Ketusi's Blog

take it easy,it's just life

sexუალური მარწყვი ♥ ♥ ♥


მმმმმმმმარწყვი….

 რამდენ სასიამოვნო ასოციაციას იწვევს ეს ლამაზი,

გემრიელი და

სექსუალური

კენკრა.დიახ,სექსუალური,რადგან როგორც თქმულება დადის,ღმერთმა ის სასიყვარულო

თამაშებისთვის შექმნა.

 ადამიანიც სიამოვნებით აგემოვნებს მას სასიყვარულო პრელუდიის დროს,და თანაც ეროტიულ ფანტაზიას  საკმაოდ დიდ გასაქანს აძლვს.ფილმებშიც რამდენჯერ გვინახავს ნაღებში ან შოკოლადში ამოვლებული მარწყვით ’გამასპინძლების’ რიტუალი!როგორი ამაღელვებელი და რომანტიულია ეს ყველაფერი!
არადა ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ მარწყვი აფროდოზიაკია!დამატებით თუ მას შოკოლადში ამოვლებულს მიირთმევთ–მშვიდი საღამო ნამდვილად არ ’გემუქრებათ’ .
მარწყვის ეს თვისებები ოდითგანვე ცნობილი იყო და მას სასიყვარულო მაგიაშიც წარმატებით გამოიყენებდნენ!
მოდით ახლა მარწყვის ’მიწიერ’ თვისებებზეც ვისაუბროთ!
ის ხომ უბრალოდ გემრიელიც არის!არ შემხვედრია ადამიანიანი,ვისაც ის გასინჯვისთანავე არ შეყვარებოდა!როგორ მეცოდებიან ისინი,ვინსაც მარწყვი არ დაუგემოვნებიან,რომ იცოდნენ რამდენს კარგავენ!
განსაკუთრებით კი ბავშვებს უყვართ მარწყვი!მარტო მის ხსენებაზე თვალები უბრწყინდებათ!მიუხედავათ იმისა, რომ უკვე კარგა ხანია ბავშვი არ ვარ,მეც ძალიან მიყვარს მარწყვი და გაზაფხულის მოსვლა მარწყვის გამოც მიხარია!ზოგს მარწყვი ’დაშაქრული უყვარს,აი,ყუნწებს რომ დააცლი და ფენა-ფენა შაქარს რომ მოაყრი,მაცივარში ჩააციებ და მერე გემრიელად მიირთმევ!
.
მე კი მიყვარს აი ასე : მარწყვს ყუნწებს არ ვაცლი,ისე ვრეცხავ და სათითაოდ ვავლებ შაქრის ფხვნილში და ისე გეახლებით :),გაგისინჯავთ ამგვარად?სულ სხვა გემო აქვს!
.
.
რამდენი დესერტი აღარ მზადდება მარწყვით!

  • ტკბილი,ჰაეროვანი სუფლე მარწყვით;
  • ნაყინი მარწყვით;
  • შეიკი მარწყვით;

ახლა საკონდიტრო ნაწარმი!

უამრავი კექსი და რულეტი არომატული მარწყვით

და თვით მისი აღმატებულება  მარწყვის ტორტი!


სხვათაშორის
<—-ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ხილის ფორმის ტორტი, რომელიც შევიდა გინესის რეკორდების წიგნში!ის მიართვეს ფილიპინების პრეზიდენტ გლორია მაკაპაგალ აროიოს(Gloria Macapagal Arroyo),როდესაც ის ვიზიტით იმყოფებოდა მანილას ქალაქ ლა ტრინიდადში 2007 წლის 19 მარტს.
დარწმუნებული ვარ უგემრიელესი იქნებოდა ♥

რას აღარ შეხვდები მაღაზიის დახლებზე!
ლამაზად ’გამოწყობილი’ ნაირ-ნაირი შეფერილობის შოკოლადში ამოვლებული მარწყვიიიიი.
ნიამ ნიამ ! რა გემრიელი იქნებაააააააა
.
.
თქვენ წარმოიდგინეთ,ცხოველთა სამყაროშიც კი ძალიან დიდი სიამოვნებით მიირთმევენ მარწყვს.აი რამოდენიმე ამის დამადასტურებელი სურათიც.

ნიამ ნიამ 🙂

ნელა ჭამე,არ გადაგცდეს !

კატა: ”ნეტა მარწყვიანი თაგუნია გემრიელია?”

ის მეორე ფიქრობს ” ინამუსე და დამიტოვე,რა იქნება!?”

გარდა იმისა, რომ მარწყვი საუკეთესო ანტისეპტიკია (ამცირებს პირის ღრუს ანთების რისკს), ანტიდეპრესანტიცაა. საკმარისია 150 გ კენკრა მიირთვათ და გუნება გამოგიკეთდებათ; ამასთან, დაბალკალორიულიცაა. თუ გსურთ წონაში დაიკლოთ, მიირთვით უშაქრო მარწყვი კეფირით.მარწყვი საკმაოდ მარგებელი კენკრაც არის,მაგალიტად თუ ვებ საიტ ამბები.ge-ს დავუჯერებთ,”მარწყვი მდიდარია ვიტამინებით, საკვები ნივთიერებებით და მინერალებით, ფოლიუმის მჟავათი, ჩ ვიტამინის წყალობით (100 გ მარწყვი შეიცავს 100 მგ C ვიტამინს) დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაღლებს იმუნიტეტს.

სხვათა შორის, მარწყვი არ არის სასურველი ფეხმძიმეებისა და ალერგიისადმი მიდრეკილთათვის.” იქვე მარწყვის დიეტაც არის მოცემული და შეგიძლიათ გაეცნოთ.

ძალიან გამიკვირდა,როდესაც გავიგე,რომ თურმე მარწყვი მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს!
საქართველოში იზრდება ამ გვარის სამი სახეობა:
– ტყის მარწყვი (Fragaria vesca),
– მწვანე მარწყვი (Fragaria viridis),
– მუშკის მარწყვი (Fragaria moschata) .
უფრო დაწვრილებით ამ მცენარეზე შეგიზლიათ გაიგოთ აი აქ და ასევე ვიკიპედიაზეც
სადღაც წავიკითხე,რომ ბაღის მარწყვი ბევრად ნაკლებად მარგებელია,ვიდრე ტყის მარწყვი.
ტყის მარწყვი რამდენი მაქვს ნაჭამიიიიი.ფასანაურში რომ ვისვენებდით ხოლმე,მე და ჩემი და სულ მთებში დავეპოტინებოდით ხოლმე და პირსაც ვიტკბარუნებდით იქვე დაკრეფილი მარწყვით!
ბაღის მარწყვის რამოდენიმე ახალი სახეობაც გაჩნდა საქართველოს ბაზარზე.თქვენც გექნებათ დაგემოვნებული ჟოლოსა და მარწყვის ჰიბრიდი,ნეტა რა ქვია?მუქი შინდისფერია და უფრო მომრგვალებული ფორმებით.თუმცა
<—–ამას ვერცერთი ვერ შეედრება!
თეთრი მარწყვიიიიი,წითელი კურკებით!ის ამერიკის ტერიტორიაზე ოდითგანვე მოდიოდა,მერე გადასენების პირას იყო.გადაწყვიტეს მისი მოშენება და აი უკვე ევროპის ბაზრის დახლებზეა! და ყველაზე საინტერესო იცით რა არის—მას ანანასის გემო აქვს! საოცრებაა პირდაპირ!
.
.
დეკორატიული თვალსაზრისითაც კი შესანიშნავია მარწყვი.ნახეთ რა ლამახადაა გაბიბინებული,ლამაზი და ამავდროულად მადისაღმძვრელი შესახედაობა აქვს!

მარწყვი მართლაც ისეთი ხილია,აი რომ ინატრებ–ვაშლისხელა მაინც იყოსო! როგორ მშურს ეხლა ამ ბავშვის,დიდი მარწყვი რომ აქვს!:))))))))
.
.
რა იყო,ჩვენთანაც კი იცის ამხელა მარწყვები 🙂
* * *
აი მარწყვზე უზომოდ შეყვარებული ადამიანებიც არიან!
ნახეთ როგორ სათამაშო სახლი წამოჭიმა ვიღაცამ!ნეტა შიგნით როგორი ინტერიერი აქვს?

ზოგიერთს მუდამ თან უნდა ’მხიარული’ მარწყვი ჰქონდეს და ტატუს იკეთებს :)))))

სამკაულების მოყვარულთათვისაც არის მშვენიერი ნახელავი შექმნილი!

თუ ეს ბიჟუტერია არაფერში გჭირდება მაშინ აგერ მარწყვის ფანტა დალიე

 და მარწყვის ჩირიც დააყოლეეეეეეე

ჰო,კიდე მინდოდა მეთქვა,რომ სახესა და კისერზე დადებულ მარწყვის ნიღბებს ძალიან კარგი ეფექტი აქვთ!
ასე რომ ისარგებლეთ მარწყვობის პერიოდით და გაანებივრეთ კანი ვიტამინებით.
რაც მეტს მიირთმევთ მარწყვს გაზაფხულზე,მით მეტი ვიტამინების მარაგით შეხვდებით ზამთარსაც!
ეხლა წავალ მე, ’მარწყვის’ ბალიშს ჩავეხუტები 🙂

ვიოცნებებ კივის სექსუალურ მარწყვზე

თქვენ კი არ მოიწყინოთ!
აი ეს ჩემგან!
გემრიელად მიირთვით!

ყველანი მიყვარხართ!

27 responses to “sexუალური მარწყვი ♥ ♥ ♥

  1. Lanka მაისი 26, 2011, 4:12 AM

    ვაიმე ის ტორტები რო დავიანხე ისე მომინდა ისე… ეხა მართლა ტონა მარწყვი რო არ შემეჭამა ცდუნებას ვერ გვაუძლებდი, ავდგებოიდ და შევჭამდი.. ❤

  2. ourclassx მაისი 26, 2011, 12:27 PM

    ნუ კაი რა დეი ისე მომინდა ეხლა დღს უნდა ვიყიდო… 😀

  3. beso7x7 მაისი 26, 2011, 12:31 PM

    ვაიმე ცუდადვარ…!

    სანამ ჩავიკითხე ნერწყვმა დამახრჩოოოო….!!!!

    ქეთი ან დაგვინდე ან როგორც “აგვტეხე” ისევე დაგვპატიჟე)))))))))))

    მარწყვი ატამი და ბანანია რაც უზომოდ შემიძლია ვჭამო!!!

    მართლა სექსუალურია და კიდეც აქვს შესაბამისი ფორმაც და გემოც!!)))))

  4. LiLaC მაისი 26, 2011, 3:57 PM

    რა გემრიელი პოსტია )))) მეც ძალიან მიყვარს მარწყვი, განსაკუთრებით, ვანილის ნაყინთან ერთად ❤

  5. Mallorie მაისი 26, 2011, 4:34 PM

    გემრიელი მარწყვისავით ტკბილი პოსტია, ქეთუსიკო. ***
    მე და ჩემს მეგობარს – თათას ერთ-ერთ ფორუმზე გვაქვს თემა, სახელად – strawberry.. ❤ ჰოდა, ჶეისბუქზეც უკვე მერამდენე თვეა, რაც- stravvberry მქვია.. ^^
    მმ, ძალიან მიყვარს მარწყვოობის(<3) სეზონი.. ^^

  6. ლიზიკუნა მაისი 27, 2011, 12:34 PM

    ვაიმე ქეთუსი))))))) ისე მომანდომე რომ პირველი რაც გავაკეთე ვიყიდე მარწვი და გეახელით)))))))) თან ექსპერიმენტებიც ჩავატარეთ და გემრიელი კოქტეილები გავაკეთეთ ოჯახში. გაიხარე)))))))) მარწყვი მიყვარს ძალია. განსაკუთრებით შაქარ მოყრილი და ცოტახანი რომ გააჩერებ და წვენს გაიკეთებს. უფ, უფ))))))))

  7. კახი მაისი 27, 2011, 1:24 PM

    მიყვარს მარწყვი ❤ მიყვარს და ეხლაც ვჭამ პოსტის კითხვის დროს 😀 ქეთუსი ჩვენც გვიყვარხარ ❤ 🙂

  8. mado მაისი 27, 2011, 6:00 PM

    ra sainteresoa,keti.momewona
    :))))

  9. გვირილა მაისი 28, 2011, 11:25 PM

    ქეთუსი, რა მარწყვიანი პოსტია ^_^
    სიამოვნებით ჩავიკითხე და ტყის მარწყვზე რომ გეწერა განსაკუთრებით მესიამოვნა, ყველაზე მეტად მიყვარს და იმიტომ 😛
    თუმცა, მარწყვზე არ ვგიჟდები. თუ არის ვჭამ სიამოვნებით, მაგრამ არჩევანის შემთხვევაში სხვა ხილს მივანიჭებ უპირატესობას 🙂 მარა ხანდახან ძალიან მაგარია, ცივი და შაქრით მით უმეტეს 🙂

  10. Pingback: სა’ზაფხულო’ სა’ზამთრო’ « K e t u s i ' s .. B l o g

  11. teennewson ოქტომბერი 21, 2011, 8:09 PM

    momeowna yvelanairad posti, tavisi fotoebit.. : )

  12. teennewson ოქტომბერი 23, 2011, 12:21 AM

    eg tavistaavad.. dzalain miyvars…. chashaqruli.. uuf.. : )

  13. Pingback: დახუნძლული შემოდგომა « Ketusi's Blog

  14. Pingback: ფორთოხლისფერი ფორთოხალი « Ketusi's Blog

  15. Pingback: სა’ზაფხულო’ სა’ზამთრო’ « Ketusi's Blog

  16. თეო იანვარი 12, 2018, 11:26 PM

    მაგ დიდ ჰიბრიდულ მარწყვს როგორც თქვენ უწოდებთ სტატიაში ჰქვია ,,კასანდრა”-ს ჯიშის მარწყვი და ჩემს ადგილში დგას დიდებიიიიი😂😂😂😂

შენი კომენტარი