Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

The ნიჭიერი

"ნიჭიერი"ოოო,დღეს დიდ დღეა,დიდი

დღეს,26 მარტს პირველად ისტორიაში თავიდან ბოლომდე ვუყურე “ნიჭიერს”,სიმართლე გითხრათ არც ამჯერად ვიყავი ჩასაფრებული გადაცემის დაწყებას,მეგობარს Fb-ზე რომ არ დაესტატუსებინა,არც კი გამახსენდებოდა.მაგრამ რადგან მოვლენები ამგვარად აეწყო,მარტო ვუყურე კი არა,აგერ ამ პოსტსაც ვწერდი 🙂 ხვდებით ალბატ,რომ მინდა ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ კონკურსანტების შესახებ.

მაშ ასე,პირველი პოსტი “ნიჭიერის” შესახებ ქეთუსის ბლოგზე (ვგონებ,უკანასკნელიც არ იქნება—ვიხალისე წერის პროცესში),ვისაც არ გიყურებიათ — გადაცემის ყურება აქაც შეიძლება.

“Dream Walkers”

Dream Walkersჯგუფმა “Dream Walkers”-მა სასიამოვნოდ გახსნა “ნიჭიერი”  .საოცრად მიმზიდველი და ნიჭიერი ახალგაზრდები!კარგი ცეკვით,შთამბეჭდავი შოუთი.მართალია თვითონ თქვეს,რომ არ ვიცით რას ვაკეთებთო,მაგრამ მათ შეიძლება არ იცოდნენ,მაგრამ სოფოს თქმისა არ იყოს, “რა იყო ვერც მე ვერ გავიგე, მაგრამ რაც იყო კაი იყო” !

ფეხბურთელი ‘ინდივიდი’  

თილისმაჯერ იყო და გაურკვეველი ,საკმაოდ სარკასტული ფეხბურთელების პაროდიები გააკეთა.მე არ ვიცნობ ამ ფეხბურთელებს(საერთოდ,სპორტისგან შორს ვარ)და ვერ შევაფასებ ნომრის ჭეშმარიტებას.მერე ეს ქილაზე შემოდებული ბურთი და დაცემინება ^^

არ მომეწონა ეს ტიპი —“ამბიცია + 0 ინტელექტი !

ლექსის წაკითხვა დაიჟინა და წაიკითხა,კიკინები აკლდა და სოფოსთან ჩახუტება(ხცვდებით ალბათ) ,თუმცა ჩემთვის ყოვლად გაუგებარი მიზეზების გამო 2 ‘კის’ მეშვეობით გადაიყვანეს შემდეგ ტურში და ჟიურიმაც იმედი გამიცრუა 😦

ილუზიონისტს აღაც არაფერი დააცალეს,თან დიდის ამბით დააყოლეს,რომ აი 3 წელი გადის გადაცემა და ვერ მივხვდი,რომ ასეთი ნომრები არ გადისო?ხოდა თქვე კაგი ადამიანებო,ის ‘ვაი’ ფეხბურთელი თუ გადაიყვანეთ შემდეგ ტურში,ამ ახალგაზრდას შანსი არ ქონდა? ნუ,არ ვიცი….

რეპერი

ქართული რეპი შველას საჭიროებსო—როგორც ვანომ თქვა! მართალია,აბა ამ ბღავილის მოსმენის შემდეგ,სხვას რას იტყოდა ადამიანი?თუმცა ქართული რეპი განა მხოლოდ ამ დუეტით შემოიფარგლება?

თუმცა მიყოლებით ამდენი რეპერი კოშმარული შესრულებით უკვე ზედმეტია!

ოთო ბუაძე

ყველაფერი ამის შემხედვარე,გამობრწყინებასავით იყო პატარა ბიჭის,ოთო ბუაძის შესრულებული რეპი!ძალიან გამეხარდა, რომ 3 ‘კის’ დახმარებით ბავშვი შემდეგ ტურში გადავიდა.

ვინმე ნინო….

ვაიმე,რა დროს ასეთი რეპერტუარია,გადამრევს ეს ხალხი!

