Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

უნდა მრცხვენოდეს?

დღევანდელ დღეს,6 თებერვალს,დაარქვეს “სირცხვილის დღე” .არ ვიცი ეს დღე რაიმე გლობალურს  უკავშირდება თუ არა, თუ ეს უბრალოდ თვითლუსტრაციისთვის სჭირდებოდა ვინმეს,რადგან საკუთარი ცოდვების  აღიარბის საჭიროება იგრძნო (:)) ,მაგრამ მეც გადავწყვიტე ზოგადად ‘სირცხვილის’ თემაზე ჩაფიქრება.

თვითონ სირცხვილის გრძნობას სხვადასხვაგვარია:

  • ზოგჯერ არის შემთხვევა,რომ სულაც არ გრცხვენია, მაგრამ შენ საქციელს უარყოფითად აფასებ და თავს აჯერებ, რომ უნდა გრცხვენოდეს და ასე ცდილობ ‘მოინანიო’ .თავს პირდები,რომ მომავალში ასე ღარ მოიქცევი.
  • მეორე—-მძაფრი სირცხვილის შეგრძმება—-ნამდვილი სასჯელია! ამ დროს ‘ცეცხლი გეკიდება’ და ფიქრობ :”ნეტა მიწა გამისკდეს!” :).

ყველა ადამიანს სირცხვილის გრძნობის ზღვარი ინდივიდუალური აქვს გამომდინარე მისი პიროვნული თვისებებისა,აღზრდისა და გარემოსი.

თუმცა მოდით,არ დაგავუხვევ ძირითადს და მეც იმას დავწერ,თუ რისი მრცხვენია.

მრცხვენია

  • როდესაც დროს უშინაარსოდ ვკარგავ,მაშინ, როდესაც რაიმე სასარგებლო ან მომგებიანი შეიძლება ვაკეთო
  • როდესაც ‘იძულებული’ ვარ ტყუილი ვთქა,რადგან რაიმეს გაკეთება დამავიწყდა ან დამეზარა
  • როდესაც არჩევნებზე წასვლა მეზარება
  • როდესაც მეგობრებს ისშიათად ვეხმაურები
  • როდესაც გულგრილად ვეკიდები სხვის გაჭირვებას
  • როდესაც ქვეყანაში არსებული მოვლენების საქმის  ყურში არ ვარ
  • როდესაც დანაპირებს ვერ ვასრულებ
  • როდესაც ვლანძღავ მთავრობას უზნეობისთვის,ქვეყანაში გამეფებულ უმუშევრობისთვის,უზარმაზარი გადასახადებისთვის, მაგრამ ამ დროს არაფერის გაკეთებას ვცდილობ იმისთვის, რომ რაიმე შეიცვალოს
  • არასდროს ვყოფილვარ მიტინგზე,გინდაც ვგულშემატკივრობდე ლიდერს
  • როდესაც ვყრი უამრავ საჭმელს,ამ დროს კი უამრავი ადამიანი მშიერია
  • როდესაც მეზარება ტრანსპორტში ასაკიანისთვის ადგილის დათმობა
  • როდესაც ჩემ შვილს ვაძალებ ინგლისურში მეცადინეობას(სასტიკად არ უყვარს,სამაგიეროდ ფრანგულზე გიჟდება–სკოლაში ფრანგულს სწავლობს)და ამ დროს მეც ძალიან მეზარება,რომ ვამეცადინო
  • როდესაც ვინმეს წუწუნს ვისმენ და ისე ვწუხდები, რომ მიზეზს ვეზებ,რომ წავიდე
  • როდესაც წარსულში მომხარ უსიამოვნებებს ისევ ისე განვიცდი და მიტევბა არ გამომდის
  • როდესაც ზოგჯერ უადგილო ყოფილა ჩემი კომენტარი
  • როდესაც თვითკონტროლს ვკარგავ და შეიძლება ადამიანს ის ვუთხრა, რასაც იმსახურებს,თუმცა მაინც თავშეკავებას უნდა ვამჯობინებდე
  • შემიძლია უფრო ხშირად ვწერო პოსტები ბლოგზე და ამას მხოლოდ იმიტომ ვერ ვაკეთებ,რომ მეზარება
  • აღარ ვიცი რა დავწერო…..ალბათ არის კიდევ ბევრი რამ,რისიც მრცხვენია ან ‘უნდა’ მრცხვენოდეს, მაგრამ ეხლა არ მახსენდება

სამაგიეროდ მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც სხვა ადამიანების საქციელის ან დანაშაულის გამო სცხვენიათ და თავს და სხვა ადამიანებსაც,ვისაც არანაირი კავშირი ამ ფაქტთან არ აქვს—-ადანაშაულებენ.

