Ketusi's Blog

take it easy,it's just life

იცი სად მოხვდი?

იცი სად მოხვდი?
სად და ჩემს ბლოგზე მოხვდი!
მოგესალმები,ჩემო სტუმარო!
უსაზღვროდ მიხარია შენი აქ მოსვლა!
როგორი გაკვირვებული იყურები?გეუცხოება აქაურობა?
მინდა გითხრა,რომ მოხვდი ბლოგზე.ბლოგი–ეს ერთგვარი ვებ საიტივითაა,ზოგადად ბლოგი სიახლეა საქართველოს ინტერნეტ სივრცისთვის,სულ რამოდენიმე წელია,რაც პოპულარული გახდა.ბლოგის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციას მოგაწვდის თეა :ბლოგის შექმნის ისტორია -ში ,თამამად დააწკაპე ბმულს და შენც გაიგებ ამის შესახებ.
ახლა კი,მოდი,ჩემს ბლოგზე ექსკურსიის მაგვარი ჩავატაროთ, რომ იცოდე აქ რა ხდება და შენ რისი გაკეთება შეგიძლია და იცოდე, რომ რაც ჩემ ბლოგს შეეხება,ზოგადად ყველა ბლოგის დამახასიათებელია
მაშ ასე…
Ketusi’s Blog –ეს ჩემი ბლოგის სახელია
ქვე სახელი კი არის ”ცხოვრება მშვენიერია” —რადგან ჩემი ბლოგი—პოზიტიური ბლოგია 🙂

სათაურის ქვეშ განლაგებულია პანელი,რომელსაც რამოდენიმე პუნქტი აქვს.მათ ჩვენ Page-ებს ვუწოდებთ(ფეიჯები).თამამად შეგიძლია მათზე დააწკაპო და ნახო იქ რა წერია.’Home’-ის დაწკაპებისას ნებისმიერ დროს გადახვალ მთავარ გვერდზე.’გააკეთე შენი ბლოგი’ -ის განყოფილებაში თავმოყრილია ყველა პოსტი,რაც დავწერე მათთვის,ვისაც ავისი ბლოგის გაკეთება უნდა.’მომწერე’ –გამნყოფილება გავაკეთე,რომ თუ რაიმე შეკითხვა გექნა–მომწერო,იქ სახელი და მეილი უნდა მონიშნო–მეილი შეგიძლია რაიმე აბდაუბდა ჩაწერო,მაგრამ თუ ჩემგან პასუხს ელოდები–მაშინ სწორი მეილი ჩაწერე.ჩემთან მოწერილი წერილი სხვისთვის ხილული არ არის–კონფედენციალურია.თუმცა განყოფილებას კომენტარის ბოქსიც აქვს.

’Shopping’ -განყოფილებაში ინტერნეტით გამოწერაზეა პოსტები.

ყველაზე საინტერესო ახლა იწყება:
მთავარ გვერდზე განლაგებულია ყველა ის სტატია,ანუ Post-ი (პოსტი),რასაც ბლოგის ავტორი წერს.
ჩამოუყევი სახელწოდებებს,პირველი პოსტი უმეტესწილად სრულად ჩანს ხოლმე.დანარჩენის კი თუ მხოლოდ სათაურია,დააწკაპე მასზე, რომ სრულად გამოჩნდეს!არის მეორე საშუალებაც!ჩვენ განგებ ვამოკლებთ ამ პოსტებს,რომ მთავარ გვერდზე რაც შეიძლება მეტის ნახვის საშუალება მოგეცეთ,ამიტომ თუ ტექსტის ქვეშ ან სურათის ქვეშ დაინახავ ღილაკს(როგორიც ჩემთან არის–MORE ),მას დააწკაპე,რომ პოსტი სრულად იხილო:

ზოგ ბლოგერს MORE-ის ნაცვლად ასეთი რამ უწერია:

ასე აქვს მაცოს ბლოგზე http://dandellions.wordpress.com/

ასე აქვს კახის თავის ბლოგზე http://kaxiii.wordpress.com/

kevana-ს ბლოგზე http://kevana.wordpress.com/

ninnaka-ს ბლოგზე http://ninnaka.wordpress.com/

მაშ ასე,როცა პოსტი მთლიანად გამოჩნდება,მის დაბლა შემდეგი ფუნქციებია განლაგებული :

”გაზიარება” –აქ არის Facebook-იც–ამას თუ დააწკაპებ,თქვენი Facebook-ის გვერდზე დაიპოსტება ეს პოსტი(უბრალოდ მანამდე აქტივაცია დაჭირდება ანგარიშს),აქ არის twitter-იც,ხშირად არის ხოლმე, მეილით პოსტის მიღების საშუალება, ან იქვე ამობეჭდვა.Like–ღილაკს რაც შეეხება,მხოლოდ მას აქვს საშუალება ’მოიწონოს’ პოსტი,ვისაც ბლოგი აქვს 🙂

ყველა პოსტის ბოლოს არის ფანჯარა კომენტარებით,სადაც შენი აზრი შეგიძლია გამოხატო კონკრეტულ პოსტთან დაკავშირებით,Name-ში სახელს ჩაწერ,რომლითაც გამოჩნდები, Email –ში  უნდა ჩაწერო შენი იმეილი,მაგრამ თუ არ გახსოვს ან არ გაქვს,არ არის პრობლემა, ნებისმიერი აბდაუბდა შეგიძლია ჩაწერო,მთავარია ბოლოში @ და რაიმე დომენი იყოს,მაგალითად yahoo.com,ან mail.ru ან posta.ge…Website–ში თუ ვებ საიტი გაქვს იმას ჩაწერ,მერე კომენტარს დაწერ.სანამ გამოქვეყნებას  დააჭერ,შეგიძლია დაბლა ველები მონიშნოთ: პირველი–თუ გინდათ რომ ამ პოსტის შემდგომ დაწერილი კომენტები მეილზე მოგივიდეს–მაშინ მოქმედი მეილი უნდა ჩაგეწერა.მეორე კი–თუ გინდა,რომ ბლოგის ახალი პოსტების შესახებ  მეილით გაიგო–აქაც მოქმედი მეილის ჩაწერაა მაშინ საჭირო.ბოლოში Post Comment-ს დააჭერ.

ყველა დაწერილი კომენტარები ჩანს ცალკე ’კომენტარები’-ს განყოფილებბაში ბლოგის გვერდითა მხარეს-  sidebar-ზე.ისეთი კომენტარის ავტორები,რომლებსაც სურათი–გრავატარი–ახლავს თან,თვითონაც ბლოგის მფლობელები არიან,და მათი ბლოგის ნახვა შეიძლება,თუ დააწკაპებ მათ სახელს.გასწვრივ კი წერია,თუ კონკრეტულად რომელ პოსტზე გააკეთა დამიანმა კომენტარი.
.
.
.
.
.
’პოსტები’-ს განყოფილებაში არის თავმოყრილი ბოლო პოსტები,რა თქმა უნდა ეს ყველა პოსტი არაა,რაც ბლოგზე დაწერილა,ნებისმიერს შეგიძლია დააწკაპო,რომ სრულად ნახო.ბლოგის ძველ პოსტებს კი ნახავ მთავარი გვერდზე თუ გადახვალ,ბლოგის სულ დაბლა  ისარია ’PREVIOUS’    Older Entries –ამას თუ დააწკაპებ–ძველი პოსტები გაიშლება.
.
.
.
.
.
პოსტები კატეგორიებსიცაა ორგანიზებულად ჩათვლილი,ამიტომ თუ  ’კატეგორიები’-ს ნუსხიდან ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო დასახელებას დააწკაპებთ–გაიხსნება შესაბამისი შინაარსის პოსტები.

.

ყველა ბლოგს თავისი მეგობარი ბლოგები ყავს,მეც გთავაზობთ  ეწვიოთ ჩემს მეგობრებს,დააწკაპეთ ლინკს,რომ მოხვდეთ იმ ბლოგზე 🙂

.

.

.

.
.
.

ყველა ბლოგს სხვადასხვა ადგილას(ჩემი ბლოგის შემთხვევაში სულ ქვემოთ) განლაგებული აქვს პოსტების არქივი,სადაც შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ყველა წელს თუ თვეს გამოქვეყნებულ პოსტს.არის მთვლელებიც–თუ რამდენი ადამიანი ეწვია ბლოგს საერთოდ ან უშუალოდ იმ დღეს,ასევე ამწუთას რამდენი ადამიანი იმყოფება ბლოგზე.”Tag ღრუბელი” -ში შეყვანილია საკვანძო სიტყვები,რითიც შეგიძლიათ ადვილად მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო შინაარსის პოსტები.ასევე twitter-ის ჩატ ბოქსი.

ასევე ბლოგზე განთავსებულია სამძებრო სისტემაც ,search-ი ,და ასევე Facebook -ის პროფილთან თქვენი დამაკავშირებელი ბადჯები. ჩემს შემთხვევაში პირველი უშუალოდ ცემი პროფილია,ჩემთან დამეგობრება თუ გინდათ,მეორე კი ამ ჩემი ბლოგის გვერდია 🙂 .

მოკლედ,ექსკურსია ჩემს ბლოგზე ამით მთავრდება.აწი გეცოდინებათ,რა ხდება ბლოგზე და თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ.
თუ დაწერილი პოსტი მოგეწონათ,ან აზრის გამოხატვა გინდათ,ნუ დაიზარებთ და კომენტარი დაწერეთ–იცოდეთ,რომ ნებისმიერი სტუმრის კომენტარს სიხარულით ხვდება ყველა ბლოგერი.

აბა თქვენ იცით
წარმატებები ^__^

21 responses to “იცი სად მოხვდი?

  1. ninnaka მაისი 11, 2011, 12:07 AM

    ისეთი თბილი და ოჯახური გარემო გაქვს შექმნილი, აქ რომ შემოვდივარ, მგონია რომ რბილ სავარძელში კომფორტულად ვთავსდები. 🙂

    • ketusi მაისი 11, 2011, 1:34 AM

      კი,ჩემო ნინაკა,მივარს როცა სტუმრად მეწვევიან ხოლმე.
      მოიცადე,არსად წახვიდე,ეხლა ყავას მოვადუღებ ❤
      ♥♥♥♥♥♥♥♥

  2. აქსიომა მაისი 11, 2011, 4:21 AM

    ქეთუსი შენ ნობელის პრემია უნდა მოგანიჭონ გზააბნეული ბლოგერების დაკვალიანების კეთილშობილურ საქმეში შეტანილი წვლილისთვის. მაოცებ და მშურს შენი ენერგიულობის! 🙂 კარგ საქმეს აკეთებ.

    • ketusi მაისი 11, 2011, 11:00 AM

      მადლობა უდიდესი. ❤
      ძალიან ბევრი ადამიანია,ვინს ვერ ერკვევა ტექნიკურ სიახლეეში.უკითხიათ–აბა რა უნდა გავაკეთო მანდ,გამბედაობა არ ყოფნით რომ კომენტარი დაწერონ,ან მეილი არ აქვთ და გონიატთ კომენტარი არ დაიწერება.
      ამიტომ დავწერე ეს ’ინსტრუქცია’ ^__^

  3. kevana მაისი 11, 2011, 10:20 AM

    რამე თემა მოიფიქრე, დაპატიჟებული ხარ სტუმრად ჩემთან :დ

      • kevana მაისი 11, 2011, 12:19 PM

        არაფერს, პირიქით, მიხარია რომ ჩემი რიგით მეორე სტუმარი იქნები :სუნ:

        რომ შემოხვალ, გესთპოსტ-ი არის კატეგორია და იქ ჩაუშვებ პოსტს.
        სპეციალურად სტუმრებისთვის ტეგ ღრუბელიც მაქვს გამზადებული 🙂
        თითქმის ყველა ფუნქცია (არ ვიცი რამე გამომრჩა თუ არა) ჩართულია, ასე რომ თავი იგრძენი როგორც საკუთარ ბლოგზე :დ :*

  4. lizikuna მაისი 12, 2011, 1:10 AM

    amaze uketes adgilas sad movxvdebodi))))))))))))))))magari xar ketusi

  5. lizikuna მაისი 12, 2011, 11:59 PM

    xo, zustadac masea)))) nebismier rameze Seidzleba isaubro da yvela ertmanetze sainteresoa)))) shemobrdzandit, daatvalieret, tkveni azri gamotqvit da gabrdzandit))))))))))))))

  6. Teaa მაისი 15, 2011, 6:12 PM

    mec davilinkee 🙂 თურმე ვიღაცას რაღაცაში ადგება ჩემი პოსტიც… 🙂 რა მაგარია 🙂 ქეთუუუს :* :* :*

  7. Mallorie მაისი 15, 2011, 9:59 PM

    ჰაჰა, მაცოსო.. მაცოსიც იყო და ქეთუსიკო..

  8. marika ივნისი 9, 2011, 8:22 PM

    ქეთუსი, დიდი მადლობა! ძალიან კარგი გოგო ხარ. მე ბევრი რამ არ ვიცი და დღეს დავიწყე შენგან სწავლა. “ცოდნა სინათლეა და რაც უნდა ბევრს გაუნაწილო,შენ არა დაგაკლდება რა”

  9. ketusi აგვისტო 15, 2011, 2:41 AM

    მართალია,ბლოგის ვიზუალური მხარე შეიცვალა,მაგრამ …
    მაგრამ ამას რა მნისვნელობა აქვს, ბლოგის მოხმარების წესი იგივეა 🙂

  10. marikuna525 ივნისი 27, 2013, 12:37 PM

    mgoni shens blogs unda daarqva ojaxuri garemo 🙂 dzalian tbili da kargi posti iyo ^_^ samwuxaroa rom gvian vnaxe 😦

შენი კომენტარი