გაურკვეველი იმიჯის მქონე ახალგაზრდა,

რომელიც ვითომ იდუმალებით მოცული გამოვიდა სცენაზე და როიალით აკომპანემენტს უწევდნენ,ამღერდა… ამღერდა და დაწყებული არ ქონდა,რომ უკვე დაამთავრაა… ვაიმე,რა იყო ეს?როგორი თავხედული თავდაჯერებულობა … სოფოს რომ უთხრა მე შენიშვნას მხოლოდ იმისგან მივიღებ ვინც აღმზარდაო და მერე ეს საოცარი მიმიკა და წარების აწევა,აი აქ მოვკვდი სიცილით! “ბეწვზე ვართ გადარჩენილები,ბეწვზე”—მართალია! 🙂 🙂 ოჰოოო,ფრთხილად იყავით ჟიურის წევრებო,სადმე არ ‘დაგიპადიეზდოთ’ ამ საეჭვო გარეგნობის ახალგაზრდამ 🙂

გოგონების ჯგუფი

აკრობატი გოგონებიგოგონებმა აკრობატული ნომერი წარმოადგინეს,აკროსტაილის სტილში,ჯიურის შეფასებიტაც საკმაოდ ეფექტური!სოფოსგან “ამ სეზონზერ ყველაზე დიდი ‘კი’ რაც კი მითვამს” მიიღეს!

დავით ხარიბეგაშვილი

ტიპმა თურმე კიტხვა-კითხვით ვანოს სახლს მიაგნო და ანა ნიჭიერსი ვერ მოვიდოდა?

თავად წერს სიმღერებს და ასრულებსო ,ამჯერად ‘სტოპ რაშა” — ამ სიმღერას მღერის,სიმღერა არ არის სესაფერისი სიტყვა,რარაც არია-რეპი შეასრულა,სიტყვებიტ სავსე ‘სიმღერა’!ოჰ,ჯეო-მენ!ძალიან ემოციურად შეასრულა,მაგრამ თვიტონ სიმრერა სულ არ მომეწონა და ვერ ვიზიარებ ჟიურის აღტაცებას,რომლებმაც შემდეგ ტურსი გადაიყვანეს 😦

ქართველი Ge-ჯექსონი 

Ge-ჯექსონიშთამბეჭდავი გამოჩენით!ორი თოჯინის თანხლებით,რომლებსაც შუაში თვითონ ედგა და მართავდა— სხვათაშორის მისი მოძრაობები სულაც არჩანდა კარგად!სოფომ და გეგამ ‘არა’ თქვეს და საბედნიეროდ მარტო ვანოს ‘კი’ ვერას გახდებოდა.ძალიანაც კარგი–სულ არ მომეწონა ნომერი!

მოკლედ რომ ვთქვათ,

შემდეგმა მონაწილემ ბოთლები აამღერა? ნურას უკაცრავად! გაისტუმრეს ‘არათი’

ო სოლო მიო! ეჰ,როიალი რომ საქმეს შველოდეს,ჩემო კარგოოოოო! გაისტუმრეს ‘არათი’

ვაიმე,ეს თავზე ტომარაჩამოცმულები რომ გამოვიდნენ სცენაზე და ხან სად დაეპეყვერნ და ხან სად“! გაისტუმრეს ‘არათი’

ნინო და გიო,ეჰ,ბავშვებო, ცუდად ხომ იცეკვეთ და ჟიურის გამოხმაურებასაც არ დაელოდეთ ! გაისტუმრეს ‘არათი’

ინგა საღინაძე–რა ტყუილად ჩამოვიდა ბარსელონადან! გაისტუმრეს ‘არათი’

ნონა გიუნაშვილი

ქვიშაზე ხატვააღარ მეგონა,თუ რაიმე ღირეულს ვიხილავდი,როდესაც კასტინგის ბოლო მონაწილემ ბევრი ილაპარაკა 2008 წლის გორში დატრიალებულ ამბებზე!თუმცა შევცდი!

ახალგაზრდა გოგო ქვიშაზე ხატვით შეეცადა ამ ტრაგიკული ამბის გადმოცემას.მუშაობის პროცესს ლამაზი მელოდიაც ერთვოდა.მართლა ძალიან კარგად დახატა!დარბაზიც,ჟიურიც და მეც ყურადღებით მივაჩერდით მის ხატვის პროცესს,ჩვენ თვალწინ მოვლენები იხატებოდა!აღფრთოვანებული ვარ!დარბაზში ხალხი ტიროდა!გულში ჩამწვდომი იყო ეს ყველაფერი!—რა თქმა უნდა დამსახურებული 3 ‘კი’ მიიღო!

ქვიშაზე ხატვა  ქვიშაზე ხატვა


ამით დასრულდა “ნიჭიერის”  ეს კასტინგი.სიმართლე გითხრათ,ეს პირველი გადაცემაა,რომელსაც თავიდან ბოლომდე მარტო ვუყურე კი არა, პროცესში ამ პოსტსაც ვწერდი.ადრე არ გამჩენია სურვილი,რომ ჩემი აზრი ამ გადაცემაზე საჯაროდ დამეფიქსირებინა,ეხლა კი ვიტყვი,რომ ძალიან მომწონს გადაცემის იდეა!მართლა კარგი შანსი ეძლევა ბავრ ადამიანს.მაგრამ მედალს მეორე მხრე აქვსო,გაგიგიათ ალბათ და ამ გადაცემასაც დიდი მინუსები აქვს.ჯერ ერთი, რომ უსაშველო რეკლამები აქვს,უაზროდ გაწელილი.ყველამ უკვე კარგად იცის ამ პროექტის არსი და რა საჭიროა ‘გადაღეჭვა’? ჯიური ყოველთვის არ არის ობიექტური,ისეთ ადამიანებს წაახალისებენ ხოლმე,რომ ნამდვილად შეცდომას უშვებენ,ან დაუმსახურებლად უარით ისტუმრებენ(ეს უფრო იშვიათად).მათი წყალობით ისეთი ადამიანები ‘გაჰიტდნენ’,რომ გული მწყდება,მერე ყოველ მეორე უნიჭო ამბიციურ ადამიანს უჩნდება სურვილი ბედი სცადოს და ასე ხდებიან ქვეყნის სასაცილოები!

ბევრს არ გავაგრზელებ,შემდეგ გადაცემას დაველოდები 🙂

სურათები აღებულია “ნიჭიერის” ოფიციალური Facebook გვერდიდან (აღფრთოვანებული ვარ მათი ოპერატიულობით)

Advertisements

12 responses to “The ნიჭიერი

  1. karamelka მარტი 27, 2012, 3:25 PM

    ყველაზე ძალიან პორველი ტურები მომწონს. არ იცი ვინ იქნება კარგი, ვინ-დარტყმული 😀 ვერთობით მთელი ოჯახით 😀

  2. CreaTive მარტი 27, 2012, 6:33 PM

    იმ ფეხბურთელმა თავი დაიმცირა,ეხვეწა გადამიყვანეთო :/

    • ketusi.com მარტი 28, 2012, 1:33 AM

      ხო, რა იყო,უფ,იღრიჯა და იმათხოვრა ხნ ლექსს გეტყვითო…
      ძალიან არ მომეწონა ჟიურის გადაწყვეტილება

  3. takojabauri მარტი 27, 2012, 8:17 PM

    ჩემი მასწავლებელია ნონა ))ხატვის 26 წლისა 2 შვილი ყავს და ძაან საყვარელია მასწავლლებელია მაგაზე მაგრად ჯერ არაფერი არ მომწონებია ))

  4. Mallorie მარტი 28, 2012, 9:08 AM

    ჯერჯერობით არცერთი არ მომწონებია იმდენად, რომ აღვფრთოვანებულიყავი. ვნახოთ, ვნახოთ..

    • ketusi.com მარტი 28, 2012, 12:20 PM

      მოცეკვავე ბიჭებიც არ მოგეწონა?აი ბოლო კკონკურსნტი ქვიშაზე რომ ხატავდა–ეგაც მომეწონა 🙂

      • Mallorie მარტი 28, 2012, 7:58 PM

        ქვიშაზე რომ ხატავადა, არ ვიცი, მომეწონა თუ არა.. გული ამიჩუყდასავით, თუმცა მხოლოდ ეს არ არის ყველაფერი.

        • ketusi.com მარტი 28, 2012, 10:28 PM

          ნუ,ის, რომ ნიჭიერია,ის მაინც ჩანს 🙂

          • natia121 მარტი 29, 2012, 2:49 AM

            ხო მაგრამ, ხატვით ბევრი ხატავს თან უფრო მაგრად, ასე რომ, ყველა ამ პროექტში ვერ გაიმარჯვებს, სიმართლე გითხრა მე ყოველთვის რაღაც ახალს ველოდები, ინოვაციებს, მაგრამ როგოც წესი თუ ვინმე კარგია ან ცეკვავს, ან მღერის და უკვე ან ხატავს:დდ

  5. presgeo აპრილი 4, 2012, 12:10 AM

    სხვათასორის კაი ტური იყო მაგრამ რაც შეეხება გორელ გონას ყველაფერი მართლაც იდიალურად წარმოაჩინა, მართლაც გულში ჩაწდა თიტოეულ ადამინს, ვინცკი ცოტათი მაინც გაიაზრა თუ რა მოხდა 2008 ში და მიხვდა ამ გოგონას ტკივალს, მაგრამ ერთი მინუსი ქონდა არ შეილება ცემია ზრით ასეტ დელიკატური საკითხით მანიპულირება 3 კის გამო 🙂 (ჩემი სუბიეკტური აზრია) ომის თემსიგან განსხვავებით შეეძლო აიეღო ნებისმიერი კომპოზიცია და სინქრონში ლამაზად წარმოეჩინა იმიტომ რომ პრეზენტაციის დროს სინქრონი არაჩვეულებრივად ქონდა დაცული მელოდია ზუსტად ჯდებოდა იმწუთას შერულებულ კომპოზიციაში:)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: