Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მასწავლებლობა რთული ყოფილა

12839101-noe-n--nfn--n---noe— ჩემმა მასწავლებელმა უკეთ იცის,შენ არ იცი! –– ეუბნებოდა პატარა ბავშვი,ალბათ მეორეკლასელი, თავის დედას,რომელსაც ხელჩაკიდებულს  ბავშვი სკოლაში შეყავდა,მშობელმა თავი დაუქნია და უთხრა ,რომ დიახ,მასწავლებელმა ალბათ უკეთ იცისო…….

ეს შემთხვევა არ გავს იმას,რასაც ამასწინათ შევესწარი,როდესაც ბავშვი რაღაცას უყვებოდა დედას,მან კი მკვახედ შეაწყვეტინა –– ნეტა მაგ მასწავლებელმა რა ჯანდაბა იცისო!

ეს ორი შემთხვევა ტყუილად არ მომიყვანია მაგალითად,თავად მე იმ თაობას მივეკუთვნები,ვისთვისაც ბავშვობაში წოდება ––– მასწავლებელი რაღაც ამაღლებულ,ზებუნებრივ და მიუწვდომელთან ასოცირდებოდა.ის მეტი იყო, ვიდრე მშობელი,მას მეტ ანგარიშს ვუწევდით,ვიდრე მშობელს,ის იყო ჩვენთვის ავტორიტეტი და სამაგალითო პიროვნება!მასწავლებელი იყო ეტალონი! ბედნიერი ვარ, რომ ზუსტად ისეთი მასწავლებელი მყავდა დაწყებით კლასებში, რომელიც ნებისმიერი თაობისთვის გამოდგება ეტალონად,ამ გადასახედიდანაც კი.

მასწავლებლის და ზოგადად მასწავლებლობის თემა დღეს ჩემთვის მეტად აქტუალურია,რადგან თავად გავხდი მასწავლებელი! დიახ,ამით აიხსნება ჩემი სულ უფრო ნაკლები აქტიურობა ბლოგზე,რადგან საკმაოდ ვიღლები სკოლაში და საკმარის კონცენტრირებას ვეღარ ვახდენ ბლოგზე,უნდა მაპატიოთ.

ამ პოსტში კი ისეთ ასპექტებს მინდა შევეხო, რომლებიც ჩეთვის,როგორც აწ უკვე პედაგოგისთვის,აქტუალურია.მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება და თქვენგანაც რჩევა მივიღო.

როგორ მოვხვდი სკოლაში 

არასდროს მდომებია მასწავლებლობა!ის ორი კვირაც კი,რომელიც ინსტიტუტიდან გაგზავნილმა საკუთარ სკოლაში მასწავლებლად გავატარე,კოშმარივით მახსოვს!ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს მთელი თაობა გამოცვალეს იმ 4 წელიწადში,ვადარებდი ჩემ მოსწავლეობას და მათ.მაშინ მივხვდი,რომ არ მინდოდა მასწავლებლობა!

4 წლის წინ საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა ინგლისურის მასწავლებლად.დიახ,რთული იყო,მაგრამ კვირაში ორჯერ ჩატარებული მოკლე გაკვეთილები და ასე თუ ისე ნორმალური ხლფასი საწუწუნო საბაბს არ მაძლევდა.მერე ბაღები ფასიანი გახდა და ჩემი ვაკანსიაც გაუქმდა…..

ერთ მშვენიერ დღეს გაწეული რეკომენდაციის საფუძველზე სკოლაში მიმიხმეს და დროებითი სამსახური შემომთავაზეს.დეკრეტში გასული მასწავლებელი უნდა შემეცვალა.დიდხანს არ მიფიქრი და დავთანხმდი, რადგან მასწავლებლის თაობაზე  ‘ნოყიერი’ შემოთავაზება იყო, რადგან საქმე 23 საათს ეხებოდა!მეტი საათი––მეტი ანაზღაურება,ხომ ხვდებით.ასე დავიწყე მუშაობა,შემართებით და მონდომებით… 8 კლასს ვასწავლი ინგლისურს :  მეექვსედან(ორი მეექვსე კლასი მყავს) დაწყებული მეთორმეტეს ჩათვლით.

მასწავლებლობა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა,ვინემ ეს მანამდე მეგონა!დატვირთული გრაფიკი,ცელქი ბავშვები,დამღლელი გაკვეთილები…. და ამ ყველაფერს დამატებული დამღლელი მგზავრობა.

ზოგადად სკოლაზე

როგორც ზევით ვახსენე,მოსწავლეთა ფართო სპექტრს ვასწავლი .აბა წარმოიდგინეთ,ჯამში 185 ბავშვი გამომდის და მათ რაღაც ნაწილს გამორჩეული ყურადღება ესაჭიროება სხვადასხვა მიზეზის და გამო.უამრავი ფსიქოტიპის ბავშვია და ყველასთან საერთო ენის გამოძებნა გჭირდება.უამრავი რამ არის გასათვლელი და მოსაფიქრებელი,ათჯერ უნდა გააანალიზო, სანამ რაიმეს იტყვი.ძალიან დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს ბავშვებთან მუშაობა და თუ საკუთარი თვითკონტროლის უნარი არ გაგაჩნია,არც უნდა მიხვიდე სკოლაში!რთულია მასწავლებლობა, ათჯერ უფრო რთულია,ვიდრე ეს ეხლა,ამ პოსტის კითხვისას წარმოგიდგენიათ!რა თქმა უნდა იმასაც გააჩნია,რა პასუხისმგებლობით და ხარისხით ასრულებ დაკისრებულ სამუშაოს.

ამასწინათ ერთ სტატიას ვკითხულობდი,სადაც ავტორი სასკოლო რეფორმაზე საუბრობდა და აკრიტიკებდა  პედაგოგებს და მათ მეთოდებს,ავტოკრატებად  მოიხსენიებდა მათ და საუბრობდა იმაზე,რომ საჭიროა სხვა მეთოდების დანერგვა სკოლებში და ბლა ბლა ბლა…. მოკლედ,მივხვდი,რომ არავითარი პრაქტიკული პედაგოგიური გამოცდილება არ გააჩნდა და მარტო თეორიული ცოდნის საფუძველზე “ბრტყელ–ბრტყელი” ფრაზებით მანუპულირებდა.დიახ,პედაგოგიური კადრების მომზადების, შერჩევისა და პროფესიული ზრდის საკითხების მოგვარების გარეშე, შეუძლებელია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემის შექმნა. მასწავლებელი სკოლის მთავარი ღერძი და მომავალი თაობის სწავლა-აღზრდის მესაჭეა,ამიტომ საზოგადოებამ, რომელიც განვითარებაზე ფიქრობს, იგი ღირსეულად უნდა დააფასოს. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დამოკიდებულება მასწავლებლის მიმართ და მთლიანად პოლიტიკა, რომელსაც იგი საშუალო განათლების სისტემაში ატარებდა, სრულიად საწინააღმდეგო ხასიათისა იყო.მანდატურების ინსტიტუტის შემოღებამ კიდევ უფრო დაძაბა მორალურ-ფსიქოლოგიური ატმოსფერო სასწავლო დაწესებულებებში, გააძლიერა შიში.სრულიად სამართლიანად, მას პოლიციური რეჟიმის დამკვიდრების ინსტრუმენტად და სიმბოლოდ აღიქვამენ. პედაგოგებს არ უნდათ იყონ ამ რეჟიმის ნაწილი!სიტუაცია ნაწილობრივ გამოსწორდა არჩევნების შემდგომ.მანამდე მასწავლებლებს მტკივნეულად ახსოვთ მანდატურთა უხეში და გაუმართლებელი ჩარევა სასკოლო პროცესში, მასწავლებლების კონტროლი,რითიც ისინი უფლებამოვალეობებს აჭარბებდნენ .ყველას ახსოვს  მოსწავლეებზე განხორციელებული  ფსიქოლოგიური წნეხი და მორალური დეგრადაციის წახალისება,როდესაც მოსწავლეები დაბეზღების,მცდარი ინფორმაციის მიწოდებით მანდატურების ‘იარაღი’ ხდებოდნენ.სახელმწიფო პოლიტიკა იმგვარი იყო,რომ რაც მეტ ოქმს შეადგენდა მანდატური,რაც უფრო მეტ მასწავლებელს დააკარგინებდა სამსახურს,მით უფრო წინ მიიწევდა ‘კარიერულ საფეხურზე’ და ამგვარად არანაირი პედაგოგიური გამოცდილების მქონე მანდატური ინიშნებოდა სკოლის დირექტორადაც კი.
არადა თვითონ მანდატურის ინსტიტუტის არსებობა  ხელს უშლის სკოლის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, განვითარებას, მოზარდი თაობის სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და თვით განათლების ჰუმანისტურ არსს ეწინააღმდეგება.

კარგია,თუ სახელმწიფოს მხრიდან მუდამ იქნება მცდელობა იმისა,რომ მასწავლებლის პროფესიული დონე ამაღლდეს,დაინერგოს ახალი,შედეგიანი მეთოდიკები მოსწავლეთა ფსიქოტიპის გათვალისწინებით.თუმცა მეთოდიკის შეცვლაზე საუბარი ზედმეტია,როდესაც სტრუქტურული ცვლილებებია ჩასატარებელი,რასაც ორი რამ ართულებს: მასწავლებლის ავტორიტეტის დაქვეითებული დონე(რაც ხელოვნურად იქნა გამოწვეული,ნაწილობრივ ზემოთმოყვანილი მიზეზთა გამო) და კლასში მოსწავლეთა რაოდენობა.

როგორ უნდა იყო ორიენტირებული მაღალ შედეგზე,როდესაც დისციპლინარული საკითხებიც გაქვს გადასაწყვეტი?კლასში დსციპლინის დამყარება–შენარჩუნებას ისიც ართულებს,რომ კლასში მოსწავლეთა რაოდნობა არის ძალიან დიდი (დასაშვები რაოდენობა –– 36).  კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება კი მოითხოვს ახალ კლასების შექმნას,რაც,იმავდროულად,მასწავლებელთა შტატის გაზრდას მოითხივს,ეს ყველაფერი კი სკოლის ბიუჯეტს უკავშირდება.სკოლებს კი,ჯერ არ აქვთ საკმარისი რესურსი,რომ ასე მარტივად მოაგვარონ საქმე.იმედია მომავალში დაფინანასება გაიზრდება და ეს აისახება პედაგოგტა სწავლების პროდუქტიულობაზეც.

ანაზღაურება

იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველამ იცის,რომ საქართველოში მასწავლებლის ხელფასი საკმაოდ დაბალია.იშვიათ გამონაკლისებში მათ ვგულისხმობ,ვინც მიხეილ სააკაშვილს უპირობოდ ყველა სიტყვაში ენდობა და მიამიტურად სჯერა,რომ დღეს მასწავლებლის ხელფასი 800–900 ლარია!ამასწინათ სკოლაში მაგვიანდებოდა და ტაქსით წასვლა გადავწყვიტე,ამ დროს შედგა ჩვენი საუბარი:

–– მასწავლებლები სულ ტაქსით უნდა დადიოდეთ,5 ლარადაც შეგიძლიათ მოურიგდეთ მძღოლს და უპრობლემოდ აგიყვანთ და წამოგიყვანთ სამსახურიდან

–– რას ამბობთ,ყოველ დღე თუ ტაქსით ვიარე,რაღაში მეყოფა ჩემი ხელფასი!

–– რა,800 ლარები არ გაქვთ ხელფასი მასწავლებელს?რატომღა წუწუნებთ?

–– ვინ გითხრათ,რომ 800 ლარი გვაქვს?

–– რა ვიცი, სააკაშვილი ასე არ აცხადებს?

–– (სიმწრით ვიცინი) ყველაფერს იჯერებთ,რასაც სააკაშვილი ამბობს? ჯობს მე მენდოთ სიტყვაზე,270 ლარს ვიღებ ხელზე და ყოველ დღე 4–5 გაკვეთილს ვატარებ,თანაც სკოლაში საშუალო ხელფასი ამაზე დაბალია,ზოგს მხოლოდ 170 ლარი აქვს მეთქი

ასე დავტოვე გაოგნებული მძღოლი და გადმოვედი მანქანიდან და ‘ჩემ’ სკოლისკენ გავეშურე.

ამასწინათ მინისტრმა გააჟღერა ინფორმაცია,რომ საქართველოში მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 250 ლარიაო! როგორც იქნა გაჟღერდა რეალური ანაზღაურება.მართალია,არიან სერთიფიცირებული მასწავლებლები და კარგ ანაზღაურებას იღებენ, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან,სულ რაღაც 15 პროცენტია მასწავლებელთა საერთო რაოდენობიდან.

საზღაურის გადანაწილების თავისებური სქემაა სკოლაში და მინდა ამაში გაგარკვიოთ.ანგარიშდება კვირაში ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობა(კვირაში და არა თვის განმავლობაში!!!) და მრავლდება პედაგოგის ინდივიდუალურ კრიტერიუმზე: სამუშაო გამოცდილება და განათლება.

სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა 2013 წლიდან,უფრო სწორედ მანამდეც,რადგან საახალწლოდ უპრეცენდენტო პრემია მიიღო ყველა მასწავლებელმა 80 ლარის ოდენობით(100 ლარი მინუს 20%).ხელფასების მატება კი ახალ ბიუჯეტთან ერთად 2013 წლის იანვრიდან განხორციელდა.მინდა,რომ შედარება გავაკეთოთ რა იყო ადრე და რა არის ეხლა.

მანამდე:

ჩემ შემთხვევაში ,რადგან მე მაგისტრი ვარ და სამუშაო გამოცდილება 5  წელზე ნაკლები მაქვს,ჩემი ერთი ჩატარებული საათი ფასდებოდა 17.42 ლარად!მაგრამ ეს მხოლოდ 18 საათი,რაც არის განაკვეთი.განაკვეთის ზევით ანაზრაურების დაანგარისება უკვე მეორედ შეიცვალა ამ სასწავლო წელს და ჯერ პირვანდელს მოგახსენებთ.18 საათის ზევით 19  და 20 საათი ნაზრაურდებოდა 5 ლარით,21 საათი 10 ლარით და 21 საათზე მეტი 25 ლარის დანამატით.ანუ მაგალითად ჩემ შემთხვევაში კვირაში 5 გაკვეთილის ჩატარებაში ნაცვლად 87.1 ლარისა ვიღებდი მხოლოდ 25 ლარს!საერთო ჯამში ჩემი ხელფასი შეადგენდა 338.6 ლარს,საშემოსავლოს დაქვითვის შემდგომ ხელზე სულ რაღაც 270 ლარი მრჩებოდა 🙂 ხელისუფლებაში ახალი ძალების მოსვლამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა საგანმათლებლო სფეროში და ეს დადებიდათ აისახა მასწავლებლის შემოსავალზეც.

2013 წლის იანვრიდან:

განაკვეთის (18 საათამდე) თვითოეული საათი 21.94 ლარით მინაზღაურდება.ამის გარდა კიდევ ერთი კარგი ცვლილებაა: განაკვეთს ზევით თვითოეული გაკვეთილის რაოდენობა თვიურად იანგარიშება და არა ყოველკვირეულად და ერთი გაკვეთილის ანაზღაურება უკვე 5 ლარს შეადგენს.ცუდი ის არის, რომ ძირითადად მასწავლებლებს 10–15 საათი აქვთ,ანუ ეს ცვლილება მასწავლებელთა მცირე რაოდენობას შეეხება.

ანუ ჩემი განაკვეთს(18 ცთ) ზევით 5 გაკვეთილი ფასდება 5 ლარით (თვითოეული) და ანგარიშდება ერთი თვის რაოდენობით, ანუ 5 გამრავლებული 4 კვირაზე= 20 გაკვეთილი,რაც მრავლდება 5 ლარზე და ვიღებთ 100 ლარს. ანუ ჩემი ამჟამინდელი ხელფასია 394.9+100=494.9–20%=395.9 ლარი.მართალია ეს არ არის საკმარისი ანაზღაურება გწეული შრომისთვის,მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეს 126 ლარით მეტია,ვიდრე 2012 წელს ვიღებდი 🙂

ამ ხელფასების გაზრდის ფონზე უკვე გული მწყდება,რომ ახლოვდება ის დრო, როდესაც სკოლიდან უნდა წავიდე….. აპრილში გეგმავს სკოლაში დაბრუნებას ის მასწავლებელი,ვისაც მე ვცვლი 🙂

მგზავრობა

ოოოო,მგონი ჩემი საქმიანობის ყველაზე დამღლელ ასპექტს მივადექი.დიახ,ყველაზე მეტად მგზავრობა მღლის  🙂  4–5 გაკვეთილის შემდეგ ისედაც ლიმონივით გაწურული ხარ და კიდევ წინ ორი ტრანსპორტით მგზავრობა გიწევს––როგორია? თითქოს არ არის დიდი დისტანცია ჩემი სახლიდან იმ სკოლამდე,სადაც ვასწავლი, მაგრამ ორი ტრანსპორტი მჭირდება.ამგვარად იმ დისტანციას,რასაც მანქანით 8–10 წუთში დავფარავდი ,ვუნდები 30 წუთი.წასვლისას ჯერ ისნამდე მივყვები სამარშრუტო ტაქსს,ავტობუსით ვერ ვსარგებლობ(არადა მუნიცეპალური ტრანსპორტით სარგებლობა მასწავლებლის ბარათით 20 თეთრი მიჯდება სულ),რადგან ჩემ გაჩერებამდე ისეთი გადატვირთული მოდის ავტობუსი, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით აჩერებს,თორე იქ ასული ადამიანი მე არ მინახავს დილის საათებში :))) .მოკლედ მივდივარ ისნამდე,მერე ავდივარ ზევიტ,ხიდფისკენ,იქ ბოლო გაცერება აქვს 28 ნომერ სამარშრუტო ტაქსს და იმით ავდივარ  სკოლამდე.წამოსვლისას ავტოპბუსით მოვდივარ ისნამდე(თუ ძალოიან არ დაიგვიანა),მერე ისნიდან ჩემკენ მომავალი ან ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი მინდა.რაც ყველაზე ცუდია,თითქმის სულ ფეხზე დგომა მიწევს ტრანსპორტში 😦

მოდით,ამით დვასრულებ პოსტს და სხვა ამბებს სხვა პოსტისთვის შემოვინახავ,რადგან სათქმელი ძალიან ბევრია…

22 responses to “მასწავლებლობა რთული ყოფილა

  1. maiko მარტი 10, 2013, 7:47 PM

    martlac ro rtulia,davamtavre pedagogiuri koleji da gagrdzelebas vapirebdi universitetshi,magram rogorc ki kolejidan praqtikebze gavedi (sajaro skolebidan sauketeso momicia)mivxvdi rom es sachemo ar iyo:(( miuxedavad imisa ro dzalian miyvars bavshvebi da advilad shevdivar kontaqtshi .

  2. tsotnee მარტი 10, 2013, 9:30 PM

    შენ გაიხარე ქეთუსი, უამრავი პედაგოგის აზრი თქვი ამ ერთი პოსტით. დედაჩემია მასწავლებელი, რაც დაამთავრა მის მერე და მეც როგორც მის შვილს ნაკლები, კი არა ზოგიერთ მასწავლებელზე მეტი ვიცი და მესმის მათი პრობლემების. არა მარტო იმეიტომ, რომ დედაჩემია თავად მასწავლებელი, სულ მიმაჩნდა და ვთვლი რომ მასწავლებელის ასეთი დაბალი ხელფასი დაცინვა და ცინიზმია, ცალკე მარაზმია ზოგიერთი მშობლისა და მოსწავლის დამოკიდბულება მათდამი. ნამდვილ მასწავლებელს ძეგლები ეკუთვნით, ნამდვილად.
    პ.ს. საზიზღრად არ მომწონს როცა აზოგადებენ და საუბრობენ მასწვლებლების დაბალკვალიფიციურობაზე და დაცინიან მათ მიდგომებს. სასტიკად არასწორი და შეურაცხმყოფელია ნამდვილი პროფესიონალებისთვის! 😉 აი დედაჩემსაც მაგრად წყინს ხოლმე ასე ზოგადი საუბარი, მაგრამ მეორეცაა რამდენი წესიერი და კეთილსინდისიერი მასწავლებელიცაა, რომლებიც ამდენი წელია ენთუზიაზმზე მუშაობენ, პლუს გაურკვეველი წარმოშობის წიგნების ხარვეზების ამოვსება თავად უწევთ, იმდენივე მათი საპირისპირო მასწავლებლებიცაა. და ასეთი ხალხი უტეხავს და ულახავს ასეთ ღირესულ პროფესიას სახელს.
    პ.ს. და მოსწავლეთა დამოკიდებულება და ცალკე მათი ურთიერთობა ერთმანეთთან და მასწავლებლებთან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და განსახილვევლი საკითხია. 😉
    პ.ს. გამიხარდა შენი პოსტი. დედაჩემს და ყველა კარგ მასწავლებელს ვეუბნები ხოლმე და შენც გეტყვი: ღმერთმა გაძლება მოგცეთ!

    • ketusi.com მარტი 10, 2013, 10:19 PM

      მადლობა,ცოტნე.კი,უამრავი თემაა განსახილველი,ისედაც დიდი პოსტი გამოვიდა და ყველაფერს ვერ დავატევდი,თუ მოვიცალე,კიდევ დავწერ პოსტს შემდგომში

  3. ninnaka მარტი 11, 2013, 12:12 AM

    ძალიან რთულია. პირადად მე ჩემ თავზე გამოვცადე, სტუდენტობის პერიოდში, 1 წლის განმავლობაში მყავდა 1 მოსწავლე. ერთი შეხედვით ბევრი კი არა, არც არაფერია, მაგრამ… ვაღიარებ, შეიწირა ჩემი ნერვული სისტემა. ძალიან ძნელი იყო მისი დაჭერა სამეცადინოდ. ძალს მე ვიყავი, ძალს ის. ხან რითი ვცდილობდი დამეინტერესებინა, ხან რითი და ის საათნახევარი როცა მასთან გაკვეთილზე ვიჯექი, ნამდვილ ფრონტის ხაზს გავდა. ჩუმად უჩუმრად ჯიბრში იყო ჩამდგარი, ჯიუტად არაფრის შეშვება არ უნდოდა თავში. ბოლოს, როცა უკვე მოთმინება ამომეწურა, მის მშობლებს დაველაპარაკე, ავუხსენი სიტუაცია და კინაღამ გაგიჟდნენ, ერთადერთი მასწავლებელი ხარ რომელმაც ამდენ ხანს გაუძლო და ცოტა შედეგი ჩანს და გეხვეწები არ მიგვატოვოო, ზუსტად მათი ხათრით გავძელი ერთი წელი, უბრალოდ მათ ადამიანურ თხოვნას ვეცი პატივი. იმის მერე ვთქვი და ვასრულებ კიდეც, არავითარ შემთხვევაში არ ვიყოლიებ მოსწავლეს არასდროს, არც ლექტორობაზე ვოცნებობ, მიუხედავად იმისა რომ თითქოს უნივერსიტეტში უკვე ზრდასრულინი არიან სტუდენტები (რასაც ყველაზე ვერ ვიტყვი). აი მაშინ მივხვდი რომ ვიყავი უბედნიერესი ადამიანი, რომ არ დავუჯერე ზოგზოგიერთებს და ფილოლოგიურზე არ ჩავაბარე! ვიქნებოდი ნებისმიერი პროფესიის, ოღონდ არა პედაგოგი. მე ამ პრობლემებს, რაც შენ აღწერე, შედარებით ნაკლებად ვიცნობ, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა იმ ერთმა წელმა ერთი რამ დამანახა: პედაგოგისთვის ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ პროფესიული შედეგი (მატერიალურ შედეგს არ ვგულისხმობ), რომლისთვისაც ის მუშაობს, დამოკიდებული არაა მასზე, მან შეიძლება მთელი სული და გული ჩადოს თავის მოსწავლეებში, მაგრამ აქედან ყველასთან ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს. შედეგის მიღწევა ორივე მხარეზეა დამოკიდებული, თუ მეორე მხარემ არ მოისურვა, მასწავლებელმა რაც არ უნდა ეცადოს, ჯადოქრად ვერ იქცევა და თავში ვერ ჩაუდებს იმას, რაც საჭიროა. მე მირჩევნია ჩემი შრომის შედეგი, ჩემზე იყოს დამოკიდებული. ვამაყობ მასწავლებლებით და შევდივარ თქვენს მდგომარეობაში. მაოცებს თქვენი ნებისყოფა და მიხარია რომ არსებობთ.

    • ketusi.com მარტი 12, 2013, 7:46 PM

      კი, ასეა,ნინაკა.მე პედაგოგიური გამოცდილების წლები მაქვს,კერძო პრაქტიკას ვგულისხმობ.საკმაოდ რთული რამაა.
      სკოლაშიც მართლაც, არიან ბავშვები,რომლებსაც რასც ქვია ვერაფერს შეაგნებინებ,აღარ ვიცი რა ხერხი ვიხმარო ხოლმე.

  4. Georgian Dreamer მარტი 12, 2013, 11:50 AM

    “მასწავლებელი რაღაც ამაღლებულ,ზებუნებრივ და მიუწვდომელთან ასოცირდებოდა.ის მეტი იყო, ვიდრე მშობელი,მას მეტ ანგარიშს ვუწევდით,ვიდრე მშობელს,ის იყო ჩვენთვის ავტორიტეტი და სამაგალითო პიროვნება!მასწავლებელი იყო ეტალონი! ” – იმ ბავშვს რომლისთვისაც მასწავლებელი უფრო დიდი ავტორიტეტია ვიდრე მშობელი ყველაფერი რიგზე ვერ აქვს , ისე ეს ადამიანების გაღმერთება და გაეტალონება ზრდასრული ადამიანისთვის ცოტა არასერიოზულია და ბავშვს არ ჭირდება , ზოგადად მასწავლებლები კიდევ სექტანტი იაღოველებივით არიან ( ერთეულების გარდა ) ჩემს სკოლაში ერთადერთი მასწავლებელი მახსოვს რომელიც ნორმალური ადამიანი იყო , დანარჩენი ყველა იყო ტიპიური მასწავლებელი , აი ისეთი , საბჭოთა ეპოქიდან დღემდე რომ ერთნაირი იდეოლოგია და აზროვნება აქვთ , ერთნაირი მანერები , ერთნაირი ფსიქოლოგიური პრობლემები და აშლილობები , გამოხტომები , ზოგადად საქართველოში მასწავლებლების უმეტესობას აქვს ფსიქიური პრობლემები , საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენები აქვთ , შეზღუდული აზროვნება და ცნობიერება და სექტანტებისთვის დამახასიათებელი ქცევები აქვთ , მინი-დიქტატორები არიან რომელიც მასზე სუსტ და პატარა ადამიანებზე მბრძანებლობს .

    განათლების სისტემა ძირგამომპალია უკვე ნახევარსაუკუნეზე მეტია და თავის ფუნქციას ნორმალურად ვერ ასრულებს , თუმცა არც მანამდე ასრულებდა თავის ფუნქციებს ნორმალურად , ამ სისტემაში მომუშავე ადამიანების უმეტესება სამკურნალო იყო და საკუთარი ფსიქიური აშლილობებისთვის რომ მიეხედათ ჯობდა , სხვებს რა უნდა ასწავლონ ესეთებმა , რაღაც საოცარი რომანტიზმით ლაპარაკობენ ესე თავის პროფესიაზე და ზე-ადამიანურ მისიაზე , ბავშვის აღმზრდელები , სულიერი დედები და მამები , ცოდნის მესაჭეები და სხვა მაღალფარდოვანი , უსაფუძვლო და გაზვიადებული შეხედულებები საკუთარ თავზე და საკუთარ როლზე , რომელიც ფსიქიური აშლილობის დროს ახასიათებთ ადამიანებს , მასწავლებლებს აქეთ აქვთ ბევრი სასწავლი 😉 ზოგიერთს ამასთან ერთად სამკურნალოც 😉

    p.s. საუბარია უმრავლესობაზე და არა ყველაზე

    • ketusi.com მარტი 12, 2013, 7:42 PM

      რისოგორც ჩანს,გამოგრჩა,რომ ის მონაკვეთი მე ბავშვობის ასაკს მივაკუტნე ანუ მე მიწერია :”ბავშვობაში წოდება ––– მასწავლებელი რაღაც ამაღლებულ,ზებუნებრივ და მიუწვდომელთან ასოცირდებოდა.” ასე რომ კონტექსტიდან ამოვარდნილად ნუ განიხილავ ჩემ პოსტს.
      იმაში დაგეთანხმები, რომ ძალიან ბევრი მასწავლებელია არაკვალიფიცირებული,როგორც პედაგოგიური ისე მეთოდოლოგიურ–აღმზრდელობითი კუთხით,თუმცა ეს შენ სიტყვიერ აგრესია–ისტერიას არ ამართლებს :))))

      • Georgian Dreamer მარტი 12, 2013, 10:32 PM

        კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მთავრობა-ოპოზიციის დებატები კიდე 😀

        ისტერია-აგრესია კი არა მწარე რეალობაა 😐
        ქართული განათლების სისტემა არ ვარგა ! ეგ ფაქტია 😐

        • ketusi.com მარტი 12, 2013, 11:16 PM

          ნუ,მე განგიმარტე ,რომ არასწორედ გაიგე ის მონაკვეთი და მეორედ ხომ არ დავწერ კიდევ 🙂
          განათლების სისტემაში რომ ბევრია შესაცვლელი მაგაში გეთანხმები,მეტიც –– მასწავლებელთა ნახევარი სულ გასაშვებია სკოლებიდან.მაგრამ რეფორმებს დრო უნდა და ჯერ მასწავლებლებისთვის ნორმალური პირობების შექმნაა საჭირო,რომ მერე მას ხარისხი მოსთხოვო.

          • Georgian Dreamer მარტი 12, 2013, 11:27 PM

            სგ სგ კიდე განმიმარტე 🙂
            ჯერ გასაშვები უნდა გაუშვა , ჩასარეცხი უნდა ჩარეცხო და მერე იზრუნო სისუფთავეზე ( ამ შემთხვევაში ნორმალურ განათლების სისტემაზე )
            თუმცა დავესესხები დიდ ავთანდილ შოშიაშვილს და დავსძენ რომ – არაფერი არ გვეშველება 😐

            • ketusi.com მარტი 16, 2013, 1:03 PM

              კი,გვეშველება.ოღონს თანმიმდევრობაზე სეგედავები. ნუ,ჩემი აზრიტ ჯობს ჯერ ანაზღაურება გაუმჯობესდეს და პირობები,ეს ახალგაზრდათა დაინტერესებას გამოიწვევს და მოხდება ნელ–ნელა ახალი კადრით იმ ძველის ჩანაცვლება.ბევრი ძველი მასწავლებელი უბრალოდ პრინციპულად არ იღებს ახალი მეთოდების სწავლების სტანდარტებს,ვერ ეგუებიან და აპროტესტებენ კიდეც სიახლეებ.ამის პრობლემა ახალგაზრდებს არ აქვთ.აი რომ ამბობ უნდა გაუშვანო ეხლავეო–––მერე რა კადრით ჩაანაცვლებ? ბევრ მასწავლებელს უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს,იცი? ამ ბოლო წლებში იმდენად ჩავარდა საბუნებისმეტყველო საგბნებისადმი დაინტერესება,რომ სპეციალისტთა ნაკლებობაა.დღეს ადვილად ვერ ისოვი ქიმიის,ფიზიკის ან ბიოლოგიის მასწავლებეს––უბედურება ამაშია! თუ ალტერნატიული კადრი იქნება, ნელ–ნელა მოხდება ძველი ტაობის ჩანაცვლებ,თუმცა მათ სორისუამრავი ღირსეული სპეციალისტი და პედაგოგია და კონკურენციას ყველანაირად გაუწევენ ნებისმიერ ახალგაზრდა კადრს. მოკლედ,რეფორმებია საჭირო და იმედია მერე ყველაფერი ღირსეულად წარიმართება

              • beqa ივნისი 27, 2015, 5:58 PM

                მე მინდა მასწავლებლობა მაგრამ არ ვიცი რამდენად მოვახერხებ მუშაობის დაწყებას ,ვაკანსიები არ ცხადდება და იქნებ მირჩიოთ რაიმე.

                • ketusi.com ივლისი 8, 2015, 6:50 PM

                  აის ვარიანტი, რომ თქვენი რეზიუმე დატოვოთ სასურველ სკოლაში,ამის გარდა, რა თქმა უნდა ვაკანსიების გვერდის კონტროლი

  5. Kate აპრილი 30, 2013, 5:22 AM

    მე მინდა არადა.
    უფრო მეტად კი ლექტორობა მინდა.
    მაგრამ სადაა სად 😀
    კარგი პოსტი იყო. შემოვალ ხოლმე. კომენტარის დატოვების პერსპექტივით 😀

    • ketusi.com აპრილი 30, 2013, 10:59 AM

      მადლობა 🙂
      კარგია,რომ გინდა.სკოლებს ნამდვილად სჭირდებათ პედაგოგების კადრის გადახლისება.ახალგაზრდბისთვის უნდა გახდეს მიმზიდველი სკოლა,სხვანაირად არ გამოვა.იმედია,სასკოლო რეფორმა და ხელფასების მატება რამეს შეცვლის,ტორე თუ ახალი კადრი არ მივიდა სკოლაში,ცუდადაა საქმე

შენი კომენტარი