ასე,მაგალითად,მე არ მრცხვენია

  • როდესაც ადამიანი ქუჩას ანაგვიანებს–თუ შესაძლებელია, მივცემ შენიშვნას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამაზე მუნიცეპალიტეტი უნდა ზრუნავდეს:შემოიღოს ჯარიმები და უკეთ გააკონტროლოს სიტუაცია,დროულად დაალაგოს და დააცარიელოს ურნები.როდესაც გარემო სუფთაა–ყველა მოერიდება დანაგვიანებას.თანაც დასუფთავებაში იმდენ ფულს ვიხდით, რომ სახლში უნდა მაკითხავდნენ და მეკითხებოდნენ:”ნაგავი ხომ არ გინდათ გადაგიყაროთ?”  🙂
  • იმის,თუ ცუდი მთავრობა გვყავს და არასდროს ვიტყვი, რომ ‘რასაც ვიმსახურებთ–იმას ვიღებთ” –ეს დიდ სიბრიყვედ მიმაჩნია.არ არსებობს ერი, ვინც ცუდ მთავრობას იმსახურებდეს, უბრალოდ ამ ყველაფრის ადვილად შეცვლა ძნელია,როდესაც აგერ უკვე 200 წელზე მეტია ეროვნული და პატრიოტი მტავრობა პრაქტიკულად არ გვყოლია.
  • იმის,ქართველი რომ ვარ.პირიქითაც–ბედნიერი ვარ.გულწრფელად მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც ამას განიცდის და ესირცხვილებათ(ამ ყველაფრის მიზეზი ალბათ მათი ოჯახი და გარემოა)
  • იმის,რომ ვარ მართლმადიდებელი–პირიქით,ბედნიერი ვარ!რაც არ უნდა ვიცოდე ფაქტები იმისა, რომ ზოგიერთი მძღვარი სცოდავს,ნებისყოფა და საღი აზრი მყოფნის იმისთვის, რომ ამის გამო რელიგია არ შევიძულო
  • იმის, რომ რაღაც ცუდი ხდება და თან ვითომ  ‘მხოლოდ საქართველოში ხდება’! ზოგ-ზოგიერთებივით ვიწრო ჭრილში არ ვუყურებ ყველაფერს(თავიანთი ცხვირის იქით რომ ვერ იყურებიან),რადგან ვიცი, რომ ასეთი რამ სხვაგანაც ხდება
  • იმის, რომ მთავრობაშიც,ნაციონალურ მოძრაობაშიც და ოპოზიციურ პარტიებშიც არიან ადამიანები,რომლებსაც გულწრფელად პატივს ვცემ და ვგულშემატკივრობ.მიმაჩნია, რომ კარგი ადამიანები ყველგან არიან,თუმცა მათი პოტენციალის გამოყენება სხვადასხვაგვარად ხდება
  • ახალ ამბებს რომ ტელევიზიით არ ვიცმენ—-ამის გაკეთების სხვა ალტერნატივაც არსებობს.არც ის მიკვირს,რომ ტელესივრცე დეზინფორმაციულია–ასე ბევრგან ხდება.
  • როდესაც თავს ვალდებულად არ ვთვლი,რომ მიყვარდეს პრზიდენტი.
  • როდესაც პრინციპულად არ მივდივარ ისეთ ღონისძიებაზე, სადაც ‘ტაშისმკვრელები’ იკრიბებიან
  • როდესაც ამბობენ, რომ უნდა გვრცხვენოდეს,რომ ქვეყანაში ცუდი სიტუაციაა და ჩვენ,თითოეულმა უნდა გამოვასწოროთ ეს—-სისულელეა,ცალკეული ადამიანი სამთავრობო მანქანასთან ვერაფერს გახდება,ასე რომ ასე მხოლოდ დემაგოგები ამბობენ.
  • როდესაც სამარცხვინოდ სხვა იქცევა,რადგან ყველას გვაქვს არჩევანი–მოვიქცეთ სწორედ.მე ვერ ვაგებ პასუხს სხვის შეცდომებზე.
  • როდესაც საკუთარ აზრზე ვრჩები მანამ სანამ რეალურ არგუმენტს არ მომიყვანენ
  • ხოდა,აღარ ვიცი რა დავწერო,მგონი საკმარისია…..

არ ვიცი,რამდენად მიგახვედრეთ,თუ რისი მრცხვენია და რისი არა, მაგრამ მე გულწრფელად ვეცადე

დასასრულს იმას ვინატრებდი,რომ ისე გვეცხოვროს, რომ ნაკლები სამარცხვინო საქციელი ჩაგვედინოს და თან ისეთ გარემოში გვეცხოვროს,სადაც ამას ყველა ადამიანი გააკეთებდა…..

Advertisements

15 responses to “უნდა მრცხვენოდეს?

  1. anitatuna თებერვალი 7, 2012, 7:11 PM

    -მომწონს შენი პოსტები : )))

  2. anoonymouss თებერვალი 8, 2012, 12:09 AM

    6-ში მე უბრალოდ შემრცხვა, არაფერი დამიწერია.. მარტლაც რამდნეი სამარცხვინო და ნანალური ქმედებით იტვირთება ჩვენინ ცხოვრება,,
    PS: რატომ შეცვალე გრავატარი? ძველი უფრო ეფექტური იყო. 🙂

    • ketusi.com თებერვალი 8, 2012, 1:09 AM

      ხო, მართალი ხარ.
      ავატარტან დაკავშირბიტ მეც ვფიქრობდი დღეს და ალბათ ფეისბუქზე ამას დავაყენერბ და აქ ისევ იმ ლურჯთმიანს.უბრალოდ არ მინდოდა ბლოგის და ფბ ავატარი ერთი და იგივე ყოფილიყო

  3. anoonymouss თებერვალი 8, 2012, 2:31 PM

    შენი სიმბოლოა , ძალიან მომწონს.

  4. jgapnia თებერვალი 10, 2012, 6:13 PM

    ძალიან დამეხმარა პოსტები.მეც ძაან მიყვარს ფრანგულიიიიიი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: