ჩაის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ.ეს პაკეტის ‘ერთჯერადი’ ჩაი კი სასტიკად არ მიყვარს!ფოთლის ჩაი კი,ჩვენი,უფრო მიყვარს,მაგრამ მასაც ყავის ანალოგიურად ,საღამო საათებში ვერ მივირთმევ,რადგან მერე არ მაძინებს.არადა მეგობარს გურიაში წასვლისას ვაბარებდი ხოლმე და ჩამოჰქონდა ოჯახის,მთელ-მთელი ფოთლის ჩაი.ისეთი სურნელოვანი იყო!
საღამოს,მეგობრები თუ მესტუმრებოდნენ,მათ კი გავუმასპინძლდებოდი ხოლმე ჩაით ან ყავით,მე კი ვერაფერს მივირთმევდი იმის გამო,რომ ვიცოდი—ღამე არ დამაძინებდა კოფეინის შემცველობა ჩაისა თუ ყავაში 🙂
რადგან ბალახეული ჩაიც არ მიყვარს, ძალიან კარგი გამოსავალი გამომიჩნდა ეგვიპტური ჩაის სახით.ბევრმა არ იცის ამ ჩაის შესახებ და ამიტომ ჩემი პოსტი ერთგვარ ინფორმაციულ დატვირთვასაც ატარებს 🙂
ეგვიპტური ჩაი —მას კარკადე ეწოდება,ეს არის სასმელი სუდანური ვარდის ყვავილებისგან.ეს ყვავილები გამომშრალია თუმცა ფორმა შენარჩუნებული აქვს,ფერით მოიასამნისფრო -მოწითალოა ან ჟოლოსფერი,ამიტომ წითელ ჩაისაც უწოდებენ.თუ საიტ mkurnali.ambebi.ge-ს დავუჯერებთ,”არსებული მონაცემებით მისი სასარგებლო თვისებებია ანტოციანების შემცველობა,რომლებიც ამაგრებენ ნაწლავების კედლებს და არეგულირებენ კაპილარების გამტარობას.ამავე დროს ვისაც არამდგრადი წნევა აქვს,კარკადე ფრთხილად უნდა გამოიყენოს.ცხელი სახით კარკადე მაღალ წნევას სწევს მაღლა,დაბალ წნევას კი დაბლა” —აი ამგვარი ინფორმაცია ამოვიკითხე ამ საიტიდან. კომენტარებში კი მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ “თუ დაბალი წნევა გაქვთ, მიირთვით ცხელი კარკადე, თუ მაღალი-ცივიო”, ესეც გაითვალისწინეთ.
პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე კი კარკადე შემიძლია დავახასიათო ამგვარად:
აქვს მუქი ჟოლოსფერი ფერი
ძალიან არომატულია
ყელს აშრობს
მიკარგავს შიმშილის გრძნობას
რაც მთავარია—არ იწვევს უძილობას,ამიტომ თამამად მივირთმევ საღამოთიც
ამ ჩაის შეძენა ბევრ მაღაზიაშია შესაძლებელი,ძვირიც არ ღირს—100 გრამში 3 ლარი გადავიხადე.
ერთი ფინჯანი ჩაისთვის საკმარისი რაოდენობა კარკადე არის ერთი მთლიანი ყვავილი ან რამოდენიმე დაშლილი ფოთოლი,ოღონდ ჯამში ერთი ყვავილის დარი.
დაყენების პროცესი მარტივია—უბრალოდ ჩადებთ ჭიქაში და ასხამთ მდუღარე წყალს,შაქარი—გემოვნებით(ლიმონი არ უხდება სხვათაშორის)
ძალიან ლამაზია,როდესაც შენს თვალწინ ყვავილი ფერს გამოსცემს—მუქ ჟოლოსფერს(‘მალინისფერს’ რომ ეძახიან),ზუსტად ერთ წუთში უკვე წყალი მთლიანად შეწითლებულია!
მეტს აღარ გავაგრძელებ,იმედია ვინც ამ ჩაის შესახებ არ იცოდით—დაგაინტერესეთ.
ეგვიპტური ჩაი ამგვარდ გამოიყურება
საკმარისი რაოდენობა ერთი ფინჯანისტვის—ერთი ცალი ყვავილი
მდუღარე წყლის დასხმისთანავე
თქვენი შთაბეჭდილებებიც გამიზიარეთ,გიყვართ თუ არა?!
მოგეწონა? გაუზიარე მეგობრებსაც!
Related
ზოგადად ჩაი არ მიყვარს, მაგრამ კარკადეზე ვგიჟდები.. თან მომჟავო გემო რომ აქვს და.. ააააუუუ, ძალიან მიყვარს ❤
მეც მაგიტომ მიყვარს ❤
მე მაააააქვს!!!!
🙂 როგორ ლამაზ ფერს იღებს
აჰააამ
მე მეჯავრება, ერთადერთხელ მაქვს გასინჯული და ლამის ვარწყიე
უიმე,ადო,შენ რა აზიზი ყოფილხარ 🙂
შენთვის სხვა ჩაის მოვიფიქრებ მაშინ და ‘დაგპატიჟებ’ ბლოგზე მაინც 🙂
daliet sousepis chai mudmivi migeba kibos kurnavs!
ჩაი მიყვარს, თუმცა ასეთი არ გამისინჯავს:)
გასინჯე,შეიძლება მოგეწონოს
aww ^^
ჩემი თემა! ჩაი მასულმდგმულებს.
მოკლედ კარკადე თუ მოგეწონა ერთ რჩევას მოგცემ თუ მიიღებ რა თქმა უნდა : ) მე შემდეგნაირად ვაკეთებინებ: მწვანე ჩაი ”კურდღლის თათი”, კარკადე, ბერგამოტი და კიდევ ურევენ რაღაცას არ მახსოვს. უგემრიელესია, სასარგებლოსთან ერთად. მწვანე ჩაი კალორიების დასვწში გეხმარება და ბერგამოტთან და კარკადესთან ერთად ისეთი საძაგელი დასალევი აღარაა. ამ მიქსს”ყავა და ჩაიში” მიკეთებენ ხოლმე ფალიაშვილზე.
რჩევას როგორ არ მივიღებ,სიამოვნებითაც!
იცი,რა,მე მომწონს გემოთი კარკადე,მწვანე ცაიც,ტუმცა ნაზავი მართლა საინტერესო იქნება.აი ბერგამოტი ნამდვილად არ გამისინჯავს.
გასინჯული გექნება, არ იქნები დაკვირვებული, აჰმადის earl Grey Tea არის ბერგამოტის არომატით, გურიელსაც აქვს. მაგრამ ის ნაზავი მართლა საოცრებაა : ) ამ ვიქენდზე სახლში ჯდომისას ვეღარ მოვზომე და იმდენი დავლიე წნევა წამივიდა მინუსებში :დ
ა,ეგ ჩაი კი მაქვს გასინჯული ისე,უბრალოდ დიდი მოყვარუ;ლი რომ არ ვარ,ამითაც მეტყობა,ხო? 🙂
მასე მე ყავასთან ვარ მწყრალად :დ
ყავა ძალიან მიყვარს,აი ამაში ნამდვიალდ პრეტენზიული ვარ,ყველანაირს არ ვსვამ 🙂
მე ძალიან მიყვარს. საერთოდ ყველანაირი ჩაი. კარკადეს არომატი კიდევ უფრო მეტად მიყვარს ❤ ყავას არ ვსვამ
კი, ძალიან არომატულია,ნებისმიერ სხვა ჩაის მირჩევნია
მაგრამ ყავას არ მირჩევნია 🙂
ვაივაი ❤ ვგიჟდები ამ ჩაიზე ❤
ბავშვობაში ისეც ვღეჭავდი, სასიამოვნომმჟავე გემო აქვს…
ისე , კარგა ხანია, ვერსად ვნახე, რომ მეყიდა
კი,არის თურქულ მაღაზიებში და ვაგზალზე პასაჟიდან რომ გამოდიხარ,ჩაის დიდი მაღაზიაა და ბოლოს იქ ვაყიდინე ჩემ დას
უმმ, გავივლი აუცილებლად ❤
ძალიან მიყვარს ❤
🙂 ხო, მეც
ისე, მიკვირს ზოგს რომ არ უყვარს ^^ მუ,კაცია და ბუნება,მაგრამ …
Pingback: როგორ გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხები « Ketusi's Blog
დღეს პირველად გავსინჯე და ძალიან მომეწონა, მოცვის ფოთლების ჩაის შემდეგ ასე თუ მომეწონებოდა სხვა ჩაი, არ მეგონა. თანაც ძალიან სასარგებლოა 😉
კარკადე ამ ბოლო დროს ბევრგან ვნახე. ალუბლის კომპოტის გემოს მაგონებს. კიდევ დეკას ჩაის აქებენ, არომატულიაო, მაგრამ რა თვისება აქვს არ ვიცი. ანისულის ჩაიც უგემრიელესია, მაგრამ შავი ჩაი კლასიკაა და ყოველთვის ვუბრუნდები მოღალატე ქმარივით.
ანისულის ჩაი არ ვიცი,მაგრამ დეკას ჩაი ბავშვობაში დამილევია ხოლმე,თიმცა გემო არ მახსოვს,მიყვარდა კია.დეკა იზრდება ალპუტ ზონებში და სპეციალურად აბარებდა ხოლმე ბებიაჩემი მის ფოთლებს.კარგი გამახსენე,უნდა მოვიკითხო მაღაზიებში.ბებიჩემი ტყუილად არ სვამდა ალბათ მაგას–––სასარგებლო იქმნებოდა.
გვიყვაააააააარს
ძალიან მიყვარს კარკადე და მაინტერესებს მცენარე როგორია…
ძალიან მიყვარს თითქმის ყოველ დღე ვსვავ, მაგრამ მისი ცარიელი დადევა ყოველ დღე მიზანშეწონილი არ არის ,კარკადეს ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია, მაგრამ უმჯობესია ერთ-ორ ჩაის ფოთოლსაც თუ შეურევთ ❤
ეგ ნამდვილად არ ვიცოდი.კარგი რჩევაა,მადლობა
Pingback: ფერადი სააღდგომო კვერცხები | Ketusi's Blog
გამარჯობა. კარკადეს შეძენა მინდა, თვითონ ამ ყვავილის და არა ჩაიში გარეულის და იქნებ ზუსტად მიმასწავლოთ, სად ვიყიდო. მე სადაც ვნახე, ყველგან ჩაიში გარეულს ყიდიან
გამარჯობა,,,მე ვაგზალზე, პასაჟის ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყიდე,,,არის კიდევ პასაჟიდან რომ გავდივართ, სანამ ბაზრობაზე შევალთ,გზისპიპრას ყავის და ჩაის მაღაზია, მანდაც აქვთ.
არასწორად გიწერიათ. თუ დაბალი წნევა გაქვთ, მიირთვით ცხელი კარკადე, თუ მაღალი-ცივი.
დიდი მადლობა, თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციით ჩავასწორებ.