Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ტვიტერი — ინტერნეტის SMS


რა არის ტვიტერი?

სიტყვა ტვიტერი მიშნავს ჭიკჭიკს,ასე რომ ეს ’საჭიკჭიკე’ მოწყობილობაა.ტვიტერი სოციალური ქსელია,რომელიც სთავაზობს მომხმარებელს გაგზავნოს და წაიკითხოს გზავნილები,რომლებსაც tweets-ეწოდება.tweets-არის ტექსტური პოსტები რომლებიც აისახება მპომხმარებლის პირად გვერდზე(profile page), tweet პოსტები საჯაროდ ხილულია,თუმცა შესაძლებელია კონკრეტულ მისამართზეც გაგზავნა.შესაძლებელია გამოიწერო სხვა მომხმარებლის გამოქვეყნებადი ტვიტები–რასაც ეწოდება ”ადევნება” (following ),ასევე თქვენ ტვიტებსაც თუ გამოიწერენ,თქვენც გეყოლებათ’მიმდევრები’ followers ან კიდევ უწოდებენ tweeps[9] (Twitter + peeps).
უფრო კარგად რომ გაერკვეთ წარმოიდგინეთ ყველასთვის ნაცნობი სკაიპი,ტვიტერი იგივეა,რომ სკაიპში კონფერენცია გქონდეთ მოწყობილი,და თქნენს დაწერილს კონფერენციის წევრები ხედავდნენ,და ამავე დროს პირადი მიმოწერაც რომ გქონდეთ კონკრეტულ კონფერენციის წევრთან.
ტვიტერით ნებისმიერი გვერდის გაზიარბა შეგიძლიათ,რომელსაც მისი მხარდაჭერა აქვს,ასევე შეგიძლიათ ბლოგზე მისი სასაუბროს განლაგებაც,რის გაკეთებასაც ეხლავე განვიხილავთ.
დავიწყოთ იმით,რომ დავრეგისტრირდეთ საიტზე.მე ისევ ჩემი მეგობრის ბლოგს ვიყენებ ნიმუშად.
1.შევდივართ http://www.twitter.com -ზე და ვაჭერთ Sign up-ს.
.
.
.
.
.
.
2. უნდა შევავსოთ ფორმა.
სახელი და გვარი –რომელიც საჯარო იქნება
Username – უნიკალური უნდა იყოს
პაროლი–სასურველია – strong-უსაფრთხო
ელ.ფოსტა ჩაწერეთ,მის ქვეშ რომ გრაფაა,მონიშნეთ,თუ გინდათ რომ ელ.ფოსტის მეშვეობიტ გიპოვნონ.
სულ დაბლა რომ გრაფაა–იმას თუ მონიშნავთ,ტვიტერის საიტის სიახლეებზე ინფორმაციას ელ.ფოსტით მიიღებთ.
Create my acoount–ს ვაჭერთ.
3.იხსნება ეს გვერდი,აქ გვეძლევა საშუალება ინტერესების მიხედვით ავირჩიოთ მომხმარებელი.თუ დააწკაპებთ Follow -ს ადვილად აირჩევთ ამ სფეროდან ვის ’აედევნოთ’.
შეგიძლიათ ცალკეულ პიროვნებას ’აედევნოთ,ამისათვის მის სახელს,ან ელ.ფოსტას ჩაწერთ ძებნის ბარში.მე პირველ რიგში ჩემს თავს დავამატებ,ამიტომ ჩემი სახელი შემყავს ძებნის ბარში.
ვაჭერ Searc-ს.(შენი სახელიც ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება 🙂
4.დ აი მეც გამოვჩნდი ნუსხაში.ვაწკაპებ Follow-ს.
.
.
.
.
.
.
5.და აი უკვე ჩემს ღილაკს ფერიც კი ეცვალა :),ის მონიშნულია,და უკვე ნათელია,რომ ’ადევნებული’ ვარ.(უფრო სწორედ rainbowofmysky ამედევნა 🙂
პარალელურად,მარჯვენა განყოფილებაშიც You Follow ეგორიაშიც ’ჩავჯექი’.
6.როდესაც პიროვნების სურათს დავწკაპავთ,გადავერთვებით მის პირად გვერდზდე,სადაც მოცემული იქნება ყველა მისი Tweet-ი,ანუ გამოქვეყნებული გზავნილი.
ასევეა მაგალითად ჩემს გვერდზეც.მარცხენა მხარეს-ჩემი გამოქვეყნებული ტვიტებია,მარჯვენა მხარეს კი მონაცემებია: Tweets -გამოქვეყნებული ტვიტებიs რაოდენობა; Following-რამდენ ადამიანს ’ავედევნე’ ; Followers -რამდენი ადამიანი მყავს ’ადევნებული’ ; Listed-ნუსხაში მოქცევა.
დაბლა დასურათებული ნუსხაცაა მოყვანილი (Following 29)და ნებისმიერის გვერდზე შეგვიძლია შევიდეთ და ღილაკ Follow-ის დაჭერით მას ’ავედევნოთ.
რამოდენიმე ადამიანს აქაც დავამატებ და ’ავდევნები’.
Similar to @ke_tu_si • view all -აქ კი შემოთავაზებებია,ვისაც აგრეთვე შეგიძლიათ ’აედევნოთ’.
ეხლა უკვე საიტის ზედა ბარზე ახალი ღილაკები გამოჩნდა.შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენს მთავარ(Home)გვერდზე.
7.ეხლა უკვე Home -გვერდზე ვარ. უკვე 5 ადამიანს ავედევნე.
დავწეროთ პირველი ტვიტი.ამისათვის ტექსტი მარცხენა ზედა მხარეს განთავსებულ გრაფაში ჩავწეროთ,რომელსაც აწერია What’s happening?
მეორე ვარიანტია ზედა პანელზე სახელის გასწვრივ ღილაკს დავწკაპოთ და გამოვა ფანჯჯარა,რომელშიც ვწერთ ტვიტს. ვაჭერთ Tweet-ს.
8. და აი უკვე Timeline ში გამოჩნდა ჩვენი ტვიტი.
.
.
.
.
.
.
9.1. ყველა მომხმარებლის ტვიტის ქვეშ არის რამოდენიმე წარწერა:
Favorite ამას თუ დაწკაპავ–მომხმარებელი ფავორიტების ჯგუფში გადავა.
Retweet -ამის დაწკაპვისას,შენს Timeline -ში ამ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ტვიტს დადებ,ანუ ავრცელებ მის ტვიტს.
9.2.Reply -ამას თუ დააწკაპებ–ესეიგი უშუალოდ ამ მომხმარებელს შეეხება ეს ტვიტი,რადგან მითითებული იქნება უშუალოდ ამ მომხმარებლის სახელი.
.
10. Timeline -ზე კონკრეტული მომხმარებლისთვის განკუთვნილი ტვიტი ასე გამოიყურება.
ისარს თუ დაწკაპავთ,მარჯვნივ გაიხსნება ფანჯარა,სადაც დიალოგის რეჟიმში იხილავთ მიმოწერას.
ყველა უშუალოდ თქვენთვის მოწერილი ტვიტი შეგიძლიათ ნახოთ @Mentions-ს განყოფილებაში.

ტვიტერის ისტორია:

Twitter-ი შექმნა ჯეკ დორსიმ (Jack Dorsey) 2006 წლის მარტში,გაშვებულ იქნა 2006 წლის ივლისს.თავდაპირველად ოფისი მდებარეობდა კალიფორნიაში,ხოლო2007 წელს გადაინაცვლა დელავერში.

სტატისტიკა ასეთია:
მას ყავს 190 მილიონი მომხმარებელი
იწერება დღეში 65 მილიონზე მეტი ტვიტი
ძებნაში ჩაშვებულია 800,000 -ზე მეტი სიტყვა

ტვიტერს ’ინტერნეტის SMS’-ს უწოდებენ.
ინფორმაციის წყარო–ყოვლისმცოდნე და ყველა ჩვენთაგანისთვის უსაყვარლესი ვიკი

მე მგონი ძირითადი ინფორმაცია მოგაწოდეთ,თუ რამე შეკითხვა გექნათ,მომწერეთ.
ან სულაც,ტვიტერში ’ვიჭიკჭიკოთ’ 🙂

უამრავი ტვიტერის აიკონი შეგიძლიათ ნახოთ გუგლშიც

მომდევნო პოსტში ავღწერ როგორ გავიზიაროთ პოსტები ტვიტერსა და ფეისბუქზე.

19 responses to “ტვიტერი — ინტერნეტის SMS

  1. netochka3 მარტი 13, 2011, 6:05 PM

    -ქეთი,შენ მე მაოცებ…ასე მარტივად და ასე კარგად ვინმეს ესწავლებინოს რაიმე არ მახსოვს…ჩემი უფროსი ქალიშვილი ტრენერია.მეორე ქალიშვილი მაგისტრატურაში სწავლობს ინფორმატიკაზე,მაგრამ არასდროს სცალიათ…შენ გამოჩნდი ჩემს მასწავლებლად! გმადლობ ამისთვის,ყველაფერი გადმოვიწერე და ახლა ამ ნაწერებით ხელში თითქმის ყველაფერს ვიგებ…გაიხარე და გამრავლდი!

    • ketusi მარტი 13, 2011, 6:34 PM

      netochka3– დიიიიიიიდიიი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.
      მართლაც ძალიან ვცდილობ გასაგებად დავწერო.

  2. maka მარტი 13, 2011, 6:28 PM

    Kett,dzaan magari xaar,raaaaaaaaaaaaaaaaaaa

  3. maia მარტი 18, 2011, 2:24 AM

    ამ ტვიტერს ბევრი ვერაფერი გავუგე,ჩემს მეგობრებს არავის არ აქვს,რომ რამე მომწერონ.
    სურათი მაქვს დასაყენებელი და თუ ვერ მოვახერხე გკითხავ რჩევას,კარგი?

  4. nodari აგვისტო 9, 2011, 11:19 PM

    ყოჩაღ შენს ნერვებს… ამდენი რამ გაგაკეთებინა… :))

    იცი რა მაინტერესებს აი ეს რა პლაგინებია ამ კომენტართან ერთად რომაა, ანუ ლოგინი რომ შემიძლია ტვიტისს, ფაცეს, და წპ-ს ანგარიშებით???

  5. ketusi აგვისტო 9, 2011, 11:43 PM

    🙂 უFF,მართლა,რამდენი მაქვს დაწერილი… 🙂
    შენს კითხვას რაც შეეხება,კი, ამ ანგარიშებით შეგიძლია შეხვიდე

    • nodari აგვისტო 10, 2011, 12:19 AM

      ეგ კი ვიცი ამ ამნაგარისებით რომ სემიძლია შევიდე მაგრამ მე პლაგინი მაინტერესებს რმოელი პლაგინია ეს :))

      სასიამოვნო ბლოგია

      • ketusi აგვისტო 10, 2011, 1:33 AM

        არანაირი პლაგინი,ეს wordpress -მა დააყენა თვითონ,ამასწინათ შეცვალა(სვათაშორის დღეს თვითნებურად შემეცვალა და ისევ ძველ სისტემას აჩვბენებდა,არ ვიცი რატომ,მერე თვითონ გამოსწორდა ისევ)
        ეს ყველა wordpress -ის ბლოგს ასეთი აქვს.

      • ketusi აგვისტო 10, 2011, 1:34 AM

        ”სასიამოვნო ბლოგია” <— მადლობა ^__^

  6. nodari აგვისტო 10, 2011, 10:56 PM

    საინტერესოა… კარგი მადლობა ყველა შემთხვევაში …. ასე გააგრძელე

  7. Irakli Buadze დეკემბერი 17, 2011, 12:00 PM

    უი რა კარგ რაღაცას მივაგენიიი… ყველა მეუბნება ეს ტვიტერი რაა დამარეგისტრირეო და აწი ამას დავულინკავ 🙂

  8. ტაწяნა იანვარი 27, 2012, 3:58 PM

    ყოჩაღ ქეთუსი რომ არ გეზარება ხალხის განათლება

  9. Pingback: ‘შეიარაღებული’ ბლოგი,ანუ widget-ებზე « Ketusi's Blog

Leave a reply to ketusi კომენტარის გაუქმება