Ketusi's Blog

take it easy,it's just life

wordpress -ის sidebar-ის მოდერნიზაცია


თემის ინდივიდუალურობიდან გამომდიინარე არსებობს ბლოგის დიზაინის რამოდენიმე სახეობა,ძირითადად ეს გამოიხატება Sidebar-ის განლაგებით.და რა არის sidebar-ი? ეს არის ის პანელები რაც აქვს ბლოგს ტექსტის განყოფილების მიღმა.გვერდითა მწკრივი,სადაც განლაგებულია კომენტარები,პოსტები და სხვა ვიჯეტები.ბლოგს შეიძლება ქონდეს ერთი ან რამოდენიმე sidebar-ი და ასევე Footer-ი.ამ ჩემს ბლოგა მაგალითად აქვს ერთი მარჯვენა sidebar-ი და 3 Footer-ი.

თავდაპირველად sidebar-ის ვიჯეტებს ინგლისური დასახელება აქვთ,მაგრამ სურვილისამებრ ეს შეგვიძლია შევცვალოთ.და ასევე მათ თავისებურებებშიც გავერკვიოთ.მინდა შეგახსენოთ,რომ ყველა თემას თავისი ნიუანსები აქვს და შეიძლება რაღაცით განსხვავდებოდეს მოცემული მაგალითისგან.
შევუდგეთ მოდერნიზაციას.
შევდივართ Dashboard-ის widget-ებში(თუ სად იმყოფება წინა პოსტებშია ნახსენები).
1.კომენტარების გრაფაა,Title: -ჩაწერ შესაბამის სახელწოდებას,შემდეგი გრაფაა-თუ რამდენი კომენტარი უნდა გამოჩნდეს,ვწერ 20-ს მაგალითად.Avatar Size -ი არის კომენტარების ავტორის სურათის ზომა პიქსელში,ჩემს ბლოგზე ზომა 32×32ზეა,ამ ნიმუშსი ცოტ უფრო მეტი,თვითონ გადაწყვიტე როგოგორი მოგწონს.
შემდეგი ორი გრაფა ავატარის და ტექსტის ფონის ფერისთვისაა,ფერის კოდი უნდა ჩაიწეროს.მე არაფერი მივუთითე.ბოლოს აწკაპებ Save-ს.
2.პოსტების ვიჯეტშიც იგივე ცვლილებები შეგვაქვს.Title-ში სახელწოდება,დაბლა გრაფაში კი პოსტების რაოდენობა რაც sidebar-ზე გამოჩნდება.ბოლოს ვაჭერთ Save-ს.
3.არქივის სახელწოდებას ვწერთ.Display as dropdown -ს თუ მონიშნავ,გრაფაში მოაქცევს,სადაც უნდა ჩამოშალო,რომ შიგთავსი ნახო–როგორც ჩემს ბლოგს აქვს(სულ დაბლა მარცხენა მხარეს).თუ არ მოვნიშნავთ–თვეებს ჩამოწერს,და თვალსაჩინო იქნება.Show post counts-თუ მონიშნავ, გვერდით მიაწერს თუ რომელ თვეს რამდენი პოსტი გაქვს დაწერილი.ბოლოს ვაწკაპებთ Save-ს.
4.კატეგორიის და არქივის ფუნქციები გავს ერთმანეთს.დამატებულია მესამე პუნქტი–მოვნიშნავთ იმ შემთხვევაში,თუ გვინდა კატეგორიები იერარქიულად იყოს ჩამომწკრივებული.ბოლოს ვაწკაპებთ Save-ს.
5.ძებნა და ბლოგის სტატისტიკაა და შესაბამის დასახელებებს ჩავწერთ.ბოლოს ვაწკაპებთ Save-ს.
6.ასე გამოიყურება ჩემი ’გადაქართულებილი’ Sidebar-ი ბლოგზე.

კიდევ ბევრ სხვა შესაძლებლობებზე დავწერ მომდევნო პოსტებში.

12 responses to “wordpress -ის sidebar-ის მოდერნიზაცია

  1. Pingback: ტექსტის დამატება SideBar-ზე « Ketusi's Blog

  2. ninnaka მარტი 7, 2011, 12:18 AM

    მე FB-ს ბეიჯს ვერ ვაყენებ და იქნებ ესეც ახსნა, თუ არ შეწუხდები რა თქმა უნდა 🙂 მადლობა მშვენიერი ექსკურსი იყო Sidebar-ზე. 🙂

    • ketusi მარტი 7, 2011, 12:24 AM

      კი,ვაპირებ კი არადა,ნახევრად მზად მაქვს,მაგრამ ჯერ ორი სხვა პოსტი მინდა გამოვაქვეყნო,მთვლელებზე და სურათის დადებაზე,და მერე მაგასაც დავწერ აუცილებლად.
      მადლობა შეფასებისთვის 🙂

  3. cdisპიreli მარტი 7, 2011, 6:51 PM

    სასრგებლო პოსტია, ბევრს გამოადგება. 🙂

    • ketusi მარტი 7, 2011, 7:05 PM

      მადლობა.
      კი,მართლა ბევრს წაადგა,როგორც პოირადში მწერენ,ჩემს საახლობლოში ბევრს უნდა ბლოგის გაკეთება,მაგრამ ინგლისური ვინც არ იცის,ძალიან უჭირთ გარკვევა.ვცდილობ დაწვრილებითი განმარტებებით დავწერო 🙂
      მთელი ციკლი მაქვს ტუტორიალების მომზადებული 🙂 ნელ ნელა ყველაფერს დავდებ.

  4. Pingback: ‘შეიარაღებული’ ბლოგი,ანუ widget-ებზე « Ketusi's Blog

  5. Mich Èle ნოემბერი 19, 2012, 10:00 PM

    ქეთუსი, დიდი მადლობა ამ პოსტისთვის, ძალიან დამეხმარა, მაგრამ კიდევ ერთ პატარა რაღაცაზე უნდა შეგაწუხო. ხომ ვერ მასწავლი (თუ შეგიძლია, რა თქმა უნდა) როგორ დავკიდო საიდბარზე ისრებიანი საათი?

შენი კომენტარი