Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

5 მარტივი სავარჯიშო მათთვის,ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან

ვარჯიში კომპიუტერტანამასწინათ გადავაწყდი ინგლისურენოვან სტატიას და საგანგებოდ ვთარგმნე ,რადგან მინდა თქვენც გაგიზიაროთ.ვთვლი,რომ საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის,რომელიც კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს.ორიგინალში ამ პოსტს ქვია “5 Easy Exercises for Bloggers Who Spend 10 Hours Blogging a Day” ,მაგრამ მაინც ეს 10 საათი ამოვაგდე სათაურიდან ,ისევე,როგორც

ბლოგერი’ რადგან უამრავი არაბლოგერი ატარებს კომპიუტერთან უამრავ საათს და თანაც არც აპრიორი ბლოგერი ატარებს დღეში 10 საათს კომპიუტერთან.მოკლედ,ორიგინალისგან ოდნავ სახეცვლილ პოსტს წარმოგიდგენთ:)

მაშ ასე,ვინმე  Irfan Siddiqui -ს რჩევები:

დღეში ათ საათს ატარებ კომპიუტერის წინ და დრო არ გჩება ვარჯიშისთვის?ნუ ღელავ.წარმოგიდგენთ რამოდენეიმე სავარჯიშოს,რომელიც სკამზე მჯდომმა შეიძლება შეასრულოთ.გამოიყენეთ ისინი და იყავით ჯანმრთელი.

1. ცქმუტვა


დიახ,მართალია! თუ გინდათ,რომ სკამზე მჯდომმა დღეში 200 კალორია დაწვათ,სკამზე ჯდომისას უნდა იცქმუტოთ.

გაამოძრავეთ ფეხები,თეძოები,ხელები იქით-აქეთ გაიქნიეთ.დაარწმუნეთ სხეული იმაში, რომ მოძრაობთ.ჩართეთ მუსიკა და მის რიტმზე იმოძრავეთ.ჯანმრთელი საკვები მიირთვით და მშვენიერი წონაში დაკლების გეგმა გამოგივათ.ამგვარად,ოპტიმიზაცია გაუკეთეთ  იმ დროს,რასაც სკამზე ატარებთ და იცქმუტეთ 🙂

2. ატვირთვა/ჩამოტვირთვის დრო ვარჯიშისთვის გამოიყენეთ

ყოველდღიური პატარ-პატარა აქტივობები არ გაწყენთ.კომპიუტერთან მოპმუშავე ადამიანებს ხშირად უწევთ კომპიუტერში ფაილების ატვირთვა ან ჩამოტვირთვა.ჰოდა იმ დროს,როდესაც ელოდებით ფაილის ატვირთვა/ჩამოტვირთვას,ადექით ფეხზე და გააკეთეთ ბუქნები,იხტუნავეთ.გამოთავისუფლებიული დრო სრულად გამოიყენეთ —გინდაც სულ რამოდენიმე წამი იყოს,ან რამოდენიმე წუთი.სხვას ნურაფერს გააკეთებთ–ეს დრო მარტო ვარჯიშს დაუთმეთ.ამგვარად კომპიუტერთან საათობის განმავლობაში ჯდომის და მიუხედვად,მაინც კარგი ფიტნესი გამოგივათ.

3.ატრიალეთ სკამი

თუ თქვენი კომპიუტერის სკამი ისეთი ტიპისაა, რომ ღერძზე ტრიალებს,გამოიყენეთ ეს შესძლებლობა.ატრიალეთ სავარძელი იმგვარად,რომ მხრები და თავი კვლავ კომპიუტერს უყურებდეს.ეს ყოველ საათში სამჯერ გააკეთეთ,თითო ჯერზე 10 ტრიალით.თუმცა ამის გაკეთებას მოერიდეთ უშუალოდ საკვების მიღების შემდეგ.

4. ფეხების ვარჯიში

როდესაც კომპიუტერთან ვზივართ,ხელები გვაქვს დაკავებული.ფეხები ამ დროს თვისუფალი გვაქვს.ჰოდა,გამოიყენეთ ეს დრო და ამოძრავეთ ფეხები.შეგიძლიათ მარტივი ვარჯიშები გააკეთოთ:აწიეთ კანჭები და ატრიალეთ წრეზე.ასევე აამოძრავეთ დუნდულები.ყოველ ორ საათში ერთხელ თუ გააკეთებთ ამ მოძრაობებს,წონაშიც დაიკებთ.

5.ყოველ ერთ საათში ერთხელ 5 წუთი ვრჯიშს დაუთმეთ

თუ გინდათ,რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ,ყოველ ერთ საათში ერთხელ წამოდექით და 5 წუთიანი ვარჯიში გააკეთეთ.ეს შეიძლება იყოს უბრალოდ სწრაფი სიარული ან კიბეებზე არბენა-ჩამორბენა.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ჯანმრთელი იქნებით.

აი ამგვარი რცევები მოგიმზადეთ დღეისთვის,იმედია,გამოგადგებათ 🙂

Advertisements

9 responses to “5 მარტივი სავარჯიშო მათთვის,ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან

  1. kevana მარტი 29, 2012, 7:48 PM

    მეოთხეს და პირველს ხშირად ვაკეთებ :დ

    • ketusi.com მარტი 29, 2012, 8:37 PM

      მე საათობით არ ვზივარ,ნუ,სახლში რომ ვარ მარტო მაშინ მიწევს კომპთან ჯდომა,თუმცა მესამეს მიყენებ ხოლმე

  2. karamelka მარტი 29, 2012, 8:30 PM

    ცქმუტვა კაი იყო რა :დ

  3. ketusi.com მარტი 31, 2012, 9:51 PM

    რატომაა სისულელე? დიდხანს ერთ პოზაში ჯდომა რომ ვნებს არ იცი?

  4. lashaworld აპრილი 7, 2012, 11:58 PM

    მე ლეპტოპი მაქვს და ერთ პოზაში არასდროს არ მიწევს ჯდომა 😀

  5. faifuris angelozi აპრილი 15, 2012, 11:15 PM

    სამსახურში მოვითხოვ სატრიალებელ სკამს !!!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: