Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ მოვიქცეთ , თუ სახის კანი გვექერცლება

დამეთანხმებით ალბათ, რომ საშინელებაა, როცა სახის კანი იქერცლება,თეთრი ლაქები ჩნდება სახეზე და არცერთი საცხი არ შველის!

ზამთარ-გაზაფხულზე ეს პრობლემა ერთნაირად უჩნდება ყველას, ვისაც ნორმალური ან მშრალი კანი აქვს—-ქალს,კაცს,ბავშვს.ქალისთვის კიდვ უფრო ‘მტკივნეული’ თემაა, რადგან ტონალურის წასმას იგივე ეფექტი აღარ აქვს, რადგან ამ შემთხვევაში კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება აქერცლილი ადგილები.

ნუ, დაიჯერებთ, რომ ძვირადღირებული საცხის გამოყენებით სახეს გლუვს გაიხდით! ეს შეუძლებელია!ტყუილად გადაყრით ფულს და აიშლით ნერვებს.

ძალიან კარგი რჩევა მაქვს ამ შემთხვევაში,რასაც დაბლა დავწერ, თუმცა ჯერ ,მოდით, სახის კანის სტრუქტურაში გავერკვეთ და გავიგოთ,თუ რა იწვევს სახის კანის აქერცვლას.,ვეცდები ამ ყველაფრის პოპულარულ ენაზე ახსნას.

სახის კანის ზედაპირი,რქოვანი შრე, მუდმივად განახლებადია.მისი უჯრედები კვდება და ამ მკვდარ უჯრედებს ახალი ჩაანაცვლებს ხოლმე.ეს ძირითადად შეუმჩნევლად ხდება.მაგრამ არის ფაქტორები, რომლებიც კანზე აგრესიული ზემოქმედენბით გამოირჩევა,რაც აჩქარებს უჯრედების კვდომას.ესენია:ქარი,სიცივე,გამოფიტვა,არასაკმარისი დატენიანება,ვიტამინების ნაკლებობა.

თითოეული ამ ფაქტორის არსებობა უკვე საკმარისი ხდება, რომ კანის ზდაპირზე განლაგებული უჯრედების მასიური განადგურება მოხდეს,რაც ზუსტად აქერცლილი კანის ვიზუალს იძენს.მაშ ასე : აქერცლილი კანი—-ეს არის მკვდარი უჯრედები.

ეხლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ვუყოთ ამ აქერცლილ უბნებს.რა თქმა უნდა —- მოვიშოროთ!

აქერცლილი კანის მოსაშორებლად საუკეთესო სასუალებაა  სახის სკრაბით გახეხვა!

რა არის სკრაბი?

სკრაბი არის კრემისებრი ტექსტურა,რომელიც შეიცავს უხეშ ნაწილაკებს.სკრაბის გამოყენებისას ხდება სახის კანზე მკვდარი უჯრედების რბილად მოცილება.სკრაბის ალტერნარივა არის პილინგი.

ეხლა კი უფრო დაწვრილებით სკრაბის გამოყენებაზე(ჩემ გამოცდილებას გაგაცნობთ).

სკრაბის გამოყენება რომ უფრო ეფექტური იყოს, ამისათვის კანი კარგად უნდა იყოს დარბილებული.მაგალითად–ამბაზანიდან რომ ამოხვალთ—-ეს საუკეთესო დროა!ამ დროს კანი შესანისნავადაა დარბილებული.ასვე კარგია ამის გაკეთება სახის აბაზანის შემდეგ(ორთქლიან ჭურჭლის თავზე სახის დაჭერა,თავზე პირსახოცგადაფარებული.)

ვიღებთ სკრაბის შესაბამის რაოდენობას და ვიწყებთ სახის კანზე წრიულ მოძრაობებს.ვერიდოთ ყელსა და თვალის გარშემო ზონებს,ასევე ტუჩებს.წრიული მოძრაობისას ხელის ძლიერ დაჭერა არ არის რეკომენდირებული,რომ თავიდან ავიცილოთ კანის დაზიანება.ასე,წრიული მოძრაობებით დავამუშაოთ სახის ყველა უბანი და განსაკუთრებული აქცენტი სახის პრობლემურ ზონებზე გავაკეთოთ.ამ დროს ვგრძნობთ,როგორ იხეხება კანი,შეიძლება მცირედი კაწვრის შეგრძნებაც გვქონდეს,მაგრამ არ შეგეშინდეთ,თუ ზომიერებას არ გადახვალთ,ყველაფერი წესრიგში იქნება.პროცედურას რომ მორჩებით,სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ,გაიმშრალეთ და შესაფერისი(კონკრეტული ასაკის ან დღის მონაკვეთის) საცხი(კრემი) წაისვით.აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სკრაბის გამოყენების შემდგომ კიდევ რაიმე დამატებითი პროცედურის ჩატარება(სახის ნიღაბი, გაწმენდა)–არ არის რეკომენდირებული, რადგან ეს ზედმეტი სტრესი იქმნება სახის კანისთვის.

სახის დაბანისთანავე იგრძნობთ,კანი როგორი გლუვი და ხავერდოვანი გახდა!ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა,ნამდვილად!

სკრაბის სახეობებს რაც შეეხება…

რომელი სკრაბი გამოვიყენოთ?

მაღაზიებში და აფთიაქებში უამრავი სახეობის სახის მოვლის ხაზია,ყველა მათგანს გააჩნია სახის სკრაბი.დარწმუნებული ვარ თქვენთვის ოპტიმალურს ‘მიაგნებთ’.ზოგ სკრაბს უფრო მსხვილი ,ნუშის ქერქის ნაფხვენი აქვს გარეული (აი მე, ორიფლეიმის სკრაბს ვხმარობ,ის შეიცავს ნუშის ქერქის ნაფხვენს),ზოგ სკრაბს უფრო წვრილი ნაფხვენი აქვს (მგონი  Чистая линия )და უფრო მსუბუქ პილინგის ეფექტს ახდენს.სკრაბის ფასები 3-9 ლარამდ ვარირებს.სახის კანის პილინგისთვის აგრეთვე სიმინდის ფქვილიც გამოიყენება.სიმინდის ფქვილის ნაფქვავი მოუხეშოცაა,თან სიმინდის ზეთს შეიცავს და კანს კვებავს კიდეც—-ეს ნაყიდი სკრაბის ალტერნატივაა.

კიდევ ერთი ალტერნატივა არის სოდა.ჩვეულებრივი საჭმელი სოდა შეურიეტ ნებისმიერ სახის დასაბან ჟელეში და მის ეშვეობით მსუბუქი მასაჯი გაიკეთეთ სახეზე.ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რა სიხშირით ვიყენებთ სკრაბს?

ეს დამოკიდებულია წელიწადის დროზე და ასევე კანის ინდივიდუალურობაზე.შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში მისი გამოყენება შეიძლება 2-3 დღეში ერთხელაც,როდესაც ზაფხულში,მაგალითად,კვირაში ერთხელაც საკმარისია.

თუ სკრაბით სახის გახეხვა შედეგს არ გამოიღებს და ამჩნევთ, რომ კანი მაინც გექერცლებათ,მაშინ სავარაუდოდ ეს სხვა პრობლემა არის.შესაძლოა ეს A ვიტამინს ნაკლებობამაც გამოიწვიოს,ასე რომ ,ჯობს ექიმს მიმართოთ.

აუცილებელია,რომ სკრაბით სახის გაწმენდის შემდეგ წავისვათ კანის შესაფერისი კრემი.

ცალკე თემაა კოსმეტიკურ სალონებში მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული პილინგის პროცედურა! აი ეს არის ნამდვილი სიამოვნება! თუმცა ამაზე სხვა დროს…

მოუარეთ სახის კანს…..

იმედია, გამოგადგებათ ჩემი პოსტი 🙂

9 responses to “როგორ მოვიქცეთ , თუ სახის კანი გვექერცლება

  1. tamta jap. თებერვალი 4, 2012, 7:35 PM

    ტანის სკრაბიც ასევე გამოიყენება 😕 მგონი, ჩემი სკრაბი დუშგელივითაა, ანუ უშუალოდ ბანაობის დროს უნდა გამოიყენო და შემდეგ ჩამოიბანო.

  2. dekemberiusi თებერვალი 16, 2012, 4:02 AM

    დიდი მადლობა ამ პოსტისთვის ^^ ძალიან დამეხმარა. ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც ზემოთ გაქვს აღნიშნული და შედეგმაც არ დააყოვნა. დიდი მადლობა ❤ :*

    • ketusi.com თებერვალი 16, 2012, 1:11 PM

      პირიქით,მადლობა, რომ ასე მკითხველი მყავხარ და კომენტარებსაც ტოვებ:) გამეხარდა,რომ მოგეწონა.
      კი, შედეგი მათლა აქვს 🙂

  3. Pingback: როგორ გამოიყურება მოვლილი ქალი « Ketusi's Blog

  4. nino თებერვალი 26, 2013, 6:07 PM

    mec bevrjer gamomiyenebia msgavsi skrabebi,simartle rom gitxart yvelaze epeqturi gamodga gomis pqvilis skrabi,albat chems kantan axlos iyo

  5. კუში–კუში სექტემბერი 19, 2013, 6:41 PM

    როგორც ყოვლთვის შენთან ყველაფერ საინტერესოს იპოვის ადამიანი… მადლობააა 🙂

  6. ელო დეკემბერი 8, 2017, 11:23 PM

    გაიხარე,რა უბრალოდ ჩამოაყალიბე ყველაფერი

შენი კომენტარი