Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ასეც ხდება

რა აღარ ხდება სამყაროში,კი არა და ქვეყანაში,კი არა და ბარემ ვიტყვი პირდაპირ –საქართველოში!სიურპრიზებს კი ვართ მიჩვეულები,უფრო მეტად ’ტვინის გამორეცხვებს’ ,მაგრამ მაინც ხდება ხოლმე ისეთი მოვლენები,რომლებიც მაინც აღშფოთებას იწვევს.ვერ ვიტყვი,ყველაზე,რა თქმა უნდა(ზოგს ისიც ახარებს,რომ შუქი გვქონია და ასფალტი–ნუ,გადასახადებს არ იხდიან ეტყობა)იმიტომ რომ ბევრს სულ მცირედი და მარაზმულიც კი ყოფნის სრული ბედნიერებისთვის!მაგრამ ,მოდი ასე ვიტყვი–საზოგადოების ერთი ნაწილი სახტად დარჩა ამ ბოლო დღეების შემყურე.

მიხვდით ალბათ, რომ საუბარია წინა კვირის აჟიოტაჟზე,რაც ფილმ ”აგვისტოს 5 დღე”-ს პრემიერას მოჰყვა.

თავიდან ისე გააბუქეს ფილმი,რომ არიქა და საქართველო-რუსეთის ომზე ფილმი გადაიღესო და ეხლა კი გვეშველა,მსოფლიო ყველაფერს გაიგებსო და ’გვეშველებაო’–მაპატიეთ და ომზე ფილმი სხვა არ გვინახავს? ყველა ფილმი ომზე ერთნაირად გულისამაჩუყებლად მოქმედებს ადამიანებზე და სასტიკ რეალობასაც გადმოსცემს,მაგრამ მარტო ფილმის გადაღებით რომ ქვეყნის ’შველაზე’ იმედები დავამყაროთ,მაშინ ავღანეთი,ერაყი,კორეა და კიიიდევ ბევრი სხვა ქვეყანა სადაც წლობით ომი მიმდინარეობდა–უკვე კაი ხნის ’გაბრწყინებული’ უნდა იყოს!რამდენჯერ მივუტანეთ მსოფლიოს ლანგარზე დადებული საქართველო,მარტო ამ ბოლო წლებში,მაგრამ იმის ნაცვლად,რომ გვესარგებლა პიარით,საკუთარ თეფშში ’ჩავაფურთხეთ’!(მაპატიეთ გამოთქმისთვის!)

ჰოი ,შერონ სტოუნო!რა აღტკინებით გელოდა ქართული საზოგადოება(თვითონ ალბათ წარმოდგენაც არ ქონდა).ცნობად პირებს ’დახამებული’ ტელევიზია ჯერ კიდევ მის ჩამოსვლამდე სრულ ექსტაზში იყო!თავისი თვალით რომ იხილა ხომ უკვე ლამის კრუნჩხვები დაემართა.შემეცოდა რაღაცნაირად იმედის წამყვანი,საცოდავმა ინფარქტი არ მიიღოს მეთქი ნაადრევად ამხელა სიხარულისგან,ისეთი აჟიტირებული და აღელვებული იყო,რომ შინაარსსაც ვერ გამოიტანდი მისი ნაამბობიდან!სტილისტ მიშაზე და მის ვარცხნილობის და მაისურის ნიუანსებზე ხომ არაფერს ვიტყვი–ეტყობა იმ სავარცხელს საშვილთაშვილოდ შეინახავს-ამით შერონს ვვარცხნიდიო!რამოდენიმე დღე მხოლოდ ამ ’თემის’ ტრიალი გამიგია ეთერში?!და-შერონ-ებულები ვიყავით ყველანი.ვის ღა ახსოვდა თვითონ ფილმი?

ფილმის პრემიერა ისეთი გრანდიოზული და ზარ-ზეიმიანი ღონისძიება გამოვიდა,რომ შეშურდებოდა ბევრ აყვავებულ ქვეყანასაც(პრინციპში ჩვენც ხომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ მიშას თქმით),რა არის ჩვენთვის ზედმეტი 5 მილიონი–არც არაფერი!

თავიდანვე მიკვირდა რატომ კეთდება აქცენტი მარტო შერონ სტოუნზე!ფილმში ხომ საკმაოდ ცნობილი მსახიობებიც მონაწილეობდნენ,როგორებიცაა ენდი გარსია,ველ კილმერი,რიჩარდ კოილი,ჰიტერ გრეჰამი,ჯონატან შეიხი და სხვები.ჩემთვის გამაოგნებელი სიახლე იყო,როდესაც აღმოვაჩინე,რომ შერონ სტოუნი საერთოდ არ მონაწილეობდა ფილმში!ის მოწვეული სტუმრის სტატუსით სარგებლობდა! ეს ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარი იყო,რადგან ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მეორეს ფარავდა(ვგულისხმობ ფილმის პრემიერის მნიშვნელობას და პოპულარული მსახიობი- შერონ სტოუნის ვიზიტს),და ეს ყველაფერი იმის ფონზე,რომ პრაქტიკულად არავინ ვიცოდით ფილმში ’რეალურად’ მონაწილე მსახიობები როგორ რას აკეთებდნენ,მაშინ როცა შერონის მთელი ასავალ-დასავალი და ნაჭამ-ნასვამიც კი ცნობილი იყო!
სირცხვილია ასეთი აქცენტის სულ სხვა ადამიანის გადატანა,როდრსაც ფილმის სიუჟეტს და მის მნიშვნელობას ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებ.გამოვიდა,სახელმწიფო მნიშვნელობის დონეზე იყო შერონის ვიზიტისტვის ადგილი მიჩინებული,მაშინ როცა, შერონს, მაპატიეთ, სულ ცალ ფეხზე ეკიდა,ვისთან იყო სტუმრად,ძალიან არ ადარდბსდეს ეხლა მაგას საქართველოს ბედ-იღბალი!ჩვენი მთავრობის სტერეოტიპებს თუ გადავხედავთ მით უფრო გასაკვირია ეს ფაქტი,მაგრამ ეტყობა შერონის არც რუსეთში ვიზიტის შესახებ გაუგიათ რამ!

ხოდა, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა მას მერე,რაც მოვისმინე და წავიკითხე ადამიანების შთაბეჭდილებები უშუალოდ ფილმზე.ის იმდენად, მოდი ასე ვიტყვი–ცუდი ფილმია,რომ აი ზუსტად აქ დასჭირდათ ვინმე სხვა ადამიანის პიარით ამ წარუმატებლობის ’გადაფარვა’! ქალებზე და გულაობაზე დახამებულ ჩვენს მთავრობის ელიტას,ხომ ’ინსტინქტ’-ურად მაშინვე შერონ სტოუნი მოუვიდა აზრად(კიდევ კარგი პამელა ანდერსონი არ ჩამოიყვანეს,მაგრამ რა იცი,ეგებ თავის რიგს მორჩილად ისიც ელოდება),აქვე წინა წლის ჩვენი მთავრობის მიჩქმალურ სამარცხვინო გამოხტომას გაგახსენებთ ”ქართველები ლისაბონში, მეძავ–ფართი და გაოცებული სარკოზი”

მოკლედ ასეც ხდება,ბატონებო!სხვათაშორის იმასაც ვიტყვი,რომ შერონ სტოუნი ჩემი არა-საყვარელი მსახიობ ქალთა სამეულის ლიდერია–არ ვიცი რატომ,საკმაოდ ლამაზია,კარგი მსახიობიც არის თითქოს,მაგრამ მაინც არ მიყვარს(ბედი არ გინდა,მაინცდამაინც ეგ ჩამოიყვანეს!)
ხო, კიდე,ფილმის ნახვა მაინც მინდა, მაინტერესებს,ან თქვენ თუ გინახიათ დაწერეთ–არის მანდ ის სცენა,თავისუფლების მოედანზე წაგებულ ომს რომ რატომღაც ვზეიმობდით?
მე მეტს ’ენას აღარ მოვიფხან’-სავით და ფილმში მონაწილე მსახიობების სურათებსღა დავდებ.

ფილმის მონაწილე მსახიობების ფილმოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ აი აქ

ასევე ვიკიპედიაშიც კი არის შესული ეს ფილმი ”აგვისტოს 5 დღე”

Advertisements

17 responses to “ასეც ხდება

  1. შიო ივნისი 9, 2011, 1:45 PM

    ყბა ჩამომივრდა ახლა რომ წავიკითხე შერონა არ მონაწილეობსო ფილმში! აბა რა ჯანდაბა უნდოდა აქ? ამ წუთამდე დარწმუნებული ვიყავი რომ მთავარი როლი ჰქონდა! არა აშკარად უნდა დავიწყო ისევ ტელევიზორის ყურება 🙂
    რაც შეეგვეხება ჩვენ… დიდად არ ვარ განათლებული ამ ამბების მსვლელობაში, გუშინ მითხრეს თურმე პირდაპირი ეთერით ყოფილა ყოველი მისი ნაბიჯი გადმოცემული, მაგრამ რაც წავიკითხე და გავიგე სტატიებიდან თუ ვიდეოებიდან მხოლოდ ერთი შთაბეჭდილება დამჩა: უნახავმა რა ნახაო ჩვენზეა ნათქვამი!

    • ketusi ივნისი 9, 2011, 4:09 PM

      “ყბა ჩამომივრდა ახლა რომ წავიკითხე შერონა არ მონაწილეობსო ფილმში” –ორი დრეა რაც გავიგე მეც.

  2. მოლი ბლუმი ივნისი 9, 2011, 1:57 PM

    ფილმს, თუ წასვლა არ დამეზარა ან რამე უფრო საინტერესო არ მოვიფიქრე, რომელიმე უიქენდზე ვნახავ. შერონიზაცია არ შემხებია – ნტვ +-ის სპორტულ და კინო არხებზე, კულტურაზე და მეცოზე არაფერი უთქვამთ და ქართულ საინფორმაციოებს მე არ ვუყურებ. პატარა ქვეყნის სინდრომი რომ გვაქვს, ფაქტია და ეს “ხბოს აღტაცება” არ მიკვირს. საწყენი კია ისე… ან სტოუნი ვინ არის, ან ჰარლინი, ასე რომ გავეგეთ… 😦

    თავისუფლების მოედნის სცენა არ ვიცი, ქეთუსი და 2008-ში, იმ მოედანზე ვიყავი და ხალხი მანდ არ ზეიმობდა. ყოველ შემთხვევაში, მე ვისთანაც ვიყავი, ისინი ნამდვილად არ ზეიმობდნენ.

    • ketusi ივნისი 9, 2011, 4:12 PM

      ”თავისუფლების მოედნის სცენა არ ვიცი, ქეთუსი და 2008-ში, იმ მოედანზე ვიყავი და ხალხი მანდ არ ზეიმობდა. ყოველ შემთხვევაში, მე ვისთანაც ვიყავი, ისინი ნამდვილად არ ზეიმობდნენ.”– ”ვზეიმობდით’ მიწერია ზოგადად მოლი,ხალხი არა, მაგრამ სააკაშვუილი რომ რაღაცას ზეიმობდა და გვაბოლებდა,სინამდვილეში კი რომ სულ სხვა საომარი ვითარება იყო ეგ ხომ ფაქტია.მაგის მერე გაჩნდა ანეგდოტად ” ამ დამარცხებულ ომში რომ გამარჯვებულები ვყოფილვართ,რომ გაგვემარჯვა მაშინ რა იქნაბოდაო!”

  3. ninnaka ივნისი 9, 2011, 6:45 PM

    😦 ღმერთო ჭკუას როდის ვისწავლით ნეტა?

  4. ლიზიკუნა ივნისი 9, 2011, 11:23 PM

    ვერ ვისწავლით))))))) იქამდე სანამ სხვის ტკივილს გულთან ახლოს არ მივიტანთ და არ გავიზიარებთ))))) ეხლა კითხეთ იმ ხალხს ვინც აგვისტოს პერიოდში მოუწია იქ ყოფნა. ეხლა იმათ უნდოდა ეს ყველაფერი? გააპიარეს და ამაზე და მათზე ფულიც გააკეთეს))))) ყველაფერი ძალინა კარგია და იქნებოდა კარგი როცა გარშემო ცოტა უკეთესი სიტუაცია რომ იყოს))))) 7000-10000დოლარამდე გირდა ბილეთები. არ მჯერა რომ შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება)))) არანაირად არ მჯერა

  5. აქსიომა ივნისი 10, 2011, 2:17 AM

    შენი აქცენტები მომეწონა. შერონი კი მართლა ლეგენდაა. 🙂

    • ketusi ივნისი 10, 2011, 11:12 AM

      მადლობა შეფასებისთვის :*

      ისე, შერონი ერთ კარგ პოსტს კი იმსახურებს, 76 მარტო ფილმი,უამრავი დაჯილდოება,და რაც მთავარია–ერთ-ერთი უჭკვიანესი ქალი!(მერე რა მე რომ არ მიყვარს,მაინც აღფრთოვანებული ვარ შერონით როგორც პიროვნებით)

  6. ლიზიკუნა ივნისი 11, 2011, 5:12 PM

    მე ყველანაირ სიახლეს მივესალმები, ზალიან მომწონს რომ გაიხედავ და ყველაფერი ლამაზია. შერონის საწინაღმდეგო არაფერი მაქვს ნამდვილად. მომწონს როგორც ქალი და როგორც მსახიობი, მაგრამ დარწმუნებული ვარ მაგ კინოს საყურებლად არავინ მივიდე იქ ჩევენი საზოგადოერ~ბიდან. მეორე დღეს აჭრელებული იყო ვის რა ეცვა, როგორ ეცვა, ვინ როგორ გაიგიმე , როგორ იდგა და ასე შემდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიძახი რომ არ მომწონს, როცა ასეთ უბედურებაზეა ლაპარაკი და ტრაგედიაზე. რამდენი უდანაშაულო ადამიანი ჩაიხოცა იქ. თორემ რაც მეტი ჩამოვა საქართველოში და რაც მეტი ადამიანი გაიგებს ჩვენს შესახებ ამას რა ჯობია. თუნდაც ბევრი ფული იხარჯებოდეს.მაგრამ ტრაგედიაზე გაპიარება და მარიაჟობა მე არ მესმის და რა ვქვა. რატომ იმ ადგილას არ წაიყვანეს სადაც აგვისტოს ბიჭები არიან დაკრძალულნი ან ლტოლვილები რა პირობებში ცხოვრობენ. ეს 5 მილიონი რაც შერონ გადაუხადეს მაგათთვის უნდა მიეცათ და არა პიარში. მაშინ ვიტყოდი რომ ეს ამად ღირდა თქო….ერს პირადად ჩემი აზრია

  7. Chiamaria ივნისი 11, 2011, 9:24 PM

    არადა როგორ ვაპირებდი ფილმის ნახვას :შ
    საერთოდ ოდნავი ინეტერესიც აღარ მაქვს

  8. ლიზიკუნა ივნისი 11, 2011, 10:24 PM

    რატომ პირიქით უნდა ნახო)))) თუ იშოვე ბილეთი კი….ეს სხვათა სორის რეკლამაც არის მაგ ფილმისთვის))))) ეხლა ნახე ბილეთების დეფიციტიც კი იქნება დარწმუნებული ვარ))) ისე მეც ძალიან მაინტერესებს რადგან ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ ფილმზე კომენტარებში არავის))))

  9. ketusi ივნისი 11, 2011, 11:37 PM

    მეც არ მინახია ფილმი და თუ შემთხვევა ჩამივარდა აუცილებლად ვნახავ.მერე პირად ჩემს შთაბეჭდილებებსაც დავწერ.

  10. beso7x7 ივნისი 12, 2011, 12:20 AM

    შეიძლება ჩემი აზრი გამოვთქვა? 🙂

    ფილმი ძალიან ეფექტურია და კარგი გადაღებულია!!
    ისტორიაც, თემაც შესაბამისი აქვს!!

    ოსკარზე კიდე ეგ ფილმი შეიძლება გავიდეს მაგრამ ვერაფერს მიიღებს, იმიტომ რომ ზოგადი პრობლემაა გადაღებული და არა პიროვნული, ოსკარზე კიდე ზოგად პრობლემებს არაქცევენ მაინდამაინც ყურადღებას, უფრო პიროვნული ტრაგედიები ჯილდოვდებახოლმე!!
    გომიაშვილს აქვს შანსი მეორეხარისხოვანი უცხო როლის შესრულებისთვის მიიღოს ოსკარი მარა….. ვნახოთ!!! ღმერთმაქნას!!!

    შერონს რაჯანდაბა უნდოდა მართლა არვიცი მაგრამ საპატრიარქომ რომ ესე გულთბილად მიიღო ესეც ძალიან გამიკვირდა სიმართლე გითხრათ!!

    ზოგიერთი საკითხი რაც ხდება ქვეყანაში ძალიან არმომწონს, თავისი ადგილი, ფუნქცია და დანიშნულება დაკარგა მგონია “სტრუქტურებმა”

    ფუნქცია დაკარგულ, საძოვარზე მიშვებულ ერს არ დავემსგავსოთ მაგის მეშიანია!! “თუთაშხიასი” არიყოს.

    ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე!!

    “———————————–”

    ძალიან გადავუხვიე….. მაპატიეთ!!!

    ფილმი ეფექტური და გასაყიდად გამზადებული კაი პროდუქტია და ამ ყველაფერში საქართველო თუ იხეირებს ძალიან გამიხარდება!!!

  11. beso7x7 ივნისი 12, 2011, 12:39 AM

    ხო კიდე ერთს დავამატებ თქვენის ნებართვით!!!

    ყველამ იცით იტალიური ბრენდი ფერარი ან ლამბორგინი!

    ეს ისეთი ბრენდებია რომ მისი წარმოებული პროდუქცია (ავტომანქანა) გაყიდვის დღიდან ფასს იმატებს!! რაც დრო გადის ამ მანქანებს ფასი ემატება (თუ არ დაიმტვრა რათქმაუნდა).
    ამ მანქანის შეძენა ადვილი არარის არამარტო მისის სიძვირის გამო, არამედ ის თანხა რომელიც მანქანაში უნდა გადაიხადო აუცილებლად უნდა დაასაბუთო საიდან გაქვს .(დეკლარირება უნდა მოახდინო თანხის)

    ამით რისი თქმა მინდა…..

    ის პარლამენტარი რომელიც მიბრძანდა თავის მეუღლესთან ერთად იმდღეს ფილმის სანახავად საიდან ქონდა ბილეთის ფული დაასაბუთებს??? !!!

    თუ საწყალ ბიზნესმენებს შეტენეს იმათი ბილეთის ფული!!!

    ნუ პრინციპში ყველაზე კარგი გამოსავალია…….

    • ketusi ივნისი 12, 2011, 12:55 AM

      არაფერი არ არის გამორიცხული,მაგრამ მე მგონი,თვითონაც კარგად გადაიხდიდა თავისი ჯიბით,რადგან კარგად იცის,რომ არავინ შეუმოწმებს საიდან აქვს .

  12. teennewson აგვისტო 25, 2011, 7:43 PM

    კეთუსი კარგი პუბლიცისტური სტატია გამოგივიდა…. შენს ადგილას კიდევ დავწერდ ასეთი სახის პოსტებს….

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: