Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

გაზაფხული–ურთულესი დრო მოზარდებისათვის!


მოვიდა და ლამის უკვე გავიდა კიდეც ეს ჩვენი რიგითი გაზაფხული.ყველა გულის ფანცქალით და რაღაც თითქოს სიახლის მოლოდინით ველოდებით ხოლმე გაზაფხულს დამღლელი და ცივი ზამთრის შემდგომ.
ეს აყვავებული ხეები,სიმწვანე და ბევრი ყვევილები კარგია და ყველას გვიყვარს,მაგრამ არიან პატარა ადამიანები,ვისთვისაც გაზაფხული ლამაზის გარდა უცნაურიც არის.თავიანთ თავში რაღაც ცვლილებებს აჩნევენ და ვერ აუხსნიათ რა არის!
საუბარი მაქვს ჩვენს მოზარდებზე,13 დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებზე.თინეიჯერების ასაკი უფრო ფართო ასაკს მოიცავს,როგორც ვიცით(ეს 13-19 წლებია)მაგრამ ამ შემთხვევაში ძირითადად გაზაფხულთან დაკავშირებული პრობლემები 13-17 წლის მოზარდებში შეიმჩნევა ხოლმე.
მიხვდით ალბათ რაზე ვსაუბრობ,ხო?მე ვიცი, რომ ჩემს ბლოგს მოზარდებიც გადააწყდებიან ხოლმე–და მათ ვუძღვნი ამ პოსტს.
ბავშვვბებო,ურთულესი პერიოდია თქვენს ცხოვრებაში–განუმეორებელიც კი.ყველა ადამიანს აქვს ეს გამოვლიოლი!
და რა ხდება ამ დროს?
–კონცენტრაციას ვერ ახდენთ.გიჭირთ მეცადინეობა,აზრები გეფანტებათ
–წიგნის დანახვა არ გინდათ,იმიტომ იცით,რომ იქ წერია ის,რისი სწავლაც მოგიწევთ,არადა როგორ გეზარებათ!
–მუდმივად გაღიზიანებული ხართ,პატარა წვრილმანზეც კი ნერვები გეშლებათ
–თუ ’შეყვარებული’ გყავთ,ნერვიულობთ,თუ არ გყავს მაინც ნერვიულობთ 🙂
–გულში რაღაც აფორიაქებას გრძნობთ,ერთ ადგილას ვერ ისვენებთ
–გინდა ხან იყვიროთ უმიზეზოდ,ხან იტიროთ,ხან იცინოთ–რაღაც არაადეკვატური ხართ
–თვალი მეგობრებისკენ და ეზოსკენ გაგირბით,თუ კარგი ამინდია,ხომ მთლად ტანჯვაა სახლში ყოფნა!
–ფიქრობთ რა გჭირთ და ვერაფერი ვერ მოგიფიქრებიათ,უკვე თქვენთვის ფიქრობთ: ”ხომ არ ’გავაფრინე’? 🙂
——–რავი,კიდევ რა ჩამოვთვალო,ალბათ რაც მე გამომრჩა თქვენც დაამატებთ.

მოკლედ,მინდა გითხრათ რომ ეს ყველას ემართება ამ ასაკში,ზოგს მეტად გამოხატულად,ზოგს ნაკლებად.
და რისი ბრალია? რისი და გაზაფხულის! სისხლი უდღს ამ დროს მოზარდს,მის ორგანიზმშიც უდიდესი ცვლილებები ხდება,მის გონებაშიც უკვე ფასეულობების გადაფასება ხდება–თუმცა ეს უკვე სულ სხვა თემაა.
და, გარდა იმ პატარა ფიზიოლოგიური პრობლემებისა, როგორიცაა გამონაყარი,ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები(ამ ასაკში თვასა და ხელს შორის იზრდებით 🙂 ),კიდევ ეს ’ოხერი’ ფსიქიკური პრობლემები გინდოდათ?!
მაგრამ რას იზანმთ,ასეა მოწყობილი ადამიანი,ესაც უნდა გადალახოთ.
ძალიან ბევრ მზგავს ჩივილებს ვკითხულობ ხოლმე თინეიჯერების ბლოგებზე, და რად მინდა სხვისი დაწერილი,იმის გარდა,რომ გარშემოც ბევრი ბავშვი მყავს,აგერ სახლში მყავს მაგ ასაკის შვილი და თვითმხილველი ვარ ყველა ამ მოვლენის(ჩემი თავი ამ ასაკში კარგად კი არ მახსოვს 🙂 )
ჩემი ხატია ზოგჯერ წუწუნებს :–”დეეეეე,რა ვქნა,ვერ ვმეცადინეობ,არ შედის თავში არაფერი.კი ვკითხულობ მაგრამ რაღაც სხვაზე ვფიქრობ,კი არ ვფიქრობ,მეფიქრება,ოღონდ არ ვიცი რაზე,აუ არ დამცინო,რაააააააა” –ვაიმე რა საყვარელია ამ დროს!როგორი გულწრფელი გოდება მოდის ხოლმე მისგან.
რა შეიძლება გირჩიოთ? როდესაც ასე თავაბნეული ხართ,დაანებეთ თავი წიგნებს,ცოტა ხანი სუფთა ჰაერზე გადით,რაიმე მუსიკას მოუსმინეთ,იცეკვეთ,ენერგია დახარჯეთ.დაისვენეთ და მერე შეუდექით სწავლას.თქვენს თავში თუ იპოვნით ძალას,თორემ ამას სხვა ვერ გაიძულებთ!გააანალიზეთ,რომ ეს დროებითი პერიოდია,და არ ნიშნავს,რომ გული აიყაროთ სწავლაზე ან გახდეთ უხეშები. დიდ გმირობად მიმაჩნია მოზარდების შრომისუნარიანობა და სწავლისადმი ერთგულება!ამ ასაკში განსაკუთრებით გონება გახსნილია ადამიანი,მტვერსასრუტივით იწოვს ცოდნას!
ნუ დაემორჩილებით გაზაფხულის ’ხუშტურებს’ ,იყავით ძლიერები!
ძალიან მიყვარხართ!
თქვენი ქეთუსი :*

Advertisements

15 responses to “გაზაფხული–ურთულესი დრო მოზარდებისათვის!

  1. kevana მაისი 14, 2011, 1:33 PM

    აქაც დავტოვო ჩემი კვალი
    :^_^:

  2. makuna მაისი 14, 2011, 9:49 PM

    მეც სულ მასე ვარ :(.მეგონა მარტო მე მჭირდა მაგეტები.გარეთ არ ვიმჩნევ,მაგრამ ერთიანად მომბეზრდა ყველაფერი.სულ მეუბნებიან რა რტული გარდატეხის ასკი გაქვსო! არადა დიდი ვარ უკვე,სკოლას ვამთავრებ.მეშველება რამე?
    ზალიან საინტერესო რაღაცეებს წერთ ხოლმე.
    ხო,მართლა,არ ვიცოდი ასეთი ადვილი რო იყო კომენტარის დაწერა,მეგონა რეგისტრაცია სჭირდებოდა.ის თქვენი წინა დაწერილი პოსტი რომ წავიკიტხე,სადაც ბლოგზე გიწერიათ,მომეწონა,მართლა ახლახანს გავიგე რომ ეს ბლოგი ყოფილა,ისე საიტი მეგონა 🙂

    • ketusi მაისი 14, 2011, 11:38 PM

      არაუშავს,გადაგივლის 🙂
      მადლობა კომენტარისთვის,makuna
      კი,ადვილია კომენტარი,თან რომ იცოდე როგორ მიხარია ხოლმე ასეთი კომენტარების კითხვა.
      :*

  3. Mia.. : >> მაისი 15, 2011, 2:46 PM

    მართლა ძაან ცუდი ასაკია.. :ს
    ,,ფიქრობთ რა გჭირთ და ვერაფერი ვერ მოგიფიქრებიათ,უკვე თქვენთვის ფიქრობთ: ”ხომ არ ’გავაფრინე’? ”
    – ეს კარგი იყო
    მე მაგალითად არც კომპიუტერი მინდა , არც ეზოსკენ გამირბის თვალი არაფერი არ მიდნა უბრალოდ შემიძლია მთელი დღე ვიჯდე და არაფერს ვაკეთებდე/ საოცარი სურვილი მაქვს არაფრის კეთების ^^

  4. Jazzmena მაისი 15, 2011, 10:35 PM

    ეჰჰჰ, კაი დრო იყო სკოლის პერიოდი… სევდა შემომეძალა ქეთუსსს… ვბერდები მგონიიი 🙂

  5. otius მაისი 17, 2011, 1:17 AM

    5 დღეც და ოფიციალურად ვემშვიდობები ”თინეიჯერის” სტატუსს… არ ვიცი კარგია თუ ცუდი, მაგრამ წლები მემატება და თითქოს ვბერდები 🙂

    კარგი პოსტი იყო, ქეთუსი :)))))

    • ketusi მაისი 17, 2011, 2:00 AM

      რა დაბერება აგიტყდათ,კაცო,რას გავს ეს? :)))))))

      საუკეთეს ასაკში ხარ,მინდა გითხრა ^__^

      მადლობა შეფასებისთვის :*

  6. otius მაისი 17, 2011, 10:49 PM

    აბა რა გითხრა, ადრე მიხაროდა წლები რომ მემატებოდა, ეხლა იმდენად აღარ… ალბათ უფრო პირიქით…

    არაფრის :))

  7. Meriemi მაისი 25, 2011, 4:54 PM

    vaimee ra skola mezizgeba ukve rac datba 😐

  8. tetiko მაისი 26, 2011, 12:51 PM

    dei martaliii xaar…
    –წიგნის დანახვა არ გინდათ,იმიტომ იცით,რომ იქ წერია ის,რისი სწავლაც მოგიწევთ,არადა როგორ გეზარებათ!
    –მუდმივად გაღიზიანებული ხართ,პატარა წვრილმანზეც კი ნერვები გეშლებათ
    –თვალი მეგობრებისკენ და ეზოსკენ გაგირბით,თუ კარგი ამინდია,ხომ მთლად ტანჯვაა სახლში ყოფნა!
    roca kai amindebi gamodis megobrebtan ertad minda yopna, patara ragaceebi da magizianebs yuvelaperi da wignis danaxva xo ar midna 😀 mara ro vici sachiroa sxva ra gza maq ? 😀

  9. ketusi მაისი 26, 2011, 5:38 PM

    აბა, მეტი რა გზა გაქვს 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: