Ketusi's Blog

take it easy,it's just life

აამღერე ბლოგი :)

ახლა,ჩემო კარგებო, მოდით ვისწავლოთ როგორ დავამატოთ ბლოგს და უშუალოდ პოსტსაც მუსიკალური შლეიფი,გავაფორმოთ ის მელოდიით.

ეს არ არის ძნელი გასაკეთებელი,სამაგიეროდ,რაღაც თავისებურ მომხიბვლელობას შესძენს ბლოგს.

საფეხურ-საფეხურ მივყვეთ ყველაფერს.

ვრეგისტრირდებით საიტზე www.soundcloud.com

1. საიტზე ზედა მარცხენა ბარზე ვწკაპავთ Sign Up-ს ,გამოსულ ფანჯარაში ჩავწერთ მეილს,პაროლს,მოვნიშნავთ მეორე პუნქტს,რაც ნიშნავს,რომ ეთანხმებით მოხმარების წესიებს.ვაჭერთ Sign Up-ს.

2. ჩაწერთ username-ს,რომელიც უნიკალური უნდა იყოს,სურვილისამებრ ატვირთავთ სურათსაც, შეავსებთ ველებს. ბოლოს დააჭერთ Done-ს.
ახლა მეილზე მოგივათ წერილი,და იქიდან ლინკით გადმოხვალთ შემდეგ გვერდზე.

3. უკვე თქვენს პირად გვერდზე ხართ,რასაც ადასტურებს თქვენი username ზედა მარცხენა პანელზე.ახლა კი დააწკაპეთ Upload & Share -ს.

4. ამ გვერდზე უკვე ღილაკია Upload & Share Any Sound,მას დაწკაპავთ,დაბლა ფაილის ტიპებიც წერია,თუ რისი მხარდაჭერა აქვს პროგრამას.

5. ვირჩევთ მედია ფაილს ჩვენი კომპიუტერიდან,თან გაითვალისწინეთ,რომ ყველანაირ უცხოურ მუსიკას არ მიიღებს,პირატულ ვერსიებს თავს არიდებს.

6. ველოდებით,რომ მთლიანად ჩაიტვირთოს სიმღერა–გალურჯდება ველი.

7. ყურადრება მიაქციეთ,რომ Advanced Settings -ში მწვანედ იყოს მონიშნული,თუ არ იქნა, ერთი მიაწკაპე და საკმარისი იქნება,რომ გამწვანდეს :).ბოლოს ვაჭერთ Save-ს .

8. აქ უკვე ჩანს მედია ფაილი მთელი თავისი მშვენებით 🙂 .
იმისთვის,რომ კოდი მივიღოთ,ვაწკაპებთ Share-ს.

9. მივიღებთ ლინკს,რომელიც შეგვიძლია ჩავსვათ ბლოგზეც, მაგრამ თუ პლეერის მოდიფიკაცია გვინდა, მაშინ Customize Player -ს დააჭირეთ.
10. ამ ფანჯარაში აი რას ვაკეთებთ:ჯერ ერთი,რომ შეგვიძლია პლეერის ფერის შეცვლა–დაატრიალეთ პლუსები,რა ფერზეც გინდა დააყენებთ.მერე–თუ გინდათ,რომ პოსტის გახსნისთანავე მელოდია აჟღერდეს,მაშინ მონიშნეთ მეორე პუნქტი–Play automatically.ბოლოს კი დააკოპირეთ სულ ძირში რომ კოდია მოცემული,რადგან ის უშუალოდ wordpress-ის ბლოგისთვისაა.

11. ჩასვით კოდი პოსტში სასურველ ადგილას.

12. აი ასე გამოიყურება პლეერი ბლოგის პოსტში.

თუ მედია პლეერი გვინდა ბლოგზე განვათავსოთ,მაშინ სურათ 10-ზე ნაჩვენებ კოდს(შავი ისარი რომ უხატია) ვაკოპირებთ და ბლოგის Dashboard -ზე text widget-ში ჩავსვამთ.
თუ ეს ტუტორიალი გამოგადგებათ,ნუ დაიზარებთ და კომენტარიც დაწერეთ

წარმატებას გისურვებთ!

აი აქ არის უამრავი სიმღერა,რომლებიც უპრობლემოდ შეგძლიათ ატვირთოთ ბლოგზე.

53 responses to “აამღერე ბლოგი :)

  1. გვირილა მაისი 3, 2011, 1:37 AM

    რა თქმა უნდა გამომადგება. მადლობა შენ ამ და სხვა დახმარებებისთვის ❤

  2. ninnaka მაისი 3, 2011, 1:53 AM

    ქეთუსი ფორმას არ კარგავ და მოწოდების სიმაღლეზე ხარ! :))) ფლეერის ჩასმა ვიცოდი მაგრამ ავტომატურად როგორ უნდა ამემღერებინა ის უკვე აღარ ვიცოდი. შენ რომ არ გვყავდეეეე…. ♥ ♥ ♥

    • ketusi მაისი 3, 2011, 1:59 AM

      ”ფორმას არ კარგავ” –მომეწონა, მადლობა ^^
      ეხლა პოსტს ვწერ,თუ როგორ უნდა ჩავსვათ პოსტში ლინკი.

  3. niksologi მაისი 3, 2011, 4:54 AM

    ძალიან ზუსტად, ძალიან გასაგებად, ძალიან ლაკონურად :*

  4. პერწკლი მაისი 4, 2011, 7:49 PM

    მუსიკალური ბლოგების უმეტესობას ბევრი წაუკითხავად ხურავს, მაგალითად მე : )))))
    ნუ მე მივაგენი და გამოვრთე, მარა სხვას დაეზარება : ))))

    • ketusi მაისი 4, 2011, 8:51 PM

      ხო,მე მეორე დღეა რაც ეს პლეერი მაქვს,ისიც თემამ მოიტანა ტუტორიალი რომ დავწერე.ისედაც უნდა სევცვალო პარამეტრები,ვერ მოვბიცალე აქამდე.
      ისე,კი, ჩემი ბლოგის ფორმატში ჯდება ეს სიმღერაც.

  5. narunata ივლისი 12, 2011, 11:28 PM

    ნერვები მეშლებოდა მუსიკას რო ვერ ვდებდი პოსტზე! დიდი მადლობა! ძალია გასაგებადაა ყველაფერი აღწერილი

  6. narunata ივლისი 12, 2011, 11:58 PM

    ერთი კითხვა მაქ : მინდა, რომ პოსტის გახსნისას მუსიკა თვითონ ჩაირთოს და რა უნდა ვაქნა?

  7. ketusi ივლისი 13, 2011, 5:05 PM

    მადლობა,narunata
    თუ ავტომატურად გინდა,რომ აჟღრდეს, მაშინ პუნქტ 10-ს გადახედე,მანდ არის განხილული.

  8. mzesaswauli ივლისი 14, 2011, 4:38 AM

    http://mp3skull.com/-დან როგორ დავდოთ მუსიკა, ამასაც თუ ახსნიდით, ძალიან მგარი იქნებოდა 🙂
    თქვენი ტუტორიალები ძალიან დამეხმარა 🙂 არაჩვეულებრივად ხსნით ყველაფერს, მადლობა 🙂

    • ketusi ივლისი 19, 2011, 11:39 PM

      დიდი მადლობა კომენტარისთვის.
      მაგ ლინკს არ ხსნის.ისე, ნებისმიწერი სიმღერა შეგიძლია ატვიტთო ზემოთხსენებული წესით და ისე განათავსო ბლოგზე,მთავარია ლიცენზირებული იყოს.

  9. worldofhugs ივლისი 19, 2011, 6:58 PM

    zalian didi madloba am gakvetilistvis ramdeni vewvalee da verafriit ver gavugee.. 😀 dzalian didi madlobaaaaa

  10. MisterRomantic ოქტომბერი 7, 2011, 6:29 PM

    გმადლობ დახმარებისთვის:)

  11. tikachkhikvadze ოქტომბერი 27, 2011, 4:56 PM

    დიდი მადლობა,ძალიან გამომადგა.. : ))

  12. Pingback: როგორ გამოიყურება კარგი პოსტი «

  13. tekomai ნოემბერი 7, 2011, 3:29 PM

    აუ დიდი მადლობა : ))))ვცდი ეხლავე თუ გამომივა :*

  14. Pingback: როგორ გამოიყურება კარგი პოსტი « Ketusi's Blog

  15. potinee დეკემბერი 17, 2011, 8:35 PM

    me gamomivida ukve.. ugrmesi madloba.. dzan mchirdebodi turme :*

  16. ketusi.com დეკემბერი 17, 2011, 9:49 PM

    მადლობა თქვენც, რომ არ დაგეზარათ კომენტარის დაწერა :*

  17. Anniiieee^_^* იანვარი 12, 2012, 7:17 PM

    ვაიმეე მეე ვეერ ვტვიირთაავ:(( აარ ტვირთაავსს:(( ვააჭერ Choose Files მაგრამ არ შვეებაა:((

  18. faithandyourfuture მარტი 20, 2012, 3:49 AM

    გამარჯობათ!

    მადლობა ბლოგის ამღერების მეტად პრაქტიკული ინსტრუქციისთვის. გაიხარეთ!

  19. faithandyourfuture მარტი 23, 2012, 11:59 PM

    ასეთი დროული და დასაფასებელი ინსტრუქციის გამოხმაურების გარეშე გამოყენება და ორი სიტყვით მადლობის არ გადახდა, არ მგონია სწორი საქციელი ყოფილიყო. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა.

  20. ❥ Natsy მარტი 25, 2012, 10:32 PM

    ჩვეულებრივი, ინტერნეტიდან ჩამოქაჩული ვერსია ვერაფრით ვერ ავტვირთე, 5-6 სიმღერა ვცადე და ვერ აიტვირთა შენ ატვირთე უპრობლემოდ??

  21. 1234friends მაისი 16, 2012, 7:40 PM

    ძაან დამეხმარე:)))

    • ketusi.com მაისი 16, 2012, 8:45 PM

      მიხარია,ტუ დაგეხმარე 🙂
      შენ კი მადლობა,რომ კომენტარის დაწერა არ დაგეზარა 🙂

      • adminstracia მაისი 22, 2012, 8:06 PM

        გამარჯობა ქეთუსი. თუ არ ვცდები თქვენ facebook ზე გაქვთ ბლოგების კატალოგი.ძალიან დაგვეხმარები თუ ამ ბლოგს davitgareji.wordpress.com კატალოგში შეიტან

        • ketusi.com მაისი 23, 2012, 12:55 PM

          სე ჯობია მოიქცეთ : აი ამ გვერდზე : http://ketusi.com/contact/ მაქვს რამოდენიმე ბლოგერების ჯგუფი დასახელებული,გაგზავნეთ მოთხოვნა ჯგუფსი დამატებაზე და მერე ჯგუფსი რომ იქნებით შესაბამის კატალოგში დაგამ,ატებენ.
          სხვა არანაირი facebook-ის კატალოგი არ მაქვს

  22. ketusi.com მაისი 25, 2012, 1:18 AM

    adminstracia
    ზუსტად ეს პოსტია ბლოგზე მუსიკის დადების შესახებ,არ ნახე?თუ სხვა რამე გინდა?

  23. Pingback: ‘შეიარაღებული’ ბლოგი,ანუ widget-ებზე « Ketusi's Blog

  24. vicky holmes ივლისი 4, 2012, 6:49 PM

    ro galurjdeba simghera mere share-s miwers… save-ic damiwera mara ro davachire ar gamovida… simgheraze ar gadasula rogorc shentanaa nachvenebi : ( 😦

  25. vicky holmes ივლისი 4, 2012, 6:59 PM

    you sound was copyright o miwers… au ra vkna????

  26. Pingback: ჩემი ბლოგი უკვე მღერის..)) « missbeyfan

  27. niamessi თებერვალი 17, 2013, 8:57 PM

    როგორ მიყვარხარ ქეთუსი ამ ტუტორიალებისთვის :***

  28. httpstamrikolomidzeblogspotcom დეკემბერი 13, 2017, 12:13 AM

    ძალიან მაგარი გოგო ხარ ქეთუსი

შენი კომენტარი