Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Internet Shopping



დღესდღეობით არაჩვეულებრივი საშუალება გვეძლევა ინტერნეტ მაღაზიებიდან სახლიდან გაუსვლელად შევუკვეთოთ და შემდგომ მივიღოთ სასურველი ნივთები.უცხოეთში რამის შეკვეთა რამე ფუფუნებად ან ახირებათ არ უნდა აღიქვათ–უმეტეს შემთხვევაში ბევრად იაფად იყიდით ფეხსაცმელია თუ ტანსაცმელი,ვიდრე ეს თბილისშია შესაძლებელი,და ხარისხზე ხომ საუბარიც არაა საჭირო,იმდენად ამართლებს ყველაფერი.მთავარია ზომებში მეტ ნაკლებად ერკვეოდეტ,თუ ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს ყიდულობთ,და ესეც არ არის რთული,რადგან შესანისნავი ცხრილებია საიტებზე და თუ დაკვირვებით აირჩევთ ზომას–არ შეცდებით!
მაშ ასე,იყავით პრაქტიკული და ისარგებლეტ უცხოური საიტებით!
ამის გაკეთება სულ არ არის რთული და ამაზე ბევრგანაც დაწერილა. ჩემი მეგობრების თხოვნით დავწერ თანმიმდევრობით თუ რა როგორ კეთდება.გამოცდილება საკმაოდ დიდი მაქვს დაგროვილი და ამიტომ ნებისმიერი რჩევის მოცემა შემიძლია.
მაშ ასე,აი რა გჭირდებათ:

  1. თანხა ბარათზე.
  2. გადამზიდი კომპანია.
  3. რეგისტრაცია ონლაინ მაღაზიაში.
  4. ნივთის შერჩევა ინტერნეტ მაღაზიაში.
  5. ნივთის შეკვეთა.
  6. ამანათის მიღება.

ეხლა მივყვეთ თანმიმდევრულად.

1.
ბარათი უნდა იყოს VISA.
ასევე სახელფასო ბარათიც შეიძლება.ბარათი პირადად თქვენი უნდა იყოს,ზოგიერთ მაღაზიაში გამკაცრებული უსაფრთხოება აქვთ და თუ ბარათის მფლობელის მონაცემები არ დაემთხვა შემკვეთის მონაცემებს,შეიძლება დაგიბლოკონ თანხა ბარათზე.
კარგი იქნება,თუ გააქტიურებთ ინტერნეტ ბანკინგს და სმს შეტყობინებებს.მაგალითად თბს ბანკს ძალიან კარგი სმს სერვისი აქვს,დაუყოვნებლივ მოდის შეტყობინება,და დაანგარიშება თუ რა თანხა მოიჭრა და რამდენი დარჩა ანგარიშზე.აკონტროლეთ ვალუტის კურსი.
2.
ისეთი საიტებიც არის,რომ გზავნიან საქართველოში პროდუქციას,მაგრამ ამაში დამატებით გადასახადს იხდით და საკმაოდ ძვირი გიჯდებათ.ამიტომ გირჩევთ ისარგებლოთ გადამზიდი კომპანიით რომელიც საქართველოში ჩამოიტანს თქვენს შეკვეთილ ნივთს.სულ ერთია რომლით ისარგებებთ,მათავარია,300 ლარს არ გადააჭარბოთ ერთ შეკვეთაში,რომ მერე განბაჟება არ მოუწიოს.

3.
რაც შეეხება თვითონ ინტერნეტ მაღაზიებს,არჩევანი დიდია,თუმცა ხელსაყრელი ფასები ყველგან არ არის.აირჩევთ რა მაღაზიას,პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ,ძირითადად ითხოვენ სახელსა და გვარს,ე-მეილს,და პაროლს.

4.

როგორც კი შექმნით account-ს,დაიწყეთ სასურველი ნივთის შერჩევა.

მოდით მაგალითისთვის ავარჩიოთ amazon.com -უდიდესი ინტერნეტ მაღაზიაა რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს მოიცავს.
ჩამოვშლით Shop all Departments და ამოვირჩევთ მაგალითად Clothing, Shoes & Jewelry– ს განყოფილებიდან ამოვირჩევთ Clothing -ტანსაცმელს.ხელმარჯვნივ მოცემულ განყოფილებებში უფრო დავკონკრეტდებით,women -ს მივუთითებ მაგალითისთვის,და ამ განყოფილებაში უკვე Pullover Sweaters -სში შევალ.თვითონ amazon-ს რამოდენიმე მოწოდების წესი აქვს,სხვადასხვა ტარიფებით,მაგრამ აქვს უფასო მოწოდების საშუალებაც,ამისათვის უნდა აირჩიოთ პროდუქტი,რომელსაც ეს წარწერა ექნება -Eligible for FREE Super Saver Shipping–ამ შემთხვევაში თუ $25-ზე მეტისას შეიძენთ,ამერიკის მისამართზე სრულიად უფასოდ მიითევთ შეძენილ ნივთებს,ანუ ტრანსპირტირების თანხის გარეშე.
თუკი ამ შეღავათით გინდათ ისარგებლოთ,მაშინ მარჯვენა მხარეს FREE Super Saver Shipping-ს აირჩევთ,და საიტი მხოლოდ ამ ნიშნით შეგირჩევთ ყველაფერს.
მარჯვენა მხარეს შეგიძლიათ სურვილისამებრ შეარჩიოთ განლაგება–დასაწყისში მაღალფასიანი აჩვენოს თუ დაბალფასიანი პროდუქტი.მაგალითად ავირჩიოთ დაბალი ფასიდან დაწყებული ნუსხა, ამისთვის ვირჩევთ ”Price: Low to High”-ს
მაგალითისთვის ავირჩიოთ ეს შავი ჯემპრი.1. შევარჩიოთ ზომა,მაგალითად Small. 2. აქ წერია თუ რა მასალისგანაა დამზადებული. 3 თუ ამ ნივთის შეძენა გვინდა ვაჭერთ Add to Cart -ს.
5
ამ შემთხვევაში ეს ნივთი მოხვდება ჩვენს კალათში(1).
კალათის შიგთავსიდან რომ შეძენაზე გადავიდეთ ვაჭერთ 2-Proceed to Ceckout-ს.
ვამოწმებთ, თუ ყველაფერი წესრიგშია,ისევ Proceed to Ceckout-ს ვაჭერთ.
შეგყავთ მეილი და მონიშნეთ მეორე პუნქტი და შეიყვანეთ პაროლი,რომელიც საიტზე დარეგისტრირებისას გამოიყენეთ.გადადით შემდეგ ეტაპზე–დააჭირეთ ”Sign in using our secure server”-ს
ამ ველებში ჩაწერთ იმ მონაცემებს,რომელიც გადამზიდ კომპანიში დარეგისტრირებისას მიიღეთ.
ველების შევსებისას დააჭერთ “Ship to this address” .
გამოჩნდება ეს გვერდი–აქ საიტი კორექტივებს უკეთებს თქვენს მისამართს,აზუსტებს მას,ამიტომ მოვნიშნავთ მეორე პუნქტს(Suggested Address) და გადავდივართ შემდეგ გვერდზე–ვაჭერთ ისევ “Ship to this address”.
თუ ვსარგებლობთ FREE Super Saver Shipping-ით,მაშინ მას მოვნიშნავთ,მაგრამ თუ არა,მაშინ გირჩევნიათ Standard Shipping- მონიშნოთ,რადგან სხვა დანარჩენზე უფრო იაფი დაგიჯდებათ.
ვაჭერთ Continue-ს.
აქ შეგვყავს შემდეგი: 1. ბარათის კოდი;2. ბარათის უკანა მხარეს,ხელმოწერის გასწვრივ რომ წერია ციფრები–მათგან ბოლო სამი ციფრი;3.მიუთითეთ თვე და წელი,თუ როდის გასდის ვადა თქვენს ბარათს(ბარათის წინა მხარეს წერია);4.დააწკაპეთ “Add your card”.
აქ გადამოწმება ხდება თქვენი ბარათის მონაცემების.დააწკაპეთ “Continue”-ს.
პირველი არის ის მისამართი რომელიც ეხლა შეიყვანეთ,მეორე მისამართი–ისაა რომლითაც მანამდე ისარგებლეთ.დააწკაპეთ პირველ “Use this address”-ს
გადახედეთ კიდევ ერთხელ თქვენს შეკვეთას და თუ ყველაფერი წესრიგშია,თამამად დააჭირეთ “Place your order”-ს .თანხა მოიხსნება ანგარიშიდან დაუყოვნებლივ,და თუ სმს სერვისი გააქტიურებული გაქვსთ,შეტყობინებასაც მიიღებთ!
თამამად შეგიძლიათ მიულოცოთ თქვენს თავს შენაძენი!!!
ამოიწერეთ შეკვეთილი ნივთების ნუსხა,თანხები დ შეკვეთის განთავსების თარიღი.მე ცალკე ბლოკნოტი მაქვს ინტერნეტ შეკვეთებისთვის 🙂 )შემდგომში თრექინგ ნომერიც და დანარჩენი დეტალებიც.ზოგ მაღაზიას ძალიან კარგი ფუნქცია აქვს დამატებული,შეკვეთის ინვოისს ელექტრონული ფოსტით გიგზავნიან!
ეხლა უნდა გააკონტროლოთ,თუ როდის მიიტანს მაღაზია ჩვენს შერჩეულ ნივთს-ეხლა უკვე ამანათად შეგვიძლია მოვიხსენიოთ- გადამზიდ კომპანიაში.შეკვეთის გაკეთებისას მითითებული იყო თუ რამდენ სამუშაო დღეში მიიტანენ თქვენს ამანათს,ამიტომ რამდენიმე დღეში შედით ისევ იმ ინტერნეტ მაღაზიის საიტზე,შედით თქვენს ანგარიშში.მაგალითისთვის ისევ amazon.com განვიხილოთ.შევიდეთ Sign in-ში,შევიყვანოთ ელ.ფოსტა და პაროლი,შემდეგ შევიდეთ Your Account-ში.კარგად დაემთხვა,რომ ამ ეტაპისთვის მეც მაქვს გამოწერილი რაღაცეები(ყურსასმენები)ამ საიტიდან,რაც თვალსაჩინოებისთვის გამოგვადგება.
ვაწკაპებთ ყვითელ ღილაკ ”Your orders”-ს.
აქ მოცემულია შეკვეთა–როგორც მანამდე ვახსენე,ეს ჩემი შეკვეთაა–კომპიუტერის და iPod-ის ყურსასმენები მაქვს შეკვეთილი.
ზოგადად კი:1.თარიღი,როდესაც გაკეთდა შეკვეთა;2.სტატუსი-თუ ტრანსპორტირების რომელ სატადიაზეა შეკვეთა.Shipped-ნიშნავს,რომ შეკვეთა გამოიგზავნა მაღაზიიდან და მიემართება მითითებულ მისამართზე(როდესაც შეკვეთა მიტანილი იქნება დანიშნულების ადგილზე–დაეწერება Delivered ან Ship Complete,ყველა მაღაზიას სხვადასხვა ტერმინები აქვს);3.აქ წერია უკიდურესი თარიღი,როდესაც შეკვეთას მიიტანენ.ანუ უნდა ველოდო შეკვეთის მიტანას არაუგვიანეს 12 თებერვლისა;4.აქ წერია მთელი ინფორმაცია ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით–აუცილებლად შევდივართ აქ.
აქ მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: status-ში—თუ რა სტადიაშია შეკვეთა—ამჯერად გზაშია ჯერ.Tracking ID -ეს თრექინგის კოდია,რომელიც უნდა ამოიწეროთ,რომ მერე მიუთითოთ თქვენს ოთახში გადამზიდ კომპანიაში–თუ ეს კომპანია usa2georgia-ა,ან საბანკო გადარიცხვისთვის,თუ ეს სხვა რომელიმე კომპანიაა.
ამანათზე მაღაზიის პასუხისმგებლობა იხსნება მას მერე,რაც ამანათი მიტანილი იქნება გადამზიდ კომპანიის მისამართზე და შესაბამისად შეკვეთა მიიღებს სტატუსს ”Delivered” ან ”Ship complete”.

6.
ეხლა უკვე გადამზდი კომპანიის ხელშია ამანათი და პასუხისმგებლობა უკვე მათ დაეკისრებათ.

სულ ეს არის 🙂 ამგვარად ხდება ნებისმიერი შეკვეთის განთავსება-მიღება,მხოლოდ მცირე დეტალებშია განსხვავება.
მომდევნო პოსტში რამოდენიმე ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთის განთავსების სპეციფიკის თაობაზე დავწერ.
იმედია გამოგადგებათ ეს პოსტი,თუ რამე გამომრჩა და შეკითხვები გაგიჩნდებათ– მომწერეთ კომენტარებში,სიამოვნებით დაგეხმარებით.
წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!!!
P.S.
ახლა გამოწერილი მაქვს ჩექმები და ტუფლები და ერთი სული მაქვს,როდის ჩამოვა 😀

P.S 25-ში ვიყავი მისული და ოფისიდან ავიღე ჩემი ამანათები.ჩექმებიც,ტუფლებიც და ყურსასმენებიც შესანიშნავი ხარისხის არის,არც ზომებში მოვტყუვდი,კარგად მომერგო ყველაფერი 🙂

212 responses to “Internet Shopping

  1. nataliii თებერვალი 11, 2011, 11:39 AM

    უმაგრესი პოსტია,ძალიან კარგად არის ყველაფერი აღწერილი.მეუბნებოდნენ ადვილიაო შეკვეთის გაკეთება მარა ამდენი რამ თუ სჭირდებოდა არ ვიცოდი.ხელფასს ველოდები და მერე მაშინვე შევუდგები შოპინგს.
    ტანსაცმლის მაღაზიებს რომელს მირჩევთ?
    მაგარი ჩექმაა პირველიიიიიიიიიიი

    • ketusi თებერვალი 11, 2011, 12:31 PM

      მადლობა კომენტარისთვის.
      ეხლა,სულ მარტივიც არაა ,მაგრამ არც ძალიან ძნელია,თან ერთი-ორჯერ რო გააკეთებ–მერე სულ არ გეჩვენება ძნელი.
      მაღაზიებზე ცოტა ხანში გამოვაქვეყნებ პოსტს,მანამდე თუ გინდა უამრავი სიტები დევს მაგალითად აი აქ http://getit.ge/shoping.php?lang=geo
      და აი ეს ვნახე კიდე http://get.ge/index.php?name=Markets უამრავი მაღაზია აქვთ.
      ხო,მაგ ჩექმას ნეტა იცოდე როგორ ველოდები!!!

  2. guro თებერვალი 11, 2011, 12:13 PM

    magriaa dzan tan mara lodini aris yvelaze cudi rodis chamova 😀

  3. Xatuna თებერვალი 11, 2011, 12:14 PM

    გამარჯობა
    Facebook-იდან შემოვდივარ ხოლმე შენს გამოქვეყნებულ ბმულებზე,და ვკითხულობ ხოლმე,საინტერესო საიტი გაქვს.
    გამოწერა მეც ვცადე ერთხელ მაგრამ ინგლისური კარგად არ ვიცი და რაღაც ეტყობა სწორედ ვერ გავაკეთე და ვერ გამოვწერე და იმის მერე არც მიცდია.ეხლა კიდევ ერთხელ ვცდი.

    • ketusi თებერვალი 11, 2011, 12:36 PM

      გამარჯობა Xatuna,ძალიან სასიამოვნოა თუ ჩემს ბლოგს კითხულობ და მოგწონს,კომენტარებიც შეგიძლია გააკეთი–ძალიან მესიამმოვნება.
      ინგლისურიც ცოდნა მართლაც კარგი დამხმარეა,მაგრამ ზოგჯერ შეიძლება შეცდომა ისეც გაგეპაროს,ასე რომ გამოცდილებაზე უფროა,დამიჯერე.
      სიამოვნებით დაგეხმარები თუ დაგჭირდი 🙂

      • nia აპრილი 19, 2011, 8:55 PM

        gamarjoba ketusi rogor xar…
        erti kitxva gamichnda da tu shegidzlia damexmaro dzaan mchirdeba:)
        anu urbanog.com-idan roca iwer shipingis dros amerikis misamarti unda miutito tu pirdapir sheni saxlis misamarti ver gavige ro vikitxe aravin zustad ar icis da ikneb shen damexmaro ….
        didi madloba winaswar:*:*:*

        • ketusi აპრილი 19, 2011, 9:26 PM

          გამარჯობა,ნია.

          shipping მისამართში აუცილებლად ამერიკის მისამართი უნდა იყოს,და billing მისამართშიც იგივე ჩაწერე.

  4. Lizikuna თებერვალი 11, 2011, 3:49 PM

    ოოოოო))))))))))) ჩექმები და ტუფლები ჩემი სუსტი წერტილია)))) მე მაგალითად რა კი გამოვიწერე ძალიან ხარისხიანი და კარგი გამოდგა. ტუფლიც, ჩექმაც და ტანსაცმელიც. დამიჯერეთ მართლა ღირს.

  5. Lizikuna თებერვალი 11, 2011, 4:02 PM

    ეს ეს არის ახალი ტუფლი ცამომივიდა და იმაზე კარგი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა და ეხატა

    • ketusi თებერვალი 11, 2011, 4:17 PM

      გუშინწინ ინგლისიდან ჩამომივიდა ’ტიმბერლეიკები’-როგორც ამას ეხლა ეძახიან,ჩემი მიასთვის გამოვწერე,და არაჩვეულებრივია,ზომაც და ხარისხიც ისაა რაც საიტზე იყო.

  6. Lizikuna თებერვალი 11, 2011, 4:22 PM

    ვაიმე არასოდეს არ მომწონდა ეგ “ტიმბერლეიკები” მარა მიასი რომ ვნახე აზრი შევიცვალე))))))))) ძაან მაგრებიაააააა, რატომ არ ვარ მაგ ასაკის, მეც ჩავიცვამდიიიიიი

  7. Lizikuna თებერვალი 12, 2011, 10:20 PM

    მე გამოვყოფდი GETIT.GE-ს. ძალიან პუნქტუალური და სწრაფი კომპანიაა

  8. ketusi თებერვალი 14, 2011, 4:20 PM

    დღეს უნდა მივიდეს ჩემი ამანათები ამერიკის მისასამართზე და პოსტსაც დავამატებ კიდე ილუსტრაციებს.

  9. Pingback: ზოგადად ინტერნეტ-მაღაზიებზე « Ketusi's Blog

  10. nataliii მარტი 2, 2011, 5:10 PM

    ესეიგი პირველ რიგში მინდა გითხრა მადლობა,რომ მართლა ძალიან გარკვეულად გიწერია ყველაფერი,არ გამიჭირდა შეკვეთის გაკეთება.ჩექმა გამოვიწერე ურბანოგიდან.ეხლა ველოდები ამერიკის მისამართზე მიტანას,წესით პარასკევს უნდა მიიტანონ.
    ერთი სული მაქვს თბილისში როდის ჩამოვაააააააა
    და იცი რა უნდა გთხოვო,თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელი იქნება,როგორც გიწერია,მართლაც დამატებითი გადასახადი დამემატა,იმიტომ რომ 50 დოლარისა არ იყო შეკვეთა და შემდგომში მე თუ ვერავინ შევიამხანაგე,და ამ დროს შენ თუ გექნა რაიმეს მანდედან ყიდვის სურვილი,ჩემს რაღაცასაც დაგიმატებდი,ერთი ორი ტუფლი მაქვს შეთვალიერებული.ფულში არ დაგაღალატებ გპირდები.
    აბა,რას მეტყვი?

    • ketusi მარტი 2, 2011, 6:44 PM

      მადლობა შეფასებისთვის.ძალიან მესიამოვნა.
      რო მიიღებ შთაბეჭდილებები გაგვიზიარეე.
      ნატალი,შეამხანაგებას რაც შეეხება,არაა პრობლემა,შენს მეილზე მოგწერ როცა დავაპირებ რაიმეს შეკვეთას მაგ საიტიდან. 🙂

  11. ketusi მარტი 4, 2011, 2:42 PM

    rruska-მ მომწერა პირადი წერილი შეკვეთის თრექინგ კოდთან დაკავშირებით,და აქ მინდა გავცე პასუხი.
    ამ სტატიაში 18,19 სურათს გადახედე,rruska, Track Package-ღილაკს დაწკაპე და იქ აღვენებს თრექინგ კოდს –ეს რაც ამაზონს შეეხება,და ვიქტორიაშიც მზგავსადაა როგორც მახსოვს,ორდერში ნახე.
    საერთოდ,იმავე დღეს არ ჩნდება თრექინგი,მხოლოდ მაღაზია შენს ამანათს რომ გაამზადებს და გაგზვნის,მაშინ ანიჭებს თრექინგ კოდს,და მხოლოდ მაშინ აისახება შეკვეთის გვერდზე,სხვადასხვა მაღაზიას სხვადასხვა დრო ჭირდება ამისთვის.ასე რომ ნურც იჩქარებ,ყოველ დღე ამოწმე.რამდენიმე დღეში აუცილებლად აისახება და მერე მიუთითებ usa2georgia-გვერდზე

  12. Lord Vader მარტი 4, 2011, 5:56 PM

    ჰაუთუ ბლოგი გაქვს 🙂

    მაგრამ რატომ მაინცადამაინც ვიზა?
    მე მაგალითად ადრე MC ვყიდულობდი და ახლა AmEx-ით.
    ვიზი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სხვებიც არიან 🙂

    • ketusi მარტი 4, 2011, 10:25 PM

      Lord Vader მადლობა კომენტარისთვის.
      ვიზა იმიტომ,რომ ძირითადად ეგ არის საქართველოში მოხმარებაში.თორემ ბევრი სხვა ბარათიცაა,მართალი ხარ.

  13. რუსო მარტი 4, 2011, 8:34 PM

    aha, ragac gavige magram… es invoisi roca nivtis gamosatanad mixval ofisshi mashin rom gadaixado ar sheidzleba?

  14. ketusi მარტი 4, 2011, 10:26 PM

    მაგრამ თუ სახლში მიტანის სერვისით გინდა ისარგებლო,მაშინ მანამდე უნდა გადაიხადო

  15. რუსო მარტი 5, 2011, 2:28 PM

    ara ofisshi vapireb misvlas:))

  16. რუსო მარტი 5, 2011, 2:57 PM

    anu qeti erti ram mainteresebd isevr tracking codtan dakavshirebit… anu rom gamoiwer egreve ar mogdis trackingi e-mailit xom? yoveldgiurad unda amowma vtqvat amazonze chems ordershi rodis daewereba gverdit trackingi xom?

    • ketusi მარტი 5, 2011, 3:09 PM

      ხო,რუსო,მაშინვე არასდროს არ მოდის თრექინგ კოდი.ეხლა მაგალითად,www.Target.com -იდან გამოვწერე რაღაცა 2 მარტს,და ერთი დღის მერე დაეწერა თრექინგი.
      მაღაზიის სიდიდეზეცაა დამოკიდებული და კიდე რომელ კვირის დღეს დაემთხვევა,შაბათ-კვირას არ მუშაობენ.
      ასე რომ აკონტროლე მეილი კი არა,მაღაზიის სიტზე შენნი ექაუნტის ორდერები.

  17. რუსო მარტი 5, 2011, 3:05 PM

    didi didi madloba…

  18. რუსო მარტი 5, 2011, 3:05 PM

    qeti ragac mainteresebs forever21.com-dan gamogiweria nivti?

  19. რუსო მარტი 5, 2011, 4:05 PM

    ragac mainteresebs me ver viwer imitom rom ragac gift card-s mtxovs da ise arc iwers… rogor moviqce? ori ram mainteresebs kidev victoriassecreti-dan rom gamoiwer iqac iseve unda daelodo tracking codes rogorc amazon.com-ze da forever21.com-zec ese xdeba?

  20. ketusi მარტი 5, 2011, 5:12 PM

    არა,gift card-ი არ გექნება შენ და მანდ არაფერი არ მიუთითო.
    ერთი ნიუანსია მანდ, BILLING & SHIPPIN–განყოფილებაში Address Name:-ში მონიშნე Home da mere სულ დაბლა Ship to:–სთან მონიშნე Another Address.მერე გვერდით გაიხსნება Shipping Information:-ის გრაფები და იქ უკვე გადამზიდის ინფორმაცია უნდ ჩაწერო.ჩეკაუტით გადახვალ—>მერე სტანდარტ შიპინგს აირცევ,მერე კიდე ჩეკკაუტი და უკვე ბოლო გვერდზე ხარ,სადაც ბარათის კოდია შესაყვანი,გიფთ კარდში არაფერს არ ჩაწერ.
    აბა ასე ნახე.სტანდარტი მგონი $5.95 აქვთ თავიანთი შიპინგი.

    • rruska მარტი 6, 2011, 1:14 PM

      da yoveli nivtis gamoweraze eg procesi unda gaviaro?

      • ketusi მარტი 6, 2011, 1:53 PM

        საიტს გააჩნია,მაგრამ ძირითადად იმახსოვრებს მონაცემებს და მისამართის შეყვანა აღარ დაგჭირდება,თორე ისე,ყველა შეკვეთაში ეს პროცედურებია გასავლელი,აბა რა. 🙂

        • რუსო მარტი 6, 2011, 2:09 PM

          da mainc rom momtxovos gift card-i mere ra vqna?

          • ketusi მარტი 6, 2011, 3:33 PM

            gift card-ი ცალკე ბარათია,და ის სპეციალურად უნდა შეუკვეთო,ასე რომ ეგ მომენტი გამოტოვე ხოლმე.ერთადერთი promotional code უნდა მიუთითო თუ ამას მოგთხოვს,ან თუ რამე აქციაა.

  21. Pingback: online shoping… « rruska's blog…

  22. ბარბი აპრილი 1, 2011, 7:27 PM

    urbanog.com დან მინდა გამოწერა და იქაც ასე გამოიცერება როგორც აქ არის ახსნილი???

    • ketusi აპრილი 1, 2011, 7:46 PM

      კი,ამის მაგვარადაა,მაგრამ სხვათჱაშორის ეხლა ჩემი ბლოგის სტატისტიკაში ’ვიჩხრიკებოდი” და რამოდენიმეჯერ ძებნაში ფიგურირებს ეს საიტი,და ვფიქრობდი ცალკე პოსტი დავწერო თქო,და დამასწარი შეკითხვით.
      ეხლა გადავხედავ საიტს და აქ მოგწერ.

  23. ლიზიკუნა აპრილი 1, 2011, 8:34 PM

    მე გამოვიწერე და ველოდებიიიიიი ტუფლებს))ვაიმე როგორ ველოდები თქვენ არ იცით))))))

  24. ლიზიკუნა აპრილი 14, 2011, 4:10 PM

    ვაიმე ჩამომივიდა ჩემი თუფლებიიიი)))))) და ძაან მაგრებია მომეწონა. იმაზე უკეთესია ვიდრე საიტზე)))) ძალიან კმაყოფილი ვარ ძალიან

  25. gvantsi აპრილი 30, 2011, 9:39 PM

    ქეთი დიდი მადლობა რამდენი ხანია მინდა გავიგო როგორ აგზავნიან შეკვეთას და ვერავინ ვერ ამიხსნა. ძალიან დამეხმარე 🙂

    • ketusi აპრილი 30, 2011, 9:54 PM

      არაფერს,ჩემო კარგო,მიხარია,რომ დაგეხმარე.
      დიდი მადლობა კომენტარისთვის,რომ არ დაიზარე და დაწერე :*

  26. tatia მაისი 7, 2011, 5:29 PM

    forever21.com-Shi zip cod-shi ra unda chavwero romeli saposto indeqsi?

    • ketusi მაისი 7, 2011, 6:00 PM

      გადამზიდ კომპანიში თუ დარეგისტრირდი,იქ მოგეცემა მისამართი ,Address Name,და zip cod–იც,ანუ საფოსტო ინდექსი.

  27. tatia მაისი 7, 2011, 5:31 PM

    da kidev erti shkitxva mak Address Name-sa da Shipping Information-is Address Name-shi ra unda chavwero?

  28. iriii ივნისი 17, 2011, 2:46 PM

    shegizlia damexmaro dzaan momwons sheni posti magram erti kixtav maqvs ai magalitad ori dgis win gamoviwere forever21-idan xoda tracking kodi jer ar aweria daewereba male vitom? da kidev rom shevdivar amis gasarkveva dmeubneb emailze unda mogsvloda sheni nayidi nivtebis informaciao magram emailze araferi momsvlia da ra vqna? 😦

    • ketusi ივნისი 17, 2011, 6:35 PM

      მადლობა,
      ორი დრის წინ თუ გამოიწერე, ჯერ სავარაუდოდ არ მოგივა ტრეკინგ კოდი.დიდი მაღაზიაა და ბევრი კლიენტები ყავს, სანამ შენს შეკვეტას გაგზავნიან შეილება ერთი კვირაც კი დაჭირდეს(ხან მეტი ხან ნაკლები) და ტრექინგ კკოდი მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც უკვე მაღაზიამ მისამართზე გაუშვა ამანათი.ასე რომ არ იჩქარო, ამოწმე ექაუნთი უბრალოდ 🙂

  29. xrashuna ივნისი 29, 2011, 10:32 PM

    vaime zlivs ocenab avixdine ise mindoda gamoweraa da ver viwerdii? ise odesme urbanog.com gamogiweriat mainteresebs xarisxi rogoria?

    • ketusi ივნისი 29, 2011, 11:25 PM

      კი,როგორ არ გამომიწერია, შესანიშნავი ხარისხი აქვს ყველაფერს.არამარტო მანდედან,ნებისმიერი ინტერნეტ მაღაზიის საქონელი უმაღლესი ხარისხისაა, აქაურს კი ჯობია ნებისმიერ ვარიანტში.

  30. xrashuna ივლისი 1, 2011, 12:58 AM

    ra kargia da tan dabali pasic aqvs 🙂 rogorc vici mag saits saqartveloshi opisic aqvs magram tu iq ver vnaxe tqveni naswavlit gamoviwer kidev ertxel didi madloba 🙂

  31. ketusi ივლისი 1, 2011, 1:03 AM

    არა,ამაზონს არ აქვს თბილისში ოფისი.
    არაფერს 🙂

  32. olegi ივლისი 10, 2011, 1:47 PM

    შენ გაიხარე,ასე გულიანად და ამომწურავად რომ დაგიწერია ყველაფერი.ვსიო ამის მერე ვიწერ ინტერნეტიტ.დიდი, დიდი მადლობა ჩემო კარგო.

    • ketusi ივლისი 11, 2011, 1:02 PM

      დიდი დიდი დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის! მადლობა, რომ არ დაიზარეთ და კომენტარიდაწერეთ 🙂
      ძალიან მსიამოვნა ამის წაკითხვა.სტიმულის მომცემია რაღაცნაირად ^__^

      წარმატებულ შოპინგს გისურვებთ .

  33. მარი ივლისი 24, 2011, 8:03 PM

    ძალიან კარგი პოსტია მაგრამ ბრიტანეთიდან მინდა გამოვიწერო და ხომ არ იცი რომელი კომპანიით შემიძლია ვისარგებლო?

  34. Midopenguin აგვისტო 3, 2011, 1:42 AM

    თუ ინტერნეტით გადავიხდი ინვოისს, ჩეკი როგორ მექნება? ანუ მარტო ოფისში თუ მიხვალ მაშინ სჭირდება ჩეკი?

  35. Annie Chkhaidze აგვისტო 13, 2011, 6:10 PM

    რა კარგი პოსტია.. ძალიან დამეხმარება. კარგია, რომ არ დაიზარე და ასე დაწვრილებით ახსენი ყველაფერი..დიდი დიდი მადლობა 🙂

  36. beso აგვისტო 15, 2011, 12:05 AM

    me piradad Amazon-is fani var)))))

    yvelafers mand vyidulob… gansakuTrebit teqnikas))))

    • ketusi აგვისტო 15, 2011, 12:45 AM

      ისე, ბოლო ორჯერ ამაზონმა ისე გამტანჯა,რო არ ვიცი,შეკვეთა არ ცამომივიდა, კიდევ კაერგი თანხა არ მოიხსნა.მაგრამ ასეც ხდება ხოლმე,როდესაც კერძო მიმწოდებელი არის უპასუხისმგებლო.მაგრამ ეს მაუინც იშვითობაა.ისე, რაც ამაზონიდან გამოვწერე ყველაფერი გამომადგა გარდა კომპიუტერის ყურსასმენები+მიკროფონისა–ერთ კვირაში გაფუჭდა 😦

  37. Annie Chkhaidze აგვისტო 24, 2011, 1:40 AM

    tu shegidzlia damexmare ra.. pexsacmelebi minda supta wonit rom damiangarishon, anu celopnit rom chamovides da usa2georgiaze gadaputvac unda movnishno da yutidan amogebac? anu dazgvevis garda orive ojra unda movnishno? :S

  38. Annie Chkhaidze აგვისტო 24, 2011, 2:13 AM

    ra daupiqreblad davsvi shekitxva.. 😀 gaverkvie damoukideblad.. ubralod pirobebs gavecani da eg iyo… 😉

  39. ირაკლი სექტემბერი 24, 2011, 10:14 PM

    გაიხარე, კარგი პოსტია

  40. tat88ta ოქტომბერი 12, 2011, 5:24 PM

    ra kargi postia:) mec 2 cheqmis da erti tuflis gamoweras vapireb urbanogidan da gadafutva tu ar mivutite usa2georgia-ze dzalian dzviri dajdeba? da shen gadafutvit chamoitane xom? xo ar mosvlia rame?:D

    • ketusi ოქტომბერი 12, 2011, 7:05 PM

      კი,გადაფუთვით ჩამოვიტანე,8 ტუფლიდან ერთს ნაკაწრები ქონდა 😦 თუმცა მაინც იშვიათობაა, რომ დაზიანდეს,რადგან ქაღალდებს აყოლებენ და ცლოფნებშია გახვეული და მერე ერთიან დიდი ცელოფანშია და გადასკოჩილია ხოლმე,ასე რომ არ ეხახუნება ერთმანეთს.ისე ამ ბოლომ დროს შეცვალეს საიტზე რაღაცეები და მეუბნებიან რომ ვუთითებთ გადაფუთვას,მაინც ყუტებით ცამოდისო.ამ სემ,თხვევაში ალბათ ჯობია წინასწარ თავი დაიზღვიო და ოფისში დარეკო,რომ პირადად მოითხოვო,რომ მისული ამანათი გადაფუთონ.
      ისე განსხვავება საგრძნობია.
      თუ გამოიწერ და მიიღებ ამანათს, ერთი თუ არ დაგეზარა აკაც მომწერე,როგორ ჩამოგივა.
      წარმატებულ შოპინგს გისურვებ 🙂

  41. tat88ta ოქტომბერი 12, 2011, 8:31 PM

    madlob 🙂 ravici, mainc meshinia rom gzashi daziandes mara tan arc minda ormagi damijdes 😀

  42. tat88ta ოქტომბერი 13, 2011, 5:16 PM

    ra mainteresebs kide, zomebi kargi gamogadga? da forever21is jinsebis jomebshic xom ar erkvevi shemtxvevit?:)

    • ketusi ოქტომბერი 13, 2011, 11:37 PM

      ზომები ძირიტადად კარგად მადგება,ფორევერიდან სარვაი მაქვს გამოწერილი და საშუალო ზომა არის 26X29 და ზუსტად მომერგო

  43. Jinavera დეკემბერი 3, 2011, 10:39 PM

    amazonidan viwer cheqmas, kai mdzime shexeduleba aqvs da albat wonashi bevrs daichers. es gadaputva usa2georgia-ze unda miutito? sashishi xom ar aris rame am procesis dros? 🙂

    • ketusi.com დეკემბერი 4, 2011, 1:03 AM

      კი,usa2georgia–ზე დეკლარირებისას უნდა მიუთითო, მაგრამ ამ ბოლო დროს არ ფუთავდნენ და დარეკვა და ისე შეხსენება მომიწია,შეიძლება დროებითი შეფერხება იყო.სანდოობის მხრივ პირადად მე პრობლემა არ შემქმნია და არც ჩემ ირგვლივ ვინმეს.ერთია, რომ,ორჯერ რამოდენიმე ფეხსაცმელს პატარა ნაკაწრი წონდა,რაც იშვიათად ხდება, თუმცა მაინც რისკია.ასე რომ შენი გადასაწყვეტია.

  44. khatia დეკემბერი 4, 2011, 6:44 PM

    gamarjoba!Zalian kargi postia, me amis wakitxvamde gamoviwere magram exla rom gadavxede swored gamomiweria mivxvdi 🙂 USA2GEORGIA ti chamomaqvs, magram mainteresebs თრექინგ ნომერი rodis daewereba chems mier nayid nivTs? urbanogit viwer tan,
    da kidev erti kitxva… dges diliT gamoviwere cheqma urbanogze da momweres rom dasvenebis dgeebis gamo cota shegvagviandebao, dges kvira romaa magito albat, xom ar icit maqsimumi rodis sheileba iyos roca urbanogidan usa 2 georgias ofisshi miva chemi nivTi?

    • Jinavera დეკემბერი 4, 2011, 10:14 PM

      khatia me urbanogidan ver viwer, arada yvelaperi normalurad maqvs chawerili, bolos miwers trasaction has been declined. ver vigeb ra xdeba, angze fuli aris, is amerikuli misamartic mititebulia.
      mag saitze is cheqma rac minda iafi girs, amazontan shedarebit da ver ra ver viwer :((
      tu shegidzlia rame mishvele 😦

  45. khatia დეკემბერი 4, 2011, 7:21 PM

    Treqing nomeri “order #” is qvemot rom weria ricxvebi isaa neta?

    • ketusi.com დეკემბერი 4, 2011, 10:15 PM

      გამარჯობა.მადლობა შეფასებისთვის.
      თრექინგ კოდი იგზავნება მაშინ,როდესაც მაღაზია ამანათს გაგზავნის.თვითოეულ ამანათს თავისი ნომერი აქვს–თრექინგ ნომერი.ამიტომ სანამ ამანათი მაღაზიას არ დატოვებს,მას ვერ მიიღებ.ზოგჯერ მაღაზია გადატვირთულია ბევრი შეკვეთებით და თუ დასვენების დრეც დაერმთხვა,ამანათის გაგზავნის დღე უწევს 3-4 დღეს.თრეკინგს მაშინვე მეილით მიიღებ

  46. Ibi დეკემბერი 4, 2011, 11:21 PM

    ვაიმე რა კარგი ხარ რა ❤
    დამჭირდება მალე და გამოვიყენებ აუცილებლად ❤
    დიდი მადლობა :* შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდა არ ვიცი :დ რა კარგია რო არ გეზარება წერა და ამბები ❤

  47. oliver27vnm დეკემბერი 9, 2011, 6:46 PM

    mxolod erti lari momichra da rato? tanac shekvetazec mxolod shipping soon aweria, arada 30 wutis win gamoviwere. mesiji egreve momivida, magram erti$ mogichrato. ratO??:(

  48. oliver27vnm დეკემბერი 9, 2011, 7:48 PM

    madloba! dzalian gamaxare.anu jer tracking ID-s ver gavigeb da roca miitanen mashin daewereba da mashin unda ”davadeklariro”?

  49. kevana დეკემბერი 28, 2011, 5:25 PM

    ra minda gkitxo, treking kodi sasurvelia rom shekvketis dgidanve chavwero usa2georgias-s saitze? ^^

  50. ნაირა იანვარი 5, 2012, 10:53 PM

    ქეთუსი მომწონს შენი ბლოგი და თუ დამეხმარები კიდევ უფრო მომეწონება.
    გამოვიწერე “ტარგეტ ქომ”-იდან გამომიწერეს ორდერი,მომიხსნეს თანხა ანგარიშიდან, მომილოცეს შენაძენი და 1,5–2 საათში თანხა უკან დამიბრუნეს და ორდერი გამიუქმეს.მიზეზი არ მოუწერიათ.მზგავსი შემთხვევა ხომ არ გქონიათ და ხომ არ იცით რა ხდება?

    • ketusi.com იანვარი 5, 2012, 11:23 PM

      მიხარია,თუ მოგწონთ ჩემი ბლოგი 🙂
      მაგ საიტიდან წარმატებით მაქვს გამოწერილი ფეხსაცმელი,პრობლემა არ მქონია.არ არსებობს,რომ განმარტება არ ქონოდა ამ მოვლენას,თვითონ ექაუნთში ნახეტ ინფორმაცია.არის ერთი ვარიანტი, რომ რეალურად ის ნივთი საწყობში არ აღმოჩნდა და ამიტომ ანულირდა,თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეგატყობინონ.

  51. macura იანვარი 15, 2012, 5:40 PM

    rogor gavigo magazia romeli qveynisaa

  52. irakli იანვარი 28, 2012, 11:58 PM

    ketusi amazon gift card-ze shegizlia mitxra ramee?ici rogor ketdeba?

    • ketusi.com იანვარი 29, 2012, 12:43 AM

      მაგაზე მარტო ის ვიცი,რომ ჩვეულებრივი ბარათივითაა,უბრალოდ შეგიძლია გარკვეული გამოსახულების ამოირჩიო,დასვა ზედ თანხა და სხვას აჩუქო.ძვირი არ ღიეს,$0.15–$2.00 საშუალოდ.

  53. macura იანვარი 31, 2012, 7:04 PM

    ebay ze vregistrirdebi da quchas qalaqs da zip kods mtxovs…qartuli misamarti mivutito aq tu gadamzidavi kompaniis misamarti

    • ketusi.com იანვარი 31, 2012, 7:15 PM

      მაგ საიტიდან საქართველოშიც იგზხავნება მგონი,ერთადერთი, რომ ბარათით არ ხდება ყველაფრის შეძენა, paypal–უნდა გქონდეს

  54. tiko აპრილი 25, 2012, 2:17 PM

    ქეთუსა მადლობა ძალიან დამეხმარე,გამოვწერე ,შენი წყალობით.ამაზონიდან,usa2georgiaze დეკლარირებაც გავაკეთე აი ეხლა რა ვქნა არ ვიცი ეს ჩამოტანის თანხა როგორ გადავიხადო დამეხმარე ძალიან გთხოვ.მადლობა წინასწარ.

  55. ketusi.com მაისი 17, 2012, 1:03 AM

    tiko
    ეგ მიშნავს,რომ ეს პროდუქტი ადრე უფრო ძვირი ღირდა და შენ ზოგავ ამა და ამ თანხას,რადგან ფასდაკლებით ყიდულობო 🙂

  56. natia21 მაისი 17, 2012, 4:10 AM

    vaime ra ubedurebaa:( aliexpress.com am saitidan rogor gamoviwero an rogor davregistrirde amarkviet raa : ( ra ubedurebaa ver gavige 😦

    • ketusi.com მაისი 17, 2012, 1:26 PM

      ეგ ჩინური საიტია და შეგიძლია საქართველო მიუთითო და აქ ცამოგიტანენ, მაგრამ გაითვალისწინე,რომ ყველაფერზე არ ვრცელდბა საცლო ვაჭრობა და ტრანსტორტირება ჯდება ძალიან ძვირი

  57. natia21 მაისი 18, 2012, 3:54 AM

    xo vici magram https://www.usa2georgia.com/ es ofisi xo exmareba mag saitidan gamowerashi ?? ravici iq eg saitic uweriat da magati misamartit ar shemidzlia gamowera??? egre xo igive fasi dajdeba rac tavidan aweria nivtebs??:X da ufro iafi gamova mgoni

    • ketusi.com მაისი 18, 2012, 6:10 PM

      ეა თქმა უნდა,შეგიძლია, მაშიმ იმ საიტზე უსას ამერიკულ მისამართს დაამატებ და იქ გაგზავნიან და მერე უსა შენ გამოგიგზავნის.მაღაზია ტრანსპორტირებს ფასს მისამართის და მიხედვით ითვლის.

  58. irina მაისი 30, 2012, 7:42 PM

    gamarjoba! ketusi xom ar gqonia shexeba am site-tan http://www.payless.com ? dzalian momwons fasebi da produqcia da mainteresebs vinmes xom ar gqoniat aqedan gamoweris gamocdileba?

  59. abutidze ივნისი 28, 2012, 6:35 PM

    გაუმარჯოს ყველას ამაზონიდან გამოწერა მინდა და კალათაში რო შვდივარ და ვაწვები პროცესედ კალათაში რაც მაქვს არ ჩეული ყველაფრის ჯამს მიჩვენებს და კალათიდან როგორ წავშალო ან და ანი ყველა გამოიწერება ? ტუ როგორ გამაგებინეთ

  60. abutidze ივნისი 28, 2012, 6:53 PM

    თუ ვინმემ იცით მიპასუხეთ რაააა

  61. abutidze ივნისი 28, 2012, 7:04 PM

    ki ki wavikitxe madloba wexan vegar movaswari wakitxva ro vwerdi

  62. abutidze ივნისი 28, 2012, 7:38 PM

    amashic maswavle rogor shevavso pirveli eqvsi veli shevavse danarcheni vegar gavige kargad

    Full Name: aq chavwere
    Address Line1: aqac
    Address Line2:aqac
    City:aqac
    State/Province/Region aqac
    ZIP: aqac
    Country:?
    Phone Number? aq visi nomi chavwero?
    Address Type:?
    Security Access Code?

    F

    • ketusi.com ივნისი 28, 2012, 7:47 PM

      Country : United states.
      Phone Number : ის ნომერი,რაც გადამზიდ კომპანიაში დარეგისტრირების დროს მოგცეს.
      Address Type : commercial შეგიძლია მიუთითო.
      Security Access Code : აქ არაფერი

  63. kikoa ივლისი 9, 2012, 6:44 PM

    gamarjoba amazonidan gamovwere da meubneba baratis vadis gasvlis dro aris shecdomit mititebulio da magalitad barats ro aweria 05 ,15 anu unda chawero 05 2015?

  64. kikoa ივლისი 10, 2012, 2:58 PM

    მიპასუხეტ ვინმემ

    • ketusi.com ივლისი 10, 2012, 5:15 PM

      ჩემ ბლოგზე ჩემს მეტი ვერავინ გიპასუხებდა ,მე კიდე დასასვენებლად ვარ გასული ქალაქგარეთ და დღეს ერთი დღით ჩამოვედი თბილისში,ასე რომ მოგისწრებ პასუხს 🙂
      დიახ,ეგ თარიღი უნდა შეიყვანო.

  65. kikoa ივლისი 10, 2012, 8:29 PM

    აბა რატო ამბობს შეცდომითააო?

  66. telefoni სექტემბერი 24, 2012, 9:44 PM

    gamarjobat.amazonidan telefo rogor gamoviwero?

  67. ninia ოქტომბერი 5, 2012, 5:49 PM

    tu icit ebey-dan rogor gamoviwero? davaregistrire barati, magram ragac paypals mtxovs. ver gavige rogor gadavixado. tu shegidzliat damexmaret. gmadlobt

  68. niako ოქტომბერი 10, 2012, 11:41 AM

    gamarjobat shegidzliat mitxrat sadaa urbanogis ofisi tbilisshi?? anu rom gamovwer sad unda mivide shekvetis asagebad?

  69. Nika ოქტომბერი 17, 2012, 10:53 PM

    ვისა ელექტრონი შეიძლება იყოს?

  70. ეთუნა ოსიაშვილი ნოემბერი 5, 2012, 8:16 PM

    gamarjoba ketusi,amazonze rom davregistrirde chemi saxeli da gvarit da meuglis saxelpaso barati rom gamoviyeno ese sheidzleba?(barati express cardia,mastercardis punqciac aqvs)

  71. ეთუნა ოსიაშვილი ნოემბერი 6, 2012, 12:42 PM

    madloba 🙂
    …da kidev mainteresebs usa2-ze tavidanve unda mivutito gadaputva da nivtis gamoceris shemtxvevashi tavistavad moxdeba es tu rom gamovicer mere unda gavaketo..rogorc maxsovs mitxres mailze shetyobineba mogdis da mere aketeb gadaputvaso da ver gaverkvie.

  72. tamo ნოემბერი 30, 2012, 9:20 PM

    ხომ არ იცით aliecspres.com ის ოფისი სადააა? ფეხსაცმლის გამოწერა მინდა და როგორ გამოვწერო არ ვიცი:(:(

  73. გიორგი მარტი 1, 2013, 11:22 PM

    აუ რა მაინტერესებს aliexpres.com იდან რომ გამოვიწერო . პირდაპირ საქართველო რომ მივუტიტო უპრო მალე ჩამოვა თუ usa2georgia ს მისამართი ამერიკაში და მერე იქიდან აქ ჩამოტანა.?

  74. ani_j1 მარტი 30, 2013, 4:59 PM

    gamarjobat:)ebay.com idan saqartveloshi rogor xdeba gamowera?anu romeli kartit?da tu iict aqvs aq ofisi?

  75. anuka_j1 მარტი 30, 2013, 7:03 PM

    da paypal rogor unda gavaketo?didi madloba pasuxistvis:)

    • ketusi.com მარტი 31, 2013, 10:37 AM

      სამწუხაროდ,ვერ გააკეთებ,უცხოელებზე არეგისტრირებენ ხოლმე.
      ფეისბუქის გვერდის ლინკს მოგწერ და იმიტ დახმარებიტ მაგიტაც გამოიწერ,მომსახურება ცოტაა,10 ლარი.https://www.facebook.com/gamowera.usa

  76. anuka_j1 მარტი 31, 2013, 3:21 PM

    dzalian didi madloba:*vnaxe tqveni mowerili linki da saimedoa?

  77. ვაიბი ივნისი 16, 2013, 2:29 PM

    ქეთუსი, ფეხსაცმლის ზომებში როგორ გავერკვიო ? ასე მაგალითად Uk6 როგორ გავიგო რა ზომაა ან, ჩემი ვთქვათ 38 რა ზომაა? :/

  78. fati სექტემბერი 9, 2013, 1:57 PM

    ქეთუსი მაინტერესებს გამოწერის კიდევ 2 დეტალი:განბაჟება რა შემთხვევაში ხდება და როგორ უნდა ვიანგარიშო განბაჟების თნხა?და კიდევ წონასთნ დაკავშირებით:ჩემს სასურველ ნივთს უწერია 26pounds ანუ ~14 კილოგრამი იქნება? და რა არის 1 კილოგრამის ფასი?

    • ketusi.com სექტემბერი 9, 2013, 2:13 PM

      განბაჟება გიწევს,თუ ამანათის ღირებულება 300 ლარზე მეტს შეადგენს,თუ არ ვცდები 18% იხდი საგადასახადოში.ამერიკიდან ერთი კილო $8 ღირს

  79. nini ოქტომბერი 4, 2013, 4:23 PM

    მაინტერესებს ali xpress-დან როგორ გამოვიწეწროო გთხოვთ დამეხმარეთ რააააა

  80. mariam ნოემბერი 19, 2013, 5:48 PM

    gaamarjooba dzaliian momewoonaa sheni posti dzalian bevr adamians daexmareba:))tu shegidzlia dawvri;ebit amixsna aliexpresodan dzalian minda erti ragacis gamowera da rogor sheidzleba gamoviiwero da aqmde chamomiviidees gtxooov amixseni ra

  81. zeinab zeko დეკემბერი 17, 2013, 2:42 AM

    privet qetus rogor dges dges agmovachine sheni blogi da dz gamixarda sustad es is saitia romelic me mjirdebodaa madlob rom shen arsebobs da sheni blogiii

  82. ლა შა დეკემბერი 22, 2013, 4:18 PM

    da kide, magari nervebi gaq, 😉 kai gogo xar 🙂

  83. ketusi.com დეკემბერი 25, 2013, 12:08 PM

    გაიხარეთ…ამგვარი კომენტარები მაძლევს სტიმულს ^_^

  84. nini იანვარი 2, 2014, 12:44 PM

    aliexpresidaan gicdiaa gamoweraa? tu icii damexmaree ra? )

  85. mari აპრილი 9, 2014, 12:54 AM

    Gamarjoba ketusi! Amazonidan amanatebi chven postas ar chamoaqvs?

    • ketusi.com აპრილი 9, 2014, 6:10 PM

      გამარჯობა.მიმწოდებელს გააჩნია,მარი,შეგიძლია მიუთითო აქაური მისამართი და დააწერს გზავნის თუ არა ამ ქვეყანაში ის მიმწოდებელი.

  86. temo დეკემბერი 18, 2014, 9:43 PM

    damexmaret ebays mivabi camexsi da paypalis da expsres cardze ver damexmarebit rogor gadavaba winaswar didi madloba

    • ketusi დეკემბერი 24, 2014, 3:24 PM

      მე ლიბერთი ბანკში მაქვსანგარიში და ბ არათი და მასზე მივაბი ფეი-ფალი,ექსპრეს კარდზე ნამდვილად არ ვიცი,სამწუხაროდ

  87. zviad ივლისი 18, 2015, 5:46 PM

    kargi gamarjoba tqveni. ra mainteresens: minda ragacis yidva da girc 200$? mainteresebs misi saboloo pasi tu ramdeni damijdeba tavisi tranportirebit. rogor unda gavigo

    • ketusi.com ივლისი 21, 2015, 12:17 AM

      გამარჯობა.300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელს განბაჟება უწევს, მგონი 18 % ღირებულებისას იხით,,,მე არასდროს არ გამომიწერია ერტი ძვირიანი ნივთ და ვერ გეტყვით როგორ რა დაგჭირდებათ,,,გადამზიდი კომპანიაბი სთავაზობენ ამ მომსახურებას და შეეხმიანეთ

  88. nika სექტემბერი 3, 2016, 4:05 PM

    gamarjoba ketusi. tu shegizlia mitxra paypalze rogor chavricxo tanxa?

  89. nika სექტემბერი 5, 2016, 8:16 PM

    anu liberti bankis cartaze aris mibmuli paypali?

  90. Rickie Wilborn სექტემბერი 6, 2016, 11:42 PM

    Good write-up, I¡¦m normal visitor of one¡¦s website, maintain up the excellent operate, and It is going to be a regular visitor for a long time.

  91. nika სექტემბერი 7, 2016, 2:32 PM

    gamarjoba ketusi saqartveloshi sad aris paypalis opisi an nomeri tu ici magati paypaltan minda dakavshireba inglisuri ar vici iqneb damexmaro

  92. რატი თებერვალი 2, 2019, 6:39 PM

    გამარჯობა ქეთი, amazon-ზე ვნახე ლამაზი კაბები ჩუქება მინდა და ზომა როგორ უნდა გავიგო დაახლოებით?

Leave a reply to ketusi კომენტარის გაუქმება