Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: ბეწვი

რატომ არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის ძაღლის ბეწვი

ხშირია შემთხვევა და ბევრ ჩვენგანს სმენია, რომ ექიმმა ორსულ ქალს კატეგორიულად მოსთხოვა ძაღლის გაშვება ბინიდან. მიზეზებს, როგორც სჩანს, ყველა ადამიანისთვის გასაგებ უბრალო ენაზე ხსნიან: ძაღლის და კატის ბეწვი გადაყლაპვისას ან ჩასუნთქვისას იწვევს ინფექციებს, რომლებიც ძალიან საშიშია, მაგალითად ექინოკოკი.

უბრალო ადამიანებში ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე ვრცელდება და იცვლება და პრაქტიკულად    “ძაღლი შხამიანია”–ზე დადის. ხალხს ჰგონია რომ ბეწვის ჩაყლაპვა ლამის სიკვდილს იწვევს.

  არადა, ფიცი გვწამს ბოლო გვაკვირვებს…. ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვთ ამ  საკითხზე      განვითარებულ სამყაროში და არა მხოლოდ აზრი, პრაქტიკაც კი  საწინააღმდეგოზე მეტყველებს.  ამდენი ადამიანია ევროპასა და ამერიკაში,  ჩრდილოელ “ძმებს” რომ თავი დავანებოთ, რომლებიც  ძაღლებთან და  კატებთან ერთად იზრდება ჩვილობის ასაკიდან და ცოცხალი და ჯანმრთელი  რჩება. ამერიკელი მეცნიერები იმასაც კი ამტკიცებენ,  რომ ადამიანი ნაკლებად განწყობილია  ალერგიისა და სასუნთქი გზების პრობლემებისადმი თუკი იგი ცხოველის სიახლოვეს იზრდება.

ბეწვის ქურქი — 2011 წლის შემოდგომა-ზამთრის ტრენდი

ამ შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის დიზაინერებმა უამრავი ქურქის მოდელი შექმნეს როგორც ბუნებრივი ბეწვის,ასევე ხელოვნურისაც.

დამეთანხმებით ალბათ,რომ ისე არაფერი სძენს ქალს გლამურულ იერს,როგორც ბეწვი!

ამ ბოლო წლებში დაიხვეწა ქურქის დიზაინიც,ეს აღარაა ერთი ტიპის გრძელი ქურქი!უამრავი სტილის ქურქი მოგვეწოდება ბაზარზეც.უამრავმა სტილმა მომხმარებელიც ’გააახალგაზრდავა’,რადგან გრძელი ბეწვის ქურქი უფრო სოლიდურ იერს სზენდა ქალს და ამიტომ ახალგაზრდა თაობა მას თავს არიდებდა.ახლა კი არჩევანი ისეტია,რომნებისმიერი ასაკის ქალბატონი შეირჩევს ქურქს!
გააგრძელე კითხვა