Ketusi's Blog

take it easy,it's just life

სტუმრად ლუდსახარშ “ზედაზენში”

Capture13

zedazeni 26.01.2013სულ რამდენიმე წელიწადია,რაც ლუდის მოყვარული გავხდი….

მანამდე რატომღაც არც გემო მომწონდა ლუდის და არც სურნელი.მაგრმ ყველაფერი იცვლება და ერთ მშვენიერ დღეს მეც მესიამოვნა ცივი ლუდის დაგემოვნება.მგონი იმ დღეს სახლში ძმაკაცები გვყავდნენ და ბიჭები ცხელ ზაფხულის საღამოს ცივ ლუდს მიირთმევდნენ,ვიფიქრე,მოდი მეც გავსინჯავ თქო და ჰოი საოცრებავ,ნამეტანი მომეწონა :)))  მას მერე ჩემ სახლში ლუდი ისე არ დალეულა,რომ ერთი ბოკალი მეც არ მიმერთვა(მეტის თავი სად მაქვს 🙂 )

ჩემ შვილსაც უყვარს ლუდი და ზოგჯერ ლუდ–ფართის მოვაწყობთ ხოლმე და კრეკერების კნატუნით ლუდსაც მივირთმევთ.

რამდენიმე მარკის ლუდი მაქვს დაგემოვნებული და თითქმის ყველა მომწონებია,თუმცა ამ შემოდგომას მოყოლებული,მას მერე,რაც “ზედაზენი” დავაგემოვნე,სულ მას ვყიდულობდი ხოლმე და ჩემი მეუღლეც ხშირად სწორედ მას მიანიჭებს ხოლმე უპირატესობას.ამიტომაც იყო,რომ როდესაც ლუდსახარშმა “ზედაზენმა” ბლოგერები დაგვპატიჟა ქარხანაში,სიამოვნებით დავთანცხმდი წინადადებას,თან ტექნოლოგიები და ტექნილური მხარე ყოველთვის მაინტერესებდა.ამჯერადაც იმედგაცრუებული არ დავრჩი და მინდა თქვენც  გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები.

13 ადამიანი შევიკრიბეთ და დახვედრებული მიკროავტობუსით ზუსტად 23 წუთში საგურამოში აღმოვჩნდით უზარმაზარი ქარხნის უზარმაზარ ეზოში.გარედანვე ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული და აკურატული ჩანდა,თუმცა ‘შიგნიდან’ კიდევ უფრო მეტად მოგვეწონა ქარხანა.თავიდანვე მივაქციეთ ყურადღება იმას,თუ როგორი ხარისხიანი იყო ყველაფერი.

zedazeni 26.01.2013 (5) zedazeni 26.01.2013 (4)

კიდევ უფრო გაგვაკვირვა იმან,რომ თურმე ,როგორც ბატონმა ვასიკო სულხანიშვილმა აგვიხსნა(გენერალური დირექტორი),შენობა სულ რაღაც 6 თვეში აუშენებიათ და რაც მთავარია მშენებლობაზე მხოლოდ ქართველები მუშაობდნენო! 6 თვეში აშენდაო და მეშვიდე თვეს უკვე ლუდი მოიხარშაო!!! ქარხანა საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს –– 2 ჰექტარს!!!

ინფორმაციის მოწოდება კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ამიტომ ძალიან ბევრი რამ გავიგეთ ქარხანაზეც და ლუდის ხარშვის პროცესზეც.მე ბლოკნოტში ვინიშნავდი საინტერესო ინფორმაციას და აი ეხლა მინდა თქვენც გაგიზიაროთ:

ქარხანა 2011 წლის 1 აგვისტოს დაარსდა

პირველი ლუდი თებერვალში მოხარშეს.

ქარხანა მთლიანად ჩამოტანილია გერმანიიდან,ეს არის რკინის უზარმაზარი კონსტრუქცია!

თავიდან ლუდი მოიხარშა გერმანელი ,ჩეხი,პოლონელი და ფრანგი ტექნოლოგების დახმარებით,ეხლაც ჩეხი სპეციალისტებიც გვყვანანო,პერსონალი კი მხოლოდ ქართველია.

დასაქმებულია 250 ადამიანი,ამაში არ შედის დისტრიბუციაში დასაქმებულნი.

საშუალო ხელფასი 1400–1500 ლარია და პლუს დაზღვევა(ოჯახით),მუშის პოზიციაზე არანაკლებ 400–450 ლარს იღებენ! თანაც პერსონალი არ იხდის ფულს საკვებში,ტრანსპორტირებასა და უნიფორმებში.

ლუდის დასამზადებლად ალაო და ‘დროჟი’ (ვიცი,რომ ქართულად ‘საფუარია’ 🙂 ) ჩამოაქვთ გერმანიიდან.

იყენებენ გერმანულ დანადგარებს,საფილტრაციოც გერმანული ტექნოლოგიითაა.

ლუდი “ზედაზენი” გადის ყველა რეგიონში.გააქვთ საზღვარგერეთაც.

მართალია,მხოლოდ ერთ სახეობის ლუდს აწარმოებენ, მაგრამ საექსპორტოდ ასევე აქვთ ქაშელის სერთიფიკატი,რაც უფლებას აძლევთ აწარმოონ ისეთი ლუდი,რომელიც არ შეიცავს ალკოჰოლს.ამგვარი ლუდი ებრაელებისთვის იწარმოება. და ასევე აწარმოებენ ‘ჰალალს’ ––ეს უკვე უალკოჰოლო ლუდია მუსულმანებისათვის.

როგორც გავარკვიეთ ლუდსახარში “ზედაზენი” საკმაოდ გულუხვი ქველმოქმედიც ყოფილა.ისინი ერთვებიან საქველმოქმედო პროექტებში,ღცაწლი მიუძღვით საპატრიარქოს პროექტებშიც.

ბლოგერ ბიჭებს აინტერესებდათ თუ რატომ არ აწარმოებდა “ზედაზენი” შავ ლუდს და ამაზე ამომწურავი,თუმცა მათთვის უსიამოვნო პასუხი მიიღეს,რომ თურმე საცდელად კი გამოუშვიათ შავი ლუდი, მაგრამ კომერციული წარმატება  არ ქონდაო და ამიტომ შევწყვიტეთ მისი წარმოებაო.ასე რომ ყვავა და აკა იმედგადაწურულები დარჩნენ და წუწუნებდნენ,ეტყობა ძალიან მოეწონათ და უყვართ შავი ლუდი.

ასევე გავიგეთ,რომ თურმე ყველა პარტიას აქვს ნუმერაცია და მიწოდების კოორდინაცია ხდება.

ლუდისა და ლიმონათიოს წარმოებისთვის “ზედაზენი”  იყენებს პატარა მდინარე ზედაზენის წყალს,რომელიც იმ ხეობაში მთიდან ჩამოედინება.

თვითონ ლუდის გამოხდასთან დაკავშირებით ,ჩემთვის ეს მანამდე უცნობი ინფო იყო,გავიგეთ,რომ როდესაც ლუდი მოიხარშება, რამდენიმე დღის მერე,როდესაც ის საკმარის გრადუსს შეიძენს, ხდება მისი სხვა პირობებში შენახვა,ფილტრაცია და მერე 21 დღე დაყენება(იმედია თანმიმდევრობა არ მეშლება)

გუფილტრავი ლუდი 3 დღეში ფუჭდება.

“ზედაზენი” ლუდში არ უმატებს კონსერვანტებს!

ლუდის ვარგისიანობის ვადა 6 თვეა.

“ზედაზენი” აწარმოებს ერთ სახეობა ლუდს და 5 სახეობა ლიმონათს.

ban111121

ეს ინფორმაცია გაგვაცნო ბატონმა ვასიკომ და მერე უკვე წაგვიყვანეს ქარხნის დასათვალიერებლად.სანიტარული ნორმების დაცვით,შევიმოსეთ თეთრ ხალათებში,რომელსაც ‘ლიპუჩკები’ მანათობელი ქონდა,რასაც სურათშიც დააფიქსირებთ.

zedazeni 26.01.2013 (58)

გვიძღვებოდა და ყველანაირ ინფორმაციას ახლა უკვე კომერციული დირექტორი ბატონი კახა პაიჭაძე გვაწვდიდა.

46826_597065873643936_1815049832_n

ქარხნის უზარმაზარი დარბაზების და დანადგარების თვალიერებისას მე და ადომ ერთდროულად ავღნიშნეთ,რომ აქ კარგი საშინელებათა ფილმის ან ექშენის გადაღება შეიძლებოდაო.უზარმაზარ შენობის ჭერში უამრავი დიდი თუ პატარა მილი გადიოდა,საიდანაც თურმე ლუდი ‘გადადის’ ერთი ცეხიდან მეორეში.სხვათაშორის ამ მილების შემდუღებლად პოლონელი სპეციალისტები ყოლიათ ჩამოყვანილი, რადგან უჟანგავ მილების შედუღება რთული საქმე ყოფილა,არ უნდა იყოს არანაირი დეფექტი,რომ იქ ბაქტერიები არ დაგროვდეს და ლუდი რომ არ გააფუჭოს,მიუხედავად იმისა, რომ ლუდის გაშვების მერე,მილებში  ჯერ სპეციალურ სითხეს უშვებენ და მერე უხვი რაოდენობით წყლის ნაკადით რეცხენ.

უდიდეს დანადგარების ფონზე ჭიანჭველებივით ვიყავით :))) თან სულ სურათებს ვუღებდით ქარხანასაც და ერთმანეთსაც.

zedazeni 26.01.2013 (19) zedazeni 26.01.2013 (25) zedazeni 26.01.2013 (26)

მომეწონა ლაბორატორია,აქ ყველანაირი ცდა ტარდება და ანალიზები პროცესის ყველა საფეხურზე.

zedazeni 26.01.2013 (17) zedazeni 26.01.2013 (9)

zedazeni 26.01.2013 (15)

აი ეს აპარატი ძალიან საინტერესო რამაა,აქ ხდება ლუდის ‘დაძველება’ ,ანუ მას რამდენიმენაირ პირობას უქმნიან,რომ დაადგინონ,თუ რამდენ ხანში დაძველდება და უვარგისი გახდება.

zedazeni 26.01.2013 (18)

ამ ოთახში აბსოლუტურად ყველა პარტიიდან თითო ბოთლი ინახება ნიმუშად.

zedazeni 26.01.2013 (12)

ქარხანა რამდენიმე საამქროსა და საწყობისგან შედგება და დავდებ მათ სურათებს :

734095_597064406977416_1752793202_n 530814_597067763643747_532473848_n 602681_597063093644214_2014881788_nzedazeni 26.01.2013 (41)

პროცესი აბსოლუტურად ავტომატიზირებულია

zedazeni 26.01.2013 (24)

zedazeni 26.01.2013 (39)

ბოთლების საწყობი

zedazeni 26.01.2013 (43)

ეს უკვე ბოთლებში დაფასოებული ლუდი და ლიმონათი ელოდება მაღაზიებში გამგზავრებას 🙂

zedazeni 26.01.2013 (47)

ამ კასრებს თურმე ‘კეგები’ ქვია

ქარხნის დათვალიერების შემდეგ სუფრასთანაც მიგვიწვიეს,სადაც გამოუხდელი ლუდი დავაგემოვნეთ,თან ბევრი ვისაუბრეთ.

zedazeni 26.01.2013 (65) zedazeni 26.01.2013 (64)

წამოსვლისას დაგვასაჩუქრეს კიდეც : თითო ბოთლი ლუდი,ბოკალი “ზედაზენის” ჰოლოგრამით და საწერი კალამი.

ასე სასიამოვნოდ გავატარე ის დღე…

კიდევ უამრავი სურათი მაქვს და ბლოგის გვერდზე განვათავსე,ასე რომ შეგიძლიათ ნახოთ Ketusi’s Blog

8 responses to “სტუმრად ლუდსახარშ “ზედაზენში”

  1. tamojelia თებერვალი 5, 2013, 1:13 AM

    საინტერესო პოსტი იყო,მე პირადად ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე.
    რაც შეეხება ლუდ,
    ზამთარ_ზაფხულ ,ყოველთვის მაგარია ❤

  2. spleet თებერვალი 5, 2013, 12:32 PM

    მეც ეგრე ვარ. ახლახანს შემომიყვარდა ლუდი.

  3. kevana თებერვალი 5, 2013, 6:48 PM

    წლისთავი ჰქონიათ, რახან პირველი ლუდი თებერვალში გამოუშვიათ ^_^

  4. Lord Vader თებერვალი 5, 2013, 8:15 PM

    დავწერო გულწრფელად რას ვფიქრობ მაგ ლუდზე? 🙂

  5. Lord Vader თებერვალი 5, 2013, 8:16 PM

    თუმცა, ანინამ დაწერა (ყველა ქართულ ლუდზე ერთდროულად) და ვეთანხმები 🙂

  6. თაკოს ბლოგი თებერვალი 6, 2013, 6:46 PM

    დაბადებიდან მიყვარს ❤ ❤

შენი კომენტარი