Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: საშიში

რატომ არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის ძაღლის ბეწვი

ხშირია შემთხვევა და ბევრ ჩვენგანს სმენია, რომ ექიმმა ორსულ ქალს კატეგორიულად მოსთხოვა ძაღლის გაშვება ბინიდან. მიზეზებს, როგორც სჩანს, ყველა ადამიანისთვის გასაგებ უბრალო ენაზე ხსნიან: ძაღლის და კატის ბეწვი გადაყლაპვისას ან ჩასუნთქვისას იწვევს ინფექციებს, რომლებიც ძალიან საშიშია, მაგალითად ექინოკოკი.

უბრალო ადამიანებში ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე ვრცელდება და იცვლება და პრაქტიკულად    “ძაღლი შხამიანია”–ზე დადის. ხალხს ჰგონია რომ ბეწვის ჩაყლაპვა ლამის სიკვდილს იწვევს.

  არადა, ფიცი გვწამს ბოლო გვაკვირვებს…. ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვთ ამ  საკითხზე      განვითარებულ სამყაროში და არა მხოლოდ აზრი, პრაქტიკაც კი  საწინააღმდეგოზე მეტყველებს.  ამდენი ადამიანია ევროპასა და ამერიკაში,  ჩრდილოელ “ძმებს” რომ თავი დავანებოთ, რომლებიც  ძაღლებთან და  კატებთან ერთად იზრდება ჩვილობის ასაკიდან და ცოცხალი და ჯანმრთელი  რჩება. ამერიკელი მეცნიერები იმასაც კი ამტკიცებენ,  რომ ადამიანი ნაკლებად განწყობილია  ალერგიისა და სასუნთქი გზების პრობლემებისადმი თუკი იგი ცხოველის სიახლოვეს იზრდება.

ზედმეტი–საშიშია!!!

ზედმეტია–> ესეიგი არ გვჭირდება!
არ გვჭირდება?–> ესეიგი მავნეა!
მავნეა?—> ესეიგი საშიშია!
Read more of this post