Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ინტერნეტ- შოპინგი

გამოწერა ინტერნეტ მაღაზიებიდანცხოვრებაში ბევრ რამისგან ვიღებთ სიამოვნმებას და ერთ-ერთი არის ახალი ნივთების შეძენა — ანუ შოპინგი.და როდესაც დიდი ხნის ნანატრ ან ლამაზ,თუმცა ნაკლებად საჭირო ნივთს ყიდულობ —ესეც კიდევ ერთი სიამოვნებაა ამ პროცედურისგან.ამბობენ,რომ შოპინგი ქალისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაც არისო,რასაც სრულიად ვეთანხმები.მაღაზიებში სიარული შეიძლება ზოგიერთისთვის დამღლელი იყოს(აი ჩემთვის ნამდვილად არა),ამიტომ თანამედროვე ადამიანი ინტერნეტ-შოპინგს დიდ ყურადღებას უთმობს და ხეირიანად სარგებლობს ხოლმე კიდეც.ინტერნეტით გამოწერაზე რამდენიმე პოსტი მაქვს დაწერილი და აქ აღარ ჩავუღრმავდები ამ ტექნიკას,უბრალოდ ამ ბოლოს გამოწერილ ნივთებს ‘გამოვამზეურებ’  (ასე თუ ისე პირადი ბლოგია ) და ერთი კონკრეტული საიტის შესახებ რჩევებს მოგცემთ.

მოგეხსენებათ,PayPal სულ ამასწინათ გააქტიურდა საქართველოსთვის,რამაც გაგვიადვილა უცხოეთის რამდენიმე საიტიდან გამოწერა,მანამდე მე პირადად,მაგალიტად,მეგობრის PayPal  ანგარიშით ვსარგებლლობდი და ჩემ მომსახურებასაც ვუწევდი ადამიანებს.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩინეთში უდიდესი ბრენდებიც კი აწარმოებენ საქონელს,მსოფლიო ნახევარი პროდუქცია ჩინეთში მზდდება.რამდენჯერ ამერიკის კონკრეტული ინტერნეტ-მაღაზიის საქონელი რომ ჩამომსვლია,მინახავს,რომ აქვს წარწერა Made in China .ხოდა, მოდით, პირდაპირ ჩინეთიდან გამოვიწეროთ და რაღა იგივე საქონელი სხვა მაღაზიებიდან შევიძინოთ მომატებულ ფასში.

მოკლედ, ამასწინათ www.aliexspress.com  დავლაშქრეთ.ეს ჩინური საიტია,ჰყავს ბევრი მიმწოდებელ-დისტრიბიუტორი,გზავნიან ამანათებს მთელს მსოფლიოში,მათ შორის საქართველოშიც.ჩვეულებრივი Visa ბარათი მიდის,ასე რომ არანაირი შეფერხება შოპინგისას!

აქ ყველაფერია! თუ კარგად დააკვირდებით  პროდუქტს,თან პრაქტიკულად ყველაფერს კარგი ფოტოები ახლავს,მიხვდებით როგორი ხარისხია და გიღირთ თუ არა გამოწერა.დაბალფასიანი ბიჟუტერიის გამოწერისას  შეიძლება შეხვდეთ ისეთ მომენტს,რომ მომწოდებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგიგზავნით შეკვეთას უფასოდ,თუ მისი მაღაზიიდან ჯამურად 10 ან 15 დილარის საქონელს შეიძენთ.ზომების გრაფები ყველაფერს ახლავს ტან.გირჩევთ ,წინასწარ ფურცელზე ამოწეროთ თქვები წელის,ბიუსტის,თეძოს და სხვა ზომები და იმით იხელმძღვანელოთ სწორი ზომის შერჩევისას.

აი მე ეს გამოვიწერე:

გამოწერა უცხოური საიტებიდან

გამოწერა უცხოური საიტებიდან

გამოწერა უცხოური საიტებიდან

გამოწერა უცხოური საიტებიდან

გამოწერა უცხოური საიტებიდან

გამოწერა უცხოური საიტებიდან

მგონი,ყველაფერი კარგ ფასში ვიყიდე…რას იტყვით? სურათს თუ დააწკაპებთ,ცალკე გაიხსნება და ფასიც აწერია,თუ რა დაჯდა.

როგორც იტყვიან,”გამოსაწერი კიდევ ბევრია” ჰოდა wish list-ში დარჩენილი ‘რაღაც-რუღაცეებიც’ მალე მინდა გამოვიწერო,მანამდე კი ამ შეკვეთის ჩამოსვლას დაველოდები.მოგეხსენებათ,უცხოეთიდან, თანაც ჩინეთიდან გამოწერილის ჩამოსვლას 2-3 კვირა მაინც უნდა.

აი სულ ეს იყო,რისი თქმაც მინდოდა ამ პოსტში.თუ გამოწერაში დახმარება გინდათ, აქ მიმართეთ, მომსახურების ფასი დაბალია.

30 responses to “ინტერნეტ- შოპინგი

  1. ნათია სექტემბერი 25, 2013, 7:16 PM

    ქეთუსი, მაინტერესებს აქ რომელი გადამზიდი კომპანიის საშუალებით ჩამოდის? ანუ, რომ გამოვწერ, როგორ მოვა ჩემამდე? გმადლობ წინასწარ. 🙂

    • ketusi.com სექტემბერი 25, 2013, 7:20 PM

      თუ მიუთითებ საქართველოს,მაშინ საკუთარი მისამართი მიუთითე,ოღონდ კარგად დააკვირდი ტრანსპორტირება უფასოა,თუ არა,ან რამდენია(ზოგჯერ სასწაულ ფასს აწერს),თუ ამერიკაში გინდა მივიდეს, მაშინ ნებისმიერ გადამზიდ კომპანიის მისამართს მიუთითებ.მერე ის გადამზიდი ჩამოგიტანს თბილისში

      • ნათია სექტემბერი 25, 2013, 7:25 PM

        ჯერ ამერიკაში და მერე ამერიკიდან ჩემამდე მოტანა უფრო ძვირი დაჯდება ხო?

        • ketusi.com სექტემბერი 25, 2013, 10:16 PM

          ზოგ მაღაზიას ამერიკაში მიტანა უფასო აქვს,ამერიკიდან ჩამოტანა კი ფასიანია,ამიტომ,თუკი არის საშუალება,რომ პირდაპირ აქ ცამოვიდეს—პირდაპირ ჯობია.გადავამოწმე და ასე უფრო იაფია

          • ნათია სექტემბერი 26, 2013, 12:13 AM

            დიდი მადლობა… : )) ჩავატარებ აბა ექსპერიმენტს, რამე დაბალფასიანს გამოვიწერ, ვნახავ როგორ მოვა და მოვა თუ არა საერთოდ… : )))

            • ketusi.com სექტემბერი 26, 2013, 2:16 PM

              შენი ამბავი გაგვაგებინე მერე.წარმატებულ შოპინგს გისურვებ

              • salo ნოემბერი 3, 2013, 10:35 PM

                ჩემი სახლის მისამართი უნდა მივუთითო თუ თბილისის ფოსტის? ან აქ რო ჩამოვა მერე ვინ მომიტანს თუ სალის მისამართს მივუთითებ?

                • ketusi.com ნოემბერი 4, 2013, 10:40 PM

                  სალო,თუ გინდა, რომ თბილისში ჩამოგიტანონ,მაშინ შენი სახლის მისამართი უნდა მიუთითო და ადგილობრივი ფოსტის მისამართი.შეირბინე ადგილობრივ ფოსტაში და იკითხე რა კოდიაო და იმას მიუთითებ და ამანათი ჩამოვა იქ,მერე დაგირეკავენ და გეტყვიან მოაკითხეთ ამანათსო, მმიხვალ პირადობით, ხელს მოაწერ და მოგცემენ. 🙂 სხვათაშორის ჩვენი ფოსტით უფრო სწრაფად ცამომივიდა ამანათები, ვიდრე გადამზიდი კომპანიის მეშვეობით

  2. naniko სექტემბერი 25, 2013, 7:36 PM

    და მაინც, რეალურ შოპინგს მაინც სხვა მუღამი აქვს)))

    • ketusi.com სექტემბერი 25, 2013, 10:22 PM

      კი,ეგეც კარგია, მაგრამ აი როდესაც ისეთი ფეხსახმელი გაცვია,რომ მაღაზიის გამყიდველებიც კი შურითდა გაკვირვებით გიყურებენ—ამას სხვა მუღამი აქვს

  3. Lord Vader სექტემბერი 26, 2013, 11:36 AM

    როგორც იტყვიან: გააჩნია რა შემთხვევაში 🙂
    New Balance, შეკერილი ჩინეთის New Balance-ში და უბრალოდ ჩინეთში შეკერილ ვითომ New Balance-ს შორის დიდი ზღვარია 🙂
    ალიბაბა დიდი ჯგუფია, მაგრამ მის მიერ არ ხდება საქონლის შემოწმება – შესაბამისად ის ყიდის ყველაფერს, რასაც კი სთავაზობენ. აქედან გამომდინარე 50/50 ნაღდი და ფეიკი.
    და ფასებიც მაგაზე მეტყველებს 🙂
    Armani ალიბაბაზე (ალი ექსპრესი იქნება ტაობაო თუ სხვა საიტი რომელიც იგივე ჯგუფია) იმიტომ არ ღირს იაფი, რომ ჩინეთშია შეკერილი, არამედ იმიტომ, რომ სულაც არაა Armani 🙂
    თუმცა, ალიბაბა ყიდის ნაღდ საქონელსაც, მაგრამ ამ შემთხევავში ფასი თითქმის იდენტურია ამერიკული ფასების. ევროპულთან სხვაობა მეტია, მაგრამ ევროპა კიდევ სხვა თემაა 🙂

    • ketusi.com სექტემბერი 26, 2013, 2:55 PM

      კი,ლორდ,გააჩნია რა შემთხვევაში.თუ ბრენდული საქონლის ამბიცია გაქვს,მაშინ ჩინეთიდან არც გამოიწერ :)))) ამისათვის ბევრი სხვა ონლაინ მაღაზიაა.ჩინეთის საიტებიდან კი, თუ კარგად დააკვირდები,მშვენიერი ხარისხის საქონელს გამოიწერ მაინც.

      • Lord Vader სექტემბერი 26, 2013, 3:03 PM

        ეგ თავისთავად 🙂
        მე უფრო სხვა პასაჟს გამოვეხმაურე, იმას რომ მთელი მსოფლიო ჩინეთში კერავს და ბარემ ჩინეთში ვიყიდოთ-ს.

        ეს არაა, ერთი და იგივე-თქო, ეს ვთქვი. თორემ ისე ჩინეთს საკუთარი ბრენდებიც აქვს და უფრო იაფია ისინი ევროპულზე.
        თურქეთში შოფინგზე რომ ვწერდი პოსტს მაშინაც გამახსენდა ჩინეთი 🙂 თურქეთშიც არის უკვე რამდენიე ბრენდი, რომელიც ადრე სხვას რომ უკერავდა ახლა თავად დაიწყო აუთსორსინგი და იგივე ჩინეთში გაიტანა შეკვეთების ნაწილი. ზოგი კი აგერ საქართველოშიც კი აკერინებს.

  4. Shoka სექტემბერი 29, 2013, 9:59 PM

    მართალი ხარ, forever21დანაც კი ჩინეთში დამზადებული ტანსაცმელი მომივიდა -_-

  5. salo ნოემბერი 3, 2013, 3:17 PM

    ketusi. shegidzlia gvachveno rogor yidulob zustad. anu rogor gamooiwre nebismieri rame am saitidan. amas imitom gekitxebi rom mainteresebs zogiert bmulshi ra unda mivutito ragaceebi ver gavige. madloba winaswar

  6. თაკო იანვარი 15, 2014, 2:45 PM

    კეთი ქალაქ ქუთაისში არის სახლში მიტანით ?

    • ketusi.com იანვარი 16, 2014, 6:49 PM

      როგორც ვიცი ფასიანი მიტანა აქვთ გადამზიდებს თბილისი გარდა ქალაქებში…თვითონ გადამზიდში დარეკე და გეტყვიან ზუსტად

      • liza თებერვალი 9, 2021, 12:24 AM

        გამარჯობათ,ისეთი საიტი იცით რომ 14 დღეში ჩამოდიოდეს ამანათი ? გამოვიწერე ალიექსპრესიდან და დიდიხანი დააგვიანდა

        • ketusi.com მარტი 19, 2021, 12:10 PM

          გამარჯობა,,,ალიექსპრესის საიტი არ ყიდის არაფერს, იქ კერძო პირები ყიდიან პროდუქციას და მათი პასუხისმგებლობაა, ,,თან მთელი ტებერვალი ჩინეტი არ მუშაობდა, ახალი წელი ქონდათ,,,ბრენდის საიტები ნახეთ, სხვა ვერაფერს გირჩვთ!

  7. Katy თებერვალი 6, 2014, 12:53 PM

    to ketusi.com საფოსტო მისამართს რაც შეეხება მე როგორც გავიგე პირდაპირ ქუჩის საფოსტო მისამართი უნდა მივუთითოთ ხო? სახლს საფოსტო მისამართი აქვს? 118-08-ში მითხრეს პირდაპირ ქუჩის საფოსტო მისამართი უნდა ჩაწეროთო. და მერე ფოსტიდან თვითონ დარეკავენ როცა ჩამოვა ალიექსპრესიდან გამოწერილი ნივთი?

  8. მარინა აპრილი 12, 2014, 10:32 PM

    გამარჯობა 6 იანვრს გვაკეთე შეკვეთა და ფოსტიღან არ მირეკავღნენ არაღა ჩამოსული იკო მაგრამ არ და მირეჯეს და შეკვეთა უკან გაგზავნეს რა უნდა გავაკეთო ღამეხმარეთ

  9. eka აგვისტო 30, 2017, 4:35 PM

    https://www.wish.com gamarjobat aq saitidan shemizlia gamowera sawartveloshi, me miwers arao da saqartvelos araa chamonatvalshi

  10. Tiko მარტი 30, 2018, 10:57 AM

    Rame saiti mitxarit,dabalifasebi rom jdebodes gamowera

    • ketusi.com მარტი 30, 2018, 12:27 PM

      გამარჯობა.მაგალითად, ჩინურ საიტზე http://www.aliexpress.com ბევრი მიმწოდებელია, რომლებიც უფასოდ ან მიზერულ თანხაში გზავნიან პროდუქციას და საქართველოს ფოსტით შეგიძლიათ აიღოთ (საკუტარი მისამართით),,სხვა დანარჩენი უკვე გადამზიდი კომპანიებით,,ან არის საიტები, რომელიც კონკრეტულ თანხის შენაძენზე უფასოდ გზავნიან

Leave a reply to Lord Vader კომენტარის გაუქმება