Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ქენდის ბუშნელის ქალები

ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს.

ადრე, როდესაც საზოგადოებაში ქალთა როლზე ჩამოვარდებოდა საუბარი,ვირჯინია ვულფის ეს სიტყვები მახსენდებოდა:

ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ოთახი,ფული და ის შექმნის რაიმე ღირებულს

ვირჯინია ვულფის სათქმელი,ოდნავ განსხვავებული მანერით ,ქენდის ბუშნელმაც მოიტანა ჩვენამდე თავისი შესანიშნავი რომანების მეშვეობით,რომლებიც უფრო ახლოს არის ჩემთვის თავისი არსით,რადგან მათი ავტორიც და პერსონაჟებიც ჩვენი თანამედროვენი არიან.

ქენდის ბუშნელი "ბიზნესი მაღალ ქუსლებზე"ვერ იხსენებთ ვინ არის ქენდის ბუშნელი?მაშინ მე გეტყვით “Sex and the City” -ს და დარწმუნებული ვარ,მიხვდებით,რომ ამ არაჩვეულებრივი რომანის ავტორზე მაქვს საუბარი.დიახ,ქენდის ბუშნელმა ზუსტად ამ რომანით გაითქვა სახელი და ამ რომანის მიხედვით გადაღებული სერიალის მეშვეობით.

თუ დავუკვირდებით,კენდის ბუშნელის ყველა პერსონაჟ ქალში  იდეალურ თვისებებს დავინახავთ.თვისებებს,რომლებიც ერთნაირად საჭიროა მიზანდასახული ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც.მისი რომანების კითხვისას,თითქოს წარმატების ფორმულას ვხდით ფარდას.”გამძლეობა წარმატების საწინდარია” –როგორც რომან “Lipstick  Jungle” -ის პერსონაჟი — ნიკო ამბობდა!მართლაც,თვითოეული პერსონაჟი ხომ უსაზღვრო ენერგიით,შეუპოვრობით და ინტელექტით გვხიბლავს!ისინი იბრძვიან იმისათვის,რომ საკუთარი ნიშა მოიპოვონ საზოგადოებაში,რომ საზოგადოებამ ისინი მათი ინტელექტის და შრომისუნარიანობის მიხედვით დააფასოს!ბუშნელის პერსონაჟ ქალებს მუდამ ბრძოლა უწევთ: კრგი სამსახურისთვის,კარგი შემოსავლისთვის,ოჯახის შენარჩუნებისთვის.და ამ ყველაფერთან ერთად მათ არც საზოგადო ცხოვრება და გართობა ავიწყდებათ!

ყოველ პერსონაჟს ნებისმიერი ქალის გულის მოგება შეუძლია! ყოველ პერსონაჟში არის ისეთი რამ,რაც მას სადარს ხდის და გვეხმარება ცხოვრებისეული პრიორიტეტების დასახვაში და მიზნის მიღწევისთვის სწორ უნარ-ჩვევების შეძენაში.

დიახ—ქენდის ბუშნელის გმირი ქალები ჩემი იდეალებიც არიან!მე ჯერაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ “ბიზნესი მაღალ ქუსლებზე”-ს წაკითხვის შემდეგ(“Lipstick  Jungle”).

საინტერესო ისიც არის,რომ რომან   “Sex and the City” -ს გმირი კერი ბრედშოუ — თვით ბუშნელის ალტერ-ეგოა.თავის დროზე ბუშნელიც  ნიუ-იორკის საზოგადოებაში ცნობილი სახე  და წვეულებების ხშირი სტუმარი იყო.თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო…

ბუშნელი ოდესღაც ნიუ-იორკის დასაპყრობად კონექტიკუტიდან ჩამოვიდა.იყო დრო,როდესაც,ქენდის ბუშნელს გაჭირვებით გაჰქონდა თავი,თუმცა ის სასოწარკვეთაში არ ჩავარდნილა და აგრძელებდა ჟურნალ-გაზეთებისთვის სტატიების წერას.მის წარმტებულ კარიერას სტარტი მისცა  “Sex and the City”  და “Lipstick  Jungle”-მა.თავბრუდამხვევმა წარმატებამ ბუშნელში არანაირი ცვლილება არ გამოიწვია—ის ‘ვარსკვლავური ავადმყოფობით’ არ დაავადდა,რაც ჩემ თვალში მას ერთი-ორად ზრდის!ის ისევ ისეთი უბრალო და შრომისმოყვარე დარჩა,როგორც თავისი კარიერის დასაწყისში იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მას შვილები არ ყავს,ის თვლის,რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ქალს ყავდეს ოჯახი,შვილები და ამავდროულად ქონდეს წარმატებული კარიერა!ეს შესაძლებელია,თუ ქალს თავისი სამსახური ეყვარება!

ქენდის ბუშნელი ცხოვრებას  არა მარტო მატერიალური,არამედ ფილოსოფიური თვალითაც უყურებს.ბრძნულად ჟღერს მისი სიტყვები ცხოვრების შესახებ : “The key to life is your attitude” ! მისი თქმით არ აქვს მნიშვნელობა გათხოვილი ხარ თუ არა,გყავს თუ არა შვილები,მთავარია,თუ როგორ აღიქვამ შენს ცხოვრებას.არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ,მთავარია იყო საუკეთესო!

მისი ბიოგრაფიის და ინტერვიუების წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მიხვალთ დასკვნამდე,რომ თვითოეულ მის პერსონაჟში ქენდის ბუშნელის  მნიშვნელოვანი თუ არა,პატარა ნაწილი მაინც დევს.ზუსტად ეს ხდის მის ქალებს ასეთ ძლიერებს!

ქენდის ბუშნელს უკვე აქვს ‘საკუთარი ოთახი,ფული’ და ის შექმნის კიდევ ბევრ ღირებულს!

Advertisements

25 responses to “ქენდის ბუშნელის ქალები

  1. tami მარტი 29, 2012, 10:01 AM

    ძალიან მომწონს სერიალი, მაგრამ “და ქალის” თარგმანი, “სექსი დიდ ქალაქში რომ წავიკითხე, დიდად არ ავღფრთოვანებულვარ! არ გამჩენია სურვილი დანარჩენი რომანებიც წამეკითხა.

    • ketusi.com მარტი 29, 2012, 2:13 PM

      მე ეგ არ მაქვს წაკითხული, “ბიზნესი მაღალ ქუსლებზე” წავიკითხე და რა ვიცი, ორიგინალი არ წამიკითხია,რომ არგმანი შევაფასო, ისე ცუდი არ არის,მე უფრო თვიტონ სინაარსი და ქაების ცხოვრების სტილი მხიბლავს.
      ისე, ამ წიგნის სერიალის ვერსია, სულ არ ემთვევა შინაარსით ორიგინალს

      • tami მარტი 29, 2012, 2:20 PM

        ხო, პირველამა ნაწარმოებმმა , ჩამიკლა სურვილი რომ სხვაც წამეკითხა.
        თუმც რახან შენ წაიკითხე და მოგწონს, დარწმუნებული ვარ ცუდი არ იქნება. ვიყიდი და წავიკითხავ მეც. ერთი რომანით არ უნდა შეაფასო მწერალი. ვნახოთ მერე რა შთაბეჭდილება მექნება…

        • ketusi.com მარტი 29, 2012, 2:57 PM

          ნუ, ხო, მე საერთოდ არც რომანტიკული ადამიანი ვარ და მთავარია შინაარსი მომეწონოს ან რაიმე იდეა და მხატვრულ მხარეს არ ვუყურებ 🙂 მშრალ ტექსტსაც ვკითხულობ.
          მაგრამ ამ წიგნის წაკითხვა მაინც ღირს,მომეწონა

  2. ♥ Miss.Catalan.. ♥ მარტი 29, 2012, 4:05 PM

    ძალიან კარგი პოსტია ქეთუსი,მომეწონა ❤ წაკითხვის მერე უფრო შემიყვარდა ქენდისი და მისი წიგნები. ქერი ბრედშოუ-თავიდანვე შემიყვარდა ეს პერსონაჟი ❤

  3. Lenny მარტი 29, 2012, 5:41 PM

    boznesi magal qulsebze momwons dzalian :X

  4. Lenny მარტი 29, 2012, 5:43 PM

    vaime shemeshala biznesi unda damewera :D:D:Dd

  5. ❥ Natsy მარტი 29, 2012, 6:30 PM

    მართლა საინტერესო ჩანს// იმედია მალე ჩავიგდებ ხელში და წქავიკითხავ :))) რომელიმეს მაინც.

  6. anoonymouss მარტი 30, 2012, 3:41 PM

    The key to life is your attitude << ყველაზე დიდი სიამრთლეა.. ძალიან გონიერი ადამიანია ბუშნელი ყველა რომანში ჩადო თავისი სულიერება.

  7. tamojelia მარტი 30, 2012, 8:40 PM

    მისი თითქმის ყველა წიგნი მაქვს წაკითხული,ვერ გეტყვი რომ ძალიან ინტელექტუალურია,მაგრამ ისე გასართობათ კარგი წასაკითხი წიგნია: )

    • ketusi.com მარტი 31, 2012, 12:23 AM

      უი, ინტელექტუალური სულ არ არის,ვიტყოდი, რომ მშრალადაც კია ზოგ მონაკვეთში მოვლენები აღწერილი.უბრალოდ ის ხშირად ერთი ან რამოდენიმე პერსონაჟის ერთობლიობით ქალის იდეალს ქმნის,ნუ ჩემთვის ასეა.
      ეს პოოსტი ძალიან დაღლილმა დავწერე და ყველაფერი ის ვერ ჩავაქსოვე,რისი თქმაც მინდოდა, და საერთოდ ეს პოსტი ამ წიგნების ავტორზაა—ის ყველაზე მეტად მხიბლავს!

  8. ninia აპრილი 2, 2012, 9:54 PM

    biznesi maRal quslebze or dgeshi ise wavikitxe ver gavige. dzalian magaria da mec minda vgavde magat 🙂

    • ketusi.com აპრილი 3, 2012, 11:40 AM

      კი,აი მაგ ემოციას იწვევს—გინდა,რომ შენც მასეთი ცხოვრების სტილი გქონდეს,ყველაფერში შეიძლება არა, მაგრამ მაინც ამგვარი თვითრეალიზება ყველასთვის სანატრელია ჩემის აზრით 🙂

  9. EkaTerine ივნისი 11, 2012, 6:57 PM

    ზაფხული დიდ ქალაქში წავიკითხე და ძალიან მომეწონა… გასართობი წიგნია რომლითც უნდა გაერთო … ბიზნესი მაღალ ქუსლებზე მინდა ძალიან

  10. ვაიბი იანვარი 6, 2013, 6:24 PM

    ახლა ვკითხულობ ^^

    • ketusi.com იანვარი 9, 2013, 4:02 PM

      აბა,როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

      • ვაიბი იანვარი 9, 2013, 9:26 PM

        ცოტა დავიბენი იმ საკითხთან დაკავშირებით ზაფხული დიდ ქალაქში სექსი დიდ ქალაქშის მერეა დაწერილი თუ რა ხდება, მაგრამ, რაც სექსი დიდ ქალაქშიც შეეხება, მაგარი რამეა, საერთოდ დედაჩემთან ერთად ვუყურებდი ხოლმე სერიალს, ფილმებიც მიყვარს, მაგრამ წიგნში ქერი განსაკუთრებით სასაცილოა 😀 თან ზოგადი წარმოდგენა მექმნება როგორ ხდება დიდების სამყაროში უსიყვარულოდ, 39 წლის ასაკამდე თავის გადარჩენა – კარგად ცხოვრება…

        • ketusi.com იანვარი 10, 2013, 10:13 AM

          კი,ამ წიგნში ჩემი ყურადღება მიიქცია ქალბატონების ნებისყოფამ და შრომისმოყვარეობამ.მიზანდასახული ადამიანები არიან და გონივრულად განკარგავენ დროს.რა თქმა უნდა ცხოვრებაც საინტერესო აქვთ.ჩემთვის მაგალითი არიან,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული ქალი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: