Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

‘ზებრა’– გემრიელი ’გამობრწყინება’


რავიცი რა გაახსენდა ჩემს შვილს დღეს და ჩემდა სამწუხაროდ გადამეკიდა ბლინჩიკები გამიკეთეო,აი ფუმფულა ბლინჩიკები,ტკბილები რომ არისო.შემოვლითი გზებით ვეცადე გადამეფიქრებინა,ხან რა მოვიმიზეზე და ხან რა, და რომ მივხვდი,რომ არ ’ამცდებოდა’ ,ცოტა გავიმარტივე საქმე და შევთავაზე ”ზებრას” გამოვაცხობ მეთქი,ეს აზრი ხატიასაც მოეწონა–უყვარს ეს ნამცხვარი!.ამას კი მაინც ერთიანად ’დაამიქსერებ’ და ჩაასხამ ’ჟარონაზე’,დიდი არაფერი ჩალიაჩი არ უნდა.რა ვიცი თუ იცით ეს რა ნამცხვარია,ეხლა აღგიწერთ,ერთიანი მაღალი ფირფიტაა ზოლებით-შოკოლადისფერი და ტეთრი ფენებით.გამოცხვება და ’ვსიო’ არაფერი არც კრემი უნდა და არც არაფერი.ზოგი ზემოდან ნიგოზს აყრის–გემრიელია,ან შოკოლადის მოსხმა შეიძლება.მოკლედ ასეთი ’მშრალი’ ნამცხვარია,რაც,სიმართლე გითხრათ მაინცდამაინც არ მიყვარს,თუმცა ამასწინათ მეგობართან მივირთვი და ამიტომ გამახსენდა დღეს(თნ ზოლიანი კაბა ეცვა ხატიას ”ა’ლა ზებრა” და ასოციაცია და რამე… 🙂 ).
ხოდა, ეხლა ჩავასხი და შევდგი ქურაში და მეწვია მუზა და ამ პოსტს ვწერ–რისი თქმა მინდოდა ეხლა! როგორ გაგვაზარმაცა ამ პროგრესმა!ვინ ღა აცხობს სახლში ეხლა რამეს–იშვიათად ყოველ შემთხვევაში.აი მეც,მაგალითად.სულ ახლო წარსულს თუ გადავხედავ,წარა-მარა რაღაცას ვაცხობდი ხოლმე.მიუხედავად იმისა,რომ ’კუხარკა’ არასდროს ვყოფილვარ და სამზარეულოში დიდ დროს არ ვატარებდი და არც ჭამა-სმის ხალხი ვართ,მაინც ხშირად ვაცხობდი ხოლმე ნამცხვრებს,კარგი დიასახლისი ვარ ისე, ძალიან ’გემრიელი’ ხელი მაქვს–როგორც ამბობენ კიდეც :).წარსულში კი,მოზარდობისას,მე და ჩემი და სულ რაღაცას ვაცხობდით,წარა-მარა დედაჩემს ’სურპრიზად’ რაიმნე ნამცხვარს დავახვედრებდით ხოლმე.ხოდა……ეს ბოლო წლებია,რაც ძალიან გავზარმაცდი,არადა რა უნდა მოიგონო,რომ სახლში არ მქონდეს აპარატურიდან,მიქსერ-საცხობ-ხელსაწყოები ყველანაირი მაქვს რაც კი ოდესმე გამოსულა(მიყვარს ეს ტექნიკა რაააა).მაგრამ ძალიან თუ არ დამაძალე გამოცხობას ვზარმაცობ.ამაში ისიც’გვიწყობს’ ხელს, რომ მაღაზიები გადავსებულია შესანიშნავი საკონდიტრო ნაწარმით და აუციელბლობა იმისა,რომ სახლში აცხო–ნაკლებია! მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ იყიდი–იგივე ბლინჩიკება მაგალითად.ხოდა რას ვიზამთ,’დაიხსენი ზარებიო’ და მიდი და აცხეოოოოოოო.ხოდა აი ეხლა ჩემი ”ზებრაც” გამოცხვებოდა და წავედი მივხედო.
ხო,მართლა, ყველას გეპატიჟებით ჭიქა ყავაზე და ”ზებრაზე” 🙂

Advertisements

20 responses to “‘ზებრა’– გემრიელი ’გამობრწყინება’

  1. kaxi მაისი 21, 2011, 8:35 PM

    ვაიმეე როგორ მიყვარს ეგ ნამცხვარიიი :დ ❤ დედაჩემი აცხობდა ხოლმე :დ რაა ტკბილი პოსტია, გადაიღეთ რაა მიირთვით ნუ მოგერიდებათ :დ კეთუსის გამომცხვარია :დ :* :* ❤

  2. ლიზიკუნა მაისი 21, 2011, 9:07 PM

    კეთუსი, მოკლედ რა ))))) ეხლა ისე ძალინამომანდომე რომ როგორც გინდა გადაინახე ერთი ნაჭერი ჩემთვის. მოვდივარ სტუმრად. ისე მე და სამზარეულო ისე შორს ვართ რომ რავი რა. რამდენი წელია არაფერი არ გამომიცხვია. მშურს ვინც კარგ ნამცხვრებს აცხობს))))

  3. ketusi მაისი 21, 2011, 11:57 PM

    კახი და ლიზიკუნა–გაამოთ! LOL ,არა,ისე, ლიზის აქვს გასინჯვის ’პრასვეტი’ :)))

  4. ჯი-ნია-ნი მაისი 22, 2011, 12:13 AM

    მომინდა(ზებრა) :))
    რა მეშველება ახლა მე 😦

  5. მოლი ბლუმი მაისი 24, 2011, 10:40 PM

    “ზებრა” უგემრიელესია! და სურათზეც ფანტასტიურად გამოიყურება.

    პროგრესს და გაზარმაცებას რაც შეეხება – ჩემთან პურსაც კი ვაცხობთ 🙂 ნამცხვრებზე, ტორტებზე, პასკებზე და ა.შ. საუბარი ზედმეტია…

  6. Chiamaria მაისი 25, 2011, 10:45 AM

    მიყვარს ❤ მე შაქრის ფხვნილს ვაყრი ხოლმე. ზოგჯერ შოკოლადსაც. მაგრამ მთავარი რასაც არასდროს ვცვლი, ესაა მოხალული თხილი ცომში . გემრიელია.

    • ketusi მაისი 25, 2011, 11:03 AM

      მე ნიგოზი მიყვარს დაქუცმაცებული ნამცხვარში და ზემოდანაც მოყრილი,მაგრამ არ მქონდა იმ დღეს 😦
      შაქრის ფხნი;ლი არც მიცდია ისე,კარგი რამე მასწავლე 🙂

  7. tetiko მაისი 25, 2011, 2:02 PM

    მე გავსინჯე და ძალიან მაგარი იყოო…. დეი რეცეპტი დამიწერე რა დარწმუნებული ვარ ბევრს დააინტერესდებოდა ისე გემრიელად გამოიყურება … :)))

    • ketusi მაისი 25, 2011, 2:41 PM

      მარტივია ძალიან.
      5 ცალი კვერცხი და 2ჭიქა შაქარი გავთქვიოთ,დავამატოთ 150 გრ გამდნარი კარაქი,1 ქილა მაწონი,მერე 1 კოვზი სოდა+ძმარი.ვანილი,ციტა მარილიც,ეს კარგად რომ გაითქვიფება ვამატებთ 2.5 ჭიქა ფქვილს.კარგად რომ გავთქვეფთ ნახევარს გადავიტანთ მეორე ჯამში და იმას კაკაოს დავუმატებთ,იმდენს,რომ ყავისფერი გახდეს.ჟარონა ცხელი,ვუსმევბთ ჯკარაქს და ვაფრქვევთ ფქვილს.ვასხამთ თანმიმდევრულად ხან თეთრ მასას მერე შავ მასას ცენტრიდან,თვითონ გადანაწილდება ,შევდგამთ ქურაში.

  8. Lanka მაისი 25, 2011, 3:59 PM

    au mominda ro shevxede.. 😡

  9. Meriemi მაისი 25, 2011, 4:41 PM

    dedachemi amas shokoladis inamqars asxams xolme da dzaan gemriei gamodis, tan mrgvals acxobs xolme 😀

  10. tetiko მაისი 28, 2011, 7:58 PM

    დღეს გავაკეთე ეს ნამცხვარი… მართალია ისეთი პროპორციული არ გამომივიდა როგორიც შენი დეი მარა კაი იყო… ვერ დავასხი მრგვალად 😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: