან გამოგიყვანონ… ზოგიერთი ამას ვერ უძლებს და უთმობს…

    მე კი პირიქით, მეცინება მათზე…

    კლავიატურა ამოფარებულ “ჩინოვნიკებზე” 🙂

    • ketusi.com ნოემბერი 19, 2011, 6:46 PM

      კი, დღესაც ’მოცლილი იდიოტი” მეძახა ამ ელენემ–მაგრამ ისევ თავიანთ თავს აშავებენ, მე კი მართლა მეცინება 🙂

  5. Sofo ნოემბერი 19, 2011, 6:15 PM

    ketusi shenit vamayobt patara blogerebi :*

    kaia rom ar gabrazdi uceb, zogi shen adgilas egreve mwardeba da aqet iwyeben ushveri sityvebis “sroilobas”

    ❤ ❤ ❤

    ium2 gadaarchens chvens nervul sistemas

    • ketusi.com ნოემბერი 19, 2011, 6:47 PM

      დიდი მადლობა, სიხარულო.კი, ხომ იცით აწონ-დაწონა მიყვარს ყველფრის, ეს პოსტიც ორი დღით დაგვიანებით დავწერე, რომ ცხარე გულზე დაწერილი არ ყოფილიყო.

  6. Jessie ნოემბერი 19, 2011, 6:56 PM

    აი ეგრეც ვიცოდი რომ ბიჭი იყავი სინმადვილეში… და კვირას შენს მაგივრად აგენტი გამოაგზავნე შიო მღვიმელის ქუჩაზე…..გენაცვალე..საღოლ დასტოინი პასუხები გაგიცია. აი ემ პრაუდ ოფ იუ… და აუუ კრეტინ ხალხს რა გამოლევს…… :*

  7. tsotnee ნოემბერი 19, 2011, 7:28 PM

    აუუუუ! ჯიგარი ხარ რა! მაგარი ხარ! 😉 საზიზღრობაა რა მართლც! ფუუუ! აუ ბიჭიაო ეგ მეც მაგრად მომეწონა, პიკანტურ ფოტო-ვიდეო მასალას სად მალავ?! (აი ამაზე ვაფშე მაგარი ვიღადავე). ფუ რა! აი კიდე ერთი დასტური, საქართველოა რა, ყველა ყურის, ლოყისა და ენის აბრევიატურას თავი რაღაც გონია! დაიკიდე! 😉 ვაუ საღოლ, აი მესმის მოთმინება! 😉

  8. katerina ნოემბერი 19, 2011, 7:46 PM

    ეჰ, მე რა ხანია ვამბობ, კომუნისტური წყობა დაბრუნდა-მეთქი. დიდი ბელადის სიტყვები მახსენდება: “აჩრდილი დადის ქვეყანაში, აჩრდილი კომუნიზმისა”

  9. lizikuna ნოემბერი 20, 2011, 12:07 AM

    ui mpardon saxlshi qartuli shrifti ar mkonia , magram dges amitanet. vaime eseigi ori dgea vkaifob ra xalxit aris dakompleqtebuli nac modzraoba. ise es mati antireklmamaa,egeni unda iyvnen rom realuri saxe am idiotebma (magdeni chkua sad aqvt) tvitonve gamoashkaraves. es yvelaferi vrceldeba da vrceldeba marto qetusistan ki ar sheeshalat ase, dzaan bevrtan,xoda male vinicis tvitonve daikvniton titebi. nikusha, elene da lahsa-kidev kai egetebi bevri ar aris arc qutaishi da arc arsad:) zooparkshi ki gamodgebodnen xo ici. ra propagandas chaatareben ik:) uf uf:) qetusi bichiao amaze xom saertod gadavia:)

    • ketusi.com ნოემბერი 20, 2011, 4:57 PM

      ესეიგი გამწარებულები არიან იმ დონეზე, რომ უკვე აღარ იციან ვის რა მოუხერხონ.საკმარისია ჩამჭრელი კითხვას წააწყდნენ,მაშინვე სულ სხვა რამეზე გადააქვთ საუბარი და მოგონილ პროფილით წერაში ადანაშაულებენ ოპონენტს,ოღონდ კი ტავი აარიდონ მის სეკითხვებს

  10. mevludi ნოემბერი 20, 2011, 2:14 PM

    რაც მეტს ასეთს გადაიტან, მით მეტად დაბრძენდები. მით მეტად დაუახლოვდები და შეიყვარებ ჭეშმარიტებს

  11. kevana ნოემბერი 20, 2011, 5:15 PM

    ჩემდა სამარცხვინოდ ჩემს ფრენდლისტ–შია ნიკუშა დეისაძეც, რომელმაც კი დამპატიჟა მაგ ჯგუფში, მაგრამ მე მანდ არაფერი მესაქმებოდა და არც შევდივარ. რაცხა სასტიკი შეხლა–შემოხლა მომხდარა ეხლა გავიგე შენი ბლოგიდან.. რა სირცხვილია 😦
    ადამიანს არც რეალურ ცხოვრებაში არ უნდა აგინო და არც ვირტუალურში

  12. ლიზიკუნა ნოემბერი 21, 2011, 12:33 PM

    მე თუ მკითხავს ვინმე დასახურია თუ არა ეს ჯგუფიო-რა თქმა უნდა დასახურია. იმდენი უარყოფითი ემოცია მოდის მაგ ჯგუფიან რომ არც შეიძლება

  13. ლიზიკუნა ნოემბერი 21, 2011, 12:35 PM

    არც შეიძლება რომ იარსებოს. მუხტავენ და გრუზავენ ხალხს და წარმოიდგინეთ თვითონ რა ბოღმიანი და დაგრუზული ხალხია. თვითონ რომ მასე არიან , უნდათ სხვებიც მასე იყოს. და კიდევ, რად გინდათ ისეტ ჯგუფში ყოფნა, სადაც საერთოდ არც შედიხართ და არც სარგებლობთ

    • ketusi.com ნოემბერი 21, 2011, 1:14 PM

      სეირს ვუყურებ ხოლმე,ლიზ 🙂
      ესენი ხომ პეშკები არიან და ჭუჭყი8ან საქმეს აკეთებინებენ,ესენიც ამას რაღაც განსაკუთრებულ მისიად თვლიან 🙂 🙂 🙂

  14. Pingback: Facebook ტერორი « Ketusi's Blog

  15. ♥ Miss.Catalan.. ♥ დეკემბერი 21, 2011, 7:42 PM

    ვაიმე,ამ გოგომ თუ მოგწერათ ბიჭია-მომეწონაა :დ მაგაზე გავწექი იმდენი ვიცინე :დ:დ:დ:დ რას არ გაიგებ ხალხისგან,უზღვავი ფანტაზია აქვთ :დ როგორ მალავდი ქეთუსი,ბიჭი რომ ხარ :დ ნწნწნწ :დ ცუდად ვაარ :დდ

  16. Kate_AlukaЯD დეკემბერი 21, 2011, 8:51 PM

    არაადეკვატურობის ზეიმი 😐
    ქეთუს ნუ მიაქცევ ყურადღებას მთავარია ჩვენ გიცნობთ და ვიცით ვინ ხარ და რა კარგი ხარ :> :*:*:*:*:* გულისხმიერი და კარგი ადამიანი ❤

  17. presgeo დეკემბერი 21, 2011, 9:11 PM

    auu ra vicinee axla kitxvis dros gaiaxaree ra qetusi mouxdebat masee :D:DD: sityvebi ar myofnis :D:D

    • ketusi.com დეკემბერი 21, 2011, 9:47 PM

      ხო, ამ სიტუაციიდან მარტო ის არის კარგი, რომ მართლაც სეიძლება დაცინო 🙂
      თუმცა მერ ისეთები მაკადრა ერტმა,აშკარად სხვა პროფილით იყო ისევ ის დეისაძე, რომ დავსტოპე და გამოვედი ჯგუფიდან,კამათი გამიგია, მაგრამ სეურაცხყოფას და გინებას ვერ ავიტან,იმიტომ რომ მე თვითონ ასეთ რამეს პასუხს პრინციპულად არ გავცემ,ხოდა გამოვედი ჯგუფიდან 🙂 დაისვენეს ალბათ

  18. presgeo დეკემბერი 21, 2011, 10:33 PM

    dzalian kargii da swori gadawyvetileba migigia ravaqn axla mexo ara shevide da davufrtxoo angelozebii :DD:

  19. Pingback: Facebook ტერორი | Